იაფი ავიაბილეთები ნიცაში

იაფი ავიაბილეთები ნიცაში

ნიცა უამრავი მოგზაურის, განსაკუთრებით კი მზის, ზღვისა და ფრანგული ელეგანტურობის მოყვარულთა საოცნებო მიმართულებაა. ამ ფრანგული რივიერას დედაქალაქს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, რათა იხილოს მისი ხმელთაშუა ზღვისპირა სილამაზე, დააგემოვნოს ადგილობრივი კულინარია და ჩაეფლოს მის უნიკალურ, მზიან ატმოსფეროში. იაფი ავიაბილეთები ნიცაში ნამდვილად იღბლიანი შემთხვევაა, ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი – დაგეგმეთ დაუვიწყარი მოგზაურობა თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ქალაქში, რომელიც მომხიბვლელად აერთიანებს ბოჰემურ ხიბლსა და თანამედროვე გლამურს.

ნიცას ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი უნიკალური ხმელთაშუა ზღვისპირა ხასიათია, რომელიც სრულყოფილად ერწყმის კოტ-დ’აზურის ელეგანტურობას. აქ, ერთმანეთის გვერდით ნახავთ ძველებურ, ვიწრო ქუჩებს, ბაროკოს სტილის ეკლესიებსა და მდიდრულ სასტუმროებს, რაც ქალაქს განსაკუთრებულ შარმს სძენს. ნიცა ასევე განთქმულია თავისი ფირუზისფერი ზღვით, ულამაზესი სანაპიროთი (Promenade des Anglais) და მსოფლიო დონის მუზეუმებით, მათ შორის, მატისიისა და შაგალის მუზეუმებით, რაც მას განსაკუთრებულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს. ეს ქალაქი იდეალურია მათთვის, ვისაც ერთდროულად სურს კულტურული აღმოჩენები, დასვენება სანაპიროზე და აქტიური გართობა. ნიცა ნამდვილი საზღვაო სამოთხესავითაა – აქ თითოეული ვიზიტორი თავისთვის სასურველ შთაბეჭდილებებს აუცილებლად იპოვის. იაფი ავიაბილეთები ნიცაში კი ამ განსაკუთრებული გამოცდილების დაწყების საუკეთესო გზაა.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ნიცაში?

ნიცას მიმართულებით მოგზაურობა შეგიძლიათ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან: თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. ასევე, ალტერნატიულ ვარიანტად, გთავაზობთ ფრენებს ერევნიდან.

თბილისი ნიცა შეგიძლიათ გაფრინდეთ პირდაპირი რეისით, ავიაბილეთის ფასი კი 258 ლარიდან იწყება. პირდაპირ ფრენებს ასრულებს Georgian Airways, ხოლო გადაჯდომით რეისებს გვთავაზობენ KLM, LOT, Pegasus და სხვა ავიაკომპანიები.

ქუთაისი ნიცა პირდაპირი ფრენები არ სრულდება, თუმცა გადაჯდომით შეგიძლიათ იმგზავროთ 217 ლარიდან. ამ მიმართულებით ფრენებს გვთავაზობს Pegasus Airlines.

ბათუმიდან ნიცაში გასამგზავრებლად გადაჯდომით რეისით ისარგებლებთ, რომლის ღირებულებაც 511 ლარიდან იწყება. ამ მარშრუტზე Pegasus Airlines-თან ერთად Turkish Airlines-იც დაფრინავს.

