იაფი ავიაბილეთები ფრანკფურტში

იაფი ავიაბილეთები ფრანკფურტში

გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, ფრანკფურტი, არა მხოლოდ ქვეყნის ფინანსური დედაქალაქია, არამედ კულტურული, ისტორიული და არქიტექტურული თვალსაზრისითაც დიდ ინტერესს იწვევს. მაინის ნაპირას გაშენებული ეს თანამედროვე ქალაქი აერთიანებს როგორც შთამბეჭდავ ცათამბჯენებს, ისე შუასაუკუნეების შენობებს, რაც მის უნიკალურ და მრავალფეროვან ატმოსფეროს ქმნის. თუ გსურთ ფრანკფურტის მონახულება, დაგეგმეთ მოგზაურობა წინასწარ და ეცადეთ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ფრანკფურტში .

ფრანკფურტი გამოირჩევა მდიდარი მუზეუმებით, მწვანე პარკებითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ქალაქის ცენტრში ნახავთ რომერპლაცს, სადაც შუასაუკუნეების არქიტექტურა თანამედროვე ურბანულ გარემოს ერწყმის. ფრანკფურტის ზოოპარკი, პალმენგარტენი და მუზეუმების სანაპირო იდეალურია მშვიდი სეირნობისა და კულტურული შთაბეჭდილებების მისაღებად. თავისი მრავალმხრივი გარემოთი და მაღალი დონის ინფრასტრუქტურით ფრანკფურტი ნამდვილად დაიმსახურებს თქვენი მოგზაურობის ადგილად შერჩევას.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ფრანკფურტში ?

ფრანკფურტში გამგზავრება შესაძლებელია საქართველოს სამი აეროპორტიდან – თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. ყველაზე ხელმისაწვდომი ავიაბილეთები იწყება დაახლოებით 196 ლარიდან თბილისიდან, 107 ლარიდან ქუთაისიდან და 129 ლარიდან ბათუმიდან. ამ ეტაპზე, ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლა მხოლოდ ქუთაისიდან სრულდება.

ავიაბილეთების ფასი და პირობები დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე, მათ შორის განსხვავდება როგორც გადაჯდომის ხანგრძლივობა, ისე ლოკაცია. ამიტომ ავიაბილეთის დაჯავშნამდე ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დეტალი, რათა აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული ვარიანტი.

თბილისი ფრანკფურტის მიმართულებით ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია გთავაზობთ, მათ შორის არიან Pegasus, Aegean Airlines, Turkish Airlines, Lufthansa, Air France და სხვა. ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს ახორციელებს Wizz Air, ხოლო ბათუმიდან – Turkish Airlines.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ფრენების ვარიანტები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ფრანკფურტის მიმართულებით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ოქტომბერი 202610 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 978 - დან
28 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 850 - დან
29 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 963 - დან
2 ნოემბერი 20263 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 877 - დან
3 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 912 - დან
5 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 737 - დან
6 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Serbiaბილეთები 848 - დან
8 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 885 - დან
12 ნოემბერი 202617 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 527 - დან
13 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 679 - დან
16 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 621 - დან
18 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 631 - დან
20 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 716 - დან
25 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 609 - დან
5 დეკემბერი 20269 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 640 - დან
6 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 637 - დან
8 დეკემბერი 20263 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 515 - დან
12 დეკემბერი 20268 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 594 - დან
13 დეკემბერი 20267 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 607 - დან
15 დეკემბერი 20264 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 594 - დან
16 დეკემბერი 202629 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 984 - დან
17 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 703 - დან
18 დეკემბერი 202615 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 594 - დან
19 დეკემბერი 202627 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 639 - დან
20 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 942 - დან
21 დეკემბერი 202619 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 671 - დან
22 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 629 - დან
23 დეკემბერი 20262 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 594 - დან
26 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 617 - დან
29 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 703 - დან
8 იანვარი 202711 იანვარი 20272 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 943 - დან
13 იანვარი 202720 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 764 - დან
29 იანვარი 20277 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 602 - დან
1 თებერვალი 20272 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 527 - დან
2 თებერვალი 20278 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 524 - დან
10 თებერვალი 202712 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 589 - დან
15 თებერვალი 202720 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 521 - დან
19 თებერვალი 202722 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 683 - დან
1 მარტი 20275 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 535 - დან
2 მარტი 20279 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 624 - დან
3 მარტი 202710 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 626 - დან
7 მარტი 202714 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 628 - დან
16 მარტი 202719 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 809 - დან
20 მარტი 202731 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 660 - დან
22 მარტი 202729 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 532 - დან
25 მარტი 202731 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 657 - დან
22 მაისი 202731 მაისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 859 - დან
29 მაისი 20277 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 930 - დან
16 ივნისი 202722 ივნისი 2027პირდაპირიGerman Airwaysბილეთები 835 - დან
18 ივნისი 202728 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 938 - დან
6 ივლისი 202715 ივლისი 2027პირდაპირიGerman Airwaysბილეთები 1 045 - დან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026Wizz Airბილეთები 553 - დან
8 დეკემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz Airბილეთები 384 - დან
2 იანვარი 20279 იანვარი 2027Wizz Airბილეთები 1 427 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 958 - დან
19 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 274 - დან

