ქუთაისი ვენა ფრენები 109 ლარიდან

იაფი ფრენები ვენაში

ვენა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია, რომელიც მოგზაურებს დროში მოგზაურობის განცდას უტოვებს. ქალაქი აერთიანებს ისტორიულ, კულტურულ და ხელოვნების უამრავ ღირსშესანიშნაობას, რითაც ნებისმიერი ტიპის მოგზაურს აღაფრთოვანებს.

აქ ნახავთ მსოფლიო დონის მხატვრების ნამუშევრებს, არქიტექტურული სიდიადით მომნუსხველ შენობებსა და ტაძრებს. გარდა ამისა, ქალაქი დასვენებისა და გართობის მრავალფეროვან ალტერნატივას გთავაზობთ, იქნება ეს სასეირნო ადგილები თუ ქუჩებში ჩამწკრივებული მყუდრო კაფე-ბარები და რესტორნები.

ვენაში მოგზაურობა თქვენი გამორჩეული თავგადასავლის შეუცვლელი გარანტი იქნება. აქ გატარებული დღეები დიდხანს გაგახსენდებათ და უცილობლად მოგანდომებთ ქალაქში დაბრუნებას. ქუთაისი ვენა ფრენები კი ამ ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ.

როგორ გავფრინდეთ ქუთაისიდან ვენაში ?

ქუთაისიდან ვენაში პირდაპირ ავიამიმოსვლაა შესაძლებელი. ქუთაისი ვენა ფრენები ყველაზე იაფად 109 ლარიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 3 საათსა და 35 წუთს მოიცავს.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 მარტი 202616 მარტი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 986 - დან
13 მარტი 202614 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 689 - დან
17 მარტი 202624 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 583 - დან
20 მარტი 202629 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 802 - დან
1 აპრილი 20268 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 546 - დან
6 აპრილი 202612 აპრილი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 830 - დან
7 აპრილი 202615 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 684 - დან
11 აპრილი 202615 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 623 - დან
20 აპრილი 202623 აპრილი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 984 - დან
23 აპრილი 202626 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 835 - დან
25 აპრილი 20262 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 565 - დან
29 აპრილი 20263 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 667 - დან
30 აპრილი 20265 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 521 - დან
1 მაისი 20267 მაისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 498 - დან
8 მაისი 202623 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 028 - დან
15 მაისი 202619 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 663 - დან
4 ივლისი 20268 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 853 - დან
15 ივლისი 202622 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 893 - დან
30 ოქტომბერი 20263 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 899 - დან

ინფორმაცია ქუთაისი ვენა ფრენები -ს შესახებ

ქუთაისიდან ვენაში მოგზაურობა საკმაოდ ხელმისაწვდომი და მარტივია. აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს. ვენის მიმართულებით ავიაბილეთი 109 ლარიდან იწყება და კვირაში სამი რეისი საშუალებას გაძლევთ, მარტივად მოარგოთ მოგზაურობა თქვენს გრაფიკსა და ბიუჯეტს.

გაითვალისწინეთ, რომ ვიზეარის ავიაბილეთის საბაზისო ღირებულებაში შედის მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგი, რომელიც სავარძლის ქვეშ უნდა მოთავსდეს. თუ უფრო დიდი ბარგი გჭირდებათ, შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ მისი გადაზიდვის უფლება, რათა კომფორტულად იმოგზაუროთ.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
3 სთ 35 წთ
დისტანცია
2126 კმ
აერპორტის კოდი
VIE
ავიაკომპანიები
Wizz Air
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
ავსტრიული
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
60 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ვენაში ფრენებთან დაკავშირებით

გეგმავთ ვენაში მოგზაურობას ან უკვე შეიძინეთ ქუთაისი ვენა ფრენები ? გაეცანით ხშირად დასმული კითხვების ამ სექციას, რათა წინასწარ მოემზადოთ და მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოთ.

ვენაში მოგზაურობისთვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი) მიიჩნევა.

ამ დროს ვენაში ამინდი ყველაზე კომფორტულია, ტურისტების რაოდენობა ზაფხულთან შედარებით ნაკლებია. ამასთან, აპრილი და მაისი მრავალი მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ფესტივალის პერიოდია.

ვენა გამორჩეულია იმპერიული დიდებულებით, შთამბეჭდავი არქიტექტურით და მსოფლიო დონის კულტურით, სადაც მოღვაწეობდნენ კლასიკური მუსიკის გენიოსები, მოცარტი და შტრაუსი. ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მისი უნიკალური ყავის კულტურა, ხოლო ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის დახვეწილ და ამავე დროს კომფორტულ ატმოსფეროს.

დიახ, ქუთაისიდან ვენაში პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია.

ქუთაისიდან ვენის მიმართულებით ყველაზე იაფ ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air გთავაზობთ.

პრაქტიკულად, ყველაზე იაფი მოგზაურობა შეგიძლიათ დაგეგმოთ არატურისტული სეზონზე. ამ დროს მოგზაურების რაოდენობა ნაკლებია, რაც პირდაპირ აისახება ფასებზე. შესაბამისად, ავიაბილეთებს უფრო იაფად შეიძენთ და სასტუმროებსაც დაბალ ფასად დაჯავშნით.

ვენაში მოგზაურობისთვის საჭირო დღეების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს ინტერესებსა და სამოგზაურო გეგმებზე. თუ მოკლე დასვენება გაქვთ, 2-3 დღე საკმარისია ვენის მთავარი ღირსშესანიშნაობების სანახავად. ხოლო 4-5 დღე ვენაში მოგზაურობისთვის საუკეთესო და ყველაზე ხშირად რეკომენდებული დროა.

ვენასთან ყველაზე ახლო აეროპორტია ვენის საერთაშორისო აეროპორტი (Vienna International Airport), რომლის კოდია VIE. ის ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 18 კილომეტრში მდებარეობს.

თუ ვენაში გამგზავრებას გეგმავთ, ეცადეთ,  იაფი ავიაბილეთები დაახლოებით 1-2 თვით ადრე შეიძინოთ. ხშირად, ამ პერიოდში, ავიაბილეთების ფასები ყველაზე მისაღები არის ხოლმე.

ასევე, მოერიდეთ მოგზაურობას პოპულარული დღესასწაულებისა და ტურისტული პიკის დროს, რადგან ამ პერიოდში ფასები მნიშვნელოვნად იზრდება.