იაფი ავიაბილეთები პოზნანში

იაფი ავიაბილეთები პოზნანში

პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ქალაქი, პოზნანი, ქვეყნის მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული და ტექნოლოგიური ცენტრია. მდინარე ვარტას სანაპიროზე გაშენებული ეს ქალაქი მდიდარია ძველი, ისტორიული შენობებით, რომლებიც ნამდვილად დროში მოგზაურობის განცდას შეგიქმნით. თუ გსურთ, ამ ყოველმხრივ განვითარებულ ქალაქს ესტუმროთ, აუცილებლად შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები პოზნანში .

პოზნანი გამოირჩევა სასეირნო ადგილებისა და გამწვანებული არეალების სიმრავლით, ამასთან, ის უამრავ ისტორიულ და კულტურულ ძეგლსაც აერთიანებს. აქ ნახავთ საუკუნოვანი გოთიკურ ტაძრებს, რენესანსის ეპოქის შენობებსა და ლამაზად მოწყობილ ისტორიულ უბნებს. პოზნანი თავისი მრავალფეროვანი გარემოთი ნებისმიერი ტურისტის გულს მოიგებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები პოზნანში ?

პოზნანის მიმართულებით ავიაბილეთებს როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან იპოვით. ქუთაისიდან პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია 88 ლარიდან ზემოთ, ხოლო თბილისიდან ყველაზე იაფი ავიაბილეთები პოზნანში 186 ლარიდან იწყება, თუმცა ამ შემთხვევაში გადაჯდომით მოგიწევთ მგზავრობა.

ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს დაბალბიუჯეტური უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ახორციელებს. თბილისიდან ფრენებს შემოგთავაზებთ LOT Polish Airlines (პოლონური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია), Lufthansa და KLM Airlines.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილავთ იაფი ავიაბილეთებს პოზნანის მიმართულებით საქართველოს სამი ქალაქიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 მარტი 202629 მარტი 20262 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 860 - დან
16 აპრილი 202625 აპრილი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 831 - დან
1 ივნისი 202614 ივნისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 175 - დან
13 ივლისი 202620 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 038 - დან
14 ივლისი 202614 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 991 - დან
1 აგვისტო 202610 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 069 - დან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მარტი 202624 მარტი 2026Wizz Airბილეთები 306 - დან
2 აპრილი 20267 აპრილი 2026Wizz Airბილეთები 169 - დან

აღმოაჩინე პოზნანი

 

დასარჩენი ადგილი პოზნანში

მოგზაურობის დაგეგმვისას, დასარჩენი ადგილის პოვნა ხშირად ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ამ პროცესის გასამარტივებლად და უფრო კომფორტულად წარმართვაში ჩვენც დაგეხმარებით და რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ.

Hotel Gromada Poznań

წარმოიდგინეთ სასტუმრო, სადაც ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი! ეს სასტუმრო იდეალურ ლოკაციაზე მდებარეობს, ხოლო მისი ნომრები მოგზაურებისთვის ყველა საჭირო ნივთით არის აღჭურვილი. აქ თქვენს კომფორტზე 24-საათიანი მომსახურება იზრუნებს, დამატებითი დასვენებისთვის კი ბარი, ბილიარდი და საუნები დაგხვდებათ.

B&B Hotel Poznań Old Town

ეს სასტუმრო პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო უბანში მდებარეობს, რომლის გარშემოც ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია. სასტუმროში დაგხვდებათ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ნომრები, მოდერნისტულად გაწყობილი სივრცეები და 24-საათიანი სერვისი.

Hampton By Hilton Poznan Old Town

ეს სასტუმრო პოზნანის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობს – მათგან სულ რამდენიმე წუთის სავალზე. მისი ნომრები თანამედროვე სტილშია მოწყობილი და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი. აქ დაგხვდებათ სასტუმროს საკუთარი ფიტნეს ცენტრი, ლაუნჯი და ბარი, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

Park Inn by Radisson Poznan

ეს სასტუმრო ყველანაირ კომფორტს გთავაზობთ. ის საუკეთესო ლოკაციაზეა განთავსებული, ხოლო მისი ნომრები სადად და კეთილმოწყობილადაა მოწყობილი. სასტუმროს აქვს ორი რესტორანი და ბარი, ხოლო ნომრის საფასურში საუზმის სერვისიც შედის.

