იაფი ავიაბილეთები ანტალიაში

იაფი ავიაბილეთები ანტალიაში

ანტალია უამრავი მოგზაურის, განსაკუთრებით კი მზის, ზღვისა და თურქული სტუმართმოყვარეობის მოყვარულთა საოცნებო მიმართულებაა. ამ თურქული რივიერას დედაქალაქს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, რათა იხილოს მისი ხმელთაშუა ზღვისპირა სილამაზე, დააგემოვნოს ადგილობრივი კულინარია და ჩაეფლოს მის უნიკალურ, მზიან ატმოსფეროში. იაფი ავიაბილეთები ანტალიაში ნამდვილად იღბლიანი შემთხვევაა, ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი – დაგეგმეთ დაუვიწყარი მოგზაურობა თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ქალაქში, რომელიც მომხიბვლელად აერთიანებს უძველეს ისტორიასა და თანამედროვე საკურორტო ცხოვრებას.

ანტალიის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი უნიკალური ხმელთაშუა ზღვისპირა ხასიათია, რომელიც სრულყოფილად ერწყმის თურქულ ეგზოტიკას. აქ, ერთმანეთის გვერდით ნახავთ ძველებურ, ვიწრო ქუჩებს კალეიჩის (ძველი ქალაქი) უბანში, ოსმალური სტილის სახლებსა და მდიდრულ სასტუმროებს, რაც ქალაქს განსაკუთრებულ შარმს სძენს. ანტალია ასევე განთქმულია თავისი ფირუზისფერი ზღვით, ულამაზესი სანაპიროებით (მაგალითად, კონიაალთის და ლარა პლაჟები) და უძველესი ნანგრევებით (როგორიცაა ჰადრიანეს კარიბჭე), რაც მას განსაკუთრებულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს. ეს ქალაქი იდეალურია მათთვის, ვისაც ერთდროულად სურს კულტურული აღმოჩენები, დასვენება სანაპიროზე და აქტიური გართობა. ანტალია ნამდვილი საზღვაო სამოთხესავითაა – აქ თითოეული ვიზიტორი თავისთვის სასურველ შთაბეჭდილებებს აუცილებლად იპოვის. იაფი ავიაბილეთები ანტალიაში კი ამ განსაკუთრებული გამოცდილების დაწყების საუკეთესო გზაა.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ანტალიაში?

ანტალიაში გამგზავრება შეგიძლიათ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან – თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. ხელმისაწვდომია როგორც პირდაპირი, ისე გადაჯდომითი რეისები. იმის გათვალისწინებით, რომ ფრენა ანტალიამდე სულ რაღაც 2 საათსა და 30 წუთს გრძელდება, უმჯობესია ეძებოთ პირდაპირი რეისები – ეს ყველაზე კომფორტული და სწრაფი ვარიანტია.

თბილისი ანტალიაში პირდაპირი რეისით გაფრენას 170 ლარიდან შეძლებთ. ქუთაისი ანტალია ყველაზე იაფი ავიაბილეთი 241 ლარიდან იწყება, ხოლო ბათუმიდან მგზავრობა 243 ლარიდან ზემოთ შეგიძლიათ.

თბილისი ანტალა მიმართულებით პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Pegasus და SunExpress ახორციელებენ. რაც შეეხება ქუთაისსა და ბათუმს, Pegasus-ის რეისები ამ ქალაქებიდან სტამბოლში გადაჯდომით სრულდება. ბათუმიდან ანტალიაში ასევე შეგიძლიათ გაფრინდეთ ავიაკომპანია Turkish Airlines-ით.