თუ ბიუჯეტურ მოგზაურობას ეძებთ, ერევნიდან ნიცაში პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია Wizz Air-ისა და სომხური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyOne-ის მეშვეობით. ავიაბილეთების შეძენას სულ რაღაც 172 ლარიდან შეძლებთ. ერევნის აეროპორტამდე მარტივად ჩახვალთ თბილისიდან ავტომობილით, ავტობუსით ან მატარებლით. ერევნიდან ნიცამდე ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 5 საათია.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილავთ ნიცას მიმართულებით ავიაბილეთების დეტალურ ინფორმაციას თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 892 - დან
24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 1 009 - დან
25 ნოემბერი 20265 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 848 - დან
26 ნოემბერი 20264 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 956 - დან
27 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 757 - დან
28 ნოემბერი 20262 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 877 - დან
30 ნოემბერი 20261 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 948 - დან
1 დეკემბერი 20262 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 897 - დან
2 დეკემბერი 20262 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 649 - დან
3 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 645 - დან
4 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 553 - დან
5 დეკემბერი 20269 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 686 - დან
6 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 865 - დან
7 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 682 - დან
9 დეკემბერი 202620 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 823 - დან
10 დეკემბერი 202614 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 871 - დან
11 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 784 - დან
12 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 860 - დან
13 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 846 - დან
14 დეკემბერი 202621 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 768 - დან
15 დეკემბერი 202619 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 847 - დან
16 დეკემბერი 202619 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 768 - დან
18 დეკემბერი 202621 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 845 - დან
19 დეკემბერი 202624 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 1 008 - დან
22 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 1 064 - დან
24 დეკემბერი 202628 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 008 - დან
26 დეკემბერი 20266 იანვარი 20272 ᲒაჩერებაAjetბილეთები 896 - დან
31 დეკემბერი 20265 იანვარი 20272 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 079 - დან
1 იანვარი 20278 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 726 - დან
2 იანვარი 20278 იანვარი 20271 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 1 059 - დან
3 იანვარი 202731 იანვარი 20272 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 1 267 - დან
4 იანვარი 20279 იანვარი 20272 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 1 022 - დან
6 იანვარი 202716 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 988 - დან
8 იანვარი 202715 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 701 - დან
9 იანვარი 202716 იანვარი 20272 ᲒაჩერებაAjetბილეთები 884 - დან
15 იანვარი 202724 იანვარი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 642 - დან
20 იანვარი 202727 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 399 - დან
21 იანვარი 202722 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 610 - დან
22 იანვარი 202727 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 411 - დან
3 თებერვალი 202710 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 590 - დან
11 თებერვალი 202715 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 687 - დან
12 თებერვალი 202715 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 459 - დან
15 თებერვალი 202716 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 589 - დან
17 თებერვალი 202722 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 579 - დან
18 თებერვალი 202722 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 658 - დან
19 თებერვალი 202722 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 472 - დან
1 მარტი 20271 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 524 - დან
3 მარტი 202712 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 542 - დან
14 მარტი 202720 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 962 - დან
15 მარტი 202720 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 962 - დან
17 მარტი 202724 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 664 - დან
19 მარტი 202726 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 518 - დან
24 მარტი 202727 მარტი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 859 - დან
26 მარტი 20271 აპრილი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 732 - დან
5 აპრილი 20279 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 745 - დან
7 აპრილი 202711 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 695 - დან
9 აპრილი 202713 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 797 - დან
29 აპრილი 20275 მაისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 838 - დან
30 აპრილი 20275 მაისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 003 - დან
4 მაისი 20277 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 897 - დან
20 მაისი 202725 მაისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 797 - დან
2 ივნისი 202712 ივნისი 20271 ᲒაჩერებაEdelweiss Airბილეთები 965 - დან
4 ივნისი 202713 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 1 158 - დან
5 ივნისი 202722 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 1 047 - დან
9 ივნისი 202722 ივნისი 20271 ᲒაჩერებაEdelweiss Airბილეთები 993 - დან
25 ივნისი 20274 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 1 065 - დან
29 ივნისი 20276 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 882 - დან
30 ივნისი 20276 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 954 - დან
7 ივლისი 202714 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 1 030 - დან
15 ივლისი 202722 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 990 - დან
31 ივლისი 20279 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 1 188 - დან
10 აგვისტო 202714 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 032 - დან
27 სექტემბერი 202715 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 1 020 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ნოემბერი 202618 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 979 - დან
5 დეკემბერი 20269 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaბილეთები 606 - დან
11 დეკემბერი 202618 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 782 - დან
18 დეკემბერი 20267 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 480 - დან
3 თებერვალი 20277 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 649 - დან
4 თებერვალი 202711 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 627 - დან
15 მარტი 202720 მარტი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 782 - დან
4 მაისი 20277 მაისი 20272 ᲒაჩერებაWizz Air Maltaბილეთები 945 - დან
25 ივნისი 20274 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 138 - დან

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
27 ნოემბერი 20262 Გაჩერებაბილეთები 1 250 - დან
24 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 1 284 - დან
23 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 1 328 - დან

აღმოაჩინე ნიცა

 

დასარჩენი ადგილი ნიცაში

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ნიცაში , მოგზაურობის დაგეგმვისას, საცხოვრებელი ადგილის სწორი შერჩევა გადამწყვეტია თქვენი კომფორტული დასვენებისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი: მდებარეობა, სისუფთავე, მოხერხებულობა და შეთავაზებული სერვისები.

