თბილისი ბოლონია ფრენები 332 ლარიდან

იაფი ფრენები ბოლონიაში

ბოლონია ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი უძველესი და კულტურულად უმდიდრესი ქალაქია, რომელიც თავისი შუა საუკუნეების კოშკებითა და თვალწარმტაცი წითელი აგურის არქიტექტურით თითოეულ სტუმარზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ქალაქის ქუჩებში ნახავთ უძველეს უნივერსიტეტს, ბაზილიკებსა და უნიკალურ პორტიკებს, რომლებიც ქალაქის ხიბლს კიდევ უფრო ზრდის. ემილია-რომანიას რეგიონის ცენტრალური მდებარეობა ბოლონიას გეოგრაფიულ და გასტრონომიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ამტკიცებს. ეს ქალაქი იდეალურია როგორც ისტორიის მოყვარულთათვის, ისე მათთვის, ვინც იტალიური კერძების დაგემოვნებას აპირებს.

თუ მოგზაურობა გიყვართ და ახალი გამოცდილების აღმოჩენა გხიბლავთ, თბილისი-ბოლონიის ავიაბილეთები სწორედ თქვენთვისაა. ბოლონიის განსაკუთრებული ატმოსფერო პირველივე წუთებიდანვე მოგხიბლავთ. თქვენ შეგიძლიათ მთელი დღე თქვენს გემოვნებაზე მორგებული აქტივობებით გაატაროთ – დილით დაათვალიერეთ ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ხოლო საღამოს გადაინაცვლეთ ძველ ქუჩებზე, სადაც ადგილობრივი კაფეებისა და რესტორნების მყუდრო გარემო გელოდებათ.

ბოლონიაში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ მაჯორეს მოედანს და მოინახულეთ ბოლონიის ორი კოშკი – ეს ღირსშესანიშნაობები ქალაქის ისტორიულ მნიშვნელობასა და არქიტექტურულ სილამაზეს სრულად გადმოსცემს. თბილისი ბოლონია ფრენები კი თქვენი უნიკალური კულტურული და კულინარიული აღმოჩენების დასაწყისად იქცევა.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან ბოლონიაში ?

თბილისიდან ბოლონიაში პირდაპირი ფრენები არ სრულდება, ამიტომ მოგიწევთ გადაჯდომითი რეისით მგზავრობა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენის ხანგრძლივობა გაიზრდება, ეს ულამაზესი იტალიური ქალაქი ნამდვილად ღირს ამად! ავიაბილეთის დაჯავშნისას ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, კერძოდ, სად და რამდენ ხანს გიწევთ გადაჯდომა, რათა თქვენი მოგზაურობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
31 ივლისი 20261 Გაჩერებაბილეთები 456 -დან
3 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 371 -დან
8 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 395 -დან
11 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 455 -დან
7 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 472 -დან
2 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 496 -დან
12 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 534 -დან
13 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 557 -დან
21 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 626 -დან
20 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 655 -დან
23 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 688 -დან
26 აგვისტო 20261 Გაჩერებაბილეთები 753 -დან
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
31 ივლისი 20261 Გაჩერებაბილეთები 1 062 - დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 ივლისი 202610 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 062 - დან
3 აგვისტო 20266 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაFly Oneბილეთები 1 062 - დან
4 აგვისტო 202614 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 756 - დან
9 აგვისტო 202611 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 082 - დან
5 სექტემბერი 202612 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 930 - დან
8 სექტემბერი 202615 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airბილეთები 876 - დან
16 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 817 - დან
13 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 717 - დან
11 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 613 - დან
3 თებერვალი 202710 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 736 - დან
4 თებერვალი 202711 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 607 - დან
5 თებერვალი 202712 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 641 - დან
9 თებერვალი 202716 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 642 - დან
10 თებერვალი 202717 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 736 - დან
20 მარტი 202724 მარტი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 696 - დან
21 მაისი 20274 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 784 - დან

ინფორმაცია თბილისი ბოლონია ფრენები -ს შესახებ

თბილისიდან ბოლონიაში გადაჯდომითი ფრენების შეძენა შეგიძლიათ 332 ლარიდან. ამ მიმართულებით რეისებს გვთავაზობენ თურქული ავიაკომპანიები Pegasus Airlines და Turkish Airlines, ასევე გერმანული Lufthansa.

Pegasus Airlines და Turkish Airlines დაფრინავენ სტამბოლის გავლით. Pegasus ცნობილია იაფი ავიაბილეთებით, ხოლო Turkish Airlines უფრო მაღალი კლასის მომსახურებას გთავაზობთ. ufthansa კი მიუნხენის აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს რეისებს.

ყველა ეს ავიაკომპანია ბოლონიის გუგლიელმო მარკონის აეროპორტში ჩაფრინდება.

თბილისი ბოლონია ფრენები -ს შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ავიაკომპანიის ბარგის პოლიტიკას. მაგალითად, Pegasus-ის იაფი ბილეთები მხოლოდ 3 კგ-მდე ხელბარგს მოიცავს, ხოლო Turkish Airlines-ისა და Lufthansa-ს ეკონომ კლასის ბილეთებშიც კი შედის 23 კგ-მდე რეგისტრირებული ბარგი.

ასევე, გირჩევთ, ავიაბილეთის შეძენისას ყურადღება მიაქციოთ გადაჯდომის ხანგრძლივობას და შეარჩიოთ ისეთი რეისი, რომელიც თქვენი მოგზაურობის განრიგს ყველაზე მეტად შეესაბამება.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
6 სთ 50 წთ
დისტანცია
2767 კმ
აერპორტის კოდი
BLQ
ავიაკომპანიები
Pegasus
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
იტალიური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
70-100 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ბოლონიაში ფრენებთან დაკავშირებით

თუ უკვე დაჯავშნეთ თბილისი ბოლონია ფრენები , ან ახლო მომავალში გეგმავთ მოგზაურობას, გირჩევთ, გაეცნოთ ხშირად დასმული კითხვების სექციას, რათა თქვენი მოგზაურობის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გახადოთ.

ბოლონიაში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი გაზაფხული (აპრილი-ივნისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი) არის. ამ დროს ამინდი სასიამოვნოა და ქალაქის უძველესი ქუჩების, პორტიკოებისა და კოშკების დათვალიერება ბევრად კომფორტულია. ტემპერატურა არ არის ძალიან მაღალი, რაც ხელს უწყობს მშვიდ და სასიამოვნო მოგზაურობას.

ბოლონია უნიკალური იტალიური ქალაქია, რომელიც გამორჩეულია თავისი მდიდრული ისტორიითა და კულინარიული ტრადიციებით. მას ხშირად “წითელ ქალაქს” უწოდებენ უძველესი შენობების აგურის ფერის გამო. ბოლონიაში მდებარეობს მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტი, რაც ქალაქს ახალგაზრდულ და ინტელექტუალურ სულს ანიჭებს. მისი მთავარი სავიზიტო ბარათია უნიკალური პორტიკოები – დახურული გასასვლელები, რომლებიც მთელი ქალაქის ქუჩებს გასდევს. ბოლონია ასევე იტალიის გასტრონომიული დედაქალაქია, საიდანაც წარმოიშვა ისეთი ცნობილი კერძები, როგორიცაა სპაგეტი ბოლონეზე და ტორტელინი. ეს არის ქალაქი, სადაც ისტორია, კულტურა და გემრიელი კერძები იდეალურად არის შერწყმული.

ამჟამად თბილისიდან ბოლონიაში პირდაპირი ფრენები არ სრულდება. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლოთ გადაჯდომითი რეისებით, რომლებსაც რამდენიმე ავიაკომპანია გთავაზობთ.

ავიაკომპანია პეგასუსი თბილისიდან ბოლონიაშე ყველაზე იაფ ფრენებს გთავაზობთ.

ბოლონიაში იაფად სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი არის არასეზონური თვეები, კერძოდ, ზამთარი (იანვარი-თებერვალი) და გვიანი შემოდგომა (ნოემბერი). ამ დროს ტურისტების რაოდენობა მცირეა, რაც ავიაკომპანიებსა და სასტუმროებს აიძულებს ფასები შეამცირონ.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების სანახავად 2-3 დღე საკმარისია, თუმცა, თუ გსურთ სრულად შეიგრძნოთ ქალაქის ატმოსფერო, 4-5 დღე ოპტიმალურია.

ბოლონიასთან ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი არის ბოლონიის გუგლიელმო მარკონის აეროპორტი (Guglielmo Marconi Airport – BLQ). ის ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს.

ავიაბილეთების ფასი დროთა განმავლობაში იზრდება, ამიტომ ყველაზე ხელსაყრელ შეთავაზებებს თუ ეძებთ, თბილისი ბოლონია ფრენები დაგეგმეთ 1-2 თვით ადრე. ასე შეძლებთ თავიდან აიცილოთ მაღალი ფასები და მეტი არჩევანიც გექნებათ.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთების შეძენა უმჯობესია სამუშაო დღეებში, რადგან შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მოთხოვნასთან ერთად, ტარიფებიც იზრდება.