რა გავაკეთოთ პოზნანში?

პოზნანი პოლონეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული ქალაქია, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებსა და ღირსშესანიშნაობებს გთავაზობთ. აუცილებლად სანახავი და გასაკეთებელი ადგილებია:

ძველი ბაზრის მოედანი (Stary Rynek)

პოზნანის გული და სული, ძველი ბაზრის მოედანი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. აქ ნახავთ ფერადოვან შენობებს, ისტორიულ მერიას (Ratusz) და ცნობილ თხის ფიგურებს, რომლებიც ყოველდღე, შუადღისას, საათის დარტყმისას ჩნდებიან. მოედანზე უამრავი კაფე და რესტორანია, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და დატკბეთ ატმოსფეროთი.

პოზნანის საკათედრო ტაძარი (Poznań Cathedral)

მდინარე ვარტას კუნძულზე (Ostrów Tumski) მდებარე პოზნანის საკათედრო ტაძარი პოლონეთის უძველესი საკათედრო ტაძარია და პოლონეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ეს არის პოლონეთის პირველი ეპისკოპოსების სამარხი. მისი გოთიკური არქიტექტურა და მდებარეობა შთამბეჭდავია.

სამეფო ციხე (Royal Castle)

ძველ ქალაქში მდებარე სამეფო ციხე გადაკეთებული და აღდგენილია. ციხის კოშკიდან პოზნანის შესანიშნავი პანორამული ხედები იშლება. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ პოლონეთის სამეფო ისტორიას.

იმპერიული ციხე-სიმაგრე (Imperial Castle / Zamek Cesarski)

ეს მონუმენტური ნაგებობა XX საუკუნის დასაწყისში აშენდა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-სთვის. დღეს აქ განთავსებულია კულტურული ცენტრები, მუზეუმები და გამოფენები. შენობის არქიტექტურა და მასშტაბები შთამბეჭდავია.

ციტადელის პარკი (Cytadela Park)

პოზნანის უდიდესი პარკი, ციტადელა, ყოფილი ციხე-სიმაგრის ადგილზეა გაშენებული. აქ ნახავთ მუზეუმებს (არმიის მუზეუმი, პოზნანის ციტადელის მუზეუმი), სკულპტურებს და უბრალოდ სასიამოვნო ადგილებს დასასვენებლად.

მალტას ტბა (Lake Malta)

ეს არის ხელოვნური ტბა, რომელიც პოზნანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მალტას ტბა პოპულარული ადგილია დასვენებისა და სპორტული აქტივობებისთვის. აქ შეგიძლიათ ნავით გასეირნება, ველოსიპედით სეირნობა ტბის გარშემო, ან ეწვიოთ სათხილამურო კომპლექსს (თუ ზამთარია). ასევე, აქ არის თერმული აბანოები “Termy Maltańskie”.

რა ვჭამოთ პოზნანში?

პოზნანი პოლონური სამზარეულოს ნამდვილი საგანძურია, განსაკუთრებით კი დასავლეთ პოლონური კერძების მოყვარულთათვის. აქ უამრავი გემრიელი და ტრადიციული კერძის დაგემოვნება შეგიძლიათ.

პიეროგი (Pierogi)

პოლონური სამზარეულოს ყველაზე ცნობილი კერძი, რომელიც ჩვენი ხინკლის ან პელმენის მსგავსია. პოზნანშიც შეხვდებით პიეროგის მრავალფეროვან ვარიაციას: ხორცით, კარტოფილითა და ყველით, კომბოსტოთი და სოკოთი, ან ტკბილი შიგთავსით (მაგალითად, ხილით).

წმინდა მარტინის კრუასანი (Rogal Świętomarciński)

ეს არის პოზნანის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ტკბილეული –  საფუვრიანი ცომისგან დამზადებული ნამცხვარი, რომელიც თეთრი ყაყაჩოს მარცვლებით, თხილითა და ქიშმიშით არის სავსე და ზემოდან მოჭიქული. მას ტრადიციულად 11 ნოემბერს, წმინდა მარტინის დღესასწაულზე მიირთმევენ, თუმცა ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ნახავთ. აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

ჟურეკი (Żurek)

ეს არის ტრადიციული, მჟავე ჭვავის წვნიანი, რომელიც ხშირად ძეხვთან, მოხარშულ კვერცხთან და კარტოფილთან ერთად სერვირდება. ზოგჯერ პურის გულშიც კი მოაქვთ. იდეალურია ცივ ამინდში გასათბობად.

ბიგოსი (Bigos)

ცნობილი “მონადირის წვნიანი”. ეს არის ნოყიერი კერძი, რომელიც მჟავე კომბოსტოსა და ახალი კომბოსტოს, სხვადასხვა სახის ხორცის (ძეხვი, ბეკონი, საქონლის ხორცი) და სოკოს ნაზავია. დიდხანს იშუშება და აქვს მდიდარი, ღრმა არომატი.

პლაცკი ზ ჟემნიაკოვ (Placki Ziemniaczane)

კარტოფილის ბლინები, რომლებსაც ხშირად არაჟანთან, სოკოს სოუსთან ან თუნდაც შაქართან და ხილის ჯემთან ერთად მიირთმევენ.

გოლაბკი (Gołąbki)

კომბოსტოს ფოთოლში გახვეული ხორცისა და ბრინჯის გულსართი, რომელიც ტომატის სოუსით სერვირდება.

ინფორმაცია პოზნანში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
PLN - Polish Zloty (zł)
აერპორტის კოდი
PZN
ენა
პოლონური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
30 ევრო

ხშირად დასმული კითხვები პოზნანში მოგზაურობაზე

თუ იაფი ავიაბილეთები პოზნანში უკვე ნაყიდი გაქვთ, ან ამ ულამაზეს ისტორიულ ქალაქში მოგზაურობას სამომავლოდ გეგმავთ, აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. ეს დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ მოგზაურობისთვის და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება პოზნანის მონახულებით.

პოზნანში მოგზაურობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდებია გაზაფხული და შემოდგომა – ამ დროს არც სიცხე გაწუხებთ და ტურისტული ადგილებიც ნაკლებად ხალხმრავლიანია.

პოზნანი გამორჩეულია თავისი შუასაუკუნეების არქიტექტურით, ძველი ქალაქის უნიკალური ატმოსფეროთი და თანამედროვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებით. იგი ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ჰაბად ითვლება პოლონეთში, რაც მას მიმზიდველს ხდის როგორც ტურისტებისთვის, ისე სტუდენტებისა და ინვესტორებისთვის.

დიახ, ქუთაისი პოზნანიში პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია.

ავიაკომპანია wizz air ყველაზე იაფ ფრენებს ასრულებს პოზნანში.

თუ იაფად მოგზაურობა გსურთ, აირჩიეთ ნაკლებად პოპულარული სეზონები – როცა ტურისტების ნაკადია მცირე, ფრენებისა და განთავსების ღირებულება მნიშვნელოვნად მცირდება.

პოზნანის სრულფასოვანი აღმოჩენისთვის იდეალურია 3-დან 4 დღემდე. ამ დროის განმავლობაში შეძლებთ მოინახულოთ მთავარი ღირსშესანიშნობები, დაათვალიეროთ ძველი ქალაქი, ეწვიოთ პოზნანის მუზეუმებს, და აგრეთვე ისიამოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოთი და ატმოსფეროთი.

პოზნანის აეროპორტი (POZ) მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 6 კილომეტრის მოშორებით, რაც მას ყველაზე ახლო და მოსახერხებელ ვარიანტად აქცევს.

გირჩევთ ავიაბილეთები შეიძინოთ მოგზაურობამდე 1–2 თვით ადრე და წინასწარ დაგეგმოთ თქვენი მარშრუტი. ასევე, ეცადეთ არ დაგეგმოთ ფრენა უქმეებზე ან დღესასწაულებზე, რადგან ამ პერიოდებში ავიაბილეთების ფასები, როგორც წესი, უფრო მაღალია. მოძებნეთ ავიაბილეთები მარტივად, გაფილტრეთ თარიღების, მიმართულებებისა და ფასების მიხედვით და დაჯავშნეთ თქვენთვის საუკეთესო ფრენები.