იაფი ავიაბილეთები ნიცაში

იაფი ავიაბილეთები ნიცაში

ნიცა უამრავი მოგზაურის, განსაკუთრებით კი მზის, ზღვისა და ფრანგული ელეგანტურობის მოყვარულთა საოცნებო მიმართულებაა. ამ ფრანგული რივიერას დედაქალაქს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, რათა იხილოს მისი ხმელთაშუა ზღვისპირა სილამაზე, დააგემოვნოს ადგილობრივი კულინარია და ჩაეფლოს მის უნიკალურ, მზიან ატმოსფეროში. იაფი ავიაბილეთები ნიცაში ნამდვილად იღბლიანი შემთხვევაა, ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი – დაგეგმეთ დაუვიწყარი მოგზაურობა თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ქალაქში, რომელიც მომხიბვლელად აერთიანებს ბოჰემურ ხიბლსა და თანამედროვე გლამურს.

ნიცას ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი უნიკალური ხმელთაშუა ზღვისპირა ხასიათია, რომელიც სრულყოფილად ერწყმის კოტ-დ’აზურის ელეგანტურობას. აქ, ერთმანეთის გვერდით ნახავთ ძველებურ, ვიწრო ქუჩებს, ბაროკოს სტილის ეკლესიებსა და მდიდრულ სასტუმროებს, რაც ქალაქს განსაკუთრებულ შარმს სძენს. ნიცა ასევე განთქმულია თავისი ფირუზისფერი ზღვით, ულამაზესი სანაპიროთი (Promenade des Anglais) და მსოფლიო დონის მუზეუმებით, მათ შორის, მატისიისა და შაგალის მუზეუმებით, რაც მას განსაკუთრებულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს. ეს ქალაქი იდეალურია მათთვის, ვისაც ერთდროულად სურს კულტურული აღმოჩენები, დასვენება სანაპიროზე და აქტიური გართობა. ნიცა ნამდვილი საზღვაო სამოთხესავითაა – აქ თითოეული ვიზიტორი თავისთვის სასურველ შთაბეჭდილებებს აუცილებლად იპოვის. იაფი ავიაბილეთები ნიცაში კი ამ განსაკუთრებული გამოცდილების დაწყების საუკეთესო გზაა.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ნიცაში?

ნიცას მიმართულებით მოგზაურობა შეგიძლიათ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან: თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. ასევე, ალტერნატიულ ვარიანტად, გთავაზობთ ფრენებს ერევნიდან.

თბილისი ნიცა შეგიძლიათ გაფრინდეთ პირდაპირი რეისით, ავიაბილეთის ფასი კი 258 ლარიდან იწყება. პირდაპირ ფრენებს ასრულებს Georgian Airways, ხოლო გადაჯდომით რეისებს გვთავაზობენ KLM, LOT, Pegasus და სხვა ავიაკომპანიები.

ქუთაისი ნიცა პირდაპირი ფრენები არ სრულდება, თუმცა გადაჯდომით შეგიძლიათ იმგზავროთ 217 ლარიდან. ამ მიმართულებით ფრენებს გვთავაზობს Pegasus Airlines.

ბათუმიდან ნიცაში გასამგზავრებლად გადაჯდომით რეისით ისარგებლებთ, რომლის ღირებულებაც 511 ლარიდან იწყება. ამ მარშრუტზე Pegasus Airlines-თან ერთად Turkish Airlines-იც დაფრინავს.