ქალაქი გთავაზობთ სასტუმროების, აპარტამენტებისა და ჰოსტელების მრავალფეროვან არჩევანს, რაც საშუალებას მოგცემთ იპოვოთ ვარიანტი, რომელიც სრულყოფილად მოერგება თქვენს მოთხოვნებსა და ბიუჯეტს. იმისათვის, რომ არჩევანი კიდევ უფრო გაგიმარტივოთ, ჩვენც შემოგთავაზებთ რამდენიმე რეკომენდაციას.

Hôtel Du Centre, un hôtel AMMI

თუ ნიცაში ნამდვილი ფრანგული ყოველდღიურობის შეგრძნება გსურთ, ამ სასტუმროში დარჩენა საუკეთესო არჩევანია. აქ დაგხვდებათ ფრანგულ ყაიდაზე მოწყობილი ნომრები, საკუთარი ტერასებით, საიდანაც ულამაზესი ფრანგული ქუჩების პანორამული ხედები იშლება. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს კაფეში საუზმის სერვისითაც.

Le Meridien Nice

ამ სასტუმროში ყველა საჭირო კომფორტი ადგილზევე დაგხვდებათ. შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს ცენტრით, აუზითა და ტერასით, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედი იშლება. სასტუმროში ასევე დაგხვდებათ საუზმის სერვისიც.

Best Western Plus Hôtel Massena Nice

თუ ნიცაში გამგზავრების მიზანი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ხილვა და ზღვის პანორამით ტკბობაა, ეს სასტუმრო იდეალური არჩევანია. სასტუმრო ზღვისპირას მდებარეობს, ასე რომ რამდენიმე ნაბიჯში უკვე სანაპიროზე იქნებით. ასევე ახლოსაა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. სასტუმრო გთავაზობთ საუზმის სერვისს, ხოლო ნომრებში მინი-ბარი დამატებითი კომფორტისთვის უზრუნველყოფილია.

Hotel Saint Gothard

ეს სასტუმრო თავისი ღია ფერებითა და კომფორტული ნომრებით ნამდვილად ქმნის მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს დამსვენებლებისთვის. აქ დაგხვდებათ 24-საათიანი საინფორმაციო მაგიდა, სადაც ნებისმიერ დროს შეძლებთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას. აღსანიშნავია, რომ საუზმე ნომრის საფასურში შედის.

რა გავაკეთოთ ნიცაში

იაფი ფრენები ნიცაში თქვენი საგზური გახდება დაუვიწყარი ფრანგული რივიერას თავგადასავლებისკენ. ნიცა გამოირჩევა თავისი კულტურული და სანაპირო სანახაობების მრავალფეროვნებით.

თუ ხელოვნება და დასვენება გაინტერესებთ, აქ მსოფლიო დონის მუზეუმები, ულამაზესი სანაპიროები და ხმელთაშუა ზღვის ხედები დაგხვდებათ. თუ გართობა გსურთ, ნიცას ცოცხალი ღამის ცხოვრება, მყუდრო კაფეები და ფერადი ბაზრობები დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ.

ერთი სიტყვით, არჩევანი დიდია – ნიცა ყველაფერს გთავაზობთ. ჩვენ კი დაგეხმარებით და მოგაწვდით რჩევებს ქალაქის რამდენიმე მთავარი ღირსშესანიშნაობის შესახებ.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (Cathédrale Orthodoxe Russe Saint-Nicolas) არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული ნაგებობა ქალაქში, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას რუსეთის ფარგლებს გარეთ. ის არა მხოლოდ რელიგიური ცენტრია, არამედ მნიშვნელოვანი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ნიცის მდიდარ კავშირებს რუსეთის იმპერიასთან მოგვითხრობს.

ტაძარი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, მშვიდ უბანში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მათთვის, ვინც ქალაქის ხმაურისგან დასვენებას ეძებს. მისი მონახულება ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.

ასენას მუზეუმი

მასენას მუზეუმი (Musée Masséna) არის არა მხოლოდ მუზეუმი, არამედ ქალაქის ისტორიის, ხელოვნებისა და არქიტექტურის ნამდვილი ძვირფასი ქვა. ის განთავსებულია Belle Époque-ის პერიოდის მდიდრულ ვილაში, რომელიც ოდესღაც ნაპოლეონის მარშალის, ანდრე მასენას შვილიშვილს, ვიქტორ მასენას ეკუთვნოდა. ვილა 1898-1901 წლებში აშენდა და 1921 წელს გაიხსნა, როგორც მუზეუმი, მას შემდეგ, რაც ვიქტორის ვაჟმა ის ნიცას ქალაქს გადასცა იმ პირობით, რომ ვილა მუზეუმად გადაკეთდებოდა, ბაღები კი საზოგადოებისთვის ღია იქნებოდა.

