იაფი ავიაბილეთები პარიზში

იაფი ავიაბილეთები პარიზში

პარიზი, საფრანგეთის დედაქალაქი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქალაქი, ევროპული კულტურის, ხელოვნებისა და მოდის სიმბოლოა. სენის სანაპიროზე გაშენებული ეს ულამაზესი მეგაპოლისი აერთიანებს ისტორიულ დიდებულებას, შთამბეჭდავ არქიტექტურას და დახვეწილ ურბანულ რიტმს. პარიზი წარსულისა და თანამედროვეობის იდეალური შერწყმაა — სადაც ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ ცნობილი ღირშესანიშნაობა, მუზეუმი ან გამორჩეული კულტურული ადგილი.

პარიზში ვიზიტისას აუცილებლად დაათვალიერეთ ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი და ნოტრ-დამი, გაისეირნეთ მონმარტრის ვიწრო ქუჩებში და ეწვიეთ შანზ-ელიზეს გამზირს. ელისეს მინდვრები, ტრიუმფალური თაღი და ჟარდენ დე ლუქსემბურგი ქალაქს კიდევ უფრო დიდებულ ხასიათს სძენს. პარიზი ცნობილია თავისი კულინარიული ხელოვნებითაც — ბაგეტი, კრუასანი, ფრანგული ყველი და ღვინო აქ სხვა გემოს იძენს. პარიზის კაფეები, ბარისტებით სავსე ქუჩები და კულტურული ღონისძიებები მოგცემთ საშუალებას, შეიგრძნოთ ნამდვილი პარიზული ცხოვრება.

იაფი ავიაბილეთები პარიზში გაძლევთ შანსს აღმოაჩინოთ ქალაქი, სადაც არქიტექტურა, ხელოვნება, გემოვნება და ელეგანტურობა შეუდარებელ შთაბეჭდილებას ტოვებს და თქვენს მოგზაურობას ნამდვილად განსაკუთრებულს გახდის.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები პარიზში ?

თბილისიდან პარიზის მიმართულებით ფრენების ღირებულება დაახლოებით 233 ლარიდან იწყება. პირდაპირი ავიარეისებით მგზავრობა შეგიძლიათ ისეთი ავიაკომპანიების მეშვეობით, როგორებიცაა Air France, Transavia და Georgian Airways. ტრანზიტული ფრენების შემთხვევაში კი, თურქული ავიახაზები (Ajet Airlines, Pegasus Airlines, Turkish Airlines) ფრენებს სტამბოლის გავლით გვთავაზობენ, ხოლო ევროპული ავიაკომპანიები (Sky Express, LOT, Aegean Airlines და სხვ.) ევროპის სხვა ქალაქებში გადაჯდომით დაფრინავენ.

ქუთაისის აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით კიდევ უფრო ბიუჯეტურად მოგზაურობაა შესაძლებელი, რადგან ხელმისაწვდომი ფრენები 195 ლარიდან იწყება. ავიაკომპანია Wizz Air-ი პარიზში კვირაში სამი სიხშირით ასრულებს პირდაპირ რეისებს. გარდა ამისა, ტრანზიტული რეისების შეძენა შეგიძლიათ Pegasus-ის ავიახაზების მეშვეობით, სტამბოლში გადაჯდომით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 ნოემბერი 202529 ნოემბერი 2025Georgian Airwaysბილეთები 1 115 - დან
2 დეკემბერი 20256 დეკემბერი 2025Georgian Airwaysბილეთები 1 121 - დან
13 იანვარი 202620 იანვარი 2026Georgian Airwaysბილეთები 1 302 - დან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ნოემბერი 202530 ნოემბერი 2025Wizz Airბილეთები 776 - დან
11 დეკემბერი 202518 დეკემბერი 2025Wizz Airბილეთები 702 - დან
15 იანვარი 202622 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 428 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 ნოემბერი 202525 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 291 - დან
20 ნოემბერი 202526 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 211 - დან
29 ნოემბერი 202514 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 010 - დან
30 ნოემბერი 20254 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 092 - დან
20 დეკემბერი 202513 იანვარი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 672 - დან
5 იანვარი 20268 იანვარი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 017 - დან
9 იანვარი 202620 იანვარი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 886 - დან
4 თებერვალი 20268 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 742 - დან
24 აპრილი 20261 მაისი 20263 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 284 - დან
12 მაისი 202620 მაისი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 345 - დან

აღმოაჩინე პარიზი

დასარჩენი ადგილი პარიზში

თუ იაფი ფრენები პარიზში უკვე ნაყიდი გაქვთ, დასარჩენი ადგილის ძიების ეტაპი მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი გამარტივებისთვის, გირჩევთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

პირველ რიგში, შეარჩიეთ ადგილი, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ბიუჯეტზე, დროზე და სასურველ ლოკაციაზე. კომფორტული დასვენებისთვის უმჯობესია, დასარჩენი ადგილი ადვილად მისადგომი იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შედარებით ახლოს მდებარეობდეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან. ეს დაგეხმარებათ, რომ მაქსიმალურად დაზოგოთ დრო და კომფორტულად იმოძრაოთ ქალაქში.

The People - Paris Bercy

ჰოსტელში დარჩენა პარიზში მოგზაურობისას ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური და უსაფრთხო ვარიანტია. თანამედროვე ჰოსტელები მრავალფეროვან მომსახურებას გვთავაზობენ, მათ შორის: კვებას, ბარის სერვისს და სხვადასხვა გასართობს, მაგალითად, სამაგიდო თამაშებს. ეს არის ასევე იდეალური ადგილი იმისთვის, რომ გაიცნოთ თანამოაზრეები სხვა ქვეყნებიდან. ჰოსტელი მოხერხებულ ლოკაციაზეა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტროთი თუ ავტობუსით) გადაადგილებას ამარტივებს. გარდა ამისა, ხშირად ჰოსტელებს აქვთ ტერასები ან ვერანდები, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი პარიზზე და შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ულამაზესი ხედებით.

Le Village Hostel

ეს ჰოსტელი მდებარეობს პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პოპულარულ რაიონში, მონმარტზე. ჰოსტელი სტუმრებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: ბარსა და საერთო სამზარეულოს, სადაც სხვა მოგზაურებთან ერთად გართობას შეძლებთ. რადგანაც ჰოსტელი ტურისტულად აქტიურ უბანშია განთავსებული, ახლოსაა მრავალი მაღაზია და ღირსშესანიშნაობა, რაც გადაადგილებას გაგიმარტივებთ და თქვენს დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

The People Belleville

ეს ჰოსტელი პარიზის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილას მდებარეობს, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ქალაქის ცნობილ მონუმენტებზე. ის სტუმრებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: ბარსა და გასართობ სივრცეებს. აქ შეგიძლიათ კომფორტულად დაისვენოთ და თუ სურვილი გექნებათ, საერთო ზონებში ახალი ნაცნობებიც გაიჩინოთ. ეს ჰოსტელი შედარებით ხელმისაწვდომი არჩევანია. თუ იაფი ავიაბილეთები პარიზში უკვე შეიძინეთ, გირჩევთ, ჰოსტელიც წინასწარ დაჯავშნოთ, რათა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ეკონომიურად გაატაროთ დრო.

Hôtel Astra Opéra - Astotel

თუ გსურთ, თავს ფუფუნების საშუალება მისცეთ, ეს სასტუმრო საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის. ის მარტივად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ახლოს მდებარეობს მონმარტის უბანთან, სადაც გასეირნებას აუცილებლად გირჩევდით. ასევე ახლოს გექნებათ ცნობილი პარიზული ბულვარები. სასტუმრო გთავაზობთ განსაკუთრებულ კომფორტსა და მომსახურებას, რათა თქვენი დასვენება მართლაც დაუვიწყარი იყოს.

რა გავაკეთოთ პარიზში ?

პარიზი არის ქალაქი, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით ყველა მოგზაურზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. აქ ნახავთ ისეთ ლეგენდარულ ღირსშესანიშნაობებს, როგორებიცაა ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი, ნოტრ-დამის ტაძარი, ტრიუმფალური თაღი და ვერსალის სასახლე. ხელოვნების მოყვარულთათვის პარიზი ნამდვილი სამოთხეა, რადგან მისი მუზეუმები, მათ შორის Musée d’Orsay და Centre Pompidou, მსოფლიო შედევრებს აერთიანებს. თუ სიმშვიდესა და სეირნობას ანიჭებთ უპირატესობას, გაისეირნეთ სენის სანაპიროზე ან მონმარტრის მომხიბვლელ ქუჩებში. პარიზი ასევე იდეალურია დასვენებისა და გართობისთვის: მისი ელეგანტური ბულვარები, დახვეწილი კაფეები და თეატრები თქვენს მოგზაურობას სრულყოფილს გახდის. იაფი ფრენები პარიზში კი საშუალებას მოგცემთ, აღმოაჩინოთ ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და უნიკალური ცხოვრების სტილი დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა.

ეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკი პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლო და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტია. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. კოშკი, რომელსაც მეტსახელად „რკინის ქალბატონს“ უწოდებენ, საფრანგეთის ინჟინერიის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების უდიდესი მიღწევაა.

დღეს ეიფელის კოშკი არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრი, არამედ სიყვარულისა და რომანტიკის სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. საღამოობით, საათში ერთხელ, კოშკის ნათურები ციმციმს იწყებენ, რაც დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.

ლუვრის მუზეუმი

ლუვრის მუზეუმი არა მხოლოდ პარიზის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი ხელოვნების მუზეუმია. ის მდებარეობს პარიზის ცენტრში, მდინარე სენის ნაპირზე და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. მისი ისტორია და არქიტექტურა ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი კოლექციები.

ლუვრის მუზეუმი არის ადგილი, სადაც ისტორია, ხელოვნება და არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის, რაც მას თითოეული მოგზაურისთვის დაუვიწყარ ადგილად აქცევს.

ტაძრები

პარიზში ყოფნისას, აუცილებლად ეწვიეთ ქალაქის გამორჩეულ ტაძრებს. იაფი ავიაბილეთები პარიზში საშუალებას მოგცემთ, ახლოდან იხილოთ ნოტრ-დამის ტაძარი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის სახელობისაა. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მომხდარი ინციდენტის გამო ტაძარი დაზიანებულია და მასში შესვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მისი შთამბეჭდავი ექსტერიერი, ულამაზესი გოთიკური თაღები და დახვეწილი ფრანგული არქიტექტურა გულგრილს არ დაგტოვებთ. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე ტაძრის შუაგულში განთავსებული, ცნობილი „ღვთისმშობლის ვარდი“.

დისნეილენდი

დისნეილენდი პარიზში არის ყველაზე პოპულარული გასართობი პარკი ევროპაში. ის მდებარეობს პარიზიდან დაახლოებით 32 კილომეტრში და წარმოადგენს ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც ბავშვებსაც და მოზრდილებსაც დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.

რა ვჭამოთ პარიზში

პარიზი ნამდვილად მსოფლიო კულინარიის ცენტრია და იქ მოგზაურობა ნამდვილი გასტრონომიული თავგადასავალია. არ აქვს მნიშვნელობა, რა გემოვნება გაქვთ, აქ აუცილებლად აღმოაჩენთ კერძებს, რომლებიც თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. იაფი ავიაბილეთები პარიზში გაძლევთ საშუალებას აღმოაცინოთ მრავალფეროვანი ფრანგული სამზარეულო და საუკეთესო რესტორნების მთელი ნუსხა.

ტკბილეული

პარიზი მართლაც განთქმულია ტკბილეულის მრავალფეროვნებით. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კრუასანები, მაკარონები და შოკოლადის ფუნთუშები. ეს დახვეწილი დესერტები, ლამაზ შეფუთვებში მოთავსებული, იდეალური საჩუქარიც იქნება. პარიზში უამრავი საცხობია, რომლებსაც ნებისმიერ ქუჩაზე მარტივად იპოვით, ამიტომაც მათი დაგემოვნება თქვენთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

ყველი

პარიზი მართლაც ყველის წარმოების სამშობლოდაა მიჩნეული, სადაც მის 200-ზე მეტ ნაირსახეობას შეხვდებით. ყველის მომზადების უნიკალური ტექნიკა აქ თაობიდან თაობას გადაეცემოდა. პარიზში შეგიძლიათ გასინჯოთ ყველის ნებისმიერი სახეობა, დაწყებული ობიანი ყველით, დამთავრებული ისეთი ცნობილი სახეობებით, როგორებიცაა ემენტალი და კრემიანი კამამბერი. თქვენს გემოვნებაზე მორგებული ყველის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. და რაც მთავარია, ყველთან ერთად აუცილებლად მიირთვით პარიზული ღვინო, რომელიც ასევე მსოფლიოშია განთქმული.

ხახვის სუფი

პარიზი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი სუპებით, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფრანგულ ხახვის სუპს. ეს კერძი ფრანგების საფირმო კერძად ითვლება და მისი რეცეპტი, ლეგენდის თანახმად, საუკუნეების წინ ლუი XV-მ გამოიგონა. მისი დამზადების ტექნიკა დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა. სუპთან ერთად აუცილებლად დააგემოვნეთ ფრანგული ბაგეტი, რომელიც მის გემოს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

ლოკოკინები

თუ ზღვის პროდუქტების მოყვარული ხართ, პარიზი ნამდვილად არ დაგწყვეტთ გულს. იაფი ფრენები პარიზში საშუალებას მოგცემთ, დააგემოვნოთ მსოფლიოში ცნობილი დელიკატესი – ლოკოკინები (Escargots). ამ კერძს სხვადასხვა რესტორანში სხვადასხვანაირად ამზადებენ, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის დაგემოვნებას. ესკარგო პარიზული მენიუს განუყოფელი ნაწილია და ტურისტების უმრავლესობა მის გასინჯვაზე უარს არ ამბობს, რის შემდეგაც სასიამოვნოდ გაოცებულები რჩებიან.

ინფორმაცია პარიზის ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
CDG / ORY
ენა
ფრანგული
თაიმზონა
UTC+01:00
დღიური საშუალო თანხა
€70.00 - €90.00

ხშირად დასმული კითხვები პარიზზე

თუ პარიზში მოგზაურობას გეგმავთ, უმჯობესია, წინასწარ განსაზღვროთ მოგზაურობის დეტალები, რათა დასვენება მაქსიმალურად შეირგოთ და გაუთვალისწინებელი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ. თუ იაფი ავიაბილეთები პარიზში უკვე შეძენილი გაქვთ, გირჩევთ, გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებს, რაც თქვენი მოგზაურობის დაგეგმვას გაგიადვილებთ.

პარიზში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი) ითვლება, როცა ამინდი იდეალურია ქალაქის დასათვალიერებლად. ზაფხულში (ივნისი-აგვისტო) მართალია ქალაქი სიცოცხლით სავსეა, მაგრამ ტურისტების რაოდენობა და ფასებიც მაღალია. თუ ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავთ, ზამთარი საუკეთესო არჩევანია, რადგან ტურისტების ნაკადი ნაკლებია, ფასებიც ხელმისაწვდომი, ხოლო საშობაო პერიოდი ქალაქს განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს.

პარიზი არის ქალაქი, რომელიც თავისი უნიკალური ხიბლით, ხელოვნებით, არქიტექტურითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა. ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი და გამორჩეული ადგილია მსოფლიოში.

თუ იაფი ავიაბილეთები პარიზში უკვე შეიძინეთ, თქვენი მოგზაურობის დღეები შეგიძლიათ თქვენს გემოვნებაზე მორგებული კრიტერიუმებით დაგეგმოთ. უმჯობესია, დილით დაათვალიეროთ ღირსშესანიშნაობები, შუადღით პარიზულ რესტორანს ან კაფეს ეწვიოთ, საღამოს კი შოპინგზე წახვიდეთ ან ბულვარებში გაისეირნოთ. ეს გეგმა დაგეხმარებათ, მაქსიმალურად გამოიყენოთ დრო და იგრძნოთ პარიზული ცხოვრების სტილი.

პარიზს სამი ძირითადი აეროპორტი ემსახურება: შარლ დე გოლი (CDG), ორლი (ORY) და ბოვე (BVA). მათ შორის პარიზთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ორლის აეროპორტი (ORY).

ორლის აეროპორტი პარიზის ცენტრიდან დაახლოებით 13-14 კილომეტრშია. ის ხშირად საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს, ქალაქის ცენტრამდე სწრაფად და კომფორტულად მიაღწიოს.

მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისთვის, უმჯობესია, იაფი ავიაბილეთები პარიზში წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ. ასევე, ეცადეთ, თქვენი დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს ან შაბათ-კვირას, რადგან ამ პერიოდში ფასები, როგორც წესი, მაღალია.

პარიზში მოგზაურობა ნებისმიერ სეზონზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ, თუმცა ამინდებიდან გამომდინარე, ყველაზე საუკეთესო დრო ადრეული გაზაფხული ან შემოდგომაა. აპრილსა და მაისის დასაწყისში, ასევე სექტემბერში, ქალაქში თბილი და სასიამოვნო ამინდები დაგხვდებათ, რაც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

პარიზში სამოგზაუროდ საჭირო დრო დამოკიდებულია თქვენს პრიორიტეტებზე, თუმცა შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე სცენარი, რომელიც თქვენს მოგზაურობას დაგეგმვას გაგიმარტივებთ.

2-3 დღე – თუ პარიზში მხოლოდ მოკლე ხნით ხართ, ეს დრო საკმარისია, რომ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ და მისი ატმოსფერა შეიგრძნოთ.

4-5 დღე – თუ უფრო მეტი დრო გაქვთ, შეძლებთ, ღირსშესანიშნაობების გარდა, ქალაქის კულტურასაც უკეთ გაეცნოთ.

დიახ, საქართველოდან პარიზში პირდაპირი ფრენები თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან სრულდება.

თბილისიდან ყველაზე იაფ ავიაბილეთებს ავიაკომპანია ტრანსავია გთავაზობთ, ქუთაისდან კი ავიაკომპანია ვიზეარი შემოგთავაზებთ ყველაზე იაფ ავიაბილეთებს პარიზის მიმართულებით.