იაფი ავიაბილეთები რომში

იაფი ავიაბილეთები რომში

რომი, იტალიის უძველესი და ისტორიული დედაქალაქი, არის ქალაქი, სადაც წარსული და თანამედროვეობა შთამბეჭდავად ერწყმის ერთმანეთს. ეს მარადიული ქალაქი გაოცებს ვიზიტორებს არქიტექტურული შედევრებით, რომაული იმპერიის მემკვიდრეობით და მხატვრული საგანძურით. რომი იდეალურია მათთვის, ვინც კულტურულ აღმოჩენებს, ისტორიულ ატმოსფეროს და რომანტიკულ სეირნობებს ეძებს.

რომში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ კოლიზეუმი – რომის სიმბოლო და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ამფითეატრი. შემდეგ გაემართეთ ფორუმისა და პალატინის ბორცვისკენ, რომელი ტერიტორიაც ძველი რომის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. აუცილებლად მოინახულეთ ვატიკანი – წმინდა პეტრეს ტაძარი და სიქსტის კაპელა მიქელანჯელოს ფრესკებით. გაისეირნეთ ტრევის შადრევანთან და გადააგდეთ მონეტა სურვილის ჩასაფიქრებლად, ან დაისვენეთ ესპანურ კიბეებთან.

გემრიელი პასტა, პიცა, გელატო და ადგილობრივი ღვინოები რომაულ ტავერნებში თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო გაგილამაზებთ. ღამით კი ქალაქის განათებული ღირსშესანიშნაობები და მყუდრო ქუჩები უნიკალურ ატმოსფეროს შეგიქმნით.

იაფი ავიაბილეთები რომში გაძლევთ შესაძლებლობას, შეეხოთ იმ კულტურას, რომელმაც დასავლური ცივილიზაცია ჩამოაყალიბა, და დატკბეთ ქალაქით, რომელიც ერთდროულად რომანტიკულია, ინსპირაციული და სიცოცხლით სავსე.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები რომში ?

რომში მოგზაურობა შეგიძლიათ საქართველოს სამი ქალაქიდან – თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან – ასევე პოპულარული ვარიანტია გამგზავრება მეზობელი ერევნიდან. თბილისი რომი ფრენები იწყება დაახლოებით 250 ლარიდან, ქუთაისიდან – 110 ლარიდან, ხოლო ბათუმიდან – 350 ლარიდა.

თბილისიდან პირდაპირი ფრენები არ სრულდება, თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოთ გადაჯდომით მარშრუტებით, რომელთაც Pegasus, Ajet Airlines და SkyExpress ახორციელებენ. პეგასუსი და აჯეტი იაფ ავიაბილეთებს გთავაზობენ, ხოლო SkyExpress დამატებით კომფორტსა და სერვისებსაც მოიცავს.

ქუთაისი რომი Wizz Air -ის პირდაპირი ფრენებია ხელმისაწვდომი – ეს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ავიაბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად გთავაზობთ. ხოლო, ბათუმი რომი ფრენა მხოლოდ გადაჯდომით შეგიძლიათ, ძირითადად Turkish Airlines-ის საშუალებით, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებით გამოირჩევა.

მგზავრობისთვის კარგი ალტერნატივაა ერევნის აეროპორტიც, სადაც Wizz Air-ის პირდაპირი ბიუჯეტური რეისები ყოველდღიურად სრულდება. ავიაბილეთების ფასი აქ 160 ლარიდან იწყება. თბილისიდან ერევანში წასვლა კი სხვადასხვა ტრანსპორტით მარტივადაა შესაძლებელი – საკუთარი ავტომობილით, ტაქსით, ავტობუსით ან მატარებლით. ფრენა ერევნიდან რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში საშუალოდ 4 საათს გრძელდება.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ავიაბილეთების შედარებითი ცხრილი საქართველოს ძირითადი აეროპორტებიდან რომის მიმართულებით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 961 - დან
25 ოქტომბერი 202610 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაEL ALბილეთები 867 - დან
26 ოქტომბერი 20263 ნოემბერი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 098 - დან
27 ოქტომბერი 20263 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 789 - დან
28 ოქტომბერი 20264 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაArkiaბილეთები 857 - დან
29 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 733 - დან
30 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 765 - დან
31 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 853 - დან
1 ნოემბერი 20265 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაIsrair Airlinesბილეთები 938 - დან
2 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 726 - დან
3 ნოემბერი 20266 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 637 - დან
4 ნოემბერი 202612 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 637 - დან
6 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 435 - დან
7 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 498 - დან
8 ნოემბერი 202612 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 768 - დან
9 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 670 - დან
10 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 518 - დან
12 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 510 - დან
13 ნოემბერი 202618 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 670 - დან
15 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 679 - დან
16 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 718 - დან
17 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 614 - დან
18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 442 - დან
19 ნოემბერი 202625 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 433 - დან
20 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 483 - დან
21 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 483 - დან
22 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 523 - დან
23 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 486 - დან
24 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 481 - დან
25 ნოემბერი 20261 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 493 - დან
26 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 491 - დან
27 ნოემბერი 20261 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 492 - დან
28 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 504 - დან
29 ნოემბერი 20264 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 504 - დან
30 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 492 - დან
2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 490 - დან
3 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 551 - დან
4 დეკემბერი 20268 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 492 - დან
7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 490 - დან
8 დეკემბერი 20269 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 642 - დან
10 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 425 - დან
12 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 505 - დან
13 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 466 - დან
14 დეკემბერი 202620 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 878 - დან
15 დეკემბერი 202619 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 548 - დან
17 დეკემბერი 202624 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 530 - დან
18 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 747 - დან
19 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 758 - დან
20 დეკემბერი 202623 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 699 - დან
21 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 812 - დან
22 დეკემბერი 20268 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 557 - დან
23 დეკემბერი 20268 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 477 - დან
24 დეკემბერი 202622 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 490 - დან
25 დეკემბერი 20261 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 498 - დან
26 დეკემბერი 20268 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 556 - დან
27 დეკემბერი 20266 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 628 - დან
28 დეკემბერი 20264 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 507 - დან
29 დეკემბერი 20264 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 524 - დან
30 დეკემბერი 20265 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 526 - დან
31 დეკემბერი 20269 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 652 - დან
1 იანვარი 20279 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 712 - დან
2 იანვარი 20276 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 774 - დან
3 იანვარი 20277 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 745 - დან
4 იანვარი 20278 იანვარი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 660 - დან
8 იანვარი 202711 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 601 - დან
11 იანვარი 202716 იანვარი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 631 - დან
12 იანვარი 202717 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 508 - დან
13 იანვარი 202718 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 488 - დან
14 იანვარი 202717 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 489 - დან
18 იანვარი 202724 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 558 - დან
20 იანვარი 202724 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 446 - დან
22 იანვარი 202728 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 490 - დან
24 იანვარი 202727 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 529 - დან
25 იანვარი 20274 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 540 - დან
27 იანვარი 20271 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 639 - დან
29 იანვარი 20274 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 494 - დან
1 თებერვალი 202712 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 499 - დან
3 თებერვალი 202713 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 496 - დან
4 თებერვალი 202710 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 422 - დან
5 თებერვალი 202711 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 418 - დან
6 თებერვალი 202711 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 484 - დან
7 თებერვალი 202711 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 504 - დან
10 თებერვალი 202717 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 509 - დან
12 თებერვალი 202716 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 412 - დან
17 თებერვალი 202722 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 557 - დან
18 თებერვალი 202725 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 428 - დან
26 თებერვალი 20272 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 508 - დან
6 მარტი 202711 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 614 - დან
7 მარტი 202711 მარტი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 616 - დან
9 მარტი 202716 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 606 - დან
10 მარტი 202716 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 557 - დან
11 მარტი 202716 მარტი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 509 - დან
14 მარტი 202719 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 613 - დან
16 მარტი 202721 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 589 - დან
17 მარტი 202724 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 561 - დან
18 მარტი 202720 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 593 - დან
19 მარტი 202724 მარტი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 592 - დან
20 მარტი 202727 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 555 - დან
21 მარტი 202726 მარტი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 611 - დან
24 მარტი 202727 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 603 - დან
25 მარტი 202730 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 607 - დან
26 მარტი 20278 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 561 - დან
29 მარტი 20272 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 721 - დან
1 აპრილი 20278 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 620 - დან
3 აპრილი 20277 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 610 - დან
5 აპრილი 202711 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 684 - დან
6 აპრილი 202712 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 610 - დან
7 აპრილი 202714 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 610 - დან
10 აპრილი 202715 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 655 - დან
12 აპრილი 202720 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 726 - დან
13 აპრილი 202720 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 652 - დან
15 აპრილი 202722 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 644 - დან
16 აპრილი 202721 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 648 - დან
19 აპრილი 202728 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 700 - დან
20 აპრილი 202727 აპრილი 20272 ᲒაჩერებაAjetბილეთები 632 - დან
21 აპრილი 202728 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 638 - დან
24 აპრილი 202728 აპრილი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 749 - დან
27 აპრილი 20274 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 701 - დან
28 აპრილი 20275 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 733 - დან
29 აპრილი 20274 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 792 - დან
30 აპრილი 20277 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 887 - დან
1 მაისი 202712 მაისი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 727 - დან
5 მაისი 202712 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 902 - დან
7 მაისი 202712 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 866 - დან
10 მაისი 202720 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 755 - დან
19 მაისი 202726 მაისი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 791 - დან
22 მაისი 20275 ივნისი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 650 - დან
24 მაისი 202727 მაისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 729 - დან
31 მაისი 202711 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 771 - დან
1 ივნისი 20277 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 620 - დან
4 ივნისი 20271 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 805 - დან
6 ივნისი 20279 ივნისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 759 - დან
13 ივნისი 202719 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 810 - დან
14 ივნისი 202719 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 762 - დან
1 ივლისი 20272 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 811 - დან
2 ივლისი 20272 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 811 - დან
3 ივლისი 20278 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 905 - დან
15 ივლისი 202718 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 903 - დან
1 აგვისტო 20278 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 896 - დან
3 აგვისტო 202715 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 892 - დან
19 აგვისტო 202726 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 814 - დან
23 აგვისტო 202728 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 944 - დან
29 აგვისტო 20278 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 876 - დან
30 აგვისტო 202711 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 880 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 485 - დან
29 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 451 - დან
2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 378 - დან
11 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 398 - დან
18 დეკემბერი 202621 დეკემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 421 - დან
20 დეკემბერი 202623 დეკემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 404 - დან
23 დეკემბერი 202628 დეკემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 583 - დან
27 დეკემბერი 20263 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 524 - დან
28 დეკემბერი 20263 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 563 - დან
4 იანვარი 20278 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 531 - დან
10 იანვარი 202718 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 407 - დან
13 იანვარი 202717 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 412 - დან
18 იანვარი 202724 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 328 - დან
20 იანვარი 202724 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 403 - დან
22 იანვარი 202725 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 324 - დან
24 იანვარი 202727 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 360 - დან
27 იანვარი 20271 თებერვალი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 440 - დან
3 თებერვალი 202710 თებერვალი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 355 - დან
7 თებერვალი 202710 თებერვალი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 408 - დან
15 თებერვალი 202728 თებერვალი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 622 - დან
16 ივლისი 202720 აგვისტო 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 561 - დან
2 აგვისტო 202711 აგვისტო 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 771 - დან
6 სექტემბერი 202713 სექტემბერი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 654 - დან
8 სექტემბერი 202715 სექტემბერი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 622 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 1 299 - დან
4 ნოემბერი 20266 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 978 - დან
9 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 933 - დან
18 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაArkiaბილეთები 989 - დან
20 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 969 - დან
28 დეკემბერი 20265 იანვარი 20272 ᲒაჩერებაArkiaბილეთები 1 048 - დან
22 იანვარი 202729 იანვარი 20272 ᲒაჩერებაIsrair Airlinesბილეთები 909 - დან
7 მარტი 202712 მარტი 20272 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 359 - დან
25 მარტი 202728 მარტი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 194 - დან
30 მარტი 20272 აპრილი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 199 - დან
10 აპრილი 202714 აპრილი 20272 ᲒაჩერებაElectra Airwaysბილეთები 959 - დან
10 ივლისი 202718 ივლისი 20271 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 1 119 - დან
10 აგვისტო 202719 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 965 - დან
29 აგვისტო 202710 სექტემბერი 20273 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 1 199 - დან
30 აგვისტო 202711 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 260 - დან

აღმოაჩინე რომი

დასარჩენი ადგილი რომში

მოგზაურობის დაგეგმვისას საცხოვრებლის წინასწარ შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საბედნიეროდ, რომში სასტუმროებისა და აპარტამენტების დიდი არჩევანია, რაც გაძლევთ საშუალებას, იპოვოთ თქვენს ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული ვარიანტი. რამდენიმე საინტერესო შეთავაზებას ჩვენც გაგაცნობთ.

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთი რომში, დროა საცხოვრებლის დაჯავშნაზე იზრუნოთ. გირჩევთ, ეს პროცესი არ გადადოთ, რადგან დროული დაჯავშნა ხშირად უკეთეს ფასებსა და მრავალფეროვან არჩევანს უზრუნველყოფს.

Free Hostels Roma

თუ რომში ბიუჯეტურად მოგზაურობა თქვენი მიზანია, ეს ჰოსტელი საუკეთესო არჩევანია. ის არა მხოლოდ ეკონომიურ დასვენებას გთავაზობთ, არამედ კომფორტს და გართობასაც არ მოგაკლებთ. რაც მთავარია, ჰოსტელთან ტრანსპორტით მისვლა მარტივია და რომის კოლიზეუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. ამასთან, აქ დარჩენით ახალ ადამიანებსაც გაიცნობთ, რაც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

JO&JOE ROMA

ეს ჰოსტელი ყველა საჭირო მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიანებს: თქვენს განკარგულებაში იქნება საერთო ტერასა, რესტორანი და 24-საათიანი ბარი. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითაც. ჰოსტელი მარტივად მისაგნებია ტრანსპორტით და ტურისტულ ძეგლებთან ახლოს მდებარეობს, რაც დაგეხმარებათ ტრანსპორტირებაზე დროისა და ძალისხმევის დაზოგვაში.

Domus Iulia - Colosseo

ეს სასტუმრო რომის ცენტრშია განთავსებული, კოლიზეუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე. ის მარტივად მისადგომია ტრანსპორტითაც. აქ დარჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სტუმრებისთვის განკუთვნილი საერთო სამზარეულოთი, თუმცა დასაძინებელი სივრცეები იზოლირებულია.

VaticaNella

თუ მოგზაურობისას იზოლირებული სივრცე თქვენთვის პრიორიტეტულია, ეს სასტუმრო საუკეთესო არჩევანია. ის რომის ცნობილი მუზეუმებიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და ტრანსპორტითაც ადვილად მისადგომია. სასტუმრო გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და მომსახურებას. ასე რომ, თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები რომში და თანხაც დაზოგეთ, შეგიძლიათ თავს ფუფუნების უფლება მისცეთ და დასარჩენი ადგილი მაქსიმალურად კომფორტული პირობებით შეარჩიოთ.

რა გავაკეთოთ რომში

იაფი ავიაბილეთები რომში მოგზაურებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, ჩაეფლონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და შთამბეჭდავ ქალაქში. რომი უნიკალურად აერთიანებს ანტიკურ მემკვიდრეობას, ქრისტიანულ კულტურასა და თანამედროვე ურბანულ რიტმს.

აქ შეგიძლიათ მოინახულოთ კოლიზეუმი, რომაული ფორუმი, ვატიკანი და სიქსტის კაპელა, ასევე დატკბეთ ტრევის შადრევნითა და ესპანური კიბეებით. ქალაქის ვიწრო ქუჩები, იტალიური ტავერნები და მყუდრო მოედნები დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის, სადაც ყოველი ნაბიჯი ისტორიას გიამბობთ. თუ გსურთ, შეუთავსოთ კულტურული აღმოჩენები და გემრიელი იტალიური სამზარეულო, რომი ამისთვის იდეალური დანიშნულებაა.

ვიზიტის დაგეგმვის გასამარტივებლად, გთავაზობთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ადგილს, რომელიც რომში ყოფნისას არ უნდა გამოგრჩეთ.

რომის კოლიზეუმი

რომის კოლიზეუმი, ანუ ფლავიუსების ამფითეატრი, ძველი რომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ძეგლია. მისი მშენებლობა ახ. წ. 70-72 წლებში დაიწყო იმპერატორ ვესპასიანეს დროს და დასრულდა 80 წელს, ტიტუსის მმართველობისას. ეს ელიფსური ფორმის გიგანტური ნაგებობა (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ, სიმაღლე 49 მ) ერთდროულად დაახლოებით 50 000-დან 80 000-მდე მაყურებელს იტევდა.

კოლიზეუმი ძირითადად გლადიატორთა ბრძოლებსა და სხვადასხვა სანახაობებს ეთმობოდა, მათ შორის ცხოველებზე ნადირობასა და საზღვაო ბრძოლების სიმულაციებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში მიწისძვრებმა და დრომ მნიშვნელოვნად დააზიანა, მისი უნიკალური არქიტექტურა და გრანდიოზულობა დღემდე მომხიბვლელია.

დღეს კოლიზეუმი რომის მთავარი სიმბოლო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. ის გვამცნობს ძველი რომის სიდიადესა და იმპერატორების ძალაუფლებას. ვიზიტი კოლიზეუმში ნამდვილად დროში მოგზაურობის ტოლფასია.

რომის ფორუმი

რომის ფორუმი (Forum Romanum) არის ძველი რომის პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ცხოვრების ცენტრი, რომელიც პალატინისა და კაპიტოლიუმის ბორცვებს შორის მდებარეობს. ის წარმოადგენდა ქალაქის გულს, სადაც მიმდინარეობდა ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ღონისძიება: არჩევნები, სასამართლო პროცესები, გლადიატორთა თამაშები (კოლიზეუმის აშენებამდე) და რელიგიური ცერემონიები.

დღეს რომის ფორუმი წარმოადგენს უზარმაზარ არქეოლოგიურ კომპლექსს, რომელიც მოიცავს ტაძრების, ბაზილიკების, ტრიუმფალური თაღების და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობების ნანგრევებს. მათ შორისაა:

სატურნუსის ტაძარი: ერთ-ერთი უძველესი ტაძარი ფორუმზე, რომელიც რომის ხაზინასაც წარმოადგენდა.

  • ტიტუსის თაღი: ტრიუმფალური თაღი, რომელიც რომის გამარჯვებას აღნიშნავს იუდეაში.
  • სეპტიმიუს სევერუსის თაღი: კიდევ ერთი ტრიუმფალური თაღი, რომელიც იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის გამარჯვებებს ეძღვნება.
  • ვეტალის ქალწულების სახლი: ვეტალის ქალწულების საცხოვრებელი ადგილი, რომლებიც რომის წმინდა ცეცხლს იცავდნენ.
  • კურია (სენატის შენობა): ადგილი, სადაც რომის სენატი იკრიბებოდა.

რომის ფორუმი დროის მანქანასავით არის, რომელიც საშუალებას გაძლევთ, წარმოიდგინოთ ძველი რომის ყოველდღიური ცხოვრება და სიდიადე. ეს არის აუცილებლად სანახავი ადგილი ყველა მათთვის, ვინც რომში იაფი ავიაბილეთები შეიძინა და დაინტერესებულია მსოფლიო ისტორიითა და არქიტექტურით.

წმინდა პეტრეს ბაზილიკა

წმინდა პეტრეს ბაზილიკა (Basilica di San Pietro in Vaticano) ვატიკანში, ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ტაძარია. ის წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის გულს და პაპის მთავარ რეზიდენციას. ბაზილიკა იმ ადგილასაა აგებული, სადაც, გადმოცემით, წმინდა პეტრე, ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული და რომის პირველი ეპისკოპოსი, ჯვარს აცვეს და დაკრძალეს.

მისი მშენებლობა 1506 წელს დაიწყო პაპ იულიუს II-ის ბრძანებით და დასრულდა 1626 წელს. ბაზილიკის შექმნაში მონაწილეობდნენ რენესანსისა და ბაროკოს ეპოქის უდიდესი არქიტექტორები და ხელოვანები, როგორებიც იყვნენ დონატო ბრამანტე, მიქელანჯელო, რაფაელი და ჯანლორენცო ბერნინი.

ბაზილიკის არქიტექტურა და ინტერიერი თავისი მასშტაბებითა და დეტალებით მომაჯადოებელია. განსაკუთრებულად აღსანიშნავია:

  • მიქელანჯელოს “პიეტა”: მარმარილოს შედევრი, რომელიც ღვთისმშობელს იესოს ცხედართან ერთად გამოსახავს.
  • ბერნინის კანოპი: ბრინჯაოს დიდებული ბალდახინი, რომელიც მთავარ საკურთხეველზე, წმინდა პეტრეს საფლავის თავზეა აღმართული.
  • ბაზილიკის გუმბათი: მიქელანჯელოს შექმნილი, რომელიც რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და ქალაქის პანორამული ხედებით დატკბობის შესაძლებლობას იძლევა.

წმინდა პეტრეს ბაზილიკა არა მხოლოდ რელიგიური ცენტრი, არამედ მსოფლიო ხელოვნებისა და არქიტექტურის საგანძურია. მისი მონახულება სავალდებულოა ყველა ტურისტისთვის, ვინც რომში ჩადის, მით უმეტეს, თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები და მზად ხართ მარადიული ქალაქის სიდიადით აღფრთოვანებისთვის.

ფანტანები

რომის ქუჩები ნამდვილი შადრევნების სამოთხეა – ქალაქში მათი რიცხვი 2000-საც კი აღემატება. მათ შორის ყველაზე ცნობილი და მონახულებადი ტრევის შადრევანია, რომელიც რომის სიმბოლოდაც ითვლება.

იაფი ავიაბილეთები რომში გაძლევთ შესაძლებლობას, თავად მიაკითხოთ ამ ლეგენდარულ ადგილს და ტრადიციისამებრ მონეტა ისროლოთ შადრევანში – რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში კვლავ დაბრუნდებით რომში. შადრევნის გარშემო გამორჩეულია სხვადასხვა ისტორიული ფიგურის ქანდაკებები, რომლებიც დამატებით ხიბლს სძენს სივრცეს და ქმნის იმ გრძნობას, თითქოს დროის მანქანით მოგზაურობთ ანტიკური ქალაქის შუაგულში.

რომი ნამდვილი კულინარიული თავგადასავალია გურმანებისთვის, სადაც იტალიური ტრადიციები, ავთენტური გემოები და ადგილობრივი სტილი საოცრად ერწყმის ერთმანეთს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლეგენდარული კარბონარა, ამატრიჩიანა, კაჩიო-ე-პეპე და უგემრიელესი რომაული პიცა თხელი ფენითა და ხრაშუნა ძირით. ტრადიციული ტავერნები და ტრატორიები მოგიწვევენ ძველ უბნებში, სადაც მასპინძლები დიდი სიყვარულით გაგიზიარებენ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კულინარიულ რეცეპტებს.

გარდა ამისა, რომი განთქმულია თავისი ტირამისუთი, ხელნაკეთი გელატოთი და შესანიშნავი ადგილობრივი ღვინოებით, რომლებიც იდეალურად ეხამება ადგილობრივ კერძებს. კაფეებსა და რესტორნებში ყოველდღიური ცხოვრების რიტმი სრულად აისახება – აქ ჭამა მხოლოდ კვების პროცესი კი არა, სოციალური გამოცდილებაცაა.

იაფი ფრენები რომში მოგცემთ შესაძლებლობას, ღრმად შეიგრძნოთ რომაული სამზარეულოს დახვეწილი გემოები და გახადოთ თქვენი მოგზაურობა არა მხოლოდ კულტურული, არამედ კულინარიული აღმოჩენებითაც სავსე.

პასტა

რომში პასტა უბრალო კერძზე მეტია! ის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. იტალიურ ოჯახებში მას ხშირად ამზადებენ, უნიკალური ტექნიკითა და რეცეპტებით, რაც ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი და საინტერესო რამაა.

პიცა

იტალიაში პიცის დამზადების უნიკალური ტექნიკა და საიდუმლო არსებობს. რომში უამრავი ოსტატი პიცის მცხობელია, ამიტომ უგემრიელესი პიცის გასინჯვა ყოველ ქუჩის კუთხეში შეგეძლებათ. იტალიური პომიდვრის, მწვანილებისა და ყველის კომბინაცია ერთ კერძში მართლაც უნიკალურ მიქსს ქმნის.

თუ გაინტერესებთ, იტალიური პიცა მართლა განსაკუთრებულია თუ უბრალოდ გარომანტიზებული, იაფი ფრენები რომში ამ თეორიის პირადად შემოწმების საშუალებას მოგცემთ!

ნაყინი

ნაყინი იტალიელების ერთ-ერთი საყვარელი დესერტია და რომის თითქმის ყველა ქუჩაზე შეგიძლიათ შეიძინოთ. ის სხვადასხვა გემოთი მზადდება, ხოლო პატარა კაფეები, სადაც ნაყინი იყიდება, ფერების მრავალფეროვნების გამო ერთ დიდ სახელოვნებო სანახაობას მოგაგონებთ.

ტირამისუ

თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, რომში მოგზაურობა ნამდვილ ტკბილ თავგადასავალს გპირდებათ. უგემრიელესი ნაყინების გარდა, იტალიელები ტირამისუს განსაკუთრებულ ვარიაციასაც შემოგთავაზებენ. ამ დესერტში მდნარი ყველისა და ყავის არომატების უნიკალური ნაზავი ტურისტების გაოცებას იწვევს. იტალიური ტირამისუ თქვენ მიერ დაგემოვნებული დესერტებიდან ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

ინფორმაცია რომში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
FCO
ენა
იტალიური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
€60-€80

ხშირად დასმული კითხვები რომზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები რომში, მაში გადახედეთ ხშირად დასმულ კითხვებს, რათა მარტივად და სწრაფად მოემზადოთ თქვენი შემდეგი მოგზაურობისთვის.

რომში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერია). ამ დროს ამინდი სასიამოვნოა და ტურისტული ნაკადიც შედარებით ნაკლებია ზაფხულთან შედარებით.

რომი გამორჩეულია თავისი ფანტასტიკური ისტორიით, არქიტექტურით, რელიგიური მნიშვნელობითა და განსაკუთრებული კულინარიით. ის არის მარადიული ქალაქი, სადაც ყოველ ნაბიჯზე ძველი ცივილიზაციის კვალს აღმოაჩენთ.

დიახ, საქართველოდან რომში პირდაპირი ავიარეისებით გამგზავრება შესაძლებელია.

იაფი ფრენები რომში შეგიძლიათ ავიაკომპანია Wizz Air -ის პირდაპირ ფრენაზე შეიძინოთ ქუთაისიდან, ხოლო თბილისიდან კი – Pegasus -ით გაემგზავროთ დანიშნულების ადგილზე შედარებით ბიუჯეტური ავიაბილეთები.

რომში დასვენება არატურისტულ სეზონებზე შედარებით იაფია. ამ პერიოდში ავიაბილეთებსაც უფრო ბიუჯეტურად შეიძენთ და სასტუმროს ნომერსაც უფრო ხელსაყრელ ფასად დაჯავშნით.

რომის ძირითადი ღირსშესანიშნაობების სანახავად და ქალაქის ატმოსფეროს შესაგრძნობად 3-4 სრული დღე საკმარისია. თუ მეტი დრო გაქვთ, შეგიძლიათ ვატიკანსა და მუზეუმებს მეტი დრო დაუთმოთ ან ახლომდებარე ქალაქებში გაისეირნოთ.

რომის ჩამპინოს აეროპორტი ყველაზე ახლოსაა ქალაქის ცენტრთან – CIA