ქვემოთ მოცემულია ანტალიის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების ცხრილი საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმი ანტალია.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Pegasus Airlinesბილეთები 677 - დან
5 ნოემბერი 202611 ნოემბერი 2026SunExpressბილეთები 450 - დან
2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesბილეთები 427 - დან
25 იანვარი 202731 იანვარი 2027Pegasus Airlinesბილეთები 472 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 724 - დან
26 ოქტომბერი 202627 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 188 - დან
27 ოქტომბერი 20263 ნოემბერი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 049 - დან
30 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 966 - დან
31 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 914 - დან
5 ნოემბერი 202611 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 885 - დან
6 ნოემბერი 20267 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 839 - დან
9 ნოემბერი 202613 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 128 - დან
10 ნოემბერი 202613 ნოემბერი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 896 - დან
13 ნოემბერი 202616 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 546 - დან
17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 833 - დან
22 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 779 - დან
26 ნოემბერი 20261 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 664 - დან
30 დეკემბერი 20266 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 857 - დან
8 იანვარი 202710 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 081 - დან
29 იანვარი 20274 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 575 - დან
5 თებერვალი 20278 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 760 - დან
20 აპრილი 202730 აპრილი 20273 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 825 - დან
10 მაისი 202714 მაისი 20273 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 263 - დან
5 აგვისტო 202712 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 578 - დან
20 სექტემბერი 202724 სექტემბერი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 133 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ოქტომბერი 20264 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 902 - დან
26 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAzimuthბილეთები 1 039 - დან
27 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 779 - დან
28 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 732 - დან
29 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 019 - დან
30 ოქტომბერი 20263 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 808 - დან
31 ოქტომბერი 20267 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 956 - დან
1 ნოემბერი 20267 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 945 - დან
2 ნოემბერი 20269 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAzimuthბილეთები 953 - დან
3 ნოემბერი 20266 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 734 - დან
4 ნოემბერი 20265 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 880 - დან
5 ნოემბერი 202611 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 856 - დან
6 ნოემბერი 202613 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 642 - დან
10 ნოემბერი 202617 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 626 - დან
12 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 782 - დან
13 ნოემბერი 202617 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 575 - დან
14 ნოემბერი 202617 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 659 - დან
17 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 598 - დან
20 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 792 - დან
21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 730 - დან
27 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 724 - დან
2 დეკემბერი 20269 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 573 - დან
4 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 643 - დან
9 დეკემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 662 - დან
10 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 819 - დან
21 დეკემბერი 202627 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 979 - დან
29 დეკემბერი 20267 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 647 - დან
30 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 685 - დან
22 იანვარი 202730 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 740 - დან
29 იანვარი 20274 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 668 - დან
5 თებერვალი 20278 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 577 - დან
22 თებერვალი 202719 მარტი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 876 - დან
23 თებერვალი 20272 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 584 - დან
24 თებერვალი 202719 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 635 - დან
26 თებერვალი 202719 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 652 - დან
28 თებერვალი 202717 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 826 - დან
19 აპრილი 202727 აპრილი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 889 - დან
24 აპრილი 20278 მაისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 135 - დან
2 ივლისი 20276 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 696 - დან
10 სექტემბერი 202712 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 803 - დან
1 ოქტომბერი 20273 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 731 - დან

აღმოაჩინე ანტალია

დასარჩენი ადგილი ანტალიაში

ანტალია მრავალფეროვან დასვენებას გთავაზობთ, ამიტომ საცხოვრებლის არჩევანი თქვენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. აი, რამდენიმე საუკეთესო ვარიანტი სხვადასხვა ტიპის მოგზაურისთვის:

SEAPHORIA BEACH HOTEL & Spa - by Mir'Amor-Ultra All Inclusive

ეს სასტუმრო ტურისტების რჩეულია და უმაღლესი შეფასებებით სარგებლობს. მისი იდეალური მდებარეობის გარდა, ის გთავაზობთ განსაკუთრებულ კომფორტს და მრავალფეროვან მომსახურებას, რათა თქვენი დასვენება დაუვიწყარი იყოს. შეგიძლიათ ისიამოვნოთ როგორც შიდა, ასევე გარე აუზებით, ივარჯიშოთ ჩოგბურთის ან ფიტნეს დარბაზში, ან უბრალოდ დაისვენოთ ტერასაზე. სასტუმროს პერსონალი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენი ვიზიტი სრულყოფილი იყოს.

Old Town Point Hotel & Spa Antalya

ეს სასტუმრო, რომელიც ანტალიის ცენტრიდან სულ რაღაც 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, იდეალურ მომსახურებას გთავაზობთ. თქვენს განკარგულებაში იქნება აუზი, ტერასა და რესტორანი. სასტუმროს მომსახურე პერსონალი კი მუდამ მზად იქნება დაგეხმაროთ. ნომრებში დაგხვდებათ ყველა საჭირო ნივთი, რაც აუცილებელია კომფორტული დასვენებისთვის.

Atelya Art Hotel

ეს სასტუმრო ზღვის სანაპიროდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. მისი ნომრები ძველ ისტორიულ სტილშია გაწყობილი, ხოლო ხის დეკორები დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. სასტუმროში ნახავთ აუზს და ბარს, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის კოქტეილები შეიძინოთ. ეს ადგილი მაქსიმალურ კომფორტს გთავაზობთ.

Best Western Plus Khan Hotel

ამ სასტუმროში ნამდვილად ვერ მოიწყენთ! აქ ყველაფერი დაგხვდებათ – იქნება ეს აუზი, რესტორანი, დარბაზი თუ სხვა მრავალი სერვისი. მისი გამორჩეული ინტერიერი კი მაქსიმალურად არის მორგებული ტურისტების საჭიროებებსა და კომფორტზე. გარდა ამისა, ნომრის საფასურში საუზმეც შედის, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

რა გავაკეთოთ ანტალიაში

ანტალია მართლაც მრავალფეროვანი ქალაქია, რომელიც ყველა გემოვნების მოგზაურს სთავაზობს გასართობს. აი, რამდენიმე აუცილებლად სანახავი ადგილი:

კალეიჩი (ძველი ქალაქი)

ეს არის ანტალიის ისტორიული გული, სადაც დრო გაჩერებული ჩანს. ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები, ოსმალური სტილის სახლები, პატარა კაფეები და მაღაზიები განსაკუთრებულ ხიბლს ქმნის. აქ ნახავთ:

  • ჰადრიანეს კარიბჭეს: დიდებული რომაული თაღი, რომელიც იმპერატორ ჰადრიანეს პატივსაცემად აიგო.
  • ძველ ნავსადგურს: ულამაზესი ადგილი, საიდანაც ნავით ტურებზე გასვლა შეგიძლიათ.
  • იივლის მინარეთის მეჩეთს: ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, შუა საუკუნეების მინარეთით.

დიუდენის ჩანჩქერები

ანტალია ცნობილია თავისი ულამაზესი ჩანჩქერებით.

  • ქვედა დიუდენის ჩანჩქერი: ეს არის ერთადერთი ჩანჩქერი მსოფლიოში, რომელიც პირდაპირ ზღვაში ჩაედინება. სანახაობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია ნავით ზღვიდან დათვალიერებისას.
  • ზედა დიუდენის ჩანჩქერი: უფრო შიდა მხარეს მდებარეობს და ბუნებრივ პარკშია მოქცეული, სადაც შეგიძლიათ პიკნიკი მოაწყოთ და ბუნებით დატკბეთ.

 

კონიაალთის და ლარას პლაჟები

ანტალიის მთავარი საზღვაო მიმზიდველობა მისი პლაჟებია.

  • კონიაალთის პლაჟი: ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს, ხრეშიანია და შესანიშნავ ხედებს გვთავაზობს მთებზე. აქ ნახავთ უამრავ კაფეს, რესტორანსა და საცალფეხო ბილიკს.
  • ლარას პლაჟი: ქვიშიანი პლაჟია, რომელიც ცნობილია თავისი მდიდრული “ყველა ინკლუზივის” სასტუმროებით და გასართობი აქტივობებით.

უძველესი ქალაქები

ანტალიის სიახლოვეს მდებარეობს რამდენიმე გამორჩეული უძველესი ქალაქი:

  • პერგე: შთამბეჭდავი რომაული ნანგრევები, მათ შორის სტადიონი, აბანოები და თეატრი.
  • ასპენდოსი: ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული რომაული თეატრით, სადაც დღემდე იმართება კონცერტები.
  • ტერმესოსი: მთებში მდებარე უძველესი ქალაქი, რომლის ნანგრევები ველური ბუნებითაა გარშემორტყმული. ისტორიისა და ლაშქრობის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია.

ანტალიის არქეოლოგიური მუზეუმი

უ ისტორია გაინტერესებთ, ეს მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ დაცულია რეგიონში აღმოჩენილი მრავალი არტეფაქტი პალეოლითის ხანიდან ოსმალურ პერიოდამდე, მათ შორის რომაული ქანდაკებები და სარკოფაგები.

ადრიანეს ჭიშკარი

ადრიანეს კარიბჭე (თურქულად: Hadrian Kapısı ან Üçkapılar, რაც „სამ კარიბჭეს“ ნიშნავს) ანტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ისტორიული ძეგლია. ეს არის ტრიუმფალური თაღი, რომელიც რომის იმპერატორ ადრიანეს პატივსაცემად აიგო, როდესაც მან ანტალია (მაშინდელი ატალეია) მოინახულა ახ. წ. 130 წელს.

 

რა ვჭამოთ ანტალიაში ?

ანტალიის კულინარია თურქული და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს შესანიშნავი ნაზავია. აქ ნახავთ როგორც ტრადიციულ თურქულ კერძებს, ასევე ადგილობრივ, უნიკალურ გემოებს, რომლებიც ახალი ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებითა და არომატული სანელებლებით გამოირჩევა.

ანტალიური პიაზი (Antalya Piyazı)

ეს არ არის ჩვეულებრივი ლობიოს სალათი. ანტალიური პიაზი თეთრი ლობიოსგან მზადდება და გამორჩეულია თავისი კრემისებრი სოუსით, რომელიც ტაჰინის (სეზამის პასტა), ლიმონის წვენის, ნიორის, ძმრისა და ბროწეულის მელასისგან მზადდება. ხშირად მიირთმევენ ქაბაბთან ან ქოფთესთან ერთად.

შიშ ქოფთე (Şiş Köfte)

გემრიელი, შამფურზე შემწვარი ხორცის ბურთულები, რომელიც პიაზთან ერთად იდეალურად ერწყმის.

სერპმე ბიორექი (Serpme Börek)

თურქული ბიორექის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ანტალიაში საუზმის განუყოფელი ნაწილია. თხელი ცომის ფენებითა და ხორცის ან ყველის გულსართით მზადდება. ხრაშუნა და უგემრიელესია.

ტანდირ ქაბაბი (Tandır Kebabı)

ნელი მომზადების პროცესით გამორჩეული კერძი, სადაც ცხვრის ან თხის ხორცი ტრადიციულ თონეში (ტანდირში) იხარშება. შედეგად კი მიიღება უაღრესად ნაზი და არომატული ხორცი.

შაურმა

ხორცის მოყვარულებო, თუ თურქეთში მოგზაურობთ, აუცილებლად უნდა გასინჯოთ მათი განთქმული შაურმა! თურქული ქალაქები, მათ შორის ანტალიაც, ნამდვილად გამოირჩევა ამ მსოფლიოში პოპულარული კერძით. შაურმას უამრავ სწრაფი კვების ობიექტში შეხვდებით.

ტოროსის სალათა

თურქეთში, განსაკუთრებით კი ანტალიის რეგიონში, ტოროსის სალათა ადგილობრივების ერთ-ერთი ფავორიტია. ეს გემრიელი კერძი, რომელიც კვერცხისა და ბოსტნეულისგან მზადდება, საგულდაგულოდ არის შეზავებული არომატულ სანელებლებში. ტოროსის სალათა განსაკუთრებით პოპულარულია საუზმის მაგიდაზე და ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს სალათების ნებისმიერ მოყვარულს.

ბაქლავა

ეს არის ტკბილი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც თურქეთის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მზადდება ქაღალდივით გამჭვირვალე ფენებისგან, რომლებიც ერთმანეთზეა დაწყობილი და გულუხვად გაჟღენთილი გამდნარი კარაქით. ფენებს შორის იდება წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, ყველაზე ხშირად კი ფსტა ან ნიგოზი. გამომცხვრის შემდეგ, ოქროსფრად და ხრაშუნად ქცეულ ბაქლავას ტკბილი სიროფით ასხამენ, რომელიც, როგორც წესი, წყლის, შაქრის, თაფლისა და ლიმონის წვენისგან მზადდება. ხშირად სიროფს არომატისთვის დარიჩინს ან მიხაკსაც უმატებენ.

ინფორმაცია ანტალიაში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი, ID ბარათი
ვალუტა
₺ TRY - Turkish Lira
აერპორტის კოდი
AYT
ენა
თურქული
თაიმზონა
GMT+3
დღიური საშუალო თანხა
40-50 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ანტალიაზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ანტალიაში, აუცილებლად გაეცანით შემდეგ ხშირად დასმულ კითხვებს. აქ ნახავთ პასუხებს ტურისტების ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე, რაც გამოადგება მათაც, ვინც ამ ულამაზეს თურქულ ქალაქში მოგზაურობას სამომავლოდ გეგმავს

ანტალიაში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომაა (სექტემბერი-ოქტომბერი). ამ პერიოდში ამინდი ყველაზე სასიამოვნოა – არც ძალიან ცხელა და არც ცივა, რაც იდეალურია როგორც პლაჟზე დასვენებისთვის, ისე ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ზაფხულში (ივნისი-აგვისტო) ძალიან ცხელა და ტურისტების რაოდენობაც დიდია, ზამთარში კი შეიძლება წვიმები იყოს, თუმცა ამ დროს ფასები შედარებით დაბალია.

 

ანტალია გამორჩეულია თავისი შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობით, სადაც ხმელთაშუა ზღვის ცისფერი წყლები ტაურუსის დიდებულ მთებს ერწყმის, რაც ულამაზეს პეიზაჟებს ქმნის. ის ცნობილია როგორც მზიანი პლაჟებითა და უნიკალური ჩანჩქერებით, ისე მდიდარი ისტორიითა და კულტურით, რაც ძველ ქალაქ კალეიჩსა და მის მიმდებარე ანტიკურ ნანგრევებში (მაგ. ასპენდოსი) ვლინდება. ანტალია ასევე მსოფლიოს წამყვანი მიმართულებაა “ყველა ინკლუზივის” ტიპის ფეშენებელური კურორტებით, რაც მას იდეალურს ხდის როგორც დასვენებისთვის, ისე აქტიური გართობისა და გოლფის მოყვარულთათვის.

დიახ, ანტალიის ავიაბილეთები შეგიძლიათ პირდაპირი ავიარეისებით დაჯავშნოთ.

ანტალიის აეროპორტი AYT ქალაქიდან მხოლოდ 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ანტალიაში იაფი მოგზაურობისათვის არატურისტულ სეზონებს გირჩევდით. ამ დროს ფასები იკლებს როგორც ავიაბილეთებზე, ისე სასტუმროებზეც, რაც ბიუჯეტური მოგზაურობისთვის შესაფერისი ვარიანტია.

ანტალიაში სამოგზაუროდ 4-დან 7 დღემდე საკმარისი იქნება, იმის მიხედვით, თუ რისი ნახვა და განცდა გსურთ. თუ ძირითადად პლაჟზე დასვენება და სასტუმროს სერვისებით სარგებლობა გსურთ, 4-5 დღეც მოგცემთ სრულფასოვანი განტვირთვის საშუალებას. თუმცა, თუ გეგმავთ ქალაქის ისტორიული ნაწილის, ჩანჩქერების, ანტიკური ნანგრევების მონახულებას და აქტივობებში ჩართვას, 7 დღე ოპტიმალური იქნება, რათა არ იჩქაროთ და სრულად შეიგრძნოთ ანტალიის მრავალფეროვნება.

ავიაკომპანია Pegasus ანტალიაში ყველაზე იაფი ავიაბილეთების შემოგთავაზებთ.

იმისთვის, რომ მოგზაურობა ბიუჯეტურად დაგეგმოთ, უმჯობესია ავიაბილეთები 1-1.5 თვით ადრე შეიძინოთ. ამასთან, გაითვალისწინეთ რომ ფრენები არ დაამთხვიოთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს.