იაფი ავიაბილეთები დუბაიში

იაფი ავიაბილეთები დუბაიში

დუბაი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებაა, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტ ვიზიტორს იზიდავს. ის ახლო აღმოსავლეთში ყველაზე განვითარებული და თანამედროვე ქალაქია, რომელიც თამამად გვაჩვენებს მომავლის სამყაროს. თუ გსურთ, რომ მოგზაურობისას განუმეორებელი შთაბეჭდილებები მიიღოთ, დროა, ბილეთები დუბაის მიმართულებით შეიძინოთ.

დუბაი ცნობილია არა მხოლოდ თავისი თანამედროვე არქიტექტურით, გრანდიოზული სავაჭრო ცენტრებითა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, არამედ მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. ამიტომ, ის ნებისმიერი ინტერესის მქონე მოგზაურისთვის იდეალური ადგილია. დუბაი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ფინანსურ, ეკონომიკურ და ინდუსტრიულ სფეროებში. აქ შეხვდებით მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობებს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრებსა და სხვა უამრავ მნიშვნელოვან დაწესებულებას. შესაძლოა, იაფი ავიაბილეთები დუბაიში თქვენი კარიერული წინსვლისთვისაც კი გახდეს გადამწყვეტი.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები დუბაიში ?

დუბაიში გამგზავრება შესაძლებელია როგორც თბილისიდან, ისე ბათუმიდან.

თბილისი დუბაიში შეგიძლიათ გაფრინდეთ პირდაპირი რეისებით, რომლებსაც არაბული ავიაკომპანიები FlyDubai და Air Arabia ასრულებენ. ასევე, ხელმისაწვდომია ტრანზიტული ფრენებიც: აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azal Airlines-ი გთავაზობთ რეისებს ბაქოში გადაჯდომით. თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი კი სტამბოლის გავლით.

ბათუმიდან დუბაიში პირდაპირი ფრენები სრულდება FlyDubai-ს მეშვეობით. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ Turkish Airlines-ის ტრანზიტული რეისებით, რომელიც სტამბოლში გადაჯდომას გულისხმობს.

საქართველოს აეროპორტებიდან დუბაის მიმართულებით ავიაბილეთების ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

 

