თბილისი ვენა ფრენები 279 ლარიდან

იაფი ფრენები ვენაში

ვენა ნამდვილად გამორჩეული ქალაქია, რომელიც თავისი იმპერიული სიდიადით, კულტურითა და დახვეწილი არქიტექტურით მოგზაურებს პირველივე ნახვით ხიბლავს. ქალაქის ქუჩებში სეირნობისას თავს ისტორიული ეპოქის ნაწილად იგრძნობთ და აღმოაჩენთ მუზეუმებს, სადაც მსოფლიო დონის მხატვრების ნამუშევრებია დაცული, ასევე დიდებულ ტაძრებსა და შენობებს.

ვენა დასვენებისა და გართობის მრავალფეროვან შესაძლებლობას გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ დატკბეთ მყუდრო კაფეების უნიკალური ატმოსფეროთი, დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები და უბრალოდ, დატკბეთ ქალაქის რიტმით. ვენაში გატარებული დრო დაუვიწყარ მოგონებებად დარჩება და აუცილებლად მოგანდომებთ, კიდევ ერთხელ დაბრუნდეთ. თბილისი ვენა ფრენები ს შეძენით კი ამ შთამბეჭდავი თავგადასავლის დაწყება მარტივად შეგიძლიათ.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან ვენაში ?

თბილისიდან ვენაში გამგზავრება შესაძლებელია როგორც პირდაპირი, ასევე გადაჯდომითი რეისებით. ამ მარშრუტზე ავიაბილეთები ყველაზე იაფად 279 ლარიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. ქვემოთ იხილავთ ვენის მიმართულებით იაფი ფრენების განრიგს.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 დეკემბერი 202518 დეკემბერი 2025Georgian Airwaysბილეთები 1 515 - დან
1 იანვარი 20267 იანვარი 2026Georgian Airwaysბილეთები 1 351 - დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 დეკემბერი 202512 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 582 - დან
11 დეკემბერი 202518 დეკემბერი 20253 ᲒაჩერებაAJetბილეთები 877 - დან
13 დეკემბერი 202516 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაBBN Airlinesბილეთები 850 - დან
15 დეკემბერი 202519 დეკემბერი 20253 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 039 - დან
20 დეკემბერი 202521 დეკემბერი 20253 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 257 - დან
24 დეკემბერი 202528 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 126 - დან
28 დეკემბერი 20254 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 649 - დან
30 დეკემბერი 20253 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 789 - დან
31 დეკემბერი 20254 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 669 - დან
1 იანვარი 20267 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 629 - დან
2 იანვარი 20265 იანვარი 20263 ᲒაჩერებაBBN Airlinesბილეთები 1 110 - დან
4 იანვარი 202611 იანვარი 20263 ᲒაჩერებაBBN Airlinesბილეთები 1 112 - დან
5 იანვარი 20268 იანვარი 20262 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 1 208 - დან
21 იანვარი 202625 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 606 - დან
25 იანვარი 20265 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 581 - დან
12 თებერვალი 202618 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაBBN Airlinesბილეთები 538 - დან
18 თებერვალი 20269 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 551 - დან
25 თებერვალი 202627 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 555 - დან
25 მარტი 202629 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 796 - დან
15 აპრილი 202619 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 732 - დან
6 ივნისი 202619 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 952 - დან
22 აგვისტო 202630 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 931 - დან
24 აგვისტო 20261 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 931 - დან
25 აგვისტო 20262 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 981 - დან

ინფორმაცია თბილისი ვენა ფრენები -ს შესახებ

თბილისიდან ვენაში გამგზავრება შესაძლებელია როგორც პირდაპირი, ასევე გადაჯდომითი რეისებით.

თბილისი ვენა ფრენები გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ჯგუფის წევრი Austrian Airlines -ის რეისებზე შეგიძლიათ შეიძინოთ. ავიაბილეთის ფასში შედის 8 კილოგრამი ხელბარგი. ასევე, პირდაპირ ფრენებს ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომლის სტანდარტულ ტარიფში შედის ერთი 8 კგ-მდე ხელბარგი და ერთი 23 კგ-მდე ჩასაბარებელი ბარგი. ფრენები კი ვენის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 17 კილომეტრში მდებარეობს.

გადაჯდომითი რეისებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ თურქული ავიაკომპანიების სერვისით. ამ შემთხვევაში ბარგის წესები განსხვავებულია: Turkish Airlines-ის შემთხვევაში, შეგიძლიათ 23 კილოგრამიანი ჩასაბარებელი ბარგით იმგზავროთ. Ajet Airlines-ით მოგზაურობისას თქვენი ხელბარგი 8 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო Pegasus Airlines მხოლოდ 3 კილოგრამ ხელბარგს მოიაზრებს.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
3 სთ 40 წთ
დისტანცია
2334 კმ
აერპორტის კოდი
VIE
ავიაკომპანიები
Austrian Airlines, Georgian Airways, Pegasus, Ajet, Turkish Airlines
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
ავსტრიული
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
60 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ვენაში ფრენებთან დაკავშირებით

ფიქრობთ ვენაში მოგზაურობას ან უკვე შეიძინეთ თბილისი ვენა იაფი ფრენები? გაეცანით ხშირად დასმული კითხვებს, იმისათვის, რომ წინასწარ მოემზადოთ მოგზაურობისთვის და კიდევ უფრო გაიმარტივოთ დაგეგმვის პროცესი.

ვენაში მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი). ამ პერიოდებში ქალაქში თბილი და კომფორტული ამინდებია, ხოლო ტურისტული ნაკადები შედარებით ნაკლებია. ასევე, გაზაფხულზე ვენა მასპინძლობს არაერთ კულტურულ ღონისძიებას, მათ შორის მუსიკალურ, კინოსა და თეატრალურ ფესტივალებს.

ვენა გამორჩეულია თავისი კულტურული მემკვიდრეობით, კლასიკური მუსიკის ტრადიციებითა და ისტორიული არქიტექტურით. ქალაქი ცნობილია როგორც მუსიკის მსოფლიო დედაქალაქი – აქ მოღვაწეობდნენ ბეთჰოვენი, მოცარტი და შუბერტი.

ვენაში შეხვდებით უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობებს, როგორიცაა შონბრუნის სასახლე, ბელვედერის სასახლე და წმინდა სტეფანეს ტაძარი. ქალაქი ასევე განთქმულია კაფეების კულტურით, ვენის ოპერით, მუზეუმებითა და გამოფენებით. ვენა მუდმივად იკავებს ერთ-ერთ პირველ ადგილს ცხოვრების ხარისხის საერთაშორისო რეიტინგებში, რაც მას ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.

დიახ, თბილისიდან ვენაში პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია.

თბილისიდან ვენის მიმართულებით ყველაზე იაფ პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია Austrian Airlines გთავაზობთ. ხოლო გადაჯდომით რეისებს კი აჯეტი და პეგასუსი.

მცირე ბიუჯეტით მოგზაურობისთვის საუკეთესო არჩევანია არატურისტული სეზონი. ამ პერიოდში ვიზიტორთა ნაკადი შემცირებულია, რაც იწვევს როგორც ფრენების, ასევე სასტუმროების ფასების კლებას. შედეგად, შეგიძლიათ დაგეგმოთ უფრო ხელმისაწვდომი მოგზაურობა.

ვენაში სასიამოვნო და სრულფასოვანი მოგზაურობისთვის საშუალოდ 3-4 დღეა საკმარისი. ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები. ასევე გექნებათ დრო გაისეირნოთ ძველ ქალაქში, მოინახულოთ ადგილობრივი კაფეები, დატკბეთ დუნაის სანაპიროთი და დააგემოვნოთ ვენური სამზარეულო.

თუ უფრო მეტი დრო გაქვთ, დამატებით შეგიძლიათ ახლომდებარე ადგილების მოკლე ექსკურსიაც დაგეგმოთ, მაგალითად, გრინცინგში ღვინის დეგუსტაცია ან ვენის ტყის მონახულება.

ვენასთან ყველაზე ახლო და მთავარი აეროპორტი ვენის საერთაშორისო აეროპორტია (VIE), რომელიც დაახლოებით 17–18 კმ-ს დაშორებით მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან.

ფრენებზე ყველაზე დაბალი ფასები, როგორც წესი, წინასწარ დაჯავშნისას არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, უმჯობესია ფრენამდე 1-2 თვით ადრე დაიწყოთ იაფი ავიაბილეთების ძიება.