თბილისი ლიონი ფრენები 268 ლარიდან

იაფი ფრენები ლიონში

ლიონი საფრანგეთის კულტურული და გასტრონომიული ცენტრია, რომელიც თავისი მდიდარი ისტორიითა და უნიკალური არქიტექტურით თითოეულ სტუმარზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ქალაქის ქუჩებში ნახავთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ძველ ლიონს, მდინარეების რონისა და სონის ულამაზეს სანაპიროებსა და მყუდრო მოედნებს, რომლებიც ქალაქის ხიბლს კიდევ უფრო ზრდის. საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში მისი ცენტრალური მდებარეობა ლიონს გეოგრაფიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო ამტკიცებს. ეს ქალაქი იდეალურია როგორც ისტორიის მოყვარულთათვის, ისე მათთვის, ვინც ფრანგული კულინარიული ხელოვნებით არის დაინტერესებული.

თუ მოგზაურობა გიყვართ და ახალი გამოცდილების აღმოჩენა გხიბლავთ, თბილისი-ლიონის ავიაბილეთები სწორედ თქვენთვისაა. ლიონის განსაკუთრებული ატმოსფერო პირველივე წუთებიდანვე მოგხიბლავთ. თქვენ შეგიძლიათ მთელი დღე თქვენს გემოვნებაზე მორგებული აქტივობებით გაატაროთ – დილით დაათვალიერეთ ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ხოლო საღამოს გადაინაცვლეთ ძველ ქალაქში, სადაც მყუდრო კაფეებისა და რესტორნების გარემო გელოდებათ.

ლიონში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ ძველ ლიონს (Vieux Lyon) და მოინახულეთ ფურვიერის გორაზე მდებარე ღვთისმშობლის ტაძარი – ეს ღირსშესანიშნაობები ქალაქის ისტორიულ მნიშვნელობასა და არქიტექტურულ სილამაზეს სრულად გადმოსცემს. თბილისი ლიონი ფრენები კი თქვენი უნიკალური კულტურული და კულინარიული აღმოჩენების დასაწყისად იქცევა.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან ლიონში ?

თბილისიდან ლიონში პირდაპირი ფრენები არ სრულდება, თუმცა გადაჯდომითი ფრენებით მგზავრობა შეგიძლიათ დაგეგმოთ. ავიაკომპანიები სხვადასხვა პირობებს გთავაზობენ, ამიტომ ავიაბილეთის შეძენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ დეტალები. ვინაიდან თბილისი ლიონი ფრენები ყოველდღე სრულდება, მარტივად შეძლებთ თქვენი ბიუჯეტისა და განრიგისთვის შესაფერისი იაფი ავიაბილეთის მოძებნას.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
31 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 299 -დან
29 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 315 -დან
18 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 318 -დან
26 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 354 -დან
20 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 355 -დან
17 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 356 -დან
25 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 419 -დან
27 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 456 -დან
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
31 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 814 - დან
27 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 1 212 - დან
31 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 1 230 - დან
24 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 1 327 - დან
28 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 1 327 - დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 მარტი 20264 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 212 - დან
28 მარტი 20264 აპრილი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 327 - დან
31 მარტი 20263 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 814 - დან
3 აპრილი 20262 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 766 - დან
13 აპრილი 20263 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 903 - დან
14 აპრილი 202618 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 873 - დან
25 აპრილი 202628 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 729 - დან
26 აპრილი 202630 აპრილი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 673 - დან
30 აპრილი 20265 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 733 - დან
1 მაისი 20269 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 786 - დან
2 მაისი 20267 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 669 - დან
7 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 694 - დან
5 ივლისი 202619 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 158 - დან
7 ივლისი 20266 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 971 - დან
8 ივლისი 20267 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 091 - დან
9 ივლისი 20266 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 987 - დან
18 ივლისი 202626 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 424 - დან
30 ივლისი 20267 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 1 164 - დან
5 აგვისტო 202610 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 034 - დან
8 აგვისტო 20268 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 667 - დან

ინფორმაცია თბილისი ლიონი ფრენები -ს შესახებ

თბილისი ლიონი ფრენები -ს შეძენა შეგიძლიათ 268 ლარიდან. ამ მიმართულებით ფრენებს გვთავაზობენ თურქული ავიაკომპანიები: Pegasus და Ajet , ასევე ფრანგული Air France.

Pegasus Airlines და Ajet Airlines სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით დაფრინავენ, ხოლო Air France – პარიზის შარლ-დე-გოლის აეროპორტში.

ყველა ზემოთხსენებული ავიაკომპანია ლიონის სენტ-ექსუპერის აეროპორტში ჩაფრინდება. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ბარგის წესებს, რადგან ისინი განსხვავებულია. Pegasus-ის იაფი პაკეტები მხოლოდ 3 კგ-მდე ხელბარგს მოიცავს. Ajet-ის შემთხვევაში შეგიძლიათ 8 კგ-მდე ხელბარგი იქონიოთ თან. Air France კი 12 კგ-მდე ხელბარგის უფლებას გაძლევთ.

მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ ფასი, გადაჯდომის ხანგრძლივობა და ბარგის ზომა, რათა თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. გაეცანი ყველა საჭირო ინფორაციას ერთ სივრცეში, მოძებნე იაფი ფრენები და იმოგზაურე მარტივად.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
7 სთ 25 წთ
დისტანცია
3207 კმ
აერპორტის კოდი
LYS
ავიაკომპანიები
Pegasus, Ajet, Air France
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
ფრანგული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
60-90 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ლიონში ფრენებთან დაკავშირებით

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი ლიონი ფრენები ან მომავალში აპირებთ ამ ქალაქში მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით შემდეგ სექციას. აქ ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას იპოვით, რაც თქვენი მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

ლიონში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი-ივნისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი). ამ დროს ამინდი სასიამოვნო და ზომიერია, რაც იდეალურია ქალაქის დათვალიერებისა და ღია ცის ქვეშ გასეირნებისთვის. ტურისტული ნაკადიც შედარებით ნაკლებია, ვიდრე ზაფხულში, ამიტომ ქალაქით უფრო მშვიდ გარემოში ისიამოვნებთ.

ლიონი საფრანგეთის გასტრონომიული დედაქალაქია, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალური ისტორიითა და კულინარიული ტრადიციებით. ქალაქის ისტორიული ნაწილი, ძველი ლიონი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და ცნობილია თავისი შუა საუკუნეების არქიტექტურით.

ლიონი ასევე ცნობილია თავისი “ტრაბულებით” (traboules) — საიდუმლო გასასვლელებით, რომლებიც შენობებსა და ქუჩებს აკავშირებს. გარდა ამისა, ქალაქი განთქმულია თავისი დახვეწილი სამზარეულოთი, სადაც უამრავ რესტორანსა და კაფეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ფრანგული კერძები.

არა, თბილისსა და ლიონს შორის პირდაპირი ფრენები არ არის ხელმისაწვდომი.

ავიაკომპანია პეგასუსი გთავაზობთ თბილისიდან ლიონში ყველაზე იაფ ფრენებს.

ლიონში იაფად სამოგზაუროდ საუკეთესო დროა ზამთრის თვეები (იანვარი-თებერვალი) და გვიანი შემოდგომა (ნოემბერი). ამ პერიოდში ტურისტული ნაკადი მცირეა, რაც ავიაკომპანიებსა და სასტუმროებს აიძულებს, ფასები შეამცირონ.

 

4-5 დღე საუკეთესო არჩევანია, რათა ლიონის ისტორიული და კულინარიული მხარეები სრულად შეიგრძნოთ.

ლიონთან ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი არის ლიონის სენტ-ექსუპერის აეროპორტი (LYS). ის ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს, რაც მგზავრობას ძალიან კომფორტულს ხდის.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ თბილისი ლიონი ავიაბილეთები და მალევე იზრუნეთ დასარჩენი ადგილის დაჯავშნაზეც.