ვენა – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

ვენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომელიც მოგზაურობისთვის საუკეთესო ატმოსფეროს ქმნის თავისი ავსტრიული კულტურით, საოცარი მუზეუმებით, ხელოვნების ნიმუშებითა და ტიპური ევროპული ხიბლით. როგორც ცენტრალური ევროპის გული, ვენა გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, სასიამოვნო გარემოთი და გართობის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. ქალაქის გოთიკური არქიტექტურა, მონუმენტური შენობები, დიდებული ტაძრები და ისტორიული უბნები ყველა მოგზაურს მოხიბლავს.

ამ ბლოგში გაგაცნობთ ვენაში მოგზაურობისთვის საჭირო ყველა დეტალს: აღვწერთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციულ კერძებს, რეკომენდებულ დასარჩენ უბნებს, დასასვენებელ ადგილებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

ავსტრიული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

€ 1.35

დროის სარტყელი

GMT+2

ვალუტა

ევრო

კვება

სადილის ფასი 1 ადამიანზე

€ 15-22

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ვენა

სად დავრჩეთ ვენაში?

ვენაში დასარჩენი ადგილის არჩევა დამოკიდებულია თქვენს ინტერესებზე, ბიუჯეტსა და იმაზე, თუ რა გსურთ მოგზაურობისგან. ვენა დაყოფილია 23 რაიონად, რომლებიც რიცხვებით არის მითითებული.

ვენაში საცხოვრებელი ადგილის არჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ ის იყოს კომფორტული, ადვილად მისადგომი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით კარგად დაკავშირებული. ქვემოთ რამდენიმე გამორჩეულ უბანს შემოგთავაზებთ.

ვიდენი (Wieden), ვენის მეოთხე მუნიციპალური რაიონი, განსაკუთრებით რეკომენდებულია ქაალქში პირველად მყოფი ვიზიტორებისთვის. ვენის შუაგულში მდებარეობის გამო, აქ გადაადგილება ძალიან მარტივია.

ლანდშტრასე (Landstraße), ვენის მესამე რაიონი, ქალაქის ცენტრთან, შიდა ქალაქის (პირველი რაიონი) სიახლოვეს მდებარეობს. ეს უბანი საუკეთესო არჩევანია ხელოვნების მოყვარულთათვის, რადგან სწორედ აქ მდებარეობს ცნობილი ბელვედერის მუზეუმი.

რუდოლფსხაიმ-ფიუნფხაუსი (Rudolfsheim-Fünfhaus) ვენის მე-15 უბანია, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს ადგილი განსაკუთრებით მოსწონთ ზურგჩანთით მოგზაურებს, რადგან აქ შეგიძლიათ უფრო მშვიდ გარემოში გაჩერდეთ და ვენის ნაკლებად პოპულარული, მაგრამ საინტერესო მხარეები აღმოაჩინოთ. უბანი გარეუბნად ითვლება, რაც ნიშნავს უფრო ხელმისაწვდომ ფასებს და ადგილობრივ ცხოვრების სტილის გაცნობას, შორს ტურისტული ცენტრის აჩქარებისგან. აქვე შეხვდებით ბარებს, კაფეებსა და მყუდრო ქუჩებს, რაც დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

შიდა ქალაქი (Innere Stadt), ვენის პირველი მუნიციპალური რაიონი, წარმოადგენს შედარებით მდიდრულ ურბანულ სივრცეს. აქ ნახავთ მაღალი დონის სასტუმროებს, რაც მას კომფორტის მოყვარულთათვის მიმზიდველს ხდის.

ალზერგრუნდი (Alsergrund), ვენის მეცხრე რაიონი, ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მნიშვნელოვან შენობებს მოიცავს. ეს უბანი იდეალურია მათთვის, ვისაც კომფორტული დასვენება სურს. აქ ნახავთ მრავალ კაფეს, რესტორანსა და პაბს, რაც მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა გავაკეთოთ ვენაში?

ვენა მდიდარია ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით, რომლებიც ყველა მოგზაურის გემოვნებას დააკმაყოფილებს. აქ არის ის ძირითადი ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ:

ვენაში ჩასვლისას, პირველ რიგში, აუცილებლად ეწვიეთ შენბრუნის სასახლეს, რომელიც ოდესღაც ჰაბსბურგების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ბაროკოს სტილის შედევრია, რომელიც მოიცავს მონუმენტურ სასახლეს, საოცარ ბაღებს, გლორიეტას (თაღოვანი ნაგებობა ბორცვზე), მსოფლიოში უძველეს ზოოპარკს.

ვენის კულტურული ცენტრი, რომელიც ოდესღაც საიმპერატორო საცხენოსნო სკოლა იყო. დღეს ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კულტურული კომპლექსი მსოფლიოში, სადაც განთავსებულია:

  • ლეოპოლდის მუზეუმი – ავსტრიული მოდერნისტული ხელოვნების უდიდესი კოლექციით (მათ შორის ეგონ შილეს ნამუშევრები).
  • მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MUMOK) – მე-20 და 21-ე საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებით.
  • არქიტექტურის ცენტრი, საკონცერტო დარბაზები, კაფეები, რესტორნები და მაღაზიები.

დუნაის არხის გასწვრივ მდებარე ეს უზარმაზარი საზოგადოებრივი პარკი განთქმულია თავისი:

  • ლეგენდარული ეშმაკის ბორბლით (Riesenrad) – საიდანაც ვენის პანორამული ხედები იშლება.
  • გასართობი პარკით (Wurstelprater) – უამრავი ატრაქციონით.
  • მწვანე სივრცეებით, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ ან ველოსიპედით გაისეირნოთ.

ეს ბაროკოს სტილის დიდებული კომპლექსი შედგება ორი სასახლისგან (ზემო და ქვემო ბელვედერი), რომლებიც ერთმანეთთან ულამაზესი ბაღებით არის დაკავშირებული. ბელვედერი ცნობილია, როგორც მსოფლიოში გუსტავ კლიმტის ნამუშევრების უდიდესი კოლექციის სამშობლო, მათ შორის მისი iconic შედევრის – “კოცნა”.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის თეატრი მსოფლიოში, რომელიც განთქმულია თავისი შესანიშნავი აკუსტიკითა და მდიდრული ინტერიერით. შეგიძლიათ დაესწროთ წარმოდგენას ან გაიაროთ ტური შენობაში.

სად ვჭამოთ ვენაში

ვენაში შეხვდებით როგორც დახვეწილ, ევროპული ტიპის რესტორნებსა და ტავერნებს, ისე მრავალ ოჯახურ საკვებ ობიექტს.

Wiener Wiaz Haus
ეს არის ტიპური ავსტრიული, საოჯახო რესტორანი, სადაც ადგილობრივი კერძების ყველაზე გემრიელ ვარიანტებს დააგემოვნებთ. აქაურობა განსაკუთრებული ატმოსფეროთი გამოირჩევა და, რაც მნიშვნელოვანია, ვეგეტარიანულ მენიუსაც გთავაზობთ.

Trattoria Toscana La No
ქალაქის ერთ-ერთ ცნობილ უბანში მდებარე ეს რესტორანი, სავარაუდოდ, მარტივად შეგხვდებათ მოგზაურობისას. Trattoria Toscana La No გთავაზობთ მრავალფეროვან მენიუს, რათა თქვენი გემოვნების შესაბამისად გაატაროთ დრო. ამასთან, აქ კარგ ალკოჰოლურ სასმელებსაც შემოგთავაზებენ.

ვენა შნიცელის დაგემოვნების გარეშე არ უნდა დატოვოთ! ეს სპეციალურად მომზადებული, ნაზი ხორცია, რომელიც ტრადიციულად ლიმონთან ერთად სერვირდება. ბევრ რესტორანში მის ვეგეტარიანულ ვარიანტსაც შეხვდებით.

შნიცელის დასაგემოვნებლად რამდენიმე გამორჩეულ ადგილს გირჩევთ:

Figlmüller
ეს რესტორანი განთქმულია თავისი უგემრიელესი შნიცელით. ის ვენის ცენტრში, პირველ, ტურისტულ უბანში მდებარეობს, რაც მას ძალიან მარტივად მისაგნებს ხდის.

Schnitzelwirt
ბოლო 50 წელია, Schnitzelwirt შნიცელის განსაკუთრებული გემოებითაა პოპულარული. ის ფაქტობრივად შნიცელის სახლია, სადაც ნამდვილად აგემოვნებთ ამ კერძის ავთენტურ ვერსიას.

Café Dommayer
ეს პოპულარული ვენური კაფეა, სადაც განსაკუთრებული ატმოსფერო და, რაც მთავარია, უგემრიელესი შნიცელი დაგხვდებათ.

ავსტრიული ლუდი მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული, ვენის ბარებში კი მის საუკეთესო ნიმუშებს დააგემოვნებთ.

1516 Brewing Company
ამ ბარში ლუდის ძალიან ბევრ სახეობას შეხვდებით, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი საყვარელი გემო აღმოაჩინოთ. 1516 Brewing Company ასევე კარგი გართობის შესაძლებლობასაც გთავაზობთ.

AmmutsØn Craft Beer Dive
გამოირჩევა სასიამოვნო ატმოსფეროთი და ლუდის მრავალფეროვანი არჩევანით. ვენა ნამდვილად ის ქალაქია, სადაც თქვენს საყვარელ ლუდის გემოს აღმოაჩენთ.

ვენაში შეხვდებით არაერთ რესტორანს, სადაც გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, ქალაქის განუმეორებელი ხედებითაც დატკბებით:

Das Loft
ეს რესტორანი, რომელიც მთელი ქალაქის პანორამულ ხედებს გადაგიშლით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ესტუმროთ – დილით, შუადღისას თუ საღამოს. ფანტასტიკური ხედების გარდა, Das Loft მრავალფეროვან სამზარეულოს გთავაზობთ.

360° OCEAN SKY
რესტორნის სახელი ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს – აქედან მართლაც მთელი ქალაქის ხედი იშლება. ამასთან, 360° OCEAN SKY არა მხოლოდ გემრიელ კერძებს, არამედ საკუთარი ბარის წყალობით, მრავალფეროვან სასმელებსაც გთავაზობთ.

The View Cafe-Bar-Restaurant
ვენის ეს მდიდრული რესტორანი გამოირჩევა მაღალი დონის მომსახურებით, ულამაზესი ხედებითა და გასართობი სივრცეებით, რაც მას პოპულარულ არჩევანს ხდის.

ვენა ცნობილია თავისი საფირმო ტკბილეულით – შტრუდელით. მიუხედავად იმისა, რომ ვაშლის ნამცხვრად მოჩანს, მისი მომზადების ტექნიკა საკმაოდ განსხვავებულია და განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს. ვენაში უამრავ კაფეში შეხვდებით ამ დელიკატესს.

Kaffee Alt Wien
ამ კაფეში ძალიან კომფორტულად შეგიძლიათ დააგემოვნოთ დესერტი. ის გვიანობამდე მუშაობს, დილის 9 საათიდან ღამის 1 საათამდე, ასე რომ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ.

Café Korb
დაახლოებით 100 წელია, Café Korb ვენის მოსახლეობას ყველაზე გემრიელ შტრუდელს სთავაზობს. ამ კაფეს ადგილობრივებიც ხშირად სტუმრობენ შტრუდელისა თუ სხვა დესერტების დასაგემოვნებლად.

ვენა გართობისა და დასვენებისთვისაც იდეალური ადგილია. ქალაქის ბარები შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის, სადაც მრავალფეროვან სასმელებს დააგემოვნებთ.

Needle Vinyl Bar
ამ ბარში სასმელების მთელი ნაირსახეობა დაგხვდებათ. აქ გამოფენილია ყველა ტიპის სასმელი, რაც იდეალური საღამოს დაგეგმვის საშუალებას მოგცემთ.

Josef Cocktailbar
ეს ბარი გთავაზობთ კოქტეილების მდიდარ არჩევანს. აქ დაგხვდებათ ძალიან მდიდრული და სასიამოვნო გარემო, სადაც იდეალურად შეძლებთ რელაქსაციას.

 

 

ახლოდან დანახული ვენა

სად ვიშოპინგოთ ვენაში?

ვენა შოპინგისთვის შესანიშნავი ქალაქია, სადაც თანამედროვე სავაჭრო ცენტრებიდან დაწყებული, ბუტიკებითა და ტრადიციული ბაზრობებით დამთავრებული, ყველაფერს იპოვით. თუ კონკრეტულად სავაჭრო ცენტრები გაინტერესებთ, ვენა რამდენიმე გამორჩეულ ვარიანტს გთავაზობთ:

დონაუცენტრი (Donau Zentrum)

ვენის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული სავაჭრო ცენტრი, რომელიც 260-ზე მეტ მაღაზიას, მრავალფეროვან კვების ზონასა და კინოთეატრს აერთიანებს. აქ ნახავთ როგორც საერთაშორისო ბრენდებს, ისე ელექტრონიკის მაღაზიებსა და სპეციალიზებულ ბუტიკებს.

შოპინცენტრი ზიუდ (Shopping City Süd – SCS)

ავსტრიის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. ეს ნამდვილი “სავაჭრო ქალაქია”, სადაც 330-ზე მეტი მაღაზიაა თავმოყრილი, მათ შორის ძვირადღირებული ბრენდები, ავეჯის მაღაზიები და სხვა მრავალი.

რინშტრასე გალერეები (Ringstrassen Galerien)

ვენის ცენტრში მდებარე ეს დახვეწილი სავაჭრო ცენტრი მაღალი დონის მოდის ბრენდებს, იუველირებსა და ელეგანტურ ბუტიკებს აერთიანებს. იდეალურია მათთვის, ვინც ქალაქის გულში მდიდრულ შოპინგს ეძებს.

კერნტნერ შტრასე (Kärntner Straße) – ეს ქუჩა განსაკუთრებით პოპულარულია შოპინგისთვის. აქ ნახავთ უამრავ მაღაზიას, მათ შორის ცნობილ ბრენდებს, სადაც შეიძენთ სამკაულებს, სუვენირებს, ტექნიკას, ტანსაცმელს და სხვა მრავალ ნივთს.

ვენაში მრავალფეროვან ბაზრებს წააწყდებით, სადაც როგორც ახალ პროდუქტებს, ისე კულინარიულ ინსპირაციას იპოვით. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ყველი და უამრავი სხვა კერძი.

ნაშმარკტი (Naschmarkt)

ამ ბაზრის დევიზია: „რაც აქ არ არის, ესე იგი არ გჭირდებათ“, რაც მიანიშნებს, რომ აქ ყველანაირ პროდუქტს ნახავთ. ის ვენაში ყველაზე პოპულარული ბაზარია და ადგილობრივების საყვარელი ადგილია.

კუჩკერმარკტი (Kutschkermarkt)

ვენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაზარია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია შაბათობით. ამ დროს ადგილობრივი ფერმერები აწვდიან პროდუქტებს, რის გამოც აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.

ვენა ულამაზესი ქალაქია და მისი გამოსახულებებიანი პატარა სუვენირები ნებისმიერ საყვარელ ადამიანს გაახარებს. ამიტომ, გირჩევთ, თან გაიყოლოთ ლამაზი სამახსოვრო ნივთები. ