იაფი ავიაბილეთები აია-ნაპაში

იაფი ავიაბილეთები აია-ნაპაში

აია-ნაპა კვიპროსზე მდებარე ულამაზესი ქალაქია, რომელიც იდეალურია ზაფხულის ცხელი დღეების ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გასატარებლად. მთავარი უპირატესობა კი მისი ხელმისაწვდომობაა – აქ ბიუჯეტურად შეძლებთ დასვენებას, რადგან საცხოვრებელი, კვების ობიექტები და სავაჭრო ცენტრები საკმაოდ იაფია.

აია-ნაპას კრისტალური წყალი, წელიწადის ნებისმიერ დროს მზიანი ამინდები და უგემრიელესი ბერძნული სამზარეულო ყველაფერია, რაც დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ. თანაც, საქართველოდან აია-ნაპამდე ძალიან მარტივად და ბიუჯეტურად მოხვდებით. ამ ბლოგში აია-ნაპაში მოგზაურობისთვის საჭირო ყველა დეტალზე მოგიყვებით – გაგიზიარებთ ინფორმაციას დასარჩენ ადგილებზე, ღირსშესანიშნაობებზე, ტრადიციულ კერძებსა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები აია-ნაპაში .

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები აია-ნაპაში ?

აია-ნაპაში მოსახვედრად უნდა ჩაფრინდეთ ლარნაკას აეროპორტში (LCA), საიდანაც ქალაქამდე მარტივად მიხვალთ ტაქსით ან ავტობუსით. ავტობუსები (მაგალითად, 432 და 431) აია-ნაპამდე დაახლოებით 1 საათში ჩაგიყვანთ.

საქართველოდან აია-ნაპაში გაფრენა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

თბილისი ლარნაკას მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 278 ლარიდან იწყება. ფრენებს ისეთი ავიაკომპანიები ახორციელებენ, როგორებიცაა Georgian Airways, Aegean Airlines, Lot და სხვა. მათ შორის, საქართველოს ავიახაზები (Georgian Airways) პირდაპირ რეისებს გთავაზობთ.

ქუთაისიდან ფრენები განსაკუთრებით ხელმისაწვდომია. იაფი ავიაბილეთები აია-ნაპაში შეგიძლიათ 75 ლარიდან ზემოთ შეიძინოთ. პირდაპირ რეისებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს, რაც მგზავრობის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 623 - დან
15 დეკემბერი 202519 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 707 - დან
17 დეკემბერი 202517 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 831 - დან
19 დეკემბერი 202525 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 791 - დან
20 დეკემბერი 20253 იანვარი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 797 - დან
25 დეკემბერი 20257 იანვარი 20262 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 839 - დან
30 დეკემბერი 20252 იანვარი 20262 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 1 113 - დან
31 დეკემბერი 20258 იანვარი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 621 - დან
2 იანვარი 20265 იანვარი 20261 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 913 - დან
5 იანვარი 20265 იანვარი 20261 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 1 078 - დან
7 იანვარი 202611 იანვარი 20262 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 908 - დან
8 იანვარი 202614 იანვარი 20263 ᲒაჩერებაAJetბილეთები 847 - დან
10 იანვარი 202615 იანვარი 20262 ᲒაჩერებაBBN Airlinesბილეთები 806 - დან
18 იანვარი 202631 იანვარი 20261 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 529 - დან
21 იანვარი 202628 იანვარი 20261 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 688 - დან
3 მარტი 20269 მარტი 20262 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 703 - დან
7 მარტი 202611 მარტი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 746 - დან
9 მარტი 202614 მარტი 20261 ᲒაჩერებაIsrair Airlinesბილეთები 752 - დან
14 მარტი 20263 აპრილი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 795 - დან
30 მარტი 20264 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 842 - დან
8 მაისი 202618 მაისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 689 - დან
9 მაისი 202618 მაისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 628 - დან
10 მაისი 202620 მაისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 674 - დან
13 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 730 - დან
27 მაისი 20265 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 673 - დან
1 ივნისი 202611 ივნისი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 008 - დან
5 აგვისტო 202615 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 757 - დან
1 სექტემბერი 202611 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 828 - დან
4 ოქტომბერი 202614 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 707 - დან
14 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 760 - დან
19 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 1 109 - დან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 დეკემბერი 202515 დეკემბერი 2025Wizz Airბილეთები 146 - დან
24 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airბილეთები 149 - დან
1 თებერვალი 20265 თებერვალი 2026Wizz Airბილეთები 134 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 თებერვალი 20268 თებერვალი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 885 - დან
13 თებერვალი 202620 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 858 - დან
19 თებერვალი 202628 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაArkiaბილეთები 928 - დან
31 აგვისტო 20262 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 1 567 - დან

აღმოაჩინე აია-ნაპა

დასარჩენი ადგილი აია-ნაპაში

იდეალური მოგზაურობა დასარჩენი ადგილის ძიებით იწყება. თუ აია-ნაპაში გამგზავრებას გეგმავთ, გირჩევთ, მოძებნოთ და დაჯავშნოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი სასტუმრო.

Anmaria Beach Hotel & Spa

სასტუმრო ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ამასთან, მას ორი აუზი, ბარი და რესტორანი აქვს. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ სპა-ცენტრით, ხოლო სასტუმროს საფასურში საუზმის სერვისიც შედის.

Nicholas Color Hotel

ეს უდიდესი სასტუმრო ძალიან კომფორტულ ადგილას მდებარეობს. მას აქვს საკუთარი დიდი საცურაო აუზიც, სასტუმროს ბარში კი შეგიძლიათ განტვირთვასა და გართობას შეძლებთ. ნომრის საფასურში საუზმის სერვისიც შედის.

Corfu Hotel

ამ სასტუმროში ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის: ბარი, რესტორანი, სპა და ფიტნეს ცენტრები, ასევე, ორი დიდი საცურაო აუზი. ამასთან, სასტუმროს ნომრის საფასურში საუზმის სერვისიც შედის.

Faros Hotel Ayia Napa

ამ სასტუმროში ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის: სამი საცურაო აუზი, ბარი, რესტორანი, ფიტნეს ცენტრი და სპა. ამასთან, ნომრის ფასში საუზმეც შედის.

რა გავაკეთოთ აია-ნაპაში?

შესაძლოა, იფიქროთ, რომ აია ნაპა მხოლოდ სანაპიროებითაა ცნობილი, თუმცა ქალაქი მდიდარია ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, რომელთა მონახულება მოგზაურობის წინ აუცილებლად უნდა დაგეგმოთ.

აია ნაპას მონასტერი

აია ნაპას მონასტერი კუნძულ კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია. ის მდებარეობს აია ნაპას ცენტრში, ხმაურიანი ღამის ცხოვრებისა და თანამედროვე ქალაქის ფონზე, სიმშვიდისა და ისტორიის ნამდვილ ოაზისს წარმოადგენს.

სიყვარულის ხიდი

აია ნაპაში მდებარე სიყვარულის ხიდი (Love Bridge) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და რომანტიკული ღირსშესანიშნაობაა. ეს არის ბუნებრივი კლდის თაღი, რომელიც ზღვის ტალღებმა გამოკვეთეს და საუკუნეების განმავლობაში შექმნეს.

აია ნაპას წყალქვეშა ქანდაკებების მუზეუმები

აია ნაპა ცნობილია არა მხოლოდ თავისი სანაპიროებით, არამედ უნიკალური ღირსშესანიშნაობით, რომელიც ზღვის ფსკერზე მდებარეობს. ეს არის აია ნაპას წყალქვეშა ქანდაკებების მუზეუმი (MUSAN),

კოზმასა და დამიანეს ეკლესია

კაპო გრეკოს კონცხზე, კლდის პირას, მდებარეობს პატარა, თვალწარმტაცი ეკლესია, რომელიც წმინდა ანარგიროს კოზმასა და დამიანეს სახელობისაა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია იშვიათად არის ღია, ბევრი ადამიანი მაინც სტუმრობს ამ ადგილს, რათა აღფრთოვანდეს აქედან გადაშლილი ზღვის დაუვიწყარი ხედებით.

რა ვჭამოთ აია-ნაპაში

აია-ნაპა კულინარიის მოყვარულებსაც მოიგებს გულს. კვიპროსული სამზარეულო, რომელიც ბერძნულისა და თურქულის ნაზავია, ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვისაა ზედგამოჭრილი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ჯანსაღი და ტრადიციული კერძები, ისე სწრაფი კვების მრავალფეროვანი შეთავაზებები. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები აია ნაპაში, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ადგილობრივი კაფე-ბარებისა და რესტორნების დახმარებით, ახალი კულინარიული თავგადასავლები აღმოაჩინოთ.

Kleftiko

კლეფტიკო (Kleftiko) არის ტრადიციული ბერძნული და კვიპროსული კერძი, რომელიც ცხვრის ან თხის ნაზი ხორცისგან მზადდება. კერძის მთავარი მახასიათებელი მისი მომზადების უნიკალური წესია, რომლის წყალობითაც ხორცი განსაკუთრებულ არომატსა და სინაზეს იძენს.

სალათები

ბერძნული კულინარია განსაკუთრებულად გამორჩეულია სალათებით, რის გამოც ვეგეტარიანელებისთვის ლარნაკაში მოგზაურობა განსაკუთრებით კომფორტულია. აქ თქვენ შეხვდებით სალათების მარტივ, მაგრამ გენიალურ რეცეპტებს, რომელთა გემოც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. მაგალითად, აუცილებლად გასინჯეთ პომიდვრისა და გრილზე შემწვარი ყველის სალათა. არ დაგავიწყდეთ, რომ კერძის გემოზე დიდ გავლენას ახდენს ბერძნული ზეითუნის ზეთი.

Magarına bulli

“Magarına bulli” (მაკარინა ბული) არის ტრადიციული კვიპროსული კერძი, რომელიც სიმარტივითა და განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. ეს არის წვნიანი, რომელიც ქათმის ბულიონში მოხარშული მაკარონისგან მზადდება და მას ხშირად “ბულიონში მოხარშულ მაკარონს” უწოდებენ.

სუვლაკი

რა თქმა უნდა, სუვლაკი (Souvlaki) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ბერძნული კერძია, რომელიც აია ნაპაშიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ის ტრადიციულად პიტას პურში გახვეული შემწვარი ხორცისა და ახალი ბოსტნეულის გემრიელი კომბინაციაა. თუმცა, თუ ვეგეტარიანელი ხართ, მისი მირთმევა ხორცის გარეშეც შეგიძლიათ.

ინფორმაცია აია-ნაპაში ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
LCA
ენა
ბერძნული, თურქული
თაიმზონა
GMT+3
დღიური საშუალო თანხა
45 ევრო

ხშირად დასმული კითხვები აია-ნაპაზე

თუ იაფი ავიაბილეთები აია-ნაპაში უკვე შეიძინეთ, ან მომავალში კვიპროსზე მოგზაურობას გეგმავთ, გირჩევთ, ხშირად დასმულ კითხვებს გადახედოთ. ეს სექცია დაგეხმარებათ, მოგზაურობისთვის უკეთ მოემზადოთ და ყველა საჭირო დეტალი წინასწარ დაგეგმოთ.

გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა მართლაც საუკეთესო დროა აია ნაპაში სამოგზაუროდ. ამ დროს შეგიძლიათ, როგორც სანაპიროზე დასვენებით დატკბეთ, ისე ქალაქის ისტორიული ძეგლები დაათვალიეროთ ისე, რომ ძლიერი სიცხე არ შეგაწუხებთ. ამ პერიოდში აია ნაპა ტურისტებით შედარებით ნაკლებად გადატვირთულია, რაც მოგზაურობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.

აია-ნაპა ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპიროებით, მაგრამ ქალაქი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მას ასევე აქვს დიდი ისტორიული მნიშვნელობა, რომელიც მის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ასახავს.

აია-ნაპაში სამოგზაუროდ ნამდვილად ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში (LCA) უნდა ჩაფრინდეთ. ლარნაკას მიმართულებით საქართველოს ორი ძირითადი აეროპორტიდან შეგიძლიათ პირდაპირ გაფრენა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლარნაკაში პირდაპირ რეისებს Georgian Airways ასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი პირდაპირი რეისებით დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ოპერირებს.

Wizz Air ქუთაისი ლარნაკა ყველაზე იაფ ფრენებს გთავაზობთ.

იაფი მოგზაურობისათვის არაპოპულარული სეზონები საუკეთესო არჩევანია, რადგან ტურისტების ნაკლები რაოდენობა პირდაპირ აისახება ფასებზე. რაც უფრო დაბალია მოთხოვნა, მით უფრო იკლებს ავიაბილეთებისა და სასტუმროების ღირებულება, რაც ბიუჯეტურად დასვენების შესაძლებლობას გვაძლევს.

აია-ნაპაში სამოგზაუროდ 5-7 დღე ნამდვილად კარგი დროა, რათა კარგად დაისვენოთ და სრულად დატკბეთ მისი ცნობილი სანაპიროებით. ეს პერიოდი საშუალებას მოგცემთ, როგორც სანაპიროზე განტვირთვას მოასწროთ, ისე ქალაქის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ.

LCA – ლარნაკას აეროპორტი. აქედან აია-ნაპამდე ავტობუსებით დაახლოებით საათში მიხვალთ. ან შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსის მომსახურებით.

მოგზაურობის ბიუჯეტურად დაგეგმვისთვის, აუცილებელია აია-ნაპაში მოგზაურობა წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმოთ. ამასთან, ეცადეთ, ბარგიც წინასწარ შეიძინოთ, თუ ის გჭირდებათ. სასურველია, ფრენა არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებსა და დასვენების დღეებს, რადგან ამ დროს ავიაბილეთების ფასი იმატებს. დაგეგმვის პროცესში აუცილებლად შეამოწმეთ ხელმისაწვდომი რეისები, რათა იპოვოთ საუკეთესო დრო, კომფორტული მარშრუტი და ყველაზე მისაღები ავიაბილეთი თქვენი მოგზაურობისთვის.