მილანი, ჩრდილოეთ იტალიის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი, იდეალური ადგილია დასვენებისთვის. აქ ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ძველი არქიტექტურა და თანამედროვე დიზაინი, ქმნის რა განუმეორებელ გარემოს. ყოველწლიურად ქალაქს 8 მილიონი ტურისტი სტუმრობს, რომელთა აღფრთოვანებასაც იწვევს არა მხოლოდ მილანური უბნები და გოთიკური არქიტექტურა, არამედ ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობა” და მუზეუმების მსოფლიო დონის კოლექციები. გარდა ამისა, მილანი შოპინგისა და დასვენების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა.
ამ ბლოგში დეტალურ ინფორმაციას შემოგთავაზებთ მილანის შესახებ, გაგაცნობთ დასარჩენ უბნებს, ღირსშესანიშნაობებს, ცნობილ რესტორნებსა და რეკრეაციულ სივრცეებს. გამოგვყევით, რათა ერთად აღმოვაჩინოთ ჩრდილოეთ იტალიის ეს გამორჩეული ქალაქი!