იაფი ავიაბილეთები ბაქოში

იაფი ავიაბილეთები ბაქოში

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, რომელიც ქვეყნის უდიდეს კულტურულ, სამეცნიერო და ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს, კასპიის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს. საუკუნეების მანძილზე ბაქო გამორჩეულ ადგილად ითვლებოდა. თუ გსურთ ამ ისტორიულ რეგიონში იმოგზაუროთ, აუცილებლად შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბაქოში. ქალაქი სამხრეთ კავკასიის მდიდარ ისტორიასა და კულტურაზე ბევრს მოგიყვებათ.

ბაქო განთქმულია თავისი არქიტექტურით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული ძეგლებით. ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილი ჰარმონიულად ერწყმის მის თანამედროვე, მოდერნისტულ ნაგებობებს. დღესაც, ბაქო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელ კავკასიაში ინდუსტრიული და ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც კარგად აისახება აქ მცხოვრებთა ყოველდღიურობასა და კულტურულ თავისებურებებზე.

თუ გსურთ მოინახულოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული, ფუნქციურად მნიშვნელოვანი და ულამაზესი არქიტექტურით გამორჩეული ქალაქი, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბაქოში და გაიზიარეთ ასი ათასობით კმაყოფილი ტურისტის აღტაცება.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბაქოში?

თბილისი ბაქო გამგზავრება მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ, თანაც პირდაპირი რეისებით. ფრენის ხანგრძლივობა მხოლოდ 1 საათი და 10 წუთია, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობაში დიდ დროს არ დახარჯავთ. ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბაქოში 91 ლარიდან იწყება.

რეისებს აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azal Airlines ახორციელებს. ამავე ავიაკომპანიით შეგიძლიათ გაფრინდეთ ბათუმი ბაქო, საიდანაც იაფი ავიაბილეთები 184 ლარიდან იწყება. Azal Airlines ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინავს.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 მარტი 202612 მარტი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიბილეთები 448 - დან
12 აპრილი 202623 აპრილი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიბილეთები 700 - დან
22 მაისი 202627 მაისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიბილეთები 715 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 მარტი 20268 მარტი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 327 - დან
7 მარტი 202611 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 983 - დან
13 მარტი 202616 მარტი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 797 - დან
9 აპრილი 202614 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 876 - დან
12 აპრილი 202619 აპრილი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 033 - დან
16 აპრილი 202616 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 980 - დან
29 აპრილი 20266 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 126 - დან
30 აპრილი 20263 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 915 - დან
4 მაისი 202620 მაისი 20261 ᲒაჩერებაFlyArystanბილეთები 1 369 - დან
7 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაFlyArystanბილეთები 1 033 - დან
10 მაისი 202614 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 788 - დან
15 მაისი 202617 მაისი 20262 ᲒაჩერებაFlyArystanბილეთები 980 - დან
20 მაისი 202621 მაისი 20261 ᲒაჩერებაFlyArystanბილეთები 874 - დან
23 ივლისი 202630 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 398 - დან
1 სექტემბერი 20267 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 540 - დან
2 ოქტომბერი 20269 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაBelaviaბილეთები 2 806 - დან
3 ოქტომბერი 20269 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 2 466 - დან
25 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 659 - დან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 მაისი 20268 მაისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიბილეთები 762 - დან

აღმოაჩინე ბაქო

 

დასარჩენი ადგილი ბაქოში

დასარჩენი ადგილის პოვნა მოგზაურობის დაგეგმვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ამიტომ, გირჩევთ, წინასწარ გადახედოთ სხვადასხვა ვარიანტს. ბაქო არჩევანის მრავალფეროვნებას გთავაზობთ, ამიტომ თქვენთვის სასურველი სასტუმროს ნომრის მოძებნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. რამდენიმე ვარიანტს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Courtyard by Marriott Baku

ეს სასტუმრო განსაკუთრებულ კომფორტს გთავაზობთ. ის იდეალურ ლოკაციაზეა განთავსებული – ბაქოს ულამაზესი შადრევნების მოედნიდან სულ რამდენიმე მეტრის სავალზე. აქ დაგხვდებათ გამორჩეული მომსახურება, რომელიც მოიცავს საუზმის სერვისს, ფიტნეს ცენტრს, პარკინგის შესაძლებლობას და სხვა მრავალ სერვისს. თქვენს კომფორტზე 24-საათიანი მომსახურება იზრუნებს. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბაქოში, გირჩევთ სასტუმროს ნომრებიც დროულად დაჯავშნოთ.

Ramada by Wyndham Baku

ამ სასტუმროში ყველაფერი ერთ სივრცეში დაგხვდებათ – აქ გატარებული დღეების განმავლობაში ერთდროულად შეძლებთ გართობასა და დასვენებას. სასტუმროს აქვს საკუთარი ფიტნეს და სპა ცენტრი, საცურაო აუზები, კლუბი და რესტორანი. ამასთან, შემოგთავაზებთ საუზმის სერვისსაც. იდეალური მომსახურება თქვენს დასვენებას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის.

Shah Palace Luxury Museum Hotel

ამ სასტუმროს კლასიკურ დახვეწილ სტილში მოწყობილი ნომრები განსაკუთრებით მოეწონებათ კლასიკური ხელოვნების მოყვარულებს. ინტერიერის სილამაზის გარდა, სასტუმრო იდეალურ ადგილას, ბაქოს ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 5 წუთის სავალზე მდებარეობს. მას აქვს ორი რესტორანი, სადაც ევროპული თუ აზიური კერძებით გაგიმასპინძლდებიან. სასტუმროს მომსახურე პერსონალი კი აუცილებლად იზრუნებს თქვენი სამოგზაურო განწყობის შექმნაზე.

Hyatt Regency Baku

ეს სასტუმრო იდეალური დასვენებისთვის სრულად შესაბამის გარემოს გთავაზობთ. აქ დაგხვდებათ 2 საცურაო აუზი, 2 რესტორანი, სპა და სარელაქსაციო ცენტრები. ამ ადგილას დარჩენით ნამდვილად მოუწყობთ საკუთარ თავს დამსახურებულ შვებულებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ და ყოველდღიური სტრესებისგან დისტანცირდეთ.

რა გავაკეთოთ ბაქოში?

ბაქოს მიმართულებით იაფი ავიაბილეთები საშუალებას მოგცემთ, ქალაქის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა თავად იხილოთ. აქ თავმოყრილი ისტორიული სიმდიდრე ნამდვილად აღგაფრთოვანებთ. ჩვენ გირჩევთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ადგილს თქვენი ბაქოს მოგზაურობისას.

იჩერი შეჰერი (ძველი ქალაქი / Icherisheher)

ეს არის ბაქოს ისტორიული გული, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. აქ ნახავთ ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებს, შუა საუკუნეების ნაგებობებსა და კოლორიტულ ატმოსფეროს.

ქალწულის კოშკი (Maiden Tower)

ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო. ამ უძველესი ნაგებობის ისტორია საიდუმლოებითაა მოცული. შეგიძლიათ ახვიდეთ კოშკის თავზე და დატკბეთ ძველი ქალაქისა და კასპიის ზღვის ხედებით.

შირვანშაჰების სასახლე (Palace of the Shirvanshahs)

XV საუკუნის ეს სამეფო კომპლექსი აზერბაიჯანული არქიტექტურის ერთ-ერთი მარგალიტია. სასახლეში ნახავთ მეჩეთს, მავზოლეუმს და სხვა ნაგებობებს.

ჯუმა მეჩეთი (Juma Mosque)

ძველ ქალაქში მდებარე ეს მეჩეთი, რომელიც უძველესი ზოროასტრული ტაძრის ადგილას დგას, შთამბეჭდავი ინტერიერით გამოირჩევა.

მთავარი მოედანი (Fountain Square)

ქალაქის ცენტრალური, ხმაურიანი მოედანი, სადაც უამრავი კაფე, მაღაზია და შადრევანია. ეს იდეალური ადგილია სასეირნოდ და ქალაქის პულსის შესაგრძნობად.

ნაზიმის ქუჩა (Nizami Street)

ბაქოს მთავარი სავაჭრო და საფეხმავლო ქუჩა, რომელიც სავსეა ბრენდული მაღაზიებით, რესტორნებითა და კაფეებით.

ალის კოშკები (Flame Towers)

ბაქოს ახალი სიმბოლო. ეს სამი ცეცხლის ფორმის ცათამბჯენი ქალაქის თანამედროვე იერსახეს ქმნის. ღამით ისინი განათებულია ანიმაციური ცეცხლის გამოსახულებებით, რაც სანახაობრივ სანახაობას ქმნის.

ჰეიდარ ალიევის ცენტრი (Heydar Aliyev Center):

ზაჰა ჰადიდის მიერ შექმნილი ეს არქიტექტურული შედევრი თანამედროვე ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობაა. მისი მოქნილი, ტალღოვანი ფორმები მართლაც უნიკალურია. ცენტრში იმართება გამოფენები და კულტურული ღონისძიებები.

ზღვისპირა ბულვარი (Baku Boulevard / Denizkenari Milli Park)

კასპიის ზღვის გასწვრივ გადაჭიმული გრძელი ბულვარი იდეალურია სასეირნოდ, ველოსიპედით სასეირნოდ ან უბრალოდ ზღვის ხედებით დასატკბობად. აქ ნახავთ “პატარა ვენეციასაც” – ხელოვნურ არხებსა და ხიდებს.

მთის პარკი (Highland Park)

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილი, საიდანაც ბაქოსა და კასპიის ზღვაზე საუკეთესო პანორამული ხედები იშლება. აქ ასევე მდებარეობს “მოწამეთა ხეივანი” (Martyrs’ Lane), რომელიც აზერბაიჯანის გმირების ხსოვნას ეძღვნება და ყველაზე ახლოს იქნებით ბაქოს სავიზიტო ბარათთან – ცეცხლოვან კოშკებთან.

რა ვჭამოთ ბაქოში?

ბაქო ნამდვილი კულინარიული აღმოჩენაა, სადაც აღმოსავლური და კავკასიური გემოები ერწყმის ერთმანეთს. აზერბაიჯანული სამზარეულო მდიდარია არომატებითა და მრავალფეროვნებით, ამიტომ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ რამდენიმე გამორჩეული კერძი:

ფლავი (Plov)

აზერბაიჯანული სამზარეულოს ქვაკუთხედი. არსებობს ფლავის უამრავი ვარიაცია, თუმცა ძირითადი ინგრედიენტებია ბრინჯი, ხორცი (ხშირად ცხვრის ან საქონლის), ჩირი (ქიშმიში, გარგარის ჩირი) და სხვადასხვა სანელებლები. ყველაზე პოპულარულია შაჰ ფლავი, რომელიც ცომში გამომცხვარია.

პიტი (Piti)

ეს უნიკალური კერძი ორ ნაწილად სერვირდება და მზადდება კარგად გამომცხვარი ხორცისა და ბოსტნეულისგან. მას ულამაზეს, სიმბოლურ ქოთანში მოგართმევენ. ადგილობრივებს განსაკუთრებით უყვართ სუფის მირთმევა, ამიტომ ბაქოში ვიზიტისას მისი გასინჯვა არ დაგავიწყდეთ!

ბაქლავა

ბაქლავა ბაქოს მაცხოვრებლებისთვის საყვარელი დესერტია, რომელსაც ქალაქის თითქმის ყველა მაღაზიასა და საცხობში შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, გარწმუნებთ, ნებისმიერ ადგილას უგემრიელეს ვარიანტს დააგემოვნებთ. აზერბაიჯანული ძირითადი კერძების გასინჯვის შემდეგ, აუცილებლად დაუთმეთ დრო ამ ტრადიციული სიტკბოების გასაცნობად.

ქუთაბი

ქუთაბი არის გამომცხვარი ცომეული, რომელშიც სხვადასხვა შიგთავსს ათავსებენ. შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხორცით, ბოსტნეულით ან ტკბილეულით. ქუთაბს აზერბაიჯანში მარტივად იპოვით, ხოლო ადგილობრივებს განსაკუთრებით ზაფხულობით უყვართ მისი მირთმევა.

ინფორმაცია ბაქოში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
AZN - ₼ - The manat
აერპორტის კოდი
GYD
ენა
აზერბაიჯანული
თაიმზონა
GMT+4
დღიური საშუალო თანხა
30$

ხშირად დასმული კითხვები ბაქოში მოგზაურობაზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბაქოში, ან თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, ღირს თუ არა ამ ქალაქში მოგზაურობა, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. ეს დაგეხმარებათ, მარტივად გაუმკლავდეთ მოგზაურობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გამოწვევას.

ბაქოში მოგზაურობისთვის გაზაფხულის ან შემოდგომის თვეები საუკეთესოა, რადგან ქალაქს მშრალი კლიმატი აქვს და ზაფხულობით ძალიან ცხელა, ზამთარში კი ცივა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბაქო ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო მასპინძლობას გაგიწევთ.

ბაქო არის კონტრასტების ქალაქი, სადაც ძველი და ახალი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ერთის მხრივ, ის გთავაზობთ იუნესკოს მემკვიდრეობის ძველ ქალაქს (იჩერი შეჰერი) თავისი ისტორიული ნაგებობებით, როგორიცაა ქალწულის კოშკი და შირვანშაჰების სასახლე. მეორეს მხრივ კი, მისი ფუტურისტული არქიტექტურა, მათ შორის ალი კოშკები და ჰეიდარ ალიევის ცენტრი, ქმნის თანამედროვე და შთამბეჭდავ იერსახეს. ბაქო ასევე გამორჩეულია კასპიის ზღვისპირა ბულვარითა და მდიდარი კულინარიული ტრადიციებით, რაც მას ნამდვილად უნიკალურ სამოგზაურო მიმართულებად აქცევს.

დიახ, თბილისიდან და ბათუმიდან ბაქოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება.

აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azal (Azerbaijan Airlines) შემოგთავაზებთ იაფ ფრენებს ბაქოს მიმართულებით საქართველოდან.

არატურისტულ სეზონებზე გაცილებით იაფად შეძლებთ როგორც ავიაბილეთების შეძენას, ისე სასტუმროების დაჯავშნას.

თუკი გეგმავთ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბაქოში , მოგზაურობისთვის მინიმუმ 3 დღე გამოყავით. ეს დრო საკმარისი იქნება ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობების სრულად დასათვალიერებლად.

ბაქოსთან ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი არის ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი (GYD). ის ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 20-25 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

მოგზაურობის დაგეგმვისას, უმჯობესია, ერთი ან ორი თვით ადრე დაიწყოთ მზადება. ავიაბილეთებს წინასწარ გაცილებით იაფად შეიძენთ, ვიდრე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე. ასევე, შეეცადეთ, მოგზაურობა არ დაამთხვიოთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს, რადგან ამ პერიოდში ფასები, როგორც წესი, იმატებს. თვალყური ადევნე იაფი ავიაბილეთების მიმართულებებს და დაგეგმე მოგზაურობა მარტივად.