აღმოაჩინე ფრანკფურტი

დასარჩენი ადგილი ფრანკფურტში

სასტუმროს შერჩევა მოგზაურობისას ზოგჯერ დამღლელი და სტრესული პროცესია, მაგრამ ჩვენთან ერთად ეს ბევრად უფრო მარტივი გახდება. იმისათვის, რომ ტექნიკურმა საკითხებმა არ შეგიშალოთ ხელი ფრანკფურტში მოგზაურობის სრულფასოვნად დატკბობაში, გთავაზობთ სპეციალურად შერჩეულ განთავსების ვარიანტებს. თუ უკვე დაჯავშნეთ ბიუჯეტური ავიაბილეთი, ახლა შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ და შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სასტუმრო ჩვენი რეკომენდაციების მიხედვით.

Holiday Inn - the niu, Coin Frankfurt Ostend, an IHG Hotel

თუ მოგზაურობისას გსურთ, რომ სასტუმროში ჩასვლისთანავე სრულად მომზადებული და კომფორტული გარემო დაგხვდეთ, აუცილებლად დაათვალიერეთ ეს სასტუმრო. სტუმრებს აქ დახვდებათ საერთო დასასვენებელი სივრცე, ბარი და რესტორანი. სასტუმროს პერსონალი მუდამ ზრუნავს თქვენს კომფორტზე და სასიამოვნო დასვენებაზე. ასევე, ადგილზე ხელმისაწვდომია კერძო პარკინგი და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმით.

B&B Hotel Frankfurt-Airport

ფრანკფურტში მდებარე ეს სასტუმრო იდეალური მდებარეობით გამოირჩევა და შესანიშნავი არჩევანია თქვენი მოგზაურობისთვის. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ფრანკფურტში , აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ადგილი. ნომრები სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, რაც კი კომფორტული ყოფნისთვის დაგჭირდებათ. ასევე გთავაზობთ საუზმის სერვისს და ტერასას, საიდანაც ქალაქის ლამაზი ხედებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

Meliá Frankfurt City

ეს სასტუმრო ფრანკფურტის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნობებთან ახლოს, მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. მისი თანამედროვე სტილში მოწყობილი ნომრები უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს, ხოლო პერსონალი გამოირჩევა ყურადღებიანი და პროფესიონალური მომსახურებით. დამატებით, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საუზმის სერვისით. არაერთი ტურისტის შეფასებით, ეს სასტუმრო მაღალი ხარისხითა და მომსახურებით ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად ითვლება ქალაქში.

Leonardo Royal Hotel Frankfurt

ამ სასტუმროში ყველა საჭირო კომფორტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. სტუმრებს ელოდებათ სამი რესტორანი, თანამედროვე ფიტნეს ცენტრი და მყუდრო ტერასა. ასევე, სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ნომრის ღირებულებაში უკვე შედის საუზმე, რაც თქვენს ყოფნას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

რა გავაკეთოთ ფრანკფურტში?

ფრანკფურტი მრავალფეროვანი აქტივობებით სავსე ქალაქია და ნებისმიერი ტიპის მოგზაურს შესთავაზებს საინტერესო გამოცდილებას. აი რამდენიმე საუკეთესო იდეა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ფრანკფურტში:

რომერბერგი (Römerberg)

ფრანკფურტის ძველი ქალაქის გული, რომელიც განთქმულია შუა საუკუნეების ნახევრადხის შენობებით. აქ მდებარეობს რომერი (Römer), ქალაქის მერია, რომელიც 1405 წლიდან ფუნქციონირებს. მოედნის ირგვლივ უამრავი კაფე და რესტორანია, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და ქალაქის ატმოსფერო შეიგრძნოთ.

ფრანკფურტის ტაძარი (Frankfurter Dom / Imperial Cathedral of Saint Bartholomew)

ეს შთამბეჭდავი გოთიკური ეკლესია XIV საუკუნეში აშენდა და მეორე მსოფლიო ომის დაბომბვებს გადაურჩა. შეგიძლიათ მის კოშკზე ახვიდეთ (300-ზე მეტი საფეხურია) და ქალაქის პანორამული ხედებით დატკბეთ.

გოეთეს სახლი (Goethe House)

გერმანელი პოეტისა და მწერლის, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს დაბადების ადგილი. სახლი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღდგენილია და მისი ეპოქის ავეჯითაა მოწყობილი. აქ ასევე არის გოეთეს მუზეუმი.

ეიზერნერ შტეგი (Eiserner Steg / Iron Bridge)

საფეხმავლო ხიდი მდინარე მაინზე, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება როგორც ქალაქის ცათამბჯენებზე, ისე მდინარეზე. ხიდზე ათასობით „სიყვარულის საკეტია“ ჩამოკიდებული.

წმინდა პავლეს ეკლესია (Paulskirche)

ისტორიული ადგილი, რომელიც გერმანიის დემოკრატიის სიმბოლოდ ითვლება, რადგან სწორედ აქ შედგა პირველი თავისუფლად არჩეული პარლამენტი 1848 წელს.

ალტე ოპერი (Alte Oper / Old Opera House)

ფრანკფურტის ძველი ოპერის შენობა, რომელიც შთამბეჭდავი არქიტექტურით გამოირჩევა და დღესდღეობით საკონცერტო დარბაზად გამოიყენება.

მაინის კოშკი (Main Tower)

200 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი, რომელსაც სადამკვირვებლო ტეარსა აქვს. აქედან იშლება ფრანკფურტის ულამაზესი პანორამული ხედები.

შტედელის მუზეუმი (Städel Museum)

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების მუზეუმი გერმანიაში, სადაც ევროპული ხელოვნების ფართო კოლექციაა წარმოდგენილი შუა საუკუნეებიდან დღემდე, მათ შორის რემბრანდტის, მონეს და ბოტიჩელის ნამუშევრები.

რა ვჭამოთ ფრანკფურტში?

ფრანკფურტი მრავალფეროვან კულინარიულ გამოცდილებას გთავაზობთ – ტრადიციული გერმანული კერძებიდან დაწყებული, საერთაშორისო სამზარეულოს უამრავი ვარიანტით დამთავრებული.

გრიუნე ზოსე (Grüne Soße / Green Sauce)

ალბათ ყველაზე ცნობილი ფრანკფურტული კერძია – ეს არის ცივი, კრემისებრი მწვანე სოუსი, რომელიც შვიდი სხვადასხვა მწვანილისგან მზადდება (ბორაგო, ქინძი, მწვანე ხახვი, ნიახური, ოხრახუში, მჟაუნა და ხახვ-მამლა). ტრადიციულად მას მოხარშულ კვერცხთან და კარტოფილთან ერთად მიირთმევენ, მაგრამ ხშირად გვხვდება შნიცელთან ან შემწვარ ხორცთან ერთადაც. ეს იყო გოეთეს საყვარელი კერძი!

ფრანკფურტერ ვურსტი (Frankfurter Wurst / Frankfurter Sausage)

ეს არის წვრილი, ღორის შებოლილი სოსისი. ხშირად მიირთმევენ პურთან და მდოგვთან ერთად, ასევე მჟავე კომბოსტოსთან (sauerkraut) ან კარტოფილის სალათთან ერთად.

ჰანდკეზ მიტ მუზიკ (Handkäse mit Musik)

ეს არის ხელნაკეთი, მჟავე რძისგან დამზადებული მრგვალი ყველი, რომელიც ძმარსა და ზეთში დამარინადებული.

ფრანკფურტერ რიპჰენ (Frankfurter Rippchen)

ეს არის შემწვარი ღორის ნეკნები, რომელიც ჩვეულებრივ მჟავე კომბოსტოსა და კარტოფილის პიურესთან ერთად მიირთმევა.

ფრანკფურტერ კრანცი (Frankfurter Kranz / Frankfurt Crown Cake)

ფრანკფურტის ტრადიციული დესერტი, მრავალფენიანი ნამცხვარი, რომელიც კარაქის კრემით არის გაფორმებული და თხილის ნატეხებითაა დაფარული, ალუბლის ან ჟოლოს დეკორაციებით, რაც გვირგვინის ფორმას ქმნის.

აპფელვაინი (Apfelwein / Apple Wine)

ფრანკფურტის რეგიონის ტრადიციული სასმელი, ვაშლის ღვინო, რომელიც სიდრის მსგავსია. მას ხშირად მიირთმევენ ტრადიციულ ტავერნებში, განსაკუთრებით საქსენჰაუზენის რაიონში.

რინდვურსტი (Rindswurst)

ეს არის საქონლის ხორცისგან დამზადებული სოსისი, რომელიც 1894 წელს შეიქმნა ფრანკფურტის მზარდი ებრაული მოსახლეობისთვის. ის არის კოშერული ალტერნატივა ტრადიციული ღორის სოსისებისთვის.

პრეცელი (Pretzel)

მიუხედავად იმისა, რომ მთელი გერმანიის მასშტაბითაა გავრცელებული, ფრანკფურტში შეგიძლიათ ნახოთ მრავალფეროვანი პრეცელები: უბრალო, სეზამის, ყაყაჩოს ან მზესუმზირის მარცვლებით, ან ყველით დაფარული.

ინფორმაცია ფრანკფურტში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
FRA
ენა
გერმანული
თაიმზონა
GMT +2
დღიური საშუალო თანხა
30 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ფრანკფურტში მოგზაურობაზე

თუ ფრანკფურტის იაფი ავიაბილეთები უკვე თქვენს ხელთაა, ან გეგმავთ მომავალში ეწვიოთ ამ საინტერესო მეტროპოლიას, რომელიც ისტორიასა და თანამედროვეობას აერთიანებს, გირჩევთ, გაეცნოთ ხშირად დასმული კითხვების სექციას. ეს დაგეხმარებათ უკეთ დაგეგმოთ თქვენი ვიზიტი და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ფრანკფურტში მოგზაურობით.

ფრანკფურტში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო დამოკიდებულია თქვენს პრიორიტეტებზე, რადგან თითოეულ სეზონს თავისი ხიბლი აქვს. თუმცა, ზოგადად, ყველაზე პოპულარული პერიოდებია გვიანი გაზაფხული და ადრეული შემოდგომა.

ფრანკფურტი არის გერმანიის ფინანსური გული და ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც ამაყად აერთიანებს ცათამბჯენების თანამედროვე ლანდშაფტს მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან. აქ მდებარეობს ევროპის ცენტრალური ბანკი, მსოფლიო დონის მუზეუმები, აღდგენილი შუა საუკუნეების მოედანი რომერბერგი და გოეთეს სახლი, რაც ქმნის უნიკალურ კონტრასტს ძველსა და ახალს შორის. ფრანკფურტის გამორჩეული მულტიკულტურული ატმოსფერო, მწვანე სივრცეები და ყოველწლიური მასშტაბური ღონისძიებები, როგორიცაა ცნობილი წიგნის ბაზრობა, მას მართლაც განუმეორებელ ქალაქად აქცევს.

დიახ, ქუთაისი ფრანკფურტი პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია.

ავიაკომპანია wizz air ყველაზე იაფ ფრენებს ასრულებს ფრანკფურტში.

ფრანკფურტში იაფად სამოგზაუროდ საუკეთესო დრო ძირითადად არატურისტული სეზონი ანუ შუალედური სეზონებია, როდესაც ამინდი ჯერ კიდევ სასიამოვნოა, მაგრამ ტურისტების ნაკადი და ფასები შემცირებულია.

ფრანკფურტში 3 დღე საკმარისია ძირითადი ღირსშესანიშნაობების სანახავად, თუმცა თუ ქალაქის სრულად შეგრძნება გსურთ, გირჩევთ, მოგზაურობისთვის უფრო მეტი დრო დაგეგმოთ.

ფრანკფურტთან ყველაზე ახლო და მთავარი აეროპორტი არის ფრანკფურტის აეროპორტი (Frankfurt Airport – FRA).

ფრანკფურტში მოგზაურობისას, უპირველესად, წინასწარ , 1-2 შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები და ეცადეთ, თქვენი ფრენა არ დაამთხვიოთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს.