იაფი ავიაბილეთები ლიონი

იაფი ავიაბილეთები ლიონი

ლიონი, საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქი, წარმოადგენს ფრანგული გასტრონომიის, ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს. ეს არის ადგილი, სადაც უძველესი რომაული ნანგრევები, რენესანსის პერიოდის არქიტექტურა და თანამედროვე ხელოვნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. თუ გსურთ, რომ მოგზაურობისას განუმეორებელი შთაბეჭდილებები მიიღოთ და საფრანგეთის კულინარიულ დედაქალაქს ეწვიოთ, დროა, ბილეთები ლიონის მიმართულებით შეიძინოთ.

ლიონი ცნობილია თავისი ისტორიული ცენტრით, Vieil Lyon, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. აქ ნახავთ ვიწრო ქუჩებს, შუა საუკუნეების და რენესანსის პერიოდის სახლებსა და საიდუმლო გასასვლელებს, ე.წ. „ტრაბულებს“ (traboules). ქალაქი ასევე გამოირჩევა თავისი გასტრონომიული კულტურით, რესტორნებითა და ბაზრებით. ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ლიონი გთავაზობთ დახვეწილ ბუტიკებს, თანამედროვე მუზეუმებსა და პარკებს. იაფი ავიაბილეთები ლიონში მოგცემთ საშუალებას, დაათვალიეროთ ქალაქი და დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები. ამიტომ, ის ნებისმიერი ინტერესის მქონე მოგზაურისთვის იდეალური ადგილია.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ლიონში ?

ლიონში მოხვედრა მარტივია, რადგან ამ მიმართულებით მრავალი ავიაკომპანია დაფრინავს, რაც თქვენს ბიუჯეტსა და დროს მორგებული რეისის პოვნას გაგიმარტივებთ. შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც გადაჯდომიანი, ისე პირდაპირი ფრენებით. ყველა რეისი სრულდება ლიონის სენტ-ექსუპერის აეროპორტში.

თბილისიდ ლიონი იაფი ავიაბილეთები 274 ლარიდან იწყება. ფრენებს ძირითადად გადაჯდომით ახორციელებენ ავიაკომპანიები – Pegasus და Ajet Airlines (სტამბოლის გავლით). ეს თურქული ავიაკომპანიები შედარებით დაბალბიუჯეტურ ვარიანტებს გთავაზობენ. ხოლო Air France პარიზის შარლ-დე-გოლის აეროპორტის გავლით, რომელიც უფრო მაღალი დონის მომსახურებით გამოირჩევა. შეიძინე თბილისი ლიონი ფრენები მარტივად ონლაინ.

ქუთაისი ლიონი შეგიძლიათ შეიძინოთ პირდაპირი ავიაბილეთები დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის საშუალებით. იაფი ავიაბილეთები ლიონში ქუთაისიდან 223 ლარიდან არის ხელმისაწვდომი.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 სექტემბერი 202510 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 966 - დან
25 სექტემბერი 20255 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 771 - დან
1 ოქტომბერი 202510 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 737 - დან
2 ოქტომბერი 202511 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 870 - დან
4 ოქტომბერი 202512 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 754 - დან
8 ნოემბერი 202516 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 663 - დან
25 დეკემბერი 202526 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 923 - დან
28 დეკემბერი 20253 იანვარი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 834 - დან
1 იანვარი 202610 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 843 - დან
2 იანვარი 202610 იანვარი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 963 - დან
3 იანვარი 202610 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 954 - დან
12 მარტი 202621 მარტი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 749 - დან
13 მარტი 202621 მარტი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 764 - დან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 სექტემბერი 202523 სექტემბერი 2025Wizz Airბილეთები 443 - დან
11 ოქტომბერი 202514 ოქტომბერი 2025Wizz Airბილეთები 356 - დან
8 ნოემბერი 202515 ნოემბერი 2025Wizz Airბილეთები 418 - დან

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
19 სექტემბერი 20252 Გაჩერებაბილეთები 1 063 - დან
28 სექტემბერი 20252 Გაჩერებაბილეთები 1 164 - დან
20 სექტემბერი 20252 Გაჩერებაბილეთები 1 622 - დან

აღმოაჩინე ლიონი

დასარჩენი ადგილი ლიონში

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ლიონში , დროა დასარჩენი ადგილის ძებნა დაიწყოთ. რამდენიმე ვარიანტს ლიონის ულამაზეს სასტუმროებში ჩვენც შემოგთავაზებთ.

