იაფი ფრენები ბუდაპეშტში
უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული ქალაქია. შეუძლებელია, აქ მოგზაურობამ იმედები გაგიცრუოთ, რადგან ქალაქი ნამდვილ ზღაპრულ სანახაობას ჰგავს. აქ ყველა ტიპის მოგზაური იპოვის თავის საყვარელ ადგილს, არ აქვს მნიშვნელობა, დასვენება და გართობა გიზიდავთ თუ ისტორიული ძეგლების ნახვა გაგაფრთოვანებთ. ქუთაისი-ბუდაპეშტის ავიაბილეთები თავს თქვენს ოცნებებში ამოგაყოფინებთ!
ბუდაპეშტი განთქმულია თავისი ულამაზესი კოშკებით, მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილის შენობებითა და მყუდრო უბნებით. საღამოობით აქ საუცხოოდ გაერთობით კლუბებსა თუ კაფე-ბარებში. ბუდაპეშტში მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ, უნგრეთის ამ შეუდარებელ დედაქალაქს უძველესი ისტორიული შენობებიდან გადმოხედოთ და მისი პანორამული ხედებით დატკბეთ.
შეგიძლიათ ეწვიოთ პარლამენტის შენობას და მის ქვემოთ, მდინარე დუნაის გაყოლებაზე ისეირნოთ. თუ უფრო განსხვავებული გამოცდილების მიღება გსურთ, გემით გასეირნებასაც გირჩევთ. ქალაქში უამრავი სანახაობაა, ამიტომ მოასწარით და სპეციალური შეთავაზებით შეიძინეთ ქუთაისი ბუდაპეშტი ფრენები .