იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში

იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში

ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი ხშირად ევროპის ცენტრად მოიხსენება და ამ სტატუსს სრულად ამართლებს. ქალაქი ნამდვილი კულტურული საგანძურია, სადაც ისტორიული ძეგლები და არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნება ერთმანეთს ერწყმის.

წელიწადში შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს ბრიუსელს, რაც მის პოპულარობას უსვამს ხაზს. თუ გსურთ შეუერთდეთ კმაყოფილ მოგზაურთა რიგს, იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში თქვენს სათავგადასავლო ოცნებას აასრულებს.

ბრიუსელი გალერეებისა და მუზეუმების მდიდარი არჩევანით გაგაოცებთ. თუ ისტორიის, სოციოლოგიისა და კულტურის მოყვარული ხართ, ეს ქალაქი იდეალური ადგილია თქვენთვის.

გარდა ამისა, ბრიუსელი გართობის მოყვარულებსაც უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. ქალაქის კაფეებსა და ბარებში ევროპული ღამის ცხოვრებით დატკბობა შეგიძლიათ. ბრიუსელი ასევე ცნობილია თავისი კულინარიული საოცრებებით, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს. თუ უბრალოდ დასვენება გსურთ, შეგიძლიათ მის ლამაზად გაწყობილ ქუჩებში ისეირნოთ და ულამაზესი ხედებით დატკბეთ.

ბრიუსელში მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ!

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში?

ქუთაისიდან ბრიუსელში შეგიძლიათ როგორც პირდაპირი, ასევე გადაჯდომითი რეისებით გაფრინდეთ. ფრენების მრავალფეროვნება გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ვარიანტი აირჩიოთ.

Wizz Air-ის პირდაპირი რეისებით იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში 108 ლარიდან იწყება. ფრენა დაახლოებით 4 საათსა და 50 წუთს გრძელდება. თუ ხანგრძლივი მგზავრობა დისკომფორტს გიქმნით, გირჩევთ, პირდაპირ ავიაბილეთებზე იფიქროთ.

თბილისიდან ბრიუსელში მგზავრობა გადაჯდომითი რეისებით არის შესაძლებელი. ყველაზე იაფი ავიაბილეთები 265 ლარიდან იწყება. ფრენებს ისეთი ავიაკომპანიები ახორციელებენ, როგორიცაა Pegasus, SkyExpress, Lufthansa და სხვა.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ივლისი 20264 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 835 - დან
31 ივლისი 20265 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 067 - დან
1 აგვისტო 202610 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 842 - დან
2 აგვისტო 20265 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 846 - დან
4 აგვისტო 202611 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 902 - დან
5 აგვისტო 202612 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 1 024 - დან
7 აგვისტო 202610 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 017 - დან
8 აგვისტო 20268 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 100 - დან
10 აგვისტო 202613 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 067 - დან
13 აგვისტო 202618 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 926 - დან
14 აგვისტო 202616 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 910 - დან
15 აგვისტო 202615 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 425 - დან
18 აგვისტო 202631 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 897 - დან
23 აგვისტო 202615 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 1 016 - დან
24 აგვისტო 20266 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 051 - დან
27 აგვისტო 202631 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 769 - დან
28 აგვისტო 20267 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 818 - დან
30 აგვისტო 20267 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 088 - დან
31 აგვისტო 20267 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 912 - დან
1 სექტემბერი 20264 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 890 - დან
2 სექტემბერი 20265 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetბილეთები 915 - დან
3 სექტემბერი 20266 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 796 - დან
4 სექტემბერი 20267 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 768 - დან
5 სექტემბერი 20268 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 683 - დან
6 სექტემბერი 20269 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetბილეთები 778 - დან
7 სექტემბერი 202610 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 781 - დან
8 სექტემბერი 202611 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 730 - დან
9 სექტემბერი 202612 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetბილეთები 778 - დან
12 სექტემბერი 202625 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetბილეთები 746 - დან
22 სექტემბერი 202625 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 673 - დან
23 სექტემბერი 202626 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 813 - დან
24 სექტემბერი 202627 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 701 - დან
25 სექტემბერი 202628 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 788 - დან
26 სექტემბერი 202629 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 786 - დან
11 ოქტომბერი 202617 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაSunExpressბილეთები 884 - დან
15 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 754 - დან
17 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 655 - დან
18 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 807 - დან
20 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 663 - დან
22 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 860 - დან
5 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 649 - დან
9 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 885 - დან
10 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 802 - დან
19 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 737 - დან
20 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 749 - დან
23 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 776 - დან
30 ნოემბერი 202630 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 742 - დან
22 დეკემბერი 202622 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 023 - დან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 აგვისტო 20269 აგვისტო 2026Wizz Airბილეთები 1 087 - დან
8 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Wizz Airბილეთები 401 - დან

აღმოაჩინე ბრიუსელი

თუ გსურთ, თავად გამოსცადოთ ყველა ის დაუვიწყარი აქტივობა, რასაც ევროპის დედაქალაქად წოდებული ბრიუსელი გთავაზობთ, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში და მოიწყვეთ დაუვიწყარი დასვენება საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ, თქვენი მომავალი მოგზაურობა გავამარტივოთ და ყველა საჭირო დეტალის დაგეგმვაში დაგეხმაროთ.

დასარჩენი ადგილი ბრიუსელში

ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დასარჩენ ადგილებთან დაკავშირებით უამრავ მრავალფეროვან ვარიანტს გთავაზობთ. ამიტომ, ნუ იდარდებთ, თუ თქვენი ვიზიტი ახლოვდება და სასტუმროს დაჯავშნაზე ფიქრი გიწევთ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში, ჩვენ დაგეხმარებით იპოვოთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებული დასარჩენი ადგილი.

Yadoya Hotel

თუ ეძებთ სასტუმროს, რომელიც სრულ კომფორტს შემოგთავაზებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ვარიანტი. ის ბრიუსელის შუაგულში, იდეალურ ადგილას მდებარეობს, რაც საშუალებას მოგცემთ უპრობლემოდ გადაადგილდეთ ტრანსპორტით, თუმცა ბრიუსელის მრავალი ღირსშესანიშნაობა სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. გარდა ამისა, სასტუმროს ნომრები სრულად აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რაც შეიძლება მოგზაურობისას დაგჭირდეთ.

Holiday Inn Express Brussels - Airport, an IHG Hotel

ეს სასტუმრო თქვენი კომფორტული დასვენების გარანტია იქნება. გარდა იდეალური მომსახურებისა, ტრანსპორტით გადაადგილებაც არ გაგიჭირდებათ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ბრიუსელში, გირჩევთ, იჩქაროთ და ნომრებიც დაჯავშნოთ.

სასტუმროს სივრცეები ყველა საჭირო ნივთით არის აღჭურვილი, აქ შეძლებთ საუზმის სერვისით სარგებლობას, ხოლო 24-საათიანი მომსახურება ტურისტების კეთილგანწყობაზე უთუოდ იზრუნებს. წყვილებს განსაკუთრებით მოსწონთ აქაური ატმოსფერო, ამიტომ თუ მეორე ნახევართან ერთად გეგმავთ მოგზაურობას, გირჩევთ, გადახედოთ ამ სასტუმროს პირობებს.

Wellness Apart Hotel

თუ მოგწონთ სტუდიოს ტიპის ნომრები, ეს სასტუმრო იდეალურია თქვენთვის. მისი მოდერნისტულად მოწყობილი ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, რაც მოგზაურობის დროს კომფორტულ დასვენებაში დაგეხმარებათ – მაგალითად, პატარა მაცივრითა და მიკროტალღური ღუმელით. ამ საუცხოო მომსახურებას ემატება სასტუმროს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა, საიდანაც გადაადგილება მაქსიმალურად მარტივი იქნება.

Hygge Hotel

ეს მყუდრო, ღია ფერის ინტერიერის მქონე სასტუმრო მალევე შეგაყვარებთ თავს. მისი კეთილმოწყობილი ნომრები ტურისტებისთვის მაქსიმალურ კომფორტს ქმნის. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ სასტუმროს ულამაზეს ბაღში, ხოლო სერვისი მრავალფეროვან საუზმესაც მოიცავს.

რა გავაკეთოთ ბრიუსელში

ბრიუსელი იძლევა საშუალებას, თქვენი ვიზიტი სრულად მოირგოთ სურვილებზე. შეგიძლიათ ჩაეფლოთ ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაში, ან უბრალოდ დაისვენოთ და გაერთოთ. ჩვენ შეგირჩევთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობას, რათა თქვენი ბრიუსელში მოგზაურობა დაუვიწყარი იყოს. გახსოვდეთ, იაფი ფრენები ბრიუსელში თქვენი ოცნების მოგზაურობის დასაწყისია!

გრან-პლასი

ბრიუსელში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქალაქის ცენტრალური მოედანი – გრან-პლასი (Grand Place). ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს მოედნად ითვლება. აქ ნახავთ ბრწყინვალე არქიტექტურას, მათ შორის ქალაქის მერიას, მეფის სახლს (რომელშიც ამჟამად ბრიუსელის მუზეუმია განთავსებული) და გილდიების სახლებს, რომლებიც ოქროსფერი დეტალებითაა შემკული.

მოედანი ნებისმიერ დროს შთამბბეჭდავია, მაგრამ განსაკუთრებით მომხიბვლელია ღამით, როდესაც შენობები განათებულია. გრან-პლასი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებსა და ყვავილების ხალიჩების გამოფენებს, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

წმინდა ჰუბერტის სახელობის გალერეები

აუცილებლად ეწვიეთ წმინდა ჰუბერტის სახელობის სამეფო გალერეებს (Galeries Royales Saint-Hubert), რომლებიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ისტორიული სავაჭრო სივრცეა. ეს მე-19 საუკუნის შუა ხანებში აგებული შუშის ჭერის მქონე არკადები ევროპაში ერთ-ერთი პირველი ასეთი ტიპის ნაგებობა იყო.

გალერეები სამ ნაწილად იყოფა: მეფის გალერეა, დედოფლის გალერეა და პრინცების გალერეა. აქ ნახავთ მდიდრულ მაღაზიებს, ბუტიკებს, საიუველირო სალონებს, ცნობილ შოკოლადის მაღაზიებს (მაგალითად, Neuhaus და Godiva), მყუდრო კაფეებსა და რესტორნებს. გალერეები იდეალური ადგილია სასეირნოდ, შოპინგისთვის ან უბრალოდ არქიტექტურული სილამაზით დასატკბობად, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.

ატომიუმი

ბრიუსელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფუტურისტული სიმბოლოა ატომიუმი (Atomium). ეს უნიკალური ნაგებობა 1958 წლის ბრიუსელის მსოფლიო ექსპოზიციისთვის აიგო და რკინის კრისტალის უჯრედის გიგანტურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც 165 მილიარდჯერ არის გადიდებული.

ატომიუმი შედგება ცხრა სფეროსგან, რომლებიც ერთმანეთთან მილებითაა დაკავშირებული. შეგიძლიათ ლიფტით ახვიდეთ ზედა სფეროში, საიდანაც ბრიუსელის პანორამული ხედები იშლება. ზოგიერთ სფეროში განთავსებულია სამუზეუმო ექსპოზიციები, რომლებიც ატომიუმის ისტორიას, დიზაინსა და სხვადასხვა თემატურ გამოფენებს ეძღვნება. ღამით განათებული ატომიუმი განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება.

მის ირგვლივ მდებარეობს მინი-ევროპის პარკი, სადაც ევროპის ცნობილი ღირსშესანიშნაობების მინიატურული მოდელებია წარმოდგენილი, რაც ატომიუმის მონახულებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ოჯახებისთვის.

დამოუკიდებლობის ორმოცდაათი წლის აღსანიშნავი პარკი

ბრიუსელში, ატომიუმიდან არც ისე შორს, მდებარეობს დამოუკიდებლობის ორმოცდაათი წლისთავის აღმნიშვნელი პარკი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სენკანტენერის პარკი (Cinquantenaire Park). ეს უზარმაზარი და შთამბეჭდავი კომპლექსი 1880 წელს, ბელგიის დამოუკიდებლობის 50 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა.

პარკის ცენტრალური ნაწილია მონუმენტური ტრიუმფალური თაღი (Arcade du Cinquantenaire), რომელიც ორი მუზეუმის შენობას აკავშირებს.

თავად პარკი კი იდეალური ადგილია სასეირნოდ, პიკნიკისთვის ან უბრალოდ დასვენებისთვის. ის გამწვანებული სივრცეებით, შადრევნებითა და ქანდაკებებით გამოირჩევა.

რა ვჭამოთ ბრიუსელში ?

ბრიუსელი ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვის! ბელგიური სამზარეულო მდიდარი და მრავალფეროვანია. აი, რამდენიმე კერძი, რომლის გასინჯვაც აუცილებლად ღირს. იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში უგემრიელესი დესერტებისა და კერძების დაგემოვნების შესაძლებლობას მოგცემთ.

 

მიდიები კარტოფილი ფრით (Moules-Frites)

ეს ბელგიის ეროვნული კერძია. ორთქლზე მომზადებული მიდიები, როგორც წესი, თეთრ ღვინოში, ნიორსა და ოხრახუშში მზადდება და აუცილებლად მოყვება ხრაშუნა ბელგიური კარტოფილი ფრი. შეგიძლიათ სხვადასხვა სოუსით გასინჯოთ, მაგალითად, ნაღებით ან ტომატით.

ბელგიური კარტოფილი ფრი (Frites)

ბელგიელები კარტოფილი ფრის მომზადებას სერიოზულად ეკიდებიან! აქაური ფრი სქლად დაჭრილია და ორჯერ იწვება, რაც მას გარედან ხრაშუნას, შიგნიდან კი ფუმფულას ხდის. მიირთვით უამრავი სახეობის სოუსთან ერთად, მათ შორის ყველაზე პოპულარულია მაიონეზი და ანდალუსიური სოუსი.

ბელგიური ვაფლი (Belgian Waffles)

არსებობს ორი ძირითადი სახეობის ბელგიური ვაფლი:

ბრიუსელის ვაფლი: მსუბუქი, ჰაეროვანი და მართკუთხა ფორმის. ხშირად მიირთმევენ შაქრის პუდრასთან, ხილთან ან ნაღებთან ერთად.

ლიეჟის ვაფლი: უფრო მკვრივი, ტკბილი და არარეგულარული ფორმის. ცომში შაქრის კრისტალებია შერეული, რომლებიც გამოცხობისას კარამელიზდება და ვაფლს ხრაშუნა ტექსტურას აძლევს.

ბელგიური შოკოლადი და პრალინები

ბელგია მსოფლიოში განთქმულია თავისი შოკოლადით. ბრიუსელი სავსეა უამრავი შოკოლადის მაღაზიით, სადაც უგემრიელეს პრალინებსა (შოკოლადის კანფეტები რბილი გულით) და სხვა ტკბილეულს ნახავთ. აუცილებლად ეწვიეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Godiva, Neuhaus, Leonidas.

ფლამანდური ხორცის ჩაშუშული (Carbonade Flamande/Stoemp)

ეს არის ძროხის ხორცის გულიანი ჩაშუშული, რომელიც ბელგიურ ლუდში მზადდება ხახვთან და სანელებლებთან ერთად. როგორც წესი, მიირთმევენ კარტოფილი ფრისთან ან სტუმპთან (Stoemp) ერთად, რომელიც ბოსტნეულით გამდიდრებული კარტოფილის პიურეა.

ვატერზოი (Waterzooi)

ეს არის კრემისებური სუპი-ჩაშუშული, რომელიც შეიძლება მომზადდეს ქათმის ხორცით (Kippenwaterzooi) ან თევზით (Viswaterzooi) და უამრავი ბოსტნეულით. ეს გემრიელი და ნოყიერი კერძია.

ბელგიური ლუდი

ბელგია ლუდის კულტურის სამშობლოა და აქ უამრავი სახეობის უნიკალური ლუდი არსებობს, რომელთა დაუგემოვნებლად ნამდვილად არ უნდა წამოხვიდეთ!

ინფორმაცია ბრიუსელის ავიაბილეთების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
აერპორტის კოდი
BRU
ენა
ფრანგული, გერმანული, ჰოლანდიური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
80-100 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ბრიუსელზე

გეგმავთ მოგზაურობას ბრიუსელში? თუ უკვე გაქვთ ნაყიდი იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში ან უბრალოდ ვიზიტზე ფიქრობთ, აუცილებლად გაეცანით ამ განყოფილებას. აქ ნახავთ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს და მიიღებთ სასარგებლო რჩევებს ჩვენგან, რათა თქვენი მოგზაურობა მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო იყოს.

გაზაფხული იდეალური დროა ბრიუსელში სამოგზაუროდ, რადგან ამ პერიოდში ქალაქში არც ცუდი ამინდები შეგაწუხებთ და არც ზედმეტი ხალხმრავლობა შეგაფერხებთ გადაადგილებაში.

ბრიუსელში ვიზიტისას აუცილებლად დაუთმეთ დრო მუზეუმებისა და გალერეების დათვალიერებას. ასევე, არ დაგავიწყდეთ ქალაქის ქუჩებში სეირნობა, რათა სრულად დატკბეთ მისი საუცხოო არქიტექტურით.

დიახ, ქუთაისიდან ბრიუსელში პირდაპირი ავიარეისებით შეძლებთ გამგზავრებას.

ყველაზე იაფი ფრენები საქართველოდან ბრიუსელში ავიაკომპანია ვიზეარი გთავაზობთ.

თუ თქვენი მიზანი იაფი მოგზაურობაა, მაშინ ბრიუსელში გამგზავრება არატურისტულ სეზონებზე დაგეგმეთ. ამ პერიოდში არა მხოლოდ იაფ ავიაბილეთებს იპოვით, არამედ სასტუმროს დაჯავშნასაც ბიუჯეტურ ფასად შეძლებთ.

ბრიუსელის დასათვალიერებლად 3 დღე სავსებით საკმარისია ძირითადი ღირსშესანიშნაობების სანახავად. იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში მოგცემთ საშუალებას აღფრთოვანდეთ ქალაქის შთამბეჭდავი კულტურილი ძეგლებით, კულინარიით და ისტორიით.

ბრიუსელის აეროპორტი (BRU) ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქის ცენტრთან.

პირველ რიგში, ავიაბილეთების შერჩევაზე 1-2 თვით ადრე იზრუნეთ. ასევე, უმჯობესია, თქვენი მოგზაურობა არ დაამთხვიოთ შაბათ-კვირას ან დიდ დღესასწაულებს, რადგან ამ პერიოდში ავიაბილეთების ფასები, როგორც წესი, შედარებით მაღალია.