იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში

იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში

დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი, რომელიც სკანდინავიის უმნიშვნელოვანესი კულტურული და ეკონომიკური ცენტრია, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს. ქალაქი აერთიანებს მდიდარ ისტორიას, თანამედროვე არქიტექტურასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. თუ გსურთ, რომ ამ ულამაზეს ქალაქს ესტუმროთ, აუცილებლად შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში და დატკბით ქალაქის ხიბლით.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში ?

კოპენჰაგენის მიმართულებით გაფრენა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან — თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან შეგიძლიათ. ამ ეტაპზე საქართველოდან კოპენჰაგენში მხოლოდ გადაჯდომით ავიარეისები სრულდება.

ქუთაისიდან ყველაზე იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში 228 ლარიდან შეგიძლიათ ნახოთ. ტრანზიტულ ფრენებს ავიაკომპანია Pegasus ასრულებს.

თბილისიდან გადაჯდომით მგზავრობა 266 ლარიდან არის შესაძლებელი. ფრენებს გვთავაზობენ თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Pegasus და Ajet Airlines, ასევე ბერძნული Aegean Airlines-ი და ლატვიური AirBaltic-ი.

ბათუმიდან კოპენჰაგენში გაფრენა შეგიძლიათ თურქული ავიაკომპანიის, Turkish Airlines-ის ავიარეისებით, რომლის ფასებიც 352 ლარიდან იწყება. გაითვალისწინეთ, რომ ბათუმიდან გადაჯდომის ხანგრძლივობა შედარებით მეტია.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 აგვისტო 202520 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 141 - დან
24 აგვისტო 20251 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 016 - დან
25 აგვისტო 20251 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 108 - დან
26 აგვისტო 20251 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 024 - დან
1 სექტემბერი 202513 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 743 - დან
2 სექტემბერი 202522 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 927 - დან
19 დეკემბერი 202526 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 943 - დან
20 დეკემბერი 20254 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 720 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 აგვისტო 202529 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 441 - დან
25 აგვისტო 202510 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 001 - დან
26 აგვისტო 20251 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 861 - დან
16 სექტემბერი 202523 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 689 - დან

აღმოაჩინე კოპენჰაგენი

 

დასარჩენი ადგილი კოპენჰაგენში

მოგზაურობის დაგეგმვისას, დასარჩენი ადგილის პოვნა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ამიტომ, ამ პროცესის გასამარტივებლად და უფრო კომფორტულად წარმართვაში ჩვენ დაგეხმარებით და რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ.

Radisson Blu Scandinavia Hotel, Copenhagen

თუ კომფორტული დასვენება გსურთ, რედისონის საერთაშორისო დონის სასტუმრო საუკეთესო არჩევანი იქნება. მოსახერხებელი ლოკაციის გარდა, სასტუმრო გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით. მაგალითად, აქ დაგხვდებათ ორი რესტორანი, საუზმის სერვისი და სპორტდარბაზი.

citizenM Copenhagen Radhuspladsen

ეს სასტუმრო კოპენჰაგენში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მისი ნათელი და მყუდრო ნომრების გარდა, სასტუმრო მრავალ სერვისს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ დატკბეთ მრავალფეროვანი საუზმის მენიუთი, ხოლო ულამაზესი ხედებიდან შეგიძლიათ უყუროთ დანიაში ამომავალ მზეს.

Wakeup Copenhagen - Bernstorffsgade

ეს სასტუმრო ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ის მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს და სტუმრებს კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისით და დაისვენოთ საკუთარ რესტორანში, რაც დროს გაგიმარტივებთ. ამასთან, სასტუმროდან ქალაქის ლამაზი ხედები იშლება.

Ascot Hotel

ეს სასტუმრო შესანიშნავ ადგილას მდებარეობს და იმდენად დახვეწილია, რომ ერთი შეხედვითაც კი მარტივად მიაგნებთ. მისი ნომრები კარგად მოწესრიგებული და მაღალი დონისაა, სადაც დაგხვდებათ ჩაისა და ყავის მოსამზადებელი აპარატები. სასტუმროს ტერიტორიაზე ნახავთ ფიტნეს ცენტრსა და ბარს, ნომრის მომსახურებაში კი საუზმის სერვისიც შედის.

რა გავაკეთოთ კოპენჰაგენში?

კოპენჰაგენში უამრავი საინტერესო გამოცდილებაა, რომელიც სხვადასხვა ინტერესსა და ბიუჯეტს მოერგება:

Nyhavn

კოპენჰაგენის ყველაზე ცნობილი და ფერადი პორტი. აქ ნახავთ მე-17 საუკუნის ფერად სახლებს, კაფეებსა და რესტორნებს. ეს შესანიშნავი ადგილია სასეირნოდ და ფოტოების გადასაღებად.

Tivoli Gardens

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი გასართობი პარკი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ის შესანიშნავია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის, რადგან გთავაზობთ ატრაქციონებს, რესტორნებს, კონცერტებსა და სხვა გასართობებს.

როზენბორგის ციხე (Rosenborg Castle)

ეს არის მე-17 საუკუნის სამეფო ციხე, სადაც ინახება დანიის სამეფო საგანძური. მას გარშემო ულამაზესი სამეფო ბაღები აკრავს, რაც სეირნობისთვის იდეალურია.

National Museum of Denmark

თუ დანიის მდიდარი ისტორია გაინტერესებთ, ეს მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ შეგიძლიათ ნახოთ ვიკინგების ეპოქის ნივთები, შუა საუკუნეების არტეფაქტები და სხვა.

Christiania

ეს არის ავტონომიური უბანი, რომელიც გამოირჩევა განსხვავებული ატმოსფეროთი და ფერადი გრაფიტებით. თუ გსურთ, რომ კოპენჰაგენის ალტერნატიულ კულტურას გაეცნოთ, Christiania საუკეთესო ადგილია.

The Little Mermaid

„პატარა ქალთევზას“ ქანდაკება რომელიც ქვაზე ზის კოპენჰაგენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საკულტო ღირსშესანიშნაობაა. ეს პატარა, ბრინჯაოს ქანდაკება ქალაქის სანაპიროზე, ქალაქის სიმბოლოდ იქცა.

რა ვჭამოთ კოპენჰაგენში ?

იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში კულინარიის სამყაროსკენაც გაგიხსნით გზას. კოპენჰაგენი ნამდვილი კულინარიული სამოთხეა, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული დანიური კერძები, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო.

Smørrebrød (სმორებროდი)

ეს არის ყველაზე ცნობილი დანიური კერძი — ღია სენდვიჩი, რომელსაც ჭვავის პურის (rugbrød) თხელ ნაჭერზე ამზადებენ. ტოპინგებად იყენებენ ყველაფერს: შებოლილი თევზი, მოხარშული კვერცხი, შემწვარი ღორის ხორცი, სკანდინავიური კრევეტები, მწნილი ქაშაყი და სხვა. ეს არის საუზმის, სადილისა და წახემსების შესანიშნავი ვარიანტი.

Stegt flæsk (შემწვარი ღორის მუცელი)

ეს არის დანიის ეროვნული კერძი. ის შედგება სქელი, ხრაშუნა ღორის მუცლის ნაჭრებისგან, რომელსაც მიირთმევენ მოხარშულ კარტოფილთან და ოხრახუშის თეთრ სოუსთან ერთად. კერძი მარტივია, მაგრამ ძალიან გემრიელი და დამაკმაყოფილებელი.

Frikadeller (ფრიკადელერი)

Frikadeller დანიური ხორცის ბურთულებია, რომლებსაც ღორის ან საქონლის ხორცისგან ამზადებენ, ხშირად კი ორივეს ურევენ. მას წვრილად დაჭრილ ხახვს უმატებენ და ტაფაზე წვავენ. Frikadeller-ს, როგორც წესი, მიირთმევენ კარტოფილთან, მწნილ ბოსტნეულსა და ყავისფერ სოუსთან ერთად.

Wienerbrød (ვინერბროდი)

ეს არის ხრაშუნა, ფენოვანი ცომისგან დამზადებული ნამცხვრები, რომლებსაც სხვადასხვა შიგთავსით ამზადებენ, მაგალითად: ხილის ჯემით, შოკოლადით ან ვანილით. ეს შესანიშნავი დესერტია ან დილის ყავისთვის იდეალური წასახემსებელი.

ინფორმაცია კოპენჰაგენში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
DKK, kr - კრონერი
აერპორტის კოდი
CPH
ენა
დანიური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
718 kr (105$)

ხშირად დასმული კითხვები კოპენჰაგენში მოგზაურობაზე

თუ უკვე იყიდეთ იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში ან გეგმავთ მომავალში მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით შემდეგ სექციას, სადაც ტურისტების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს ნახავთ.

კოპენჰაგენში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი ჩვეულებრივ არის ზაფხული (მაისი–სექტემბერი), როცა ამინდი თბილი და კომფორტულია, დღეები კი გრძელი, რაც საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად დატკბეთ კოპენჰაგენის ღირსშესანიშნაობებით, ფესტივალებითა და ღია სივრცეებით.

კოპენჰაგენი გამოირჩევა იმით, რომ ის აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ისტორიულ არქიტექტურასა და ეკოლოგიურ ცხოვრების წესს. ქალაქი ცნობილია თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, რომელსაც დანიური კონცეფცია „ჰიგე“ (hygge) განაპირობებს. კოპენჰაგენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ველომეგობრული ქალაქია, სადაც ველოსიპედი ტრანსპორტის ძირითადი საშუალებაა. ის ასევე სკანდინავიის კულინარიული დედაქალაქია, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული დანიური კერძები, ასევე, მსოფლიოში ცნობილი, მიშლენის ვარსკვლავების მქონე რესტორნების სამზარეულო.

არა, ამ ეტაპზე საქართველოდან კოპენჰაგენში პირდაპირი ფრენები არ სრულდება.

ავიაკომპანია პეგასუსი ყველაზე იაფ ფრენებს ასრულებს კოპენჰაგენში.

თუ გირჩევნიათ ნაკლები ტურისტი და უფრო დაბალი ფასები, შემოდგომის დასაწყისი (სექტემბერი-ოქტომბერი) შესანიშნავი არჩევანია — ამ დროს ქალაქი განსაკუთრებით ლამაზია ფოთოლცვენის ფონზე. ზამთარი (ნოემბერი-მარტი) კი ხიბლს მატებს „ჰიგეს“ ატმოსფეროთი, საშობაო ბაზრობებითა და დღესასწაულის განათებებით.

კოპენჰაგენში სამოგზაუროდ იდეალური დრო 3-დან 4 დღემდეა, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები მშვიდად დაათვალიეროთ და მისი ატმოსფეროთი დატკბეთ.

კოპენჰაგენთან ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი არის კოპენჰაგენის აეროპორტი (Copenhagen Airport, CPH), რომელიც დანიის უდიდესი აეროპორტია. ის ქალაქის ცენტრიდან 8 კილომეტრითაა დაშორებული.

გირჩევთ, ავიაბილეთები 1-2 თვით ადრე შეიძინოთ და წინასწარ შეადგინოთ მარშრუტი. ასევე, შეეცადეთ არ დაგეგმოთ ფრენა უქმეებზე ან დღესასწაულებზე, რადგან ამ პერიოდებში ავიაბილეთების ფასები, როგორც წესი, უფრო მაღალია. დამატებით, შეგიძლიათ პერიოდულად აკონტროლოთ ფასები, რათა იპოვოთ თქვენთვის სასურველი მიმართულების ბიუჯეტური იაფი ფრენები და მოგზაურობის ხარჯები მაქსიმალურად შეამციროთ.