ღვთისმშობლის ტაძარი ნიცაში

ღვთისმშობლის ტაძარი (Basilique Notre-Dame de l’Assomption), ქალაქის ცენტრში, ჟან მედსენის ავენიუზე (Avenue Jean Médecin) მდებარეობს და ნიცის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ნიმუშია. ის ყველაზე დიდი კათოლიკური ეკლესიაა ნიცაში და წარმოადგენს ნეო-გოთიკური სტილის გამორჩეულ მაგალითს.

ლასკარის მუზეუმი

ლასკარის მუზეუმი (Musée Palais Lascaris) არის არა მხოლოდ მუზეუმი, არამედ XVII საუკუნის ბაროკოს სტილის დიდებული სასახლე, რომელიც ვიზიტორებს ქალაქის წარსულში, ნიცის არისტოკრატიის ცხოვრების წესსა და დეკორატიული ხელოვნების საოცარ სამყაროში აბრუნებს. ის მდებარეობს ძველი ნიცის (Vieux Nice) გულში, ვიწრო და ხალხმრავალ ქუჩებს შორის, რაც მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

რა ვჭამოთ ნიცაში ?

ნიცა, ფრანგული რივიერას გული, განთქმულია თავისი უნიკალური კულინარიით, რომელიც ხმელთაშუა ზღვისა და პროვანსული სამზარეულოს საუკეთესო ელემენტებს აერთიანებს იტალიური გავლენით. აქ ნახავთ უამრავ ახალ, სეზონურ ინგრედიენტს – ზეითუნის ზეთს, ბოსტნეულს, თევზს და სურნელოვან მწვანილებს.

Salade Niçoise (სალათი ნიცუაზი)

ნიცის ყველაზე ცნობილი კერძი, რომლის სახელიც ქალაქიდან მომდინარეობს. ეს არის ახალი, გულიანი სალათი, რომელიც ტრადიციულად მოიცავს მწიფე პომიდორს, მწვანე ლობიოს, მოხარშულ კვერცხს, ტუნას (ან ანჩოუსს), შავ ზეთისხილს და დრესინგს ზეითუნის ზეთითა და ძმრით. ზოგიერთ ვერსიაში შეიძლება იყოს კარტოფილი ან სხვა ბოსტნეულიც.

Socca (სოკა)

ნიცის ქუჩის საკვების ნამდვილი ვარსკვლავი! სოკა არის თხელი, ხრაშუნა ბლინი, რომელიც წიწიბურის ფქვილისგან, ზეითუნის ზეთისა და წყლისგან მზადდება. მას, როგორც წესი, დიდ, მრგვალ ტაფაში, ხის ღუმელში აცხობენ. ცხლად მიირთმევენ, წიწაკასთან ერთად, ხშირად ქაღალდის კონუსში ან თეფშზე. შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივ ბაზრებზე, განსაკუთრებით Cours Saleya-ზე, ან სპეციალიზებულ პატარა დახლებში.

Pan Bagnat (პან ბანია)

ეს არის ნიცუაზის სალათის სენდვიჩის ვერსია. პან ბანია ფრანგულად ნიშნავს “დასველებულ პურს”, რაც კარგად აღწერს ამ კერძს – ეს არის მრგვალი, ხრაშუნა პური, რომელიც გაჟღენთილია ზეითუნის ზეთით და ივსება სალათი ნიცუაზის ყველა ინგრედიენტით: ტუნა/ანჩოუსი, პომიდორი, მოხარშული კვერცხი, ზეთისხილი და ზოგჯერ წიწაკა. იდეალურია პიკნიკისთვის ან სწრაფი ლანჩისთვის.

Pissaladière (პისალადიერი)

პისალადიერი არის ნიცის კიდევ ერთი საკულტო კერძი, რომელიც ხახვის ტარტს წააგავს. ის მზადდება სქელ ცომზე, რომელზეც მოთავსებულია ნელ-ნელა მოშუშული, კარამელიზებული ხახვი, ანჩოუსის ფილე და შავი ზეთისხილი. ეს არის გემრიელი, მარილიანი ნამცხვარი, რომელიც იდეალურია აპერატივისთვის ან წასახემსებლად.

Petits Farcis (პეტი ფარსი)

ეს არის პატარა, შიგთავსიანი ბოსტნეული. ჩვეულებრივ, ცარიელდება და ივსება სხვადასხვა სეზონური ბოსტნეული, როგორიცაა პომიდორი, ყაბაყი, წიწაკა ან ბადრიჯანი, რომლებიც ივსება დაფქული ხორცის, პურის ნამცეცების, მწვანილისა და ნიცისთვის დამახასიათებელი სანელებლების ნაზავით, შემდეგ კი ცხვება ღუმელში. ეს არის გემრიელი და ჯანსაღი კერძი, რომელიც ხშირად სახლის სამზარეულოს ნაწილია.

Ratatouille (რატატუი)

მიუხედავად იმისა, რომ მთელ პროვანსში პოპულარულია, რატატუი ნიცაში წარმოიშვა. ეს არის ბოსტნეულის შეზავებული კერძი, რომელიც მზადდება ბადრიჯნის, ყაბაყის, პომიდვრის, ხახვისა და წიწაკისგან, მოშუშული ზეითუნის ზეთით, ნიორითა და პროვანსული მწვანილებით. შეიძლება მიირთვათ როგორც ძირითადი კერძი, ისე გარნირად ხორცთან ან თევზთან ერთად.

Daube Niçoise (დობ ნიცუაზი)

ეს არის გულიანი ძროხის რაგუ, ნიცასთვის დამახასიათებელი ვერსია. ის მზადდება ძროხის ხორცის ნელ-ნელა მოხარშვით წითელ ღვინოში, პომიდორთან, სტაფილოსთან, ხახვთან, ნიორთან და ადგილობრივ მწვანილებთან ერთად, ხშირად ემატება სოკო ან ზეთისხილი. მას, როგორც წესი, მიირთმევენ პასტასთან (ხშირად რავიოლთან) ან პოლენტასთან ერთად.

Tourte de Blettes (ტურტ დე ბლეტ)

ეს არის შვეიცარიული მანგოლდის ღვეზელი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ტკბილი, ისე მარილიანი. ტკბილი ვერსია მანგოლდთან ერთად შეიცავს ქიშმიშს, ფიჭვის კაკალს და შაქარს. ეს უჩვეულო, მაგრამ გემრიელი დესერტია, რომელიც ნამდვილად უნდა გასინჯოთ.

ინფორმაცია ნიცაში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
აერპორტის კოდი
NCE
ენა
ფრანგული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
80 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ნიცაზე

თუ იაფი ავიაბილეთები ნიცაში უკვე შეძენილი გაქვთ, აუცილებლად გადახედეთ მომდევნო განყოფილებას. ის პასუხობს ტურისტების ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და გამოსადეგი იქნება მათთვისაც, ვინც ამ ულამაზეს ფრანგულ ქალაქში მოგზაურობას სამომავლოდ გეგმავს.

ზაფხულის თვეები ნიცაში სამოგზაუროდ საუკეთესო დროა, რადგან ამ დროს სანაპიროთი ტკბობაც შეგეძლებათ. თუმცა, როგორც წესი, ქალაქში მთელი წლის მანძილზე კარგი ტემპერატურაა და კომფორტულად დასვენებას ნებისმიერ დროს შეძლებთ.

ნიცაში მოგზაურობისას აუცილებლად ეწვიეთ ქალაქის სანაპიროებს, ტაძრებსა და მუზეუმებს. ნიცა გამორჩეულია თავისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობით, თუმცა დასვენებისა და განტვირთვისთვისაც დიდ შესაძლებლობებს გთავაზობთ.

დიახ, ნიცას ავიაბილეთები შეგიძლიათ პირდაპირი ავიარეისებით დაჯავშნოთ.

ამ ეტაპზე, ნიცაში ყველაზე იაფი ფრენები Turkish Airlines-სა და Georgian Airways-ს აქვს.

თუ ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვა გსურთ, ეცადეთ, ავიაბილეთები არატურისტული სეზონების დროს შეიძინოთ. ამ პერიოდში ავიაბილეთებსაც კიდევ უფრო იაფად ნახავთ და დასარჩენ ადგილებსაც ბიუჯეტურად დაჯავშნით. ასევე, უმჯობესია დასვენება დიდ დღესასწაულებს არ დაამთხვიოთ.

ნიცაში სამოგზაუროდ მინიმუმ 4 დღე გაითვალისწინეთ, რათა მოასწროთ მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

NCE – ნიცის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.

იმისთვის, რომ მოგზაურობა შედარებით ბიუჯეტურად დაგეგმოთ, უმჯობესია იაფი ავიაბილეთები 1-2 თვით ადრე შეიძინოთ და ეცადოთ, ფრენები არ დაამთხვიოთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს.