იაფი ავიაბილეთები მადრიდში

იაფი ავიაბილეთები მადრიდში

მადრიდი, ესპანეთის დედაქალაქი, თავისი მშრალი კლიმატით, ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლით სავსე და ენერგიული ქალაქია. მადრიდი უამრავ მუზეუმს, სამეფო არქიტექტურულ ნიმუშსა და თვალწარმტაც მოედანს აერთიანებს, სადაც წარსული, ხელოვნება და თანამედროვე ურბანული ცხოვრება იდეალურ ჰარმონიას ქმნის.

მადრიდში ვიზიტისას, არ გამოტოვოთ „პრადოს მუზეუმი“, სადაც ველასკესის, გოიასა და რუბენსის შედევრებია გამოფენილი. გაისეირნეთ ცნობილ მოედნებზე – პლასა მაიორსა და პლასა დელ სოლზე, დაათვალიერეთ მეფის სასახლე და დატკბით ქალაქის გრანდიოზული ბულვარებით. მადრიდის ქუჩები სავსეა თანამედროვე გალერეებით, ადგილობრივი ბაზრებითა და ბარებით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ესპანური კერძები, როგორიცაა ჯამონი, ჩუროსი და ტაპასი. ქალაქის ღამის ცხოვრება კი განსაკუთრებული თავგადასავალია, რადგან მისი ქუჩები და ბარები ყოველთვის რიტმშია.

იაფი ავიაბილეთები მადრიდში საშუალებას გაძლევთ, იმოგზაუროთ ესპანეთის გულში, სადაც ხელოვნება, ისტორია, დახვეწილი კერძები და სიცოცხლით სავსე ატმოსფერო დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები მადრიდში ?

საქართველოდან მადრიდში გამგზავრება შეგიძლიათ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის აეროპორტიდან. ამ ეტაპზე პირდაპირი რეისები არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა იაფი ავიაბილეთები მადრიდში გადაჯდომით მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ. თბილისი მადრიდი ავიაბილეთის ფასი იწყება დაახლოებით 280 ლარიდან, ხოლო ქუთაისი მადრიდი – 110 ლარიდან, რაც ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვისთვის კარგი შესაძლებლობაა. თბილისიდან ფრენებს Aegean Airlines, LOT Polish Airlines, Lufthansa და Pegasus Airlines ასრულებენ, ხოლო ავიაკომპანია პეგასუსი ქუთაისიდანაც გთავაზობთ რეისებს.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
24 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 378 -დან
26 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 406 -დან
28 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 406 -დან
25 ნოემბერი 20263 Გაჩერებაბილეთები 471 -დან
27 ნოემბერი 20263 Გაჩერებაბილეთები 481 -დან
30 ნოემბერი 20262 Გაჩერებაბილეთები 496 -დან
22 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 518 -დან
17 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 526 -დან
19 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 529 -დან
23 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 554 -დან
20 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 588 -დან
21 ნოემბერი 20262 Გაჩერებაბილეთები 608 -დან
18 ნოემბერი 20262 Გაჩერებაბილეთები 626 -დან
16 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 639 -დან
15 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 761 -დან
14 ნოემბერი 20262 Გაჩერებაბილეთები 851 -დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ნოემბერი 20268 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 684 - დან
15 დეკემბერი 202615 იანვარი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 642 - დან
22 იანვარი 202726 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 631 - დან
2 თებერვალი 20276 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 513 - დან
2 მარტი 20277 მარტი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 668 - დან
10 აპრილი 202713 აპრილი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 686 - დან
16 მაისი 202722 მაისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 618 - დან
11 ივლისი 202718 ივლისი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 860 - დან
4 სექტემბერი 202714 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 1 023 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20263 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 231 - დან
17 ნოემბერი 202619 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 1 002 - დან
19 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 889 - დან
22 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 1 069 - დან
23 ნოემბერი 202625 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 911 - დან
24 ნოემბერი 20268 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 684 - დან
25 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Serbiaბილეთები 879 - დან
26 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 810 - დან
30 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 805 - დან
1 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 663 - დან
2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 734 - დან
15 დეკემბერი 202615 იანვარი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 642 - დან
17 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 983 - დან
20 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 684 - დან
22 დეკემბერი 20268 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 722 - დან
25 დეკემბერი 202631 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 827 - დან
28 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 911 - დან
29 დეკემბერი 202614 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 872 - დან
30 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 785 - დან
31 დეკემბერი 20268 იანვარი 20272 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 832 - დან
1 იანვარი 202710 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 753 - დან
3 იანვარი 20275 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 191 - დან
4 იანვარი 20275 იანვარი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 1 108 - დან
6 იანვარი 202720 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 757 - დან
9 იანვარი 202716 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 770 - დან
10 იანვარი 202714 იანვარი 20272 ᲒაჩერებაAjetბილეთები 862 - დან
11 იანვარი 202717 იანვარი 20272 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 786 - დან
12 იანვარი 202717 იანვარი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 680 - დან
19 იანვარი 202723 იანვარი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 658 - დან
22 იანვარი 202726 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 631 - დან
23 იანვარი 202729 იანვარი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 683 - დან
2 თებერვალი 20276 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 513 - დან
4 თებერვალი 202725 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 615 - დან
10 თებერვალი 202720 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 680 - დან
11 თებერვალი 202725 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 684 - დან
12 თებერვალი 202722 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 738 - დან
16 თებერვალი 202725 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 697 - დან
18 თებერვალი 202722 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 538 - დან
23 თებერვალი 202727 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 602 - დან
24 თებერვალი 20275 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 759 - დან
25 თებერვალი 202710 მარტი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 535 - დან
2 მარტი 20277 მარტი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 668 - დან
4 მარტი 20279 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 707 - დან
24 მარტი 202731 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 690 - დან
25 მარტი 20274 მაისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 886 - დან
26 მარტი 20274 მაისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 881 - დან
31 მარტი 20275 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 748 - დან
1 აპრილი 20274 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 802 - დან
6 აპრილი 202712 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 791 - დან
8 აპრილი 202717 აპრილი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 702 - დან
9 აპრილი 202713 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 793 - დან
10 აპრილი 202713 აპრილი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 686 - დან
12 აპრილი 202721 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 771 - დან
13 აპრილი 202722 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 745 - დან
14 აპრილი 202721 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 735 - დან
15 აპრილი 202724 აპრილი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 760 - დან
16 აპრილი 202723 აპრილი 20272 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 915 - დან
25 აპრილი 20274 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 829 - დან
26 აპრილი 20274 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 874 - დან
29 აპრილი 20274 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 922 - დან
30 აპრილი 20275 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 948 - დან
1 მაისი 20274 მაისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 731 - დან
3 მაისი 202716 მაისი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 933 - დან
15 მაისი 202718 მაისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 708 - დან
16 მაისი 202722 მაისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 618 - დან
4 ივლისი 202711 ივლისი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 966 - დან
7 ივლისი 202717 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 1 024 - დან
10 ივლისი 202719 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 1 024 - დან
11 ივლისი 202718 ივლისი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 860 - დან
12 ივლისი 202714 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 999 - დან
14 ივლისი 202715 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 086 - დან
15 ივლისი 202731 ივლისი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 1 002 - დან
31 ივლისი 20273 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 940 - დან
3 სექტემბერი 202713 სექტემბერი 20272 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 1 053 - დან
4 სექტემბერი 202714 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 1 023 - დან

აღმოაჩინე მადრიდი

თუ მადრიდში მოგზაურობას აპირებთ, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი თავგადასავლის მარტივად დაგეგმვაში. შემოგთავაზებთ კომფორტულ და ბიუჯეტურ სასტუმროებს, ისტორიული ღირსშესანიშნაობების რჩეულ სიას და ქალაქის ავთენტურ კულინარიულ გამოცდილებას. იაფი ავიაბილეთები მადრიდში თქვენი ესპანური თავგადასავლის მხოლოდ დასაწყისია!

დასარჩენი ადგილი მადრიდში

სასურველი სასტუმროს პოვნა ხშირად ბევრ დროს და ძალისხმევას საჭიროებს, თუმცა ჩვენ ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივად და კომფორტულად გაგიხდეთ. ამ სექციაში წარმოგიდგენთ შერჩეულ სასტუმროებს მადრიდში, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, კომფორტული გარემოთი და მისაღები ფასებით. აქ თქვენ ნახავთ როგორც ბიუჯეტურ, ისე პრემიუმ კატეგორიის ვარიანტებს, რათა შეარჩიოთ ისეთი საცხოვრებელი, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენს ბიუჯეტს, გეგმებსა და მოგზაურობის სტილს.

Hotel Mediodia

ეს სასტუმრო მადრიდში ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე მდებარეობს – ახლოსაა როგორც ცენტრალურ სადგურთან, ასევე ქალაქის მთავარი მუზეუმებიდან და პოპულარული ტურისტული ადგილებიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში. სასტუმროს ნომრები კლასიკურ სტილშია მოწყობილი და დიდ ფანჯრებთან ერთად ნათელ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. სტუმრებს სთავაზობენ საუზმის სერვისსაც, ხოლო 24-საათიანი მომსახურება გარანტიას იძლევა, რომ თქვენი ყველა საჭიროება ნებისმიერი დროს სრულად დაკმაყოფილდებ.

The Adventure Hostel Gran Vía

თუ ბიუჯეტური მოგზაურობა თქვენი პრიორიტეტია, ჰოსტელში დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს კონკრეტული ჰოსტელი არა მხოლოდ მარტივად მისადგომია ტრანსპორტით, არამედ მდებარეობს სტრატეგიულად ხელსაყრელ ლოკაციაზე – მადრიდის სამეფო სასახლესთან და სხვა ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს.

აქ დაგხვდებათ მეგობრული და პროფესიონალი პერსონალი, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში. ჰოსტელი იდეალური სივრცეა საერთაშორისო მოგზაურებთან კავშირების დასამყარებლადაც. პერსონალი კი სტუმრების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები მადრიდში , გირჩევთ ჰოსტელის ნომრის დროულად დაჯავშნაზეც იფიქროთ, რათა უზრუნველყოთ კომფორტული და მშვიდი განთავსება ქალაქის გულში.

Lotus Opera House

ეს სასტუმრო ტურისტებს შორის ერთ-ერთი ფავორიტია, პირველ რიგში მისაღები მდებარეობის გამო – იგი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან, მუზეუმებთან და მადრიდის ცენტრალურ მოედანთან ძალიან ახლოსაა. სასტუმროს ნომრები სრულად აღჭურვილია ყველა აუცილებელი ნივთით, რაც კომფორტული და უშფოთველი განთავსებისთვის გჭირდებათ. აქედან ქალაქში ფეხით გადაადგილება მარტივია, რაც დროსაც გიზოგავთ და ქალაქის ატმოსფეროს უკეთ შეგაგრძნობინებთ. ნომრების ფართო არჩევანი კი საშუალებას გაძლევთ, მარტივად შეარჩიოთ ვარიანტი, რომელიც თქვენს ბიუჯეტსა და საჭიროებებს იდეალურად მოერგება.

Melia Madrid Princesa

თუ გსურთ, თქვენს დასარჩენ სივრცეში მაქსიმალური კომფორტი და გამორჩეული პირობები იყოს თავმოყრილი, აუცილებლად გირჩევთ ამ სასტუმროს. აქ დაგხვდებათ სპა ცენტრი, დახურული და ღია აუზები, სრულად აღჭურვილი ფიტნეს სივრცე და ელეგანტური რესტორანი. სტუმრებს სთავაზობენ მრავალფეროვან საუზმის სერვისს, რომელიც მოგზაურობას სასიამოვნო დასაწყისს აძლევს. სასტუმროს ულამაზესი ტერასებიდან კი შეგიძლიათ დატკბეთ მადრიდის შთამბეჭდავი ხედებით და ქალაქის პანორამით, რაც აქ ყოფნას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.

იაფი ავიაბილეთები მადრიდში საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ ესპანეთის გული – ქალაქი, სადაც სამეფო ისტორია, თანამედროვე ხელოვნება და ქალაქური ცხოვრება საოცარ ჰარმონიაშია. მადრიდი გამოირჩევა მსოფლიო დონის მუზეუმებით, ელეგანტური ბულვარებით, ისტორიული მოედნებითა და ცხოვრების ხალისით სავსე ატმოსფეროთი. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ პრადოს, რეინა სოფიას და ტისენის მუზეუმებს, გაისეირნოთ პლასა მაიორზე, დააგემოვნოთ ტრადიციული ტაპასები ადგილობრივ ბარებში და შეიგრძნოთ მადრიდის ავთენტური სული.

თქვენი მოგზაურობის დაგეგმვის გასამარტივებლად, ჩვენ შევარჩიეთ მადრიდის საუკეთესო ლოკაციები და გამოცდილებები, რომელთა გამოტოვება არანაირად არ ღირს.

მუზეუმები

მადრიდის ცნობილი „ხელოვნების მოედანი“ (Paseo del Arte) ერთ-ერთი უნიკალური ადგილია მსოფლიოში, სადაც დაახლოებით 1 კილომეტრის რადიუსში თავმოყრილია რამდენიმე უდიდესი ეროვნული მუზეუმი – პრადოს მუზეუმი, რეინა სოფიას მუზეუმი და ტისენ-ბორნემიზას გალერეა. თუ ხელოვნება, კულტურა და ისტორია თქვენი ინტერესის სფეროა, რეინა სოფიას მუზეუმში წარმოდგენილი პაბლო პიკასოს ლეგენდარული ნამუშევარი „გერნიკა“ აუცილებლად თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს. მადრიდის მუზეუმები არ არის უბრალოდ საგამოფენო სივრცეები – ისინი ქალაქის სულის ნაწილი და ნებისმიერი მოგზაურისთვის ნამდვილი კულტურული აღმოჩენაა.

კარიბჭეები

მადრიდის ისტორიული კარიბჭეები ქალაქის წარსულის ცოცხალი მოწმობაა და მათი არქიტექტურული სიდიადე ნებისმიერი მნახველისთვის აღტაცების საგანია. წარსულში ისინი ცერემონიალური და დაცვითი ფუნქციით გამოიყენებოდა, დღეს კი ესპანური კულტურის სიმბოლოებად და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებად გვევლინებიან. აუცილებლად ეწვიეთ ალკალას კარიბჭეს (Puerta de Alcalá), წმინდა ვინსენტის კარიბჭესა და ფილიპე მეოთხის კარიბჭეს – მათი მასიური თაღები, გრანდიოზული სვეტები და ისტორიული სკულპტურები მადრიდის კლასიკური სილამაზის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. იაფი ავიაბილეთები მადრიდში მოგცემთ შანსს, თავად აღმოაჩინოთ ეს არქიტექტურული საგანძური და შეიყვაროთ ესპანური კულტურა მის ნამდვილი ფორმით.

"მზის კარიბჭე"

პუერტა დელ სოლი (Puerta del Sol), რაც „მზის კარიბჭეს“ ნიშნავს, მადრიდის გული და ესპანეთის საგზაო ქსელის სიმბოლური ცენტრია. ეს არის ადგილი, სადაც ქალაქის პულსი ყველაზე მეტად იგრძნობა, რადგან აქ იმართება ყველა მნიშვნელოვანი ეროვნული და კულტურული დღესასწაული. მოედნის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ტრადიციული ბარებითა და კაფეებით, რომლებიც იდეალურ შესაძლებლობას იძლევიან, ჩაუღრმავდეთ ესპანურ კულტურას და დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები.

სამეფო სასახლე

მადრიდის სამეფო სასახლე (Palacio Real de Madrid) არის ესპანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალური რეზიდენცია, თუმცა დღეს იგი მხოლოდ სახელმწიფო ცერემონიებისთვის გამოიყენება. ის ევროპის ყველაზე დიდი სამეფო სასახლეა, რომლის ფართობი 135 000 კვადრატულ მეტრს და 3 418 ოთახს მოიცავს. სასახლე მდებარეობს ძველი მავრიტანული ციხესიმაგრის, ალკასარის, ადგილას, რომელიც 1734 წელს ხანძარმა გაანადგურა. ახალი სასახლის მშენებლობა 1738 წელს დაიწყო და 1764 წელს დასრულდა.

რა ვჭამოთ მადრიდში

მადრიდში მოგზაურობისას ესპანური სამზარეულოს დაგემოვნება აუცილებლად უნდა იყოს თქვენი გეგმების ნაწილი. ქალაქი სავსეა ტრადიციული ტაპას ბარებით, ადგილობრივი ბაზრებითა და რესტორნებით, სადაც შეგიძლიათ ეზიაროთ ესპანურ გემოებს. მადრიდში არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია და ყველა გემოვნების მქონე დამთვალიერებელს შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო კერძი. გთავაზობთ რამდენიმე კლასიკურ და პოპულარულ ვარიანტს, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ

ტორტილა

ტორტილა არის კლასიკური ესპანური კერძი, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც ტორტილა დე პატატასი (tortilla de patatas) ან ტორტილა ესპანიოლა (tortilla española). ის არ არის იგივე, რაც მექსიკური ტორტილა (თხელი სიმინდის ან ხორბლის პური). ეს არის სქელი ომლეტი, რომლის ძირითადი ინგრედიენტებია კარტოფილი, კვერცხი და ხახვი (სურვილისამებრ). ტორტილა ესპანეთის ყველა კუთხეში გვხვდება, როგორც სახლის სამზარეულოში, ისე ტაპას-ბარების მენიუში.

ეს კერძი ესპანური სამზარეულოს სიმბოლოა, რომელიც უბრალოებასა და სრულყოფილ გემოს აერთიანებს.

ნივრის კრევეტები

ეს უმარტივესი კერძი, რომელიც მხოლოდ ზეთში მოშუშებულ ნიორზეა დაფუძნებული, მადრიდის სამზარეულოს მუდმივობისა და სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლოა. ის 1940-იანი წლების საკვები დეფიციტის დროს გაჩნდა, როგორც საუზმის საფუძველი, მაგრამ დღეს უკვე კულტურული დატვირთვა შეიძინა და ტრადიციის ნაწილად იქცა. ხელმისაწვდომი ფრენები მადრიდში კი საშუალებას მოგცემთ, აღმოაჩინოთ ესპანეთის დედაქალაქის ასეთივე მარტივი, მაგრამ დაუვიწყარი რეცეპტები.

კროკეტები

კროკეტები არის კლასიკური ესპანური კერძი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტაპასი (წასახემსებელი) და ნებისმიერი ესპანური ბარისა თუ რესტორნის მენიუს განუყოფელი ნაწილია. ისინი განსაკუთრებით უყვართ ბავშვებსა და მოზრდილებს, რადგან ხრაშუნა გარე ფენასა და ნაზ, ნაღებისებრ შიგთავსს აერთიანებს.

პაელა

პაელა არის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი კერძი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ესპანური კულინარიის სიმბოლოდ იქცა. ის წარმოიშვა ვალენსიის რეგიონში და დღესდღეობით უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბითაა პოპულარული.

თუ ესპანეთში მოგზაურობთ, აუცილებლად დააგემოვნეთ პაელია და თავად შეიგრძენით მისი ნამდვილი ხიბლი.

ჩუროსები

ჩუროსი არის ლეგენდარული ესპანური დელიკატესი, რომელიც ღრმად შემწვარი საკონდიტრო ნაწარმია. ის წარმოუდგენლად პოპულარულია ესპანეთსა და პორტუგალიაში, ასევე ლათინურ ამერიკაში. მიუხედავად მისი სიმარტივისა, ჩუროსი ესპანური საუზმის და გვიანი ღამის წასახემსებლის განუყოფელი ნაწილია.

ესპანეთში არსებობს სპეციალური დაწესებულებები, რომლებსაც „ჩურერიას“ უწოდებენ. ეს არ არის მხოლოდ ჩუროსის საყიდელი ადგილი, ეს არის სოციალური შეკრების ადგილი, სადაც ადამიანები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროს ატარებენ.

ინფორმაცია მადრიდში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
MAD
ენა
ესპანური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
95 €

ხშირად დასმული კითხვები მადრიდზე

თუ ესპანეთში მოგზაურობა უკვე დაგეგმილი გაქვთ ან იაფი ავიაბილეთები მადრიდში შეძენილია, გირჩევთ, გაეცნოთ იმ ხშირად დასმულ კითხვებს, რომლებიც მოგზაურებს ყველაზე მეტად აინტერესებთ. ეს დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ, წინასწარ გაიაზროთ მნიშვნელოვანი დეტალები და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი დრო მადრიდში ყოფნისას.

მადრიდში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი) ითვლება, როცა ამინდი იდეალურია ქალაქის დასათვალიერებლად. ზამთარში და ზაფხულის შუა პერიოდში ტემპერატურა მკვეთრად იცვლება, თუმცა ამ დროს მოგზაურობა ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ხოლო ტურისტების რაოდენობა ნაკლები.

მადრიდი არის ქალაქი, რომელიც გამოირჩევა როგორც პოლიტიკური და ფინანსური ცენტრი, ისე კულტურული და მხატვრული საგანძური. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლით სავსე და ენერგიული ქალაქია, რომელიც მნახველებს სთავაზობს ისტორიის, ხელოვნებისა და თანამედროვე ურბანული ცხოვრების იდეალურ ნაზავს.

მადრიდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია თავისი აქტიური ღამის ცხოვრებით. ქალაქის ქუჩები საღამოობით ცოცხლდება და ბარები, რესტორნები და კლუბები გვიან ღამემდე მუშაობს.

ამ ეტაპზე, საქართველოდან მადრიდის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეგიძლიათ გაემგზავროთ.

ავიაკომპანიები პეგასუსი, ლოტი და ეგეოსის ავიახაზები მადრიდის მიმართულებით ყველაზე ხელმისაწვდომ ფრენებს გვთავაზობენ.

მადრიდში მოგზაურობისთვის ამინდებიდან გამომდინარე, გაზაფხული ან შემოდგომა მართლაც საუკეთესო პერიოდია. ეს სეზონები გამოირჩევა სასიამოვნო, ზომიერი ტემპერატურით, რაც იდეალურია ქალაქის დათვალიერებისთვის. თავიდან აიცილებთ ზაფხულის მომქანცველ სიცხეს და ზამთრის სიცივეს, რაც თქვენს მოგზაურობას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის.

რა თქმა უნდა, მადრიდში მოგზაურობისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია თქვენს პრიორიტეტებზე და იმაზე, თუ რამდენად დეტალურად გსურთ ქალაქის გაცნობა. მადრიდი არის ქალაქი, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა მოკლე დროშიც შესაძლებელია, თუმცა მისი სული და ატმოსფერო საუკეთესოდ ნელ-ნელა აღმოჩნდება.

თუ მადრიდში მოკლე ხნით ხართ, 2-3 დღე საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქის ყველაზე ცნობილი ადგილები ნახოთ და მისი ენერგია შეიგრძნოთ.

4-5 დღე არის მადრიდის სრულფასოვანი დასათვალიერებლად ყველაზე რეკომენდებული პერიოდი. ამ დროში შეძლებთ ნახოთ როგორც მთავარი ატრაქციონები, ისე უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ ქალაქის ცხოვრებას.

7 დღე და მეტი საშუალებას მოგცემთ, მადრიდი ნელა, სტრესის გარეშე დაათვალიეროთ და მის გარშემო არსებული ადგილებიც მოინახულოთ.

მადრიდთან ყველაზე ახლო და მთავარი საერთაშორისო აეროპორტია ადოლფო სუარესის მადრიდ-ბარახასის აეროპორტი (Adolfo Suárez Madrid–Barajas Airport), რომელიც ცნობილია როგორც უბრალოდ ბარახასი აეროპორტი, რომლის კოდია MAD. აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 12-15 კილომეტრშია დაშორებული.

როგორც წესი, მოგზაურობის დაგეგმვისას, რეკომენდებულია, ფრენები წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე დაჯავშნოთ. ამასთან, თავიდან აიცილეთ ფრენა შაბათ-კვირისა და დღესასწაულების პერიოდში, რადგან შუა კვირაში ბილეთები გაცილებით იაფია. ეს მარტივი ნაბიჯი დაგეხმარებათ, მნიშვნელოვნად დაზოგოთ თანხა.