ქუთაისი ანტალია ფრენები 273 ლარიდან

იაფი ფრენები ანტალიაში

თურქეთის რივიერას გული, ანტალია, ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული, ისტორიული და საზღვაო ცენტრია. მისი ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციების კვალი, რომაული და ოსმალური მემკვიდრეობა, განაპირობებს ქალაქის მრავალფეროვან და განსხვავებულ კულტურულ იდენტობას.

ანტალია ასევე საოცარი ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა. ქუთაისი ანტალია ფრენები საშუალებას მოგცემთ იხილოთ ხმელთაშუა ზღვის ცისფერი პლაჟები და ტაურუსის დიდებული მთები. აქაური ისტორიული ძეგლები და ბუნებრივი საოცრებები ყველა მნახველის გულს მოიგებს. მაგალითად, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ჰადრიანეს კარიბჭეს – დიდებულ რომაულ თაღს, რომელიც ქალაქის ისტორიულ კალეიჩში შესასვლელს ამშვენებს, ან იხილოთ დიუდენის ჩანჩქერი, რომელიც პირდაპირ ზღვაში ჩაედინება.

მათთვის, ვისაც გართობა და განტვირთვა უყვარს, ანტალია უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. ქალაქი ცნობილია ფეშენებელური, “ყველა ინკლუზივის” სასტუმროებითა და კურორტებით, სადაც შეგიძლიათ სრულფასოვნად დაისვენოთ. აქ მუდამ იმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, თანაც, ქალაქში უამრავი ბარი და რესტორანია, სადაც დაუვიწყარ დროს გაატარებთ და ადგილობრივ კულინარიას დააგემოვნებთ.

როგორ გავფრინდეთ ქუთაისიდან ანტალიაში ?

ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ანტალიის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომითი ფრენებია ხელმისაწვდომი. გადაჯდომის ხანგრძლივობა კონკრეტულ რეისზეა დამოკიდებული. ყველაზე იაფად ქუთაისი ანტალია ფრენები -ს შეძენა 273 ლარიდან შეგიძლიათ. ქვემოთ იხილავთ იაფი ფრენების ცხრილს ანტალიის მიმართულებით.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
10 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 188 -დან
13 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 194 -დან
17 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 231 -დან
12 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 318 -დან
14 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 524 -დან
23 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 554 -დან
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
13 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 694 - დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 მარტი 202615 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 694 - დან
9 აპრილი 202615 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 634 - დან
6 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 494 - დან
15 მაისი 202621 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 899 - დან
20 მაისი 202627 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 511 - დან
4 ივნისი 202611 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 727 - დან
11 ივნისი 202618 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 762 - დან
19 ივლისი 202628 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 743 - დან
25 ივლისი 202630 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 930 - დან
26 ივლისი 20261 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 758 - დან
5 აგვისტო 202610 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 747 - დან
26 აგვისტო 202630 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 847 - დან
20 სექტემბერი 202624 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 661 - დან

ინფორმაცია ქუთაისი ანტალია ფრენები -ს შესახებ

ქუთაისიდან ანტალიის მიმართულებით ამ ეტაპზე მხოლოდ გადაჯდომითი ფრენებია ხელმისაწვდომი. თქვენ მარტივად იპოვით თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მაქსიმალურად მორგებულ ვარიანტებს.

ქუთაისიდან ანტალიის მიმართულებით ფრენებს ძირითადად თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus ასრულებს. პეგასუსის მთავარი უპირატესობა სწორედ იაფი ავიაბილეთებია, რაც ანტალიაში ბიუჯეტურად მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა. რეისები სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში 1 ან რამდენიმე საათით გადაჯდომით სრულდება, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი ანტალიის აეროპორტია, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარეობს.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ Pegasus-ის ყველაზე იაფ ტარიფებში მხოლოდ 3 კილოგრამი ხელბარგის წაღებაა ნებადართული. სხვა პაკეტების არჩევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩასაბარებელი ბარგის წაღებაც შეგეძლებათ.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
5 სთ 55 წთ
დისტანცია
1197 კმ
აერპორტის კოდი
AYT
ავიაკომპანიები
Pegasus
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი, ID ბარათი
ვალუტა
₺ TRY Turkish Lira
ენა
თურქული
თაიმზონა
GMT+3
დღიური საშუალო თანხა
40-50 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ანტალიაში ფრენებთან დაკავშირებით

თუ უკვე შეიძინეთ ქუთაისი ანტალია ფრენები , ან სამომავლოდ გეგმავთ ამ ისტორიული ქალაქის მონახულებას, აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. ეს დაგეხმარებათ, თქვენი მოგზაურობა გაცილებით მარტივად დაგეგმოთ.

ანტალიაში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია აპრილის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე. ამ დროს ამინდი იდეალურია – არ არის აუტანელი სიცხე და შეგიძლიათ სრულად დატკბეთ პლაჟებით. თუმცა, ნებისმიერ სეზონზე ანტალია დაუვიწყარ თავგადასავლებსა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

ანტალია, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად სანაპირო დასვენებითა და კურორტებითაა ცნობილი, გაცილებით მეტს მალავს. ქალაქი მრავალი იმპერიის მდიდარ ისტორიას ინახავს – იქნება ეს რომის, ოსმალეთის თუ თანამედროვე თურქეთის მემკვიდრეობა. ეს მას სანაპიროზე განტვირთვის გარდა, კულტურულად და ისტორიულად უაღრესად საინტერესო მიმართულებად აქცევს.

არა, ქუთაისიდან ანტალიაში გამგზავრების მსურველებს, შეუძლიათ ისარგელონ ერთი გადაჯდომით აწყობილი რეისებით.

ავიაკომპანია Pegasus ანტალიაში ყველაზე ბიუჯეტურად მოგახვედრებთ.

ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვისას, არატურისტული სეზონები საუკეთესო არჩევანია. ამ დროს ავიაბილეთებისა და საცხოვრებლის ფასები საგრძნობლად მცირდება, რაც თქვენს სამოგზაურო ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ანტალიაში ვიზიტისას, კულტურული ძეგლების დასათვალიერებლად მინიმუმ ორი დღე დაგჭირდებათ. რაც შეეხება პლაჟზე დასვენებას, ეს უკვე თქვენს გემოვნებასა და განწყობაზეა დამოკიდებული – შეგიძლიათ იმდენი დრო გაატაროთ ზღვის პირას, რამდენიც მოგესურვებათ.

ანტალიის აეროპორტი AYT ქალაქიდან მხოლოდ 9 კილომეტრის დაშორებითაა.

ანტალიაში წარმატებული მოგზაურობისთვის, უმჯობესია ავიაბილეთები წინასწარ შეიძინოთ. ეცადეთ, თქვენი ფრენები არ დაამთხვიოთ დასვენების დღეებს ან ოფიციალურ დღესასწაულებს, რადგან ამ პერიოდში ფასები, როგორც წესი, იმატებს.