თბილისი რიგა ფრენები 380 ლარიდან

იაფი ფრენები რიგაში

რიგა ლატვიის დედაქალაქი და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, რომელიც თავისი შუა საუკუნეების არქიტექტურითა და არტ-ნუვოს სტილის შენობებით თითოეულ სტუმარზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ქალაქის ქუჩებში ნახავთ იუნესკოს დაცვის სიაში შეტანილ ისტორიულ ცენტრს, მდინარე დაუგავას თვალწარმტაც სანაპიროსა და მყუდრო პარკებს, რომლებიც ქალაქის ხიბლს კიდევ უფრო ზრდის. ბალტიისპირეთში მისი ცენტრალური მდებარეობა რიგას გეოგრაფიულ და სავაჭრო მნიშვნელობას კიდევ უფრო ამტკიცებს. ეს ქალაქი იდეალურია როგორც ისტორიის მოყვარულთათვის, ისე მათთვის, ვინც მშვიდი ბუნებითა და თანამედროვე ხელოვნებით არის დაინტერესებული.

თუ მოგზაურობა გიყვართ და ახალი გამოცდილების აღმოჩენა გხიბლავთ, თბილისი-რიგის ავიაბილეთები სწორედ თქვენთვისაა. რიგის განსაკუთრებული ატმოსფერო პირველივე წუთებიდანვე მოგხიბლავთ. თქვენ შეგიძლიათ მთელი დღე თქვენს გემოვნებაზე მორგებული აქტივობებით გაატაროთ – დილით დაათვალიერეთ ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ხოლო საღამოს გადაინაცვლეთ ძველ ქალაქში, სადაც მყუდრო კაფეებისა და რესტორნების გარემო გელოდებათ.

რიგაში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ ძველ ქალაქს და მოინახულეთ წმინდა პეტრეს ეკლესია – ეს ღირსშესანიშნაობები ქალაქის ისტორიულ მნიშვნელობასა და არქიტექტურულ სილამაზეს სრულად გადმოსცემს. თბილისი რიგა ფრენები კი თქვენი უნიკალური კულტურული და ვიზუალური აღმოჩენების დასაწყისად იქცევა.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან რიგაში ?

თბილისიდან რიგაში შეგიძლიათ იმოგზაუროთ როგორც პირდაპირი, ასევე გადაჯდომითი ფრენებით. ყველაზე იაფი ავიაბილეთების ფასი 380 ლარიდან იწყება. თქვენი კომფორტისათვის, ქვემოთ მოცემულ ცხრილში იპოვით რიგის მიმართულებით ფრენების დეტალურ ჩამონათვალს.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
31 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 861 -დან
27 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 871 -დან
26 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 946 -დან
25 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 1 065 -დან
10 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 407 -დან
24 ნოემბერი 2026პირდაპირიბილეთები 443 -დან
17 ნოემბერი 2026პირდაპირიბილეთები 469 -დან
14 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 492 -დან
7 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 529 -დან
6 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 533 -დან
3 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 583 -დან
2 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 628 -დან
1 ნოემბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 721 -დან
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
26 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაბილეთები 1 152 - დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 1 152 - დან
1 ნოემბერი 20265 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 1 173 - დან
2 ნოემბერი 20265 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 1 047 - დან
3 ნოემბერი 20265 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 992 - დან
7 ნოემბერი 202613 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 833 - დან
17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 801 - დან
19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 951 - დან
1 დეკემბერი 20265 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 697 - დან
7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 751 - დან
19 დეკემბერი 202624 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 867 - დან
23 დეკემბერი 20265 იანვარი 2027პირდაპირიairBalticბილეთები 713 - დან
29 დეკემბერი 20261 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 653 - დან
30 დეკემბერი 20265 იანვარი 2027პირდაპირიairBalticბილეთები 764 - დან
26 იანვარი 202729 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 745 - დან
27 იანვარი 202730 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 913 - დან
7 მაისი 202712 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 834 - დან
21 მაისი 202726 მაისი 2027პირდაპირიairBalticბილეთები 835 - დან
22 მაისი 202726 მაისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 941 - დან
23 მაისი 202727 მაისი 2027პირდაპირიairBalticბილეთები 822 - დან

ინფორმაცია თბილისი რიგა ფრენები -ს შესახებ

თბილისიდან რიგაში პირდაპირ ფრენებს ლატვიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AirBaltic გვთავაზობს. ამ შემთხვევაში, ბილეთის ფასში შედის 8 კგ-მდე ხელბარგი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დამატებითი თანხის სანაცვლოდ ჩასაბარებელი ბარგიც შეიძინოთ.

გარდა პირდაპირი რეისებისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ Lot-ის (ვარშავაში გადაჯდომით) და Turkish Airlines-ის (სტამბოლში გადაჯდომით) ფრენებითაც. Lot-ის შემთხვევაში, თქვენი ბარგი 8 კგ-მდე უნდა იყოს. Turkish Airlines კი ეკონომ კლასშიც კი 23 კგ-მდე ბარგის წაღების საშუალებას გაძლევთ.

ამიტომ, ავიაბილეთის არჩევისას, გაითვალისწინეთ არა მხოლოდ ფასი, არამედ ბარგის პოლიტიკაც, რათა თქვენი მოგზაურობა ყველაზე კომფორტული იყოს.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
4 სთ 40 წთ
დისტანცია
2263 კმ
აერპორტის კოდი
RIX
ავიაკომპანიები
AirBaltic, Turkish Airlines, Lot
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
ლატვიური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
40 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ბოლონიაში ფრენებთან დაკავშირებით

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი რიგა ფრენები ან მომავალში აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ, გირჩევთ, გაეცნოთ ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას იპოვით, რაც რიგაში თქვენი მოგზაურობის სწრაფად და მარტივად დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

რიგაში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდია გაზაფხულის ბოლო (მაისი) და ზაფხულის თვეები (ივნისი-აგვისტო). ამ დროს ამინდი თბილი და სასიამოვნოა, ტემპერატურა საშუალოდ 15°C-დან 25°C-მდე მერყეობს.

ეს პერიოდი იდეალურია ქალაქის ღირსშესანიშნაობების, პარკებისა და ძველი ქალაქის ქუჩების დასათვალიერებლად. ზაფხულში ქალაქი ცოცხლდება და უამრავი ფესტივალი და კულტურული ღონისძიება იმართება.

რიგა გამორჩეული ქალაქია თავისი მდიდარი ისტორიითა და უნიკალური არქიტექტურით. მისი ისტორიული ცენტრი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, წარმოადგენს შუა საუკუნეებისა და არტ-ნუვოს სტილის შენობების იდეალურ ნაზავს.

რიგა ცნობილია როგორც “ბალტიის მარგალიტი”, რადგან მასში ერთმანეთს ერწყმის ძველი ევროპული კულტურა და თანამედროვე ხელოვნება. ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მდინარე დაუგავას სანაპირო და მრავალრიცხოვანი პარკები, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს როგორც კულტურული, ისე მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის.

დიახ, თბილისსა და რიგას შორის პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია.

ავიაკომპანია პეგასუსი და ეარ ბალტიკი თბილისიდან რიგაში ყველაზე იაფ ფრენებს გთავაზობთ.

რიგაში იაფად სამოგზაუროდ საუკეთესო დროა ზამთრის თვეები (ნოემბრიდან მარტის ჩათვლით). ამ პერიოდში ტურისტული ნაკადი მცირეა, რაც ავიაკომპანიებსა და სასტუმროებს აიძულებს, ფასები დაწიონ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს რიგაში ცივა და თოვლი მოდის, ამიტომ თბილი ტანსაცმელი აუცილებლად დაგჭირდებათ.

მიუხედავად სიცივისა, ზამთარში მოგზაურობას თავისი უპირატესობები აქვს – დეკემბერში ქალაქი განსაკუთრებულად ლამაზდება საშობაო ბაზრობებითა და განათებებით, რაც დაუვიწყარ გამოცდილებას შეგიქმნით.

4-5 დღე საუკეთესო არჩევანია, რათა რიგის ძველი ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი შთაბეჭდილებები მიიღოთ.

რიგასთან ყველაზე ახლო აეროპორტი არის რიგის საერთაშორისო აეროპორტი (RIX). ის ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს და მგზავრობას ძალიან მოსახერხებელს ხდის.

ავიაბილეთების ფასი ფრენის მოახლოებასთან ერთად იზრდება, ამიტომ ყველაზე ბიუჯეტურ ვარიანტს თუ ეძებთ, თბილისი რიგა ფრენები 1-2 თვით ადრე დაგეგმეთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთების შეძენა უმჯობესია კვირის სამუშაო დღეებში, მაგალითად სამშაბათს ან ოთხშაბათს, რადგან შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მოთხოვნასთან ერთად, ფასებიც იზრდება.