Crowne Plaza Lyon - Cité Internationale

ეს სასტუმრო ამოირჩევა ნათელი და კეთილმოწყობილი ოთახებით. მისი პერსონალი იზრუნებს თქვენს კომფორტულ დასვენებაზე. სასტუმროში ნახავთ ყველა საჭირო ნივთს, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპა მომსახურებით.

Radisson Blu Hotel, Lyon

საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Radisson Blu Hotel ლიონშიც დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს დარბაზით, პარკინგითა და რესტორნით. სასტუმროს მომსახურებაში შედის საუზმეც, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

Hotel De Verdun 1882, BW Signature Collection

ეს სასტუმრო ლიონში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას მდებარეობს, ამიტომ ტრანსპორტით გადაადგილება ძალიან მარტივია. მისი მოდერნისტულად მოწყობილი ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და კომფორტულ დასვენებას გვპირდება ყველა ტურისტს.

Hotel Lyon-ouest

ეს სასტუმრო პრესტიჟული და მდიდრულია, მდებარეობს კარგ ადგილას და გთავაზობთ უმაღლესი დონის მომსახურებას. მის სერვისში შედის საუზმეც, ხოლო ტერიტორიაზე ნახავთ ორ რესტორანსა და ფიტნეს ცენტრს.

რა გავაკეთოთ ლიონში ?

ლიონი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქალაქია, რომელიც მდიდარია ისტორიით, კულტურით და, რა თქმა უნდა, გასტრონომიით. აქ უამრავი საინტერესო ადგილი და აქტივობაა, რომელიც მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.

ძველი ლიონი (Vieux Lyon)

ლიონის ისტორიული ცენტრი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული, ნამდვილი განძია. აქ შეგიძლიათ დაიკარგოთ ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში, დაათვალიეროთ რენესანსის პერიოდის არქიტექტურა და იპოვოთ „ტრაბულები“ (traboules) – საიდუმლო გასასვლელები, რომლებიც სახლებს ერთმანეთთან აკავშირებს. აუცილებლად ეწვიეთ სენ-ჟანის საკათედრო ტაძარს, რომელიც ცნობილია თავისი ასტრონომიული საათით.

ფურვიერის გორა (Fourvière)

ფურვიერის გორაზე მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა, ნოტრ-დამ დე ფურვიერის ბაზილიკა. მისი ფანტასტიკური არქიტექტურისა და ინტერიერის გარდა, აქედან იშლება ლიონის საუკეთესო პანორამული ხედები. გორაზე ასევე ნახავთ ძველი რომაული თეატრისა და ოდეონის ნანგრევებს.

ხელოვნებისა და აბრეშუმის ქალაქი

ლიონში შეგიძლიათ ეწვიოთ ხელოვნების მუზეუმს (Musée des Beaux-Arts de Lyon), რომელიც ევროპის ერთ-ერთი უდიდესია და გამოფენილია რენესანსიდან თანამედროვე ხელოვნებამდე. ასევე, ლიონი საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის წარმოების ცენტრი იყო. ამ ისტორიის გასაცნობად, ეწვიეთ აბრეშუმის მუზეუმს (Maison des Canuts) და დაათვალიერეთ ძველი სახელოსნოები.

რა ვჭამოთ ლიონში?

ლიონი საფრანგეთის კულინარიული დედაქალაქია, ამიტომ აქ გასტრონომიული თავგადასავლები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ქალაქი ცნობილია თავისი „ბუშონებით“ (bouchons) — პატარა, ტრადიციული რესტორნებით, რომლებიც გულთბილ გარემოსა და უგემრიელეს ადგილობრივ კერძებს გვთავაზობენ.

სოსის ბრიოშში (Saucisson brioché)

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიონური კერძი. სოსისი, ხშირად პისტაციებით, მოთავსებულია რბილ, ფუმფულა ბრიოშის ცომში და ღუმელში ცხვება.

კენელი (Quenelle)

ეს არის ლიონის სამზარეულოს სიმბოლო. კენელი თევზის (ყველაზე ხშირად ზუთხის) ან ხორცისგან დამზადებული რბილი დუმპლინგია, რომელსაც კრემისებურ სოუსთან ერთად მიირთმევენ.

ტაბლიე დე სენ-აპონსი (Tablier de sapeur)

ეს კერძი ძროხის ღორის ნაჭრისგან მზადდება, რომელიც ღვინოში მარინირდება, შემდეგ კი იფარება საფანელით და იწვება. მას ხშირად კარტოფილთან და მდოგვის სოუსთან ერთად მიირთმევენ.

ლიონური სალათი (Salade Lyonnaise)

თუკი მსუბუქი კერძი გსურთ, ეს სალათი იდეალური არჩევანია. ის შედგება სალათის ფურცლების, შემწვარი ბეკონის, ხრაშუნა პურის ნაჭრებისა და ზემოდან მოთავსებული „პაშოტი“ კვერცხისგან.

სად ვჭამოთ?

საუკეთესო გასტრონომიული გამოცდილების მისაღებად, აუცილებლად ეწვიეთ ერთ-ერთ ტრადიციულ ბუშონს. ლიონში უამრავი ასეთი რესტორანია, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილებია Daniel et Denise, Le Garet და Café Comptoir Abel. აქ არა მხოლოდ უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ, არამედ ლიონურ კულტურასაც შეეხებით.

ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ პოლ ბოკუზის სახელობის დახურულ ბაზარს (Les Halles de Lyon Paul Bocuse), სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია ადგილობრივი დელიკატესები: ყველი, ხორცპროდუქტები, ტკბილეული და სხვა. ეს არის ნამდვილი სამოთხე გურმანებისთვის.

ინფორმაცია ლიონში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
LYS
ენა
ფრანგული
თაიმზონა
GMT +1
დღიური საშუალო თანხა
€60.00 - €90.00

ხშირად დასმული კითხვები რიგაში მოგზაურობაზე

თუ უკვე დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთები რიგაში ან უახლოეს მომავალში გეგმავთ ამ ქალაქის მონახულებას, გირჩევთ, გადახედოთ ხშირად დასმულ კითხვებსა და სასარგებლო რჩევებს, რათა თქვენი მოგზაურობა უფრო კომფორტული და დაუვიწყარი იყოს.

ლიონში სამოგზაუროდ საუკეთესო დრო გაზაფხული (აპრილი-ივნისი) და შემოდგომაა (სექტემბერი-ოქტომბერი). ამ პერიოდში ამინდი კომფორტულია, რაც იდეალურია ქალაქის ფეხით დასათვალიერებლად. ზაფხულში ქალაქი ძალიან ცხელი და ხალხმრავალია, თუმცა მრავალი ფესტივალი იმართება. ზამთარი შედარებით გრილია, თუმცა ამ პერიოდში ფასები ყველაზე დაბალია და შეგიძლიათ დაესწროთ ცნობილ „სინათლის ფესტივალს“.

ლიონი გამოირჩევა თავისი უნიკალური შერწყმით ისტორიულ მემკვიდრეობას, გასტრონომიასა და თანამედროვე კულტურას შორის. ქალაქის ისტორიული ცენტრი, Vieux Lyon, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც სავსეა რენესანსის პერიოდის არქიტექტურითა და საიდუმლო „ტრაბულებით“ (traboules). ლიონი საფრანგეთის კულინარიულ დედაქალაქად მიიჩნევა, სადაც ტრადიციული „ბუშონის“ რესტორნებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური ადგილობრივი კერძები. ამასთან, ქალაქი განთქმულია თავისი მუზეუმებითა და ხელოვნების ცენტრებით, რაც მას მოგზაურებისთვის დაუვიწყარ და მრავალფეროვან ადგილად აქცევს.

დიახ, საქართველოდან ლიონში პირდაპირი რეისებით მგზავრობა შესაძლებელია.

ავიაკომპანია ვიზეარი ყველაზე იაფ ავიაბილეთებს გთავაზობთ.

ლიონში იაფად მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია ზამთრის თვეები, განსაკუთრებით იანვარი და თებერვალი. ეს არის „დაბალი სეზონი“, როდესაც ტურისტების ნაკადი მკვეთრად მცირდება, ამიტომაც სასტუმროებსა და ავიაბილეთებზე ფასები ყველაზე დაბალია.

ლიონში სამოგზაუროდ 3-4 დღე სრულიად საკმარისია, რათა ქალაქის მთავარი ხიბლი იგრძნოთ. თუ მეტი დრო გაქვთ, შეგიძლიათ მოინახულოთ მუზეუმები ან ეწვიოთ ახლომდებარე რეგიონებს.

ლიონთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ლიონ-სენტ-ექსუპერის საერთაშორისო აეროპორტი (Lyon-Saint Exupéry Airport – LYS).  აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია.

იაფი ავიაბილეთები ლიონში 1-1.5 თვით ადრე უნდა შეიძინოთ. ასევე, დასვენება არ დაამთხვიოთ სადღესასწაულო თარიღებს, რადგან ამ დროს ფასი იმატებს.