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 მარტი 202625 მარტი 20261 ᲒაჩერებაFlydubaiბილეთები 1 577 - დან
16 მარტი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAzimuthბილეთები 904 - დან
17 მარტი 20262 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 009 - დან
18 მარტი 202623 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 204 - დან
19 მარტი 202626 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 005 - დან
20 მარტი 20262 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAzimuthბილეთები 955 - დან
21 მარტი 202625 მარტი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 132 - დან
22 მარტი 202625 მარტი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 224 - დან
23 მარტი 202626 მარტი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 237 - დან
24 მარტი 20261 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 037 - დან
25 მარტი 20262 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 982 - დან
26 მარტი 202631 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 906 - დან
27 მარტი 20265 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 172 - დან
28 მარტი 20263 აპრილი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 079 - დან
29 მარტი 20263 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 205 - დან
30 მარტი 20266 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 976 - დან
31 მარტი 202613 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 872 - დან
1 აპრილი 20268 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 959 - დან
2 აპრილი 20269 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 959 - დან
3 აპრილი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 959 - დან
4 აპრილი 202619 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 918 - დან
6 აპრილი 202616 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 998 - დან
7 აპრილი 202611 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 017 - დან
10 აპრილი 202614 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 055 - დან
13 აპრილი 202617 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAir Astanaბილეთები 1 102 - დან
15 აპრილი 202620 აპრილი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 045 - დან
16 აპრილი 202620 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 052 - დან
21 აპრილი 202625 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 012 - დან
23 აპრილი 202630 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 928 - დან
30 აპრილი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 980 - დან
1 მაისი 20267 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 010 - დან
4 მაისი 202610 მაისი 20261 Გაჩერებაflynasბილეთები 1 207 - დან
5 მაისი 20268 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 002 - დან
7 მაისი 202614 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 035 - დან
11 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 880 - დან
12 მაისი 202613 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 880 - დან
13 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 949 - დან
16 მაისი 202618 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 979 - დან
20 მაისი 202625 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 208 - დან
1 ივნისი 20267 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 999 - დან
3 ივნისი 202613 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 022 - დან
6 ივნისი 202613 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 095 - დან
7 ივნისი 202613 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 098 - დან
10 ივნისი 202613 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 127 - დან
11 ივნისი 202616 ივნისი 20261 ᲒაჩერებაCentrum Airბილეთები 1 117 - დან
12 ივნისი 202614 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 155 - დან
26 ივნისი 20263 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 184 - დან
28 ივნისი 20263 ივლისი 20261 ᲒაჩერებაKuwait Airwaysბილეთები 1 050 - დან
29 ივნისი 20263 ივლისი 20261 ᲒაჩერებაCentrum Airბილეთები 1 183 - დან
1 ივლისი 20268 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 155 - დან
10 ივლისი 202623 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 166 - დან
12 ივლისი 202619 ივლისი 20261 ᲒაჩერებაKuwait Airwaysბილეთები 1 088 - დან
13 ივლისი 202620 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAir Astanaბილეთები 1 206 - დან
15 ივლისი 202620 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 136 - დან
18 ივლისი 202620 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 155 - დან
20 ივლისი 202620 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 197 - დან
27 ივლისი 20269 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAir Astanaბილეთები 1 177 - დან
1 აგვისტო 202615 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAir Astanaბილეთები 1 196 - დან
3 სექტემბერი 20266 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 225 - დან
22 სექტემბერი 202627 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 105 - დან
5 ნოემბერი 202612 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 206 - დან
9 ნოემბერი 202613 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 143 - დან
10 ნოემბერი 202614 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაKuwait Airwaysბილეთები 950 - დან
11 ნოემბერი 202618 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 256 - დან
1 დეკემბერი 20264 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაKuwait Airwaysბილეთები 1 177 - დან
9 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 196 - დან
9 თებერვალი 202712 თებერვალი 20271 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიბილეთები 993 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 აპრილი 202622 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 072 - დან
17 სექტემბერი 202625 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 055 - დან
18 სექტემბერი 202625 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაFlyArystanბილეთები 1 228 - დან
29 სექტემბერი 20265 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 390 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 მარტი 202627 მარტი 20261 ᲒაჩერებაAzimuthბილეთები 1 975 - დან
21 მარტი 202627 მარტი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 340 - დან
23 მარტი 202630 მარტი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 588 - დან
24 მარტი 202625 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 503 - დან
25 მარტი 202626 მარტი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 615 - დან
30 მარტი 20265 აპრილი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 610 - დან
20 აპრილი 202625 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 178 - დან
1 მაისი 20267 მაისი 20261 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიბილეთები 1 083 - დან
5 ივნისი 202619 ივნისი 20261 Გაჩერებაflynasბილეთები 1 197 - დან
6 ივნისი 202620 ივნისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 949 - დან
22 აგვისტო 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAir Astanaბილეთები 1 199 - დან
1 სექტემბერი 20264 სექტემბერი 20261 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიბილეთები 1 320 - დან
11 თებერვალი 202718 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 560 - დან

აღმოაჩინე დუბაი

დასარჩენი ადგილი დუბაიში

დუბაიში საცხოვრებლის პოვნა ძალიან მარტივია. ქალაქის უზარმაზარ და ლამაზ შენობებში აუცილებლად იპოვით თქვენი გემოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამის ნომერს. ჩვენ რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ.

Raviz Center Point Hotel

ეს სასტუმრო დუბაის ცნობილი სავაჭრო ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა, რაც ძალიან მოსახერხებელია შოპინგის მოყვარულთათვის. ახლოს მდებარეობს მეტროსადგურიც, რაც ქალაქში გადაადგილებას გაგიმარტივებთ.

სასტუმროს ნომრები დახვეწილი და თანამედროვე სტილითაა გაფორმებული, სადაც ყველა საჭირო ნივთს იპოვით კომფორტული დასვენებისთვის. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ფიტნეს დარბაზითა და რესტორნით.

Jumeirah Beach Hotel Dubai

თუ უკვე დაჯავშნეთ იაფი ფრენები დუბაიში და კომფორტულ დასვენებას ეძებთ, ეს სასტუმრო საუკეთესო არჩევანია. აქ დაგხვდებათ 5 სხვადასხვა აუზი და რესტორანი. თანამედროვედ აღჭურვილი ნომრები და მოსახერხებელი ადგილმდებარეობა კი თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

Hampton By Hilton Dubai Airport

ამ სასტუმროში მარტივად შეძლებთ ახალი ადამიანების გაცნობას სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ სივრცეებში. დატკბით ქალაქის ულამაზესი ხედებით საუზმისას, ხოლო დასვენება და გართობა აუზზეა შესაძლებელი. სასტუმროს ნომრები კეთილმოწყობილია, პერსონალი კი მზადაა, თქვენი კომფორტი უზრუნველყოს. სასტუმროს მდებარეობა ასევე მოსახერხებელია, რადგან ის დუბაის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობს.

Royal Regency Suites Marina

ამ სასტუმროში ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. სტუმრებს დახვდებათ კომფორტული ნომრები, აუზი, ფიტნეს დარბაზი, რესტორანი და სხვა ტიპის მომსახურებები, რაც სრულფასოვანი დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

რა გავაკეთოთ დუბაიში ?

დუბაიში უამრავი საინტერესო ადგილი და აქტივობაა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოხიბლავს. ჩვენ შევეცდებით შემოგთავაზოთ ძირითადი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთბი დუბაიში .

ბურჯ ხალიფა (Burj Khalifa)

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა. აუცილებლად ეწვიეთ სადამკვირვებლო მოედანს, საიდანაც დუბაის პანორამული ხედები იშლება. საუკეთესო შთაბეჭდილების მისაღებად, ბილეთების წინასწარ შეძენა რეკომენდებულია.

დუბაის მოლი (The Dubai Mall) და მოცეკვავე შადრევნები (Dubai Fountain):

ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი მსოფლიოში, სადაც, შოპინგის გარდა, იხილავთ უზარმაზარ აკვარიუმს, ყინულის მოედანს და სხვა გასართობებს. მოლის გარეთ კი ყოველ საღამოს მოცეკვავე შადრევნების შოუ იმართება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა.

ძველი დუბაი (Al Fahidi Historical Neighbourhood)

თუ გსურთ, რომ ქალაქის ისტორიულ მხარეს გაეცნოთ, აუცილებლად ესტუმრეთ ალ-ფაჰიდის ისტორიულ უბანს. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ ვიწრო ქუჩებში, დაათვალიეროთ ტრადიციული არაბული სახლები და მოინახულოთ ადგილობრივი ბაზრები, ე.წ. „სუკები“ (Souks), სადაც ოქრო და სანელებლები იყიდება.

პალმ ჯუმეირა (Palm Jumeirah)

ხელოვნური კუნძული პალმის ფორმით, სადაც მდიდრული სასტუმროები, რესტორნები და გასართობი ცენტრებია განთავსებული. შეგიძლიათ გაისეირნოთ სანაპიროზე ან დატკბეთ ხედებით.

უდაბნოს საფარი (Desert Safari)

დუბაიში მოგზაურობა წარმოუდგენელია უდაბნოს საფარის გარეშე. ეს აქტივობა მოიცავს ჯიპებით ქვიშის დიუნებზე სეირნობას, აქლემებით გასეირნებას, ტრადიციულ სადილს და შოუს.

მომავლის მუზეუმი (Museum of The Future)

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ინოვაციური მუზეუმი, რომელიც ტექნოლოგიებისა და დიზაინის უახლეს მიღწევებს წარმოაჩენს.

დუბაის მარინა (Dubai Marina)

თანამედროვე ხელოვნური არხი, რომელიც გარშემორტყმულია მაღალი შენობებით. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ იახტით, დაათვალიეროთ ცათამბჯენები ან დაისვენოთ კაფეებსა და რესტორნებში.

დუბაის საოცრებათა ბაღი (Dubai Miracle Garden)

ეს არის მსოფლიოს უდიდესი ბუნებრივი ყვავილების ბაღი, რომელიც გთავაზობთ ფლორისტულ კომპოზიციებსა და ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც მთლიანად ყვავილებითაა შექმნილი. აქ შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი ინსტალაციები, მათ შორის გიგანტური ტედი დათვი, ყვავილებისგან აწყობილი Emirates A380 თვითმფრინავი და სხვადასხვა თემატიკის გვირაბები.

რა ვჭამოთ დუბაიში ?

იაფი ავიაბილეთები დუბაიში არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. დუბაიში უამრავი განსხვავებული კერძის დაგემოვნება შეგიძლიათ, დაწყებული ტრადიციული ემირატული სამზარეულოდან, დამთავრებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კერძებით.

ალ ჰარისი (Al Harees)

ეს არის ხორბლისა და ხორცისგან დამზადებული კერძი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იხარშება და რბილი კონსისტენციით გამოირჩევა. ხშირად მიირთმევენ რამადანის პერიოდში.

ალ მადრუბა (Al Madroobah)

დამარილებული თევზი სანელებლებით, რომელიც მოშუშულ ბრინჯთან ერთად მზადდება.

ალ მაჩბუსი (Al Machboos)

ბრინჯის კერძი, რომელსაც ხორცთან (ქათამი, ცხვარი, აქლემი) ან თევზთან ერთად ამზადებენ და სანელებლებით აზავებენ.

ლუკაიმატი (Luqaimat):

პატარა, შემწვარი ცომის ბურთულები, რომელიც თაფლის სიროფითა და სეზამის მარცვლებითაა დაფარული. იდეალური დესერტია.

სად ვჭამოთ?

  • ძველი დუბაის ბაზრები: აქ შეგიძლიათ პატარა, ადგილობრივ კაფეებსა და რესტორნებში დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები.
  • დუბაის მოლი (The Dubai Mall): სავაჭრო ცენტრში უამრავი რესტორანი და კაფეა, სადაც სხვადასხვა ფასად შეგიძლიათ ისადილოთ.
  • დუბაის მარინა (Dubai Marina): ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც უამრავი რესტორანი და კაფე მდებარეობს, ხშირად ულამაზესი ხედებით.
  • ბურჯ ხალიფას რესტორნები: თუკი ფინანსები ხელს გიწყობთ, ეწვიეთ ერთ-ერთ რესტორანს ბურჯ ხალიფაში, საიდანაც მთელი ქალაქის ხედები იშლება.

საერთაშორისო სამზარეულო

დუბაი მსოფლიო გასტრონომიული ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოს ნახავთ.

  • ლიბანური კერძები: განსაკუთრებით პოპულარულია ქალაქში ლიბანური რესტორნები, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხორცის შიშ ქაბაბი, ჰუმუსი, ფალაფელი და სხვა.
  • ინდური კერძები: მრავალფეროვანი და არომატული ინდური სამზარეულო დუბაიში ძალიან გავრცელებულია. სცადეთ ქათმის ქარი, ტანდური და სხვა.
  • სხვადასხვა ქვეყნის რესტორნები: იპოვით იტალიურ, იაპონურ, ჩინურ, მექსიკურ და ევროპულ რესტორნებსაც, რომლებიც როგორც მაღალი, ისე ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევიან.

ინფორმაცია დუბაიში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
AED - د.إ - არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი
აერპორტის კოდი
DXB
ენა
არაბული
თაიმზონა
GMT +4
დღიური საშუალო თანხა
450-650 AED / 150-200 ევრო

ხშირად დასმული კითხვები დუბაიში მოგზაურობაზე

თუ უკვე დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთები დუბაიში ან ამ ქალაქში გამგზავრებას გეგმავთ, გირჩევთ, გაეცნოთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და სასარგებლო რჩევებს, რათა თქვენი მოგზაურობა უფრო კომფორტული გახდეს.

დუბაიში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო ნოემბრიდან მარტამდე პერიოდია. ამ დროს ამინდი შედარებით გრილი და სასიამოვნოა, რაც საშუალებას გაძლევთ, კომფორტულად დაათვალიეროთ ქალაქი და ისიამოვნოთ გარე აქტივობებით, როგორიცაა უდაბნოს საფარი ან სანაპიროზე დასვენება.

ამ პერიოდში ტემპერატურა დაახლოებით 20-დან 30 გრადუსამდე მერყეობს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს ტურისტული სეზონის პიკია, ამიტომ ფასებიც მაღალი იქნება და ხალხმრავლობაც მეტია.

დუბაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ფუტურისტული ქალაქია, რომელიც გამოირჩევა თავისი მასშტაბური არქიტექტურით, ფუფუნებითა და ტექნოლოგიური მიღწევებით. ის არის ქალაქი, სადაც უდაბნოს ფონზე აღიმართა მსოფლიოს უმაღლესი შენობა – ბურჯ ხალიფა, შეიქმნა ხელოვნური კუნძულები და მოქმედებს გრანდიოზული სავაჭრო ცენტრები. დუბაი აერთიანებს ულტრათანამედროვე ცხოვრების სტილს და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს როგორც დასვენების, ისე ბიზნესის მოყვარულთათვის.

დიახ, დუბაიში პირდაპირი რეისები სრულდება.

ყველაზე ბიუჯეტურად ფრენებს ავიაკომპანია AJet და პეგასუსი გთავაზობენ. თუ პირდაპირი ფრენები გინდათ, FlyDubai ყველაზე შესაფერისი ვარიანტი იქენბა.

დუბაიში იაფად მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო ზაფხულის თვეებია, ივნისიდან აგვისტომდე. ეს ქალაქში „დაბალი სეზონია“, რადგან ტემპერატურა ძალიან მაღალია (ხშირად 40°C-ზე მეტი), რაც ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

იმის გამო, რომ მოთხოვნა დაბალია, სასტუმროები, ავიაბილეთები და სხვა აქტივობები გაცილებით იაფია, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. თუკი მაღალი ტემპერატურის ატანა შეგიძლიათ და თქვენი დასვენება ძირითადად დახურულ სივრცეებში (სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, აკვარიუმები) გსურთ, ეს პერიოდი ფინანსების დაზოგვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

დუბაიში მოგზაურობისთვის ოპტიმალური დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი ნახვა და გაკეთება გსურთ. თუ თქვენი მიზანია მხოლოდ მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა, როგორიცაა ბურჯ ხალიფა, დუბაის მოლი და ძველი დუბაი, 3-4 დღე საკმარისია.

5-7 დღე კი არის ყველაზე ოპტიმალური დრო. ამ პერიოდში შეძლებთ ნახოთ როგორც მთავარი ადგილები, ისე დაისვენოთ პლაჟზე, გაემგზავროთ უდაბნოს საფარზე და მოინახულოთ ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა Miracle Garden (სეზონის მიხედვით) და დუბაის მარინა.

დუბაისთან ყველაზე ახლოს მდებარეობს დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (Dubai International Airport – DXB).
ის ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრშია, რაც მგზავრობას ძალიან კომფორტულს ხდის.

1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა. უმჯობესი იქნება რომ ავიაბილეთებს შეიძენთ სამუშაო დღეებში, მაგალითად სამშაბათს ან ოთხშაბათს, რადგან დასვენების ან დღესასწაულების პერიოდში მათი ფასი იმატებს. წინასწარი დაგეგმვა და სწორი დროის შერჩევა დაგეხმარებათ დაზოგოთ თანხა ფრენებიში და მიიღოთ უფრო კომფორტული და მშვიდი ფრენის გამოცდილება.