თბილისი პარიზი ფრენები 299 ლარიდან

იაფი ფრენები პარიზში

პარიზი, საფრანგეთის ულამაზესი დედაქალაქი, მრავალი მოგზაურის საოცნებო მიმართულებად ითვლება. ეს ქალაქი გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავლებს – იდეალურია რომანტიკული დასვენებისთვის საყვარელ ადამიანთან ერთად. ფრანგული ელეგანტურობა, ულამაზესი არქიტექტურა, მომხიბვლელი კაფე-ბარები და მაღალი დონის რესტორნები აქ თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულ გამოცდილებას ჰპირდება.

ევროპის კულტურული ცენტრი, პარიზი შესანიშნავად აერთიანებს ისტორიას, ხელოვნებასა და თანამედროვეობას. ქალაქის ქუჩებში სეირნობა თითქოს ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობაა, სადაც ყოველ ნაბიჯზე უნიკალური მუზეუმები, გალერეები და ხელოვნების ნიმუშებია. თუ გსურთ განიცადოთ ეს ყველაფერი, არ გაუშვათ შანსი – შეიძინეთ ქუთაისი პარიზი ფრენები და დაიწყეთ დაუვიწყარი თავგადასავალი მსოფლიო ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ქალაქში.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან პარიზში ?

პარიზში სამი მთავარი აეროპორტი ფუნქციონირებს: ორლი, ბოვე და შარლ დე გოლი, რომლებიც სხვადასხვა ავიაკომპანიების რეისებს ემსახურება. თბილისიდან პარიზამდე შეგიძლიათ იმოგზაუროთ როგორც პირდაპირი, ასევე გადაჯდომით ავიარეისებით. თბილისი პარიზი ფრენები წარმოდგენილია მრავალი ავიაკომპანიის მიერ, განსხვავებული ფასებითა და პირობებით, რაც მოგცემთ შესაძლებლობას შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ვარიანტი.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
25 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 311 -დან
31 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 333 -დან
18 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 336 -დან
22 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 393 -დან
26 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 400 -დან
28 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 416 -დან
27 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 423 -დან
23 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 465 -დან
21 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 540 -დან
15 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 587 -დან
გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 მარტი 202625 მარტი 2026Air Franceბილეთები 946 - დან
1 აპრილი 202629 აპრილი 2026Transaviaბილეთები 627 - დან
27 მაისი 202630 მაისი 2026Transaviaბილეთები 580 - დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 მარტი 20262 აპრილი 2026პირდაპირიAJetბილეთები 557 - დან

ინფორმაცია თბილისი პარიზი ფრენები -ს შესახებ

თბილისიდან პარიზში პირდაპირ იაფ ავიარეისებს გთავაზობენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორიცაა Georgian Airways, Air France და Transavia. მათი ფრენები უფრო სწრაფი და მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სურს მინიმალური დროის დაკარგვით ჩაფრინდეს საფრანგეთის დედაქალაქში. პირდაპირი რეისები, როგორც წესი, გამარტივებული პროცედურებით გამოირჩევა და ნაკლებ სტრესს ქმნის მგზავრობისას.

გადაჯდომით ფრენებს კი გვთავაზობს ისეთი ავიაკომპანიები, როგორებიცააა –  Pegasus Airlines, Aegean Airlines, Turkish Airlines და სხვები. ამ შემთხვევებში მოგიწევთ გადაჯდომა ისეთ ჰაბებში, როგორიცაა სტამბული, ათენი ან სხვა ევროპული ქალაქები, და ფრენის საერთო ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის დროზე.

Georgian Airways პირდაპირ ფრენებს პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ასრულებს. ავიაბილეთის საწყისი ღირებულება დაახლოებით 840 ლარიდან იწყება და მოიცავს 8 კგ-მდე ხელბარგსა და 23 კგ-მდე ჩასაბარებელ ბარგს.

Air France  ფრენებს შარლ დე გოლის აეროპორტში ახორციელებს და ავიაბილეთებს 450 ლარიდან გვთავაზობს, რომლის ტარიფშიც შედის ერთი ერთეული ხელბარგი და 12 კგ ბარგი.

რაც შეეხება Transavia -ს, ცალმხრივი ავიაბილეთის 329 ლარიდან იწყება, დამოკიდებულია სეზონზე.

ჯამში, თბილისი პარიზი ფრენები ს ღირებულება იწყება დაახლოებით 300–320 ლარიდან, ხოლო საბოლოო ფასი დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე, ბარგის ტიპზე, გადაჯდომებზე და სერვისზე. პირდაპირი ფრენები უფრო კომფორტულია, ხოლო გადაჯდომითი ვარიანტები ხშირად უფრო ხელმისაწვდომია ბიუჯეტურად მოგზაურებისთვის.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
5 სთ
დისტანცია
3 375 კმ
აერპორტის კოდი
CDG
ავიაკომპანიები
Georgian Airways, Air France, Transavia
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
ფრანგული
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
70-90 ევრო

ხშირად დასმული კითხვები პარიზში ფრენებთან დაკავშირებით

მოგზაურობის წინ ხშირად ვნერვიულობთ, რომ რამე მნიშვნელოვანი არ გამოგვრჩეს. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მომზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყოთ და წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია იმ ქვეყნისა და ქალაქის შესახებ, სადაც მიემგზავრებით. თუ უკვე შეიძინეთ თბილისი პარიზი ფრენები , აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს ფრენასთან და პარიზში ჩასვლასთან დაკავშირებით – ეს დაგეხმარებათ უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და მშვიდად მოემზადოთ თქვენი მოგზაურობისთვის.

პარიზში მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა ადრეული გაზაფხული და შემოდგომა, როცა ჰაერის ტემპერატურა სასიამოვნოა და ტურისტთა ნაკადიც შედარებით ნაკლებია. ამ პერიოდებში ქალაქი უფრო მშვიდ გარემოში შეგიძლიათ შეისწავლოთ, აირიდოთ გრძელი რიგები მუზეუმებსა და ღირსშესანიშნობებთან და სრულად დატკბეთ პარიზის ავთენტური ატმოსფეროთი.

პარიზი განსაკუთრებულია თავისი შეუდარებელი რომანტიკული გარემოთი, გამორჩეული მუზეუმებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და დახვეწილი არქიტექტურით. იგი ითვლება ხელოვნების, მოდისა და გურმანული კულინარიის დედაქალაქად, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს თავის უნიკალურ ხიბლს და ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად რჩება.

დიახ, თბილისსა და პარიზს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაა.

თბილისიდან პარიზში იაფ პირდაპირ ფრენებს Transavia და Air France ასრულებს.

პარიზში 3 მთავარი აეროპორტია: ბოვეს, შარლ დე გოლის და ორლის. სხვადასხვა ავიაკომპანია სხვადასხვა აეროპორტში ახორციელებს რეისებს.

ბიუჯეტური მოგზაურობისთვის პარიზში გამგზავრება უმჯობესია აირჩიოთ არატურისტულ სეზონებზე, როგორიცაა ზამთარი ან ადრეული გაზაფხული. ამ დროს ქალაქში ნაკლები ტურისტია, რაც იწვევს ავიაბილეთებისა და განთავსების ფასების კლებას. შედეგად, შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაუროთ და უფრო მშვიდ გარემოში აღმოაჩინოთ პარიზის შარმი.

პარიზში მოგზაურობისთვის იდეალური დროა 4-5 დღე, რაც საშუალებას მოგცემთ მოინახულოთ ქალაქის უმთავრესი ღირსშესანიშნაობები – ეიფელის კოშკი, ლუვრი, ნოტრ-დამი, მონმარტრი და ვერსალის სასახლე. ამ დროის განმავლობაში ასევე შეძლებთ დატკბეთ პარიზული კაფეებით, სეირნობათ სენის სანაპიროზე და შეიგრძნოთ ქალაქის უნიკალური ატმოსფერო. თუ მეტი დრო გაქვთ, შეგიძლიათ გააფართოოთ თქვენი მარშრუტი და ეწვიოთ ახლომდებარე ქალაქებს ან თემატურ პარკებს, როგორიცაა Disneyland Paris.

პარიზთან ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი, ორლის საერთაშორისო აეროპორტია (Paris Orly, ORY), რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 13 კილომეტრში.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად, მოგზაურობის დაგეგმვა 1-1.5 თვით ადრე დაიწყეთ.