თუ ბიუჯეტურ მოგზაურობას ეძებთ, ერევნიდან ნიცაში პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია Wizz Air-ისა და სომხური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyOne-ის მეშვეობით. ავიაბილეთების შეძენას სულ რაღაც 172 ლარიდან შეძლებთ. ერევნის აეროპორტამდე მარტივად ჩახვალთ თბილისიდან ავტომობილით, ავტობუსით ან მატარებლით. ერევნიდან ნიცამდე ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 5 საათია.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილავთ ნიცას მიმართულებით ავიაბილეთების დეტალურ ინფორმაციას თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 ივლისი 202629 ივლისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 586 - დან
18 ივლისი 202625 ივლისი 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 1 275 - დან
19 ივლისი 202626 ივლისი 20261 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 1 230 - დან
20 ივლისი 202627 ივლისი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 258 - დან
21 ივლისი 202622 ივლისი 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 1 213 - დან
22 ივლისი 20265 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 907 - დან
23 ივლისი 202626 ივლისი 20263 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 1 317 - დან
24 ივლისი 202626 ივლისი 20262 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 1 240 - დან
25 ივლისი 202629 ივლისი 20263 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 867 - დან
26 ივლისი 202627 ივლისი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 292 - დან
27 ივლისი 202630 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 1 128 - დან
28 ივლისი 20262 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 954 - დან
29 ივლისი 20265 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 1 099 - დან
30 ივლისი 20266 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 132 - დან
31 ივლისი 20265 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 002 - დან
1 აგვისტო 20265 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 1 051 - დან
2 აგვისტო 20265 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 893 - დან
3 აგვისტო 20267 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 967 - დან
4 აგვისტო 20266 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 922 - დან
5 აგვისტო 202612 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 786 - დან
6 აგვისტო 202610 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 003 - დან
7 აგვისტო 202618 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 942 - დან
8 აგვისტო 202617 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 834 - დან
9 აგვისტო 202619 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 057 - დან
10 აგვისტო 202620 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 1 019 - დან
11 აგვისტო 202622 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 050 - დან
13 აგვისტო 202627 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 101 - დან
14 აგვისტო 202619 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 071 - დან
15 აგვისტო 202622 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 1 057 - დან
16 აგვისტო 202622 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 1 070 - დან
17 აგვისტო 202631 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 062 - დან
18 აგვისტო 202626 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 859 - დან
19 აგვისტო 20262 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 031 - დან
20 აგვისტო 202626 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 1 003 - დან
22 აგვისტო 202629 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 1 118 - დან
23 აგვისტო 202625 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 1 068 - დან
25 აგვისტო 20262 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 994 - დან
26 აგვისტო 202631 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 944 - დან
27 აგვისტო 202631 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 829 - დან
28 აგვისტო 202628 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 035 - დან
1 სექტემბერი 20265 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 931 - დან
2 სექტემბერი 202630 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 903 - დან
4 სექტემბერი 202612 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetბილეთები 952 - დან
5 სექტემბერი 202612 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetბილეთები 996 - დან
6 სექტემბერი 202610 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 945 - დან
7 სექტემბერი 202616 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 851 - დან
8 სექტემბერი 202616 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 859 - დან
9 სექტემბერი 202616 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 845 - დან
10 სექტემბერი 202618 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 897 - დან
14 სექტემბერი 202620 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 989 - დან
15 სექტემბერი 202619 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 1 027 - დან
19 სექტემბერი 202624 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 889 - დან
22 სექტემბერი 202625 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 768 - დან
24 სექტემბერი 20263 ოქტომბერი 20263 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 997 - დან
25 სექტემბერი 202611 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 957 - დან
26 სექტემბერი 20263 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 828 - დან
27 სექტემბერი 20264 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 978 - დან
28 სექტემბერი 20264 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 852 - დან
29 სექტემბერი 20265 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 835 - დან
30 სექტემბერი 20266 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 942 - დან
1 ოქტომბერი 20267 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 862 - დან
2 ოქტომბერი 20267 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 786 - დან
3 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 843 - დან
5 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 868 - დან
6 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 871 - დან
7 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 894 - დან
8 ოქტომბერი 202614 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 034 - დან
9 ოქტომბერი 202616 ოქტომბერი 20263 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 059 - დან
10 ოქტომბერი 202614 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 779 - დან
13 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 1 013 - დან
15 ოქტომბერი 202617 ოქტომბერი 20263 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 847 - დან
30 ოქტომბერი 20263 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 795 - დან
13 ნოემბერი 202617 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 720 - დან
25 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 794 - დან
3 იანვარი 20278 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 020 - დან
4 იანვარი 20278 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 809 - დან
3 თებერვალი 202710 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 823 - დან
4 თებერვალი 202711 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 684 - დან
5 თებერვალი 202712 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 684 - დან
6 თებერვალი 202713 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 786 - დან
7 თებერვალი 202714 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 684 - დან
8 თებერვალი 202715 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 684 - დან
22 მაისი 202731 მაისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 1 094 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ივლისი 202629 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 042 - დან
27 ივლისი 202630 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 897 - დან
4 აგვისტო 202612 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaბილეთები 867 - დან
7 აგვისტო 202614 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaბილეთები 1 023 - დან
10 აგვისტო 202617 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 077 - დან
14 აგვისტო 202628 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 934 - დან
26 აგვისტო 202630 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 048 - დან
27 აგვისტო 202631 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 030 - დან
14 სექტემბერი 202619 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 728 - დან
15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 741 - დან
20 ოქტომბერი 202627 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Air Maltaბილეთები 789 - დან
26 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 607 - დან
27 ნოემბერი 20264 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 513 - დან
3 აპრილი 20279 აპრილი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 653 - დან

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
30 ივლისი 20262 Გაჩერებაბილეთები 1 161 - დან
24 ივლისი 20262 Გაჩერებაბილეთები 1 412 - დან
23 ივლისი 20263 Გაჩერებაბილეთები 1 868 - დან

აღმოაჩინე ნიცა

 

დასარჩენი ადგილი ნიცაში

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ნიცაში , მოგზაურობის დაგეგმვისას, საცხოვრებელი ადგილის სწორი შერჩევა გადამწყვეტია თქვენი კომფორტული დასვენებისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი: მდებარეობა, სისუფთავე, მოხერხებულობა და შეთავაზებული სერვისები.

ქალაქი გთავაზობთ სასტუმროების, აპარტამენტებისა და ჰოსტელების მრავალფეროვან არჩევანს, რაც საშუალებას მოგცემთ იპოვოთ ვარიანტი, რომელიც სრულყოფილად მოერგება თქვენს მოთხოვნებსა და ბიუჯეტს. იმისათვის, რომ არჩევანი კიდევ უფრო გაგიმარტივოთ, ჩვენც შემოგთავაზებთ რამდენიმე რეკომენდაციას.

Hôtel Du Centre, un hôtel AMMI

თუ ნიცაში ნამდვილი ფრანგული ყოველდღიურობის შეგრძნება გსურთ, ამ სასტუმროში დარჩენა საუკეთესო არჩევანია. აქ დაგხვდებათ ფრანგულ ყაიდაზე მოწყობილი ნომრები, საკუთარი ტერასებით, საიდანაც ულამაზესი ფრანგული ქუჩების პანორამული ხედები იშლება. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს კაფეში საუზმის სერვისითაც.

Le Meridien Nice

ამ სასტუმროში ყველა საჭირო კომფორტი ადგილზევე დაგხვდებათ. შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს ცენტრით, აუზითა და ტერასით, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედი იშლება. სასტუმროში ასევე დაგხვდებათ საუზმის სერვისიც.

Best Western Plus Hôtel Massena Nice

თუ ნიცაში გამგზავრების მიზანი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ხილვა და ზღვის პანორამით ტკბობაა, ეს სასტუმრო იდეალური არჩევანია. სასტუმრო ზღვისპირას მდებარეობს, ასე რომ რამდენიმე ნაბიჯში უკვე სანაპიროზე იქნებით. ასევე ახლოსაა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. სასტუმრო გთავაზობთ საუზმის სერვისს, ხოლო ნომრებში მინი-ბარი დამატებითი კომფორტისთვის უზრუნველყოფილია.

Hotel Saint Gothard

ეს სასტუმრო თავისი ღია ფერებითა და კომფორტული ნომრებით ნამდვილად ქმნის მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს დამსვენებლებისთვის. აქ დაგხვდებათ 24-საათიანი საინფორმაციო მაგიდა, სადაც ნებისმიერ დროს შეძლებთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას. აღსანიშნავია, რომ საუზმე ნომრის საფასურში შედის.

რა გავაკეთოთ ნიცაში

იაფი ფრენები ნიცაში თქვენი საგზური გახდება დაუვიწყარი ფრანგული რივიერას თავგადასავლებისკენ. ნიცა გამოირჩევა თავისი კულტურული და სანაპირო სანახაობების მრავალფეროვნებით.

თუ ხელოვნება და დასვენება გაინტერესებთ, აქ მსოფლიო დონის მუზეუმები, ულამაზესი სანაპიროები და ხმელთაშუა ზღვის ხედები დაგხვდებათ. თუ გართობა გსურთ, ნიცას ცოცხალი ღამის ცხოვრება, მყუდრო კაფეები და ფერადი ბაზრობები დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ.

ერთი სიტყვით, არჩევანი დიდია – ნიცა ყველაფერს გთავაზობთ. ჩვენ კი დაგეხმარებით და მოგაწვდით რჩევებს ქალაქის რამდენიმე მთავარი ღირსშესანიშნაობის შესახებ.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (Cathédrale Orthodoxe Russe Saint-Nicolas) არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული ნაგებობა ქალაქში, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას რუსეთის ფარგლებს გარეთ. ის არა მხოლოდ რელიგიური ცენტრია, არამედ მნიშვნელოვანი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ნიცის მდიდარ კავშირებს რუსეთის იმპერიასთან მოგვითხრობს.

ტაძარი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, მშვიდ უბანში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მათთვის, ვინც ქალაქის ხმაურისგან დასვენებას ეძებს. მისი მონახულება ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.

ასენას მუზეუმი

მასენას მუზეუმი (Musée Masséna) არის არა მხოლოდ მუზეუმი, არამედ ქალაქის ისტორიის, ხელოვნებისა და არქიტექტურის ნამდვილი ძვირფასი ქვა. ის განთავსებულია Belle Époque-ის პერიოდის მდიდრულ ვილაში, რომელიც ოდესღაც ნაპოლეონის მარშალის, ანდრე მასენას შვილიშვილს, ვიქტორ მასენას ეკუთვნოდა. ვილა 1898-1901 წლებში აშენდა და 1921 წელს გაიხსნა, როგორც მუზეუმი, მას შემდეგ, რაც ვიქტორის ვაჟმა ის ნიცას ქალაქს გადასცა იმ პირობით, რომ ვილა მუზეუმად გადაკეთდებოდა, ბაღები კი საზოგადოებისთვის ღია იქნებოდა.

ღვთისმშობლის ტაძარი ნიცაში

ღვთისმშობლის ტაძარი (Basilique Notre-Dame de l’Assomption), ქალაქის ცენტრში, ჟან მედსენის ავენიუზე (Avenue Jean Médecin) მდებარეობს და ნიცის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ნიმუშია. ის ყველაზე დიდი კათოლიკური ეკლესიაა ნიცაში და წარმოადგენს ნეო-გოთიკური სტილის გამორჩეულ მაგალითს.

ლასკარის მუზეუმი

ლასკარის მუზეუმი (Musée Palais Lascaris) არის არა მხოლოდ მუზეუმი, არამედ XVII საუკუნის ბაროკოს სტილის დიდებული სასახლე, რომელიც ვიზიტორებს ქალაქის წარსულში, ნიცის არისტოკრატიის ცხოვრების წესსა და დეკორატიული ხელოვნების საოცარ სამყაროში აბრუნებს. ის მდებარეობს ძველი ნიცის (Vieux Nice) გულში, ვიწრო და ხალხმრავალ ქუჩებს შორის, რაც მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

რა ვჭამოთ ნიცაში ?

ნიცა, ფრანგული რივიერას გული, განთქმულია თავისი უნიკალური კულინარიით, რომელიც ხმელთაშუა ზღვისა და პროვანსული სამზარეულოს საუკეთესო ელემენტებს აერთიანებს იტალიური გავლენით. აქ ნახავთ უამრავ ახალ, სეზონურ ინგრედიენტს – ზეითუნის ზეთს, ბოსტნეულს, თევზს და სურნელოვან მწვანილებს.

Salade Niçoise (სალათი ნიცუაზი)

ნიცის ყველაზე ცნობილი კერძი, რომლის სახელიც ქალაქიდან მომდინარეობს. ეს არის ახალი, გულიანი სალათი, რომელიც ტრადიციულად მოიცავს მწიფე პომიდორს, მწვანე ლობიოს, მოხარშულ კვერცხს, ტუნას (ან ანჩოუსს), შავ ზეთისხილს და დრესინგს ზეითუნის ზეთითა და ძმრით. ზოგიერთ ვერსიაში შეიძლება იყოს კარტოფილი ან სხვა ბოსტნეულიც.

Socca (სოკა)

ნიცის ქუჩის საკვების ნამდვილი ვარსკვლავი! სოკა არის თხელი, ხრაშუნა ბლინი, რომელიც წიწიბურის ფქვილისგან, ზეითუნის ზეთისა და წყლისგან მზადდება. მას, როგორც წესი, დიდ, მრგვალ ტაფაში, ხის ღუმელში აცხობენ. ცხლად მიირთმევენ, წიწაკასთან ერთად, ხშირად ქაღალდის კონუსში ან თეფშზე. შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივ ბაზრებზე, განსაკუთრებით Cours Saleya-ზე, ან სპეციალიზებულ პატარა დახლებში.

Pan Bagnat (პან ბანია)

ეს არის ნიცუაზის სალათის სენდვიჩის ვერსია. პან ბანია ფრანგულად ნიშნავს “დასველებულ პურს”, რაც კარგად აღწერს ამ კერძს – ეს არის მრგვალი, ხრაშუნა პური, რომელიც გაჟღენთილია ზეითუნის ზეთით და ივსება სალათი ნიცუაზის ყველა ინგრედიენტით: ტუნა/ანჩოუსი, პომიდორი, მოხარშული კვერცხი, ზეთისხილი და ზოგჯერ წიწაკა. იდეალურია პიკნიკისთვის ან სწრაფი ლანჩისთვის.

Pissaladière (პისალადიერი)

პისალადიერი არის ნიცის კიდევ ერთი საკულტო კერძი, რომელიც ხახვის ტარტს წააგავს. ის მზადდება სქელ ცომზე, რომელზეც მოთავსებულია ნელ-ნელა მოშუშული, კარამელიზებული ხახვი, ანჩოუსის ფილე და შავი ზეთისხილი. ეს არის გემრიელი, მარილიანი ნამცხვარი, რომელიც იდეალურია აპერატივისთვის ან წასახემსებლად.

Petits Farcis (პეტი ფარსი)

ეს არის პატარა, შიგთავსიანი ბოსტნეული. ჩვეულებრივ, ცარიელდება და ივსება სხვადასხვა სეზონური ბოსტნეული, როგორიცაა პომიდორი, ყაბაყი, წიწაკა ან ბადრიჯანი, რომლებიც ივსება დაფქული ხორცის, პურის ნამცეცების, მწვანილისა და ნიცისთვის დამახასიათებელი სანელებლების ნაზავით, შემდეგ კი ცხვება ღუმელში. ეს არის გემრიელი და ჯანსაღი კერძი, რომელიც ხშირად სახლის სამზარეულოს ნაწილია.

Ratatouille (რატატუი)

მიუხედავად იმისა, რომ მთელ პროვანსში პოპულარულია, რატატუი ნიცაში წარმოიშვა. ეს არის ბოსტნეულის შეზავებული კერძი, რომელიც მზადდება ბადრიჯნის, ყაბაყის, პომიდვრის, ხახვისა და წიწაკისგან, მოშუშული ზეითუნის ზეთით, ნიორითა და პროვანსული მწვანილებით. შეიძლება მიირთვათ როგორც ძირითადი კერძი, ისე გარნირად ხორცთან ან თევზთან ერთად.

Daube Niçoise (დობ ნიცუაზი)

ეს არის გულიანი ძროხის რაგუ, ნიცასთვის დამახასიათებელი ვერსია. ის მზადდება ძროხის ხორცის ნელ-ნელა მოხარშვით წითელ ღვინოში, პომიდორთან, სტაფილოსთან, ხახვთან, ნიორთან და ადგილობრივ მწვანილებთან ერთად, ხშირად ემატება სოკო ან ზეთისხილი. მას, როგორც წესი, მიირთმევენ პასტასთან (ხშირად რავიოლთან) ან პოლენტასთან ერთად.

Tourte de Blettes (ტურტ დე ბლეტ)

ეს არის შვეიცარიული მანგოლდის ღვეზელი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ტკბილი, ისე მარილიანი. ტკბილი ვერსია მანგოლდთან ერთად შეიცავს ქიშმიშს, ფიჭვის კაკალს და შაქარს. ეს უჩვეულო, მაგრამ გემრიელი დესერტია, რომელიც ნამდვილად უნდა გასინჯოთ.

ინფორმაცია ნიცაში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
აერპორტის კოდი
NCE
ენა
ფრანგული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
80 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ნიცაზე

თუ იაფი ავიაბილეთები ნიცაში უკვე შეძენილი გაქვთ, აუცილებლად გადახედეთ მომდევნო განყოფილებას. ის პასუხობს ტურისტების ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და გამოსადეგი იქნება მათთვისაც, ვინც ამ ულამაზეს ფრანგულ ქალაქში მოგზაურობას სამომავლოდ გეგმავს.

ზაფხულის თვეები ნიცაში სამოგზაუროდ საუკეთესო დროა, რადგან ამ დროს სანაპიროთი ტკბობაც შეგეძლებათ. თუმცა, როგორც წესი, ქალაქში მთელი წლის მანძილზე კარგი ტემპერატურაა და კომფორტულად დასვენებას ნებისმიერ დროს შეძლებთ.

ნიცაში მოგზაურობისას აუცილებლად ეწვიეთ ქალაქის სანაპიროებს, ტაძრებსა და მუზეუმებს. ნიცა გამორჩეულია თავისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობით, თუმცა დასვენებისა და განტვირთვისთვისაც დიდ შესაძლებლობებს გთავაზობთ.

დიახ, ნიცას ავიაბილეთები შეგიძლიათ პირდაპირი ავიარეისებით დაჯავშნოთ.

ამ ეტაპზე, ნიცაში ყველაზე იაფი ფრენები Turkish Airlines-სა და Georgian Airways-ს აქვს.

თუ ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვა გსურთ, ეცადეთ, ავიაბილეთები არატურისტული სეზონების დროს შეიძინოთ. ამ პერიოდში ავიაბილეთებსაც კიდევ უფრო იაფად ნახავთ და დასარჩენ ადგილებსაც ბიუჯეტურად დაჯავშნით. ასევე, უმჯობესია დასვენება დიდ დღესასწაულებს არ დაამთხვიოთ.

ნიცაში სამოგზაუროდ მინიმუმ 4 დღე გაითვალისწინეთ, რათა მოასწროთ მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

NCE – ნიცის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.

იმისთვის, რომ მოგზაურობა შედარებით ბიუჯეტურად დაგეგმოთ, უმჯობესია იაფი ავიაბილეთები 1-2 თვით ადრე შეიძინოთ და ეცადოთ, ფრენები არ დაამთხვიოთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს.