ქუთაისი პარიზი ფრენები 210 ლარიდან

იაფი ფრენები პარიზში

პარიზი, საფრანგეთის ულამაზესი დედაქალაქი, მრავალი მოგზაურის საოცნებო მიმართულებად ითვლება. ეს ქალაქი გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავლებს – იდეალურია რომანტიკული დასვენებისთვის საყვარელ ადამიანთან ერთად. ფრანგული ელეგანტურობა, ულამაზესი არქიტექტურა, მომხიბვლელი კაფე-ბარები და მაღალი დონის რესტორნები აქ თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულ გამოცდილებას ჰპირდება.

ევროპის კულტურული ცენტრი, პარიზი შესანიშნავად აერთიანებს ისტორიას, ხელოვნებასა და თანამედროვეობას. ქალაქის ქუჩებში სეირნობა თითქოს ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობაა, სადაც ყოველ ნაბიჯზე უნიკალური მუზეუმები, გალერეები და ხელოვნების ნიმუშებია. თუ გსურთ განიცადოთ ეს ყველაფერი, არ გაუშვათ შანსი – შეიძინეთ ქუთაისი პარიზი ფრენები და დაიწყეთ დაუვიწყარი თავგადასავალი მსოფლიო ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ქალაქში.

როგორ გავფრინდეთ ქუთაისიდან პარიზში ?

ქუთაისიდან პარიზში მოგზაურობა შესაძლებელია პირდაპირი ავიარეისით, რაც ფრენას უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობა დაახლოებით 5 საათს გრძელდება, დრო პირდაპირი რეისით სწრაფად და სასიამოვნოდ გაივლის. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქუთაისი პარიზი ფრენები სხვადასხვა ვარიანტი და შეარჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ბიუჯეტსა და მოგზაურობის გეგმას.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
14 დეკემბერი 2025პირდაპირიბილეთები 189 -დან
18 დეკემბერი 2025პირდაპირიბილეთები 191 -დან
25 დეკემბერი 2025პირდაპირიბილეთები 205 -დან
11 დეკემბერი 2025პირდაპირიბილეთები 215 -დან
28 დეკემბერი 2025პირდაპირიბილეთები 556 -დან
გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Wizz Airბილეთები 689 - დან
15 იანვარი 202629 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 422 - დან
5 თებერვალი 20268 თებერვალი 2026Wizz Airბილეთები 371 - დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 დეკემბერი 20251 იანვარი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 349 - დან

ინფორმაცია ქუთაისი პარიზი ფრენები -ს შესახებ

ქუთაისიდან პარიზში გამგზავრება შესაძლებელია პირდაპირი ავიარეისით, რომელსაც დაბალბიუჯეტური უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ახორციელებს. ქუთაისი პარიზი ფრენები -ს ფასი იწყება სულ რაღაც 210 ლარიდან, რაც ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ შეთავაზებად ითვლება. თუმცა მათი შეძენისას აუცილებლად დააკვირდით ფრენის პირობებს და ბარგის წესებს.

Wizz Air-ის სტანდარტული ტარიფი მოიცავს მხოლოდ 10 კგ-მდე ხელბარგს, რომელიც უნდა თავსდებოდეს სავარძლის ქვემოთ. დამატებითი ბარგის წაღება შესაძლებელია დამატებითი საფასურით. ვიზიარი პარიზის ბოვეს აეროპორტში ჩაგაფრენთ, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით 66 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. საჭიროების შემთხვევაში, ბოვედან პარიზის ცენტრამდე მარტივად შეძლებთ სხვადასხვა ტრანსპორტის პოვნას.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
5 სთ 15 წთ
დისტანცია
3193 კმ
აერპორტის კოდი
BVE
ავიაკომპანიები
Wizz Air
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
ფრანგული
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
70-90 ევრო

ხშირად დასმული კითხვები სალონიკში ფრენებთან დაკავშირებით

თუ უკვე შეიძინეთ ქუთაისი პარიზი ფრენები ან მომავალში გეგმავთ ამ მარშრუტზე მოგზაურობას, გირჩევთ აუცილებლად გაეცნოთ ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ შეძლებთ მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია ფრენამდე, მოემზადოთ მოგზაურობისთვის და თავიდან აიცილოთ შესაძლო გაუგებრობები.

პარიზში მოგზაურობისთვის ყველაზე სასიამოვნო პერიოდია ადრეული გაზაფხული და შემოდგომა, როდესაც პარიზში ჰაერის ტემპერატურა ზომიერია და ტურისტული ნაკადიც შედარებით მცირეა. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ ქალაქი უფრო მშვიდად და კომფორტულად აღმოაჩინოთ.

პარიზი გამოირჩევა რომანტიკული ატმოსფეროთი, მსოფლიო დონის მუზეუმებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და ელეგანტური არქიტექტურით. ეს არის ხელოვნების, მოდისა და კულინარიის დედაქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს თავის უნიკალურ შარმს და მიმზიდველობას.

დიახ, ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაა.

ქუთაისი პარიზი ფრენები ყველაზე იაფად Wizz Air -ის რეისებზე შეგიძლიათ შეიძინოთ.

ბიუჯეტური მოგზაურობისთვის პარიზში გამგზავრება უმჯობესია არატურისტულ სეზონებზე, როგორიცაა ზამთარი ან ადრეული გაზაფხული. ამ პერიოდებში მოთხოვნა ნაკლებია, რაც ავიაბილეთებისა და სასტუმროების ფასებს საგრძნობლად ამცირებს და მოგცემთ შესაძლებლობას, დაბალ ფასად დატკბეთ პარიზის მშვენიერებით.

პარიზში მოგზაურობისთვის ოპტიმალურია 4-5 დღე. ამ დროში შეძლებთ დაათვალიეროთ მთავარი ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი, ნოტრ-დამი, მონმარტრი და ვერსალი, ასევე დატკბეთ ადგილობრივი კაფეებით, სეირნობით სენის ნაპირებზე და პარიზული ატმოსფეროთი. მეტი დროის შემთხვევაში შეგიძლიათ ახლომდებარე ქალაქების ან თემატური პარკების მონახულებაც.

პარიზთან ყველაზე ახლო საერთაშორისო აეროპორტი არის პარიზ-ორლი (Paris Orly, ORY), რომელიც მდებარეობს დაახლოებით 13 კილომეტრში ქალაქის ცენტრიდან.

პარიზის ფრენები იაფად რომ შეიძინოთ, დაგეგმეთ მოგზაურობა 1-1.5 თვით ადრე.