იაფი ავიაბილეთები პრაღაში

იაფი ავიაბილეთები პრაღაში

ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ისტორიული ქალაქია ცენტრალურ ევროპაში. მისი შუასაუკუნეების მემკვიდრეობა, გოთიკური და ბაროკოს სტილის შენობები, კულტურულ-არქიტექტურული სიმდიდრე და მდინარე ვლტავაზე განთავსებული ხიდები ქალაქს განსაკუთრებულ შარმს სძენს. პრაღის ძველი ქალაქის მოედანი და ასტრონომიული საათი წარსულის დიდებულების ცოცხალ მაგალითს წარმოადგენს, ხოლო ქალაქის ხედებით ტკბობა პრაღის ციხესიმაგრიდან დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

იაფი ავიაბილეთები პრაღაში გაძლევთ შესაძლებლობას აღმოაჩინოთ ქალაქი, სადაც ისტორია, ლეგენდები და რომანტიკული ატმოსფერო საოცარ სიმთლიანედ ერთიანდება. ეწვიეთ ჩარლზის ხიდს, პეტრინის კოშკს, ებრაული უბნის უძველეს სინაგოგებსა და მუზეუმებს. ქალაქი გაგაოცებთ როგორც არქიტექტურითა და ხელოვნებით, ისე ადგილობრივი კულინარიით – ტრადიციული ჩეხური კერძები და მსოფლიოში ცნობილი ლუდი თქვენს მოგზაურობას ნამდვილ გემოვნურ თავგადასავალად აქცევს. 

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები პრაღაში ?

საქართველოდან პრაღის მიმართულებით გამგზავრება საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი, თუმცა პირდაპირი ავიამიმოსვლა მხოლოდ ქუთაისიდან სრულდება.

თბილისი პრაღაში ტრანზიტული რეისებით შეგიძლიათ გაფრინდეთ. ავიაბილეთების ღირებულება დაახლოებით 237 ლარიდან იწყება. ფრენებს ისეთი ავიაკომპანიები ასრულებენ, როგორებიცაა: Turkish Airlines, Pegasus, Austrian Airlines და Lot.

ქუთაისის აეროპორტიდან მოგზაურობის შემთხვევაში კი შეგიძლიათ მნიშვნელოვნად დაზოგოთ თანხა და დრო. იაფი ავიაბილეთები პრაღაში აქედან 140 ლარიდან არის ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით პირდაპირ რეისებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის.

ხოლო ბათუმიდან კი შეგიძლიათ ისარგებლოთ თურქიშ ეარლაინის და პეგასუსის რეისებით, რომლებიც სტამბოლის გავლით შემოგთავაზებენ რეისებს.

 

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 მარტი 202616 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 595 - დან
17 მარტი 202612 აპრილი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 527 - დან
18 მარტი 202621 მარტი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 642 - დან
19 მარტი 202624 მარტი 20261 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 928 - დან
20 მარტი 20265 აპრილი 20262 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 699 - დან
21 მარტი 202624 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 876 - დან
22 მარტი 202626 მარტი 20262 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 974 - დან
23 მარტი 202631 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 693 - დან
24 მარტი 202631 მარტი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 681 - დან
25 მარტი 202627 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 899 - დან
28 მარტი 202631 მარტი 20261 ᲒაჩერებაBBN Airlinesბილეთები 672 - დან
30 მარტი 20268 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 599 - დან
31 მარტი 20262 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 541 - დან
1 აპრილი 20266 აპრილი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 557 - დან
3 აპრილი 20267 აპრილი 20261 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 514 - დან
5 აპრილი 20269 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 575 - დან
6 აპრილი 20269 აპრილი 20261 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 751 - დან
7 აპრილი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 579 - დან
8 აპრილი 202613 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 575 - დან
9 აპრილი 202614 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 572 - დან
10 აპრილი 202613 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 657 - დან
16 აპრილი 202620 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 611 - დან
17 აპრილი 202621 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 599 - დან
18 აპრილი 202621 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 609 - დან
21 აპრილი 202625 აპრილი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 604 - დან
27 აპრილი 20262 მაისი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 592 - დან
28 აპრილი 20262 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 569 - დან
30 აპრილი 20265 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 575 - დან
7 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 599 - დან
9 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 645 - დან
12 მაისი 202617 მაისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 595 - დან
15 მაისი 202619 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 609 - დან
17 მაისი 202624 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 612 - დან
19 მაისი 202626 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 609 - დან
20 მაისი 202623 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 606 - დან
21 მაისი 202624 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 640 - დან
1 ივნისი 20268 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 588 - დან
4 ივნისი 20266 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 613 - დან
6 ივნისი 202613 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 629 - დან
10 ივნისი 202614 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 646 - დან
11 ივნისი 202618 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 598 - დან
13 ივნისი 202618 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 651 - დან
14 ივნისი 202619 ივნისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 615 - დან
16 ივნისი 202621 ივნისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 627 - დან
19 ივნისი 202630 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 899 - დან
20 ივნისი 202630 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 888 - დან
26 ივნისი 202630 ივნისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 929 - დან
27 ივნისი 202630 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 926 - დან
1 ივლისი 20265 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 865 - დან
2 ივლისი 20266 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 798 - დან
4 ივლისი 20268 ივლისი 20261 ᲒაჩერებაCondorბილეთები 904 - დან
8 ივლისი 202612 ივლისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 953 - დან
12 ივლისი 202617 ივლისი 20261 ᲒაჩერებაCondorბილეთები 969 - დან
13 ივლისი 202617 ივლისი 20261 ᲒაჩერებაCondorბილეთები 922 - დან
15 ივლისი 202622 ივლისი 20261 ᲒაჩერებაCondorბილეთები 835 - დან
23 ივლისი 202628 ივლისი 20261 ᲒაჩერებაCondorბილეთები 909 - დან
1 აგვისტო 20265 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 744 - დან
2 აგვისტო 20267 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 846 - დან
6 აგვისტო 202610 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 925 - დან
7 აგვისტო 202611 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაCondorბილეთები 902 - დან
9 აგვისტო 202611 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 940 - დან
20 აგვისტო 202630 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 023 - დან
2 სექტემბერი 20262 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 845 - დან
4 სექტემბერი 20268 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 908 - დან
8 ოქტომბერი 202614 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 686 - დან
16 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 801 - დან
20 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაSunExpressბილეთები 786 - დან
21 იანვარი 202728 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 683 - დან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 მარტი 202628 მარტი 2026Wizz Airბილეთები 393 - დან
2 აპრილი 20269 აპრილი 2026Wizz Airბილეთები 373 - დან
12 მაისი 202616 მაისი 2026Wizz Airბილეთები 559 - დან

აღმოაჩინე პრაღა

დასარჩენი ადგილი პრაღაში

დასარჩენი ადგილის ძებნა მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ არ გსურთ ან არ იცით, რა კრიტერიუმებით შეარჩიოთ სასტუმრო, გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომელიც ამ პროცესს გაგიმარტივებთ. თუ იაფი ფრენები პრაღაში უკვე შეიძინეთ, შეგიძლიათ მშვიდად დაჯდეთ და მრავალფეროვანი ალტერნატივებიდან თქვენზე მორგებული საცხოვრებელი შეარჩიოთ.

Design Hotel Jewel Prague

ეს სასტუმრო ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან იდეალურ ლოკაციაზე, პრაღის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. მისი ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, რაც კომფორტული დასვენებისთვის არის აუცილებელი. გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისით. სასტუმროს ინტერიერი გამორჩეულია: ის მე-20 საუკუნის სტილს იმეორებს და პრაღის სულს ასახავს, რაც აქ გატარებულ დროს თავადვე დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

Ibis Praha Mala Strana

ეს სასტუმრო პრაღის ისტორიულ უბანთან ახლოს, სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. მისი მოდერნისტული დიზაინი და კომფორტულად მოწყობილი ნომრები სასიამოვნო გარემოს ქმნის. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს ბარითა და რესტორნით, საუზმის შეკვეთა კი ვიზიტისთანავეა შესაძლებელი. თუ ქალაქში ხშირად აპირებთ ტრანსპორტით გადაადგილებას, ეს ადგილი იდეალურია, რადგან მეტროსადგურიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარეობს.

Prague City Residence

ეს სასტუმრო მეტროდან სულ რაღაც 400 მეტრში მდებარეობს, რაც ქალაქში გადაადგილებას გაგიმარტივებთ. სასტუმროს ნომრები მაქსიმალურად კომფორტულადაა მოწყობილი, ხოლო აქ არსებული რესტორანი საშუალებას მოგცემთ, თქვენს გემოვნებაზე მორგებული მენიუ შეადგინოთ.

Zleep Hotel Prague

ეს სასტუმრო პრაღაში ყველა კრიტერიუმით ლიდერობს. ის მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს და მისი მომსახურებაც ნამდვილად დაგტოვებთ კმაყოფილს. აქ დაგხვდებათ საუზმის სერვისი, რომლის მირთმევაც სასტუმროდან გადაშლილი ულამაზესი ხედების ფონზე შეგეძლებათ.

რა გავაკეთოთ პრაღაში?

პრაღა ნებისმიერი მოგზაურის სურვილს აასრულებს, მიუხედავად იმისა, უპირატესობას ხანგრძლივ სეირნობას ანიჭებთ, ისტორიული ძეგლების დათვალიერებას თუ უბრალოდ გართობას. ნებისმიერ შემთხვევაში, იაფი ფრენები პრაღაში ყოველთვის კარგი არჩევანია. იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარი იყოს, რამდენიმე მთავარ ღირსშესანიშნაობას ჩვენც შემოგთავაზებთ.

პრაღის ციხესიმაგრე

პრაღის ციხესიმაგრე (Pražský hrad) ჩეხეთის რესპუბლიკის მთავარი სიმბოლოა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი უძველესი ციხესიმაგრეების კომპლექსი. ის არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ ჩეხი მმართველებისა და პრეზიდენტების ისტორიული რეზიდენცია.

ციხესიმაგრის ეზოები და ბაღები შესანიშნავი ადგილია სასეირნოდ, დასასვენებლად და პრაღის დაუვიწყარი ხედებით დასატკბობად.

პრაღის ასტრონომიული საათი

პრაღის ასტრონომიული საათი (Pražský orloj) მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე რთული ასტრონომიული საათია. ის პრაღის ძველი ქალაქის მოედანზე, მერიის კედელზეა განთავსებული და ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს.

საათის სანახავად საუკეთესო დრო ყოველი საათის დასაწყისია, როცა მოციქულების მსვლელობა იწყება. ათასობით ტურისტი იკრიბება მერიის კედლებთან, რათა დააკვირდეს ამ უძველეს და შთამბეჭდავ სანახაობას. საათის შოუს ნახვა უფასოა, თუმცა, იმისათვის, რომ საათი უკეთ დაინახოთ, გირჩევთ, ცოტა ადრე მიხვიდეთ და ადგილი დაიკავოთ.

კარლის ხიდი

კარლის ხიდი არის პრაღის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ღირსშესანიშნაობა, რომელიც აკავშირებს პრაღის ორ უძველეს უბანს – ძველ ქალაქსა და მალა სტრანას. ეს არის გოთიკური არქიტექტურის ნამდვილი შედევრი, რომელიც პრაღის სულსა და ისტორიას ირეკლავს.

ხიდი მთელი დღის განმავლობაში სავსეა ტურისტებით, ქუჩის მუსიკოსებით, მხატვრებითა და სუვენირების გამყიდველებით. ყველაზე კარგი დრო მის მოსანახულებლად ადრე დილა ან გვიანი საღამოა, რათა ხალხის გარეშე დატკბეთ ხიდის სილამაზით. კარლის ხიდი ფეხით მოსიარულეთათვისაა განკუთვნილი, რაც საშუალებას გაძლევთ, მშვიდად დაათვალიეროთ მისი ყველა დეტალი.

წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი

წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი პრაღის ციხესიმაგრის კომპლექსის ცენტრში მდებარეობს და ჩეხეთის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ეკლესიაა. ეს არის გოთიკური არქიტექტურის ნამდვილი შედევრი, რომელიც ასობით წლის განმავლობაში შენდებოდა და საუკუნეების განმავლობაში ჩეხეთის სამეფოს ისტორიული და სულიერი ცენტრი იყო.

ტაძარი პრაღის ციხესიმაგრის გვირგვინია და მისი მონახულება აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს, ჩეხეთის ისტორიისა და არქიტექტურის სიდიადეს გაეცნოს.

რა ვჭამოთ პრაღაში

პრაღა ნამდვილად არ დაგწყვეტთ გულს, თუ გემრიელი კერძების მოყვარული ხართ. ყველაზე იაფი ფრენები პრაღაში ახალი გემოებისა და რეცეპტების აღმოჩენის შესაძლებლობას მოგცემთ, რადგან აქ ნებისმიერი გემოვნების მქონე გურმანი იპოვის მისთვის სასურველ კერძს.

Tatarák s topinkami

“Tatarák s topinkami” არის ტრადიციული ჩეხური კერძი, რომელიც უმეტესად ლუდის ბარებსა და რესტორნებში გვხვდება. ეს არის საქონლის უმი, წვრილად დაჭრილი ხორცისგან დამზადებული კერძი, რომელსაც შემწვარი პურის ნაჭრებთან და ნიორთან ერთად მიირთმევენ. კერძი პოპულარულია ლუდის მოყვარულებში, რადგან ის შესანიშნავად ერწყმის ტრადიციულ ჩეხურ ლუდს.

Bramboračka s bramboráky

“Bramboračka s bramboráky” ორი ცალკე, თუმცა ძალიან პოპულარული ჩეხური კერძის კომბინაციას გულისხმობს. ესენია: კარტოფილის წვნიანი (Bramboračka) და კარტოფილის ბლინები (Bramboráky). ისინი, როგორც წესი, ერთად არ მიირთმევა, მაგრამ ორივე ტრადიციული ჩეხური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

Kolach

“Kolach” (ჩეხურად: Koláč) არის ტრადიციული ცომეული, რომელიც პოპულარულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი ჩეხურ სამზარეულოში. ეს არის მრგვალი ფორმის, საფუვრიანი ცომისგან დამზადებული ნამცხვარი, რომლის შუაშიც სხვადასხვა შიგთავსია მოთავსებული.

goulash

გულაში (ჩეხურად: Guláš) არის ტრადიციული და ძალიან პოპულარული კერძი, რომლის ფესვებიც უნგრეთიდან მოდის, თუმცა ჩეხებმა მას თავიანთი ხელწერა დაატყვეს და ადგილობრივი სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად აქციეს.

ინფორმაცია პრაღაში ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
Kč - Czech koruna (CZK)
აერპორტის კოდი
PRG
ენა
ჩეხური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
45-65 $

ხშირად დასმული კითხვები პრაღაზე

თუ იაფი ავიაბილეთები პრაღაში უკვე შეიძინეთ, უმჯობესია, გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებს, რათა თქვენი მოგზაურობისთვის უკეთ მოემზადოთ. ეს სექცია განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვისაც, ვინც ქალაქში ვიზიტს სამომავლოდ გეგმავს.

პრაღაში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდად გაზაფხული და შემოდგომა ითვლება, რადგან ამ დროს ქალაქი ნაკლებად გადატვირთულია ტურისტებით, რაც საშუალებას მოგცემთ, მშვიდ გარემოში დაათვალიეროთ ისტორიული ძეგლები და ისიამოვნოთ პრაღის ხიბლით.

პრაღა მართლაც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ისეთი სტილები, როგორიცაა რენესანსი, ბაროკო და გოთიკა. ეს არქიტექტურული სიდიადე განსაკუთრებულად კარგად ჩანს პრაღის ღირსშესანიშნაობებში, იქნება ეს კარლის ხიდი თუ პრაღის ციხესიმაგრე.

დიახ, ქუთაისის აეროპორტიდან პრაღაში პირდაპირი ფრენებით სარგებლოა შესაძლებელია.

საქართველოდან პრაღის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია ვიზეარი შემოგთავაზებთ, რომელიც, მოგეხსენებათ, ქუთაისიდან ასრულებს ფრენებს.

არატურისტულ სეზონებზე მოგზაურობა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ბიუჯეტურად აპირებს დასვენებას. ამ პერიოდში ავიაბილეთებზე მოთხოვნა ნაკლებია, რაც მათ ფასს საგრძნობლად ამცირებს.

პრაღაში მოგზაურობისთვის ოპტიმალური დრო თქვენს ინტერესებსა და სამოგზაურო გეგმაზეა დამოკიდებული, თუმცა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და მისი ატმოსფეროს შესაგრძნობად, 3-4 დღე საკმარისია. ამ დროში მოასწრებთ პრაღის ციხესიმაგრის, კარლის ხიდის, ძველი ქალაქის მოედნისა და ასტრონომიული საათის მონახულებას.

თუ უფრო მეტი დრო გაქვთ, 5-7 დღე საშუალებას მოგცემთ, მშვიდ გარემოში დაათვალიეროთ ნაკლებად ტურისტული უბნები, მეტი მუზეუმი მოინახულოთ ან ერთდღიანი მოგზაურობა მოაწყოთ პრაღის შემოგარენში.

პრაღასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო აეროპორტი (PRG). ის ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 17 კილომეტრშია დაშორებული, რაც მას ყველაზე მოსახერხებელ არჩევანს ხდის მგზავრებისთვის.

მოგზაურობის ბიუჯეტურად დაგეგმვისთვის, უმჯობესია, იაფი ავიაბილეთები პრაღაში წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ. ასევე, ეცადეთ, თქვენი ვიზიტი არ დაამთხვიოთ დასვენების დღეებს ან დიდ დღესასწაულებს, რადგან ამ დროს ფასები, როგორც წესი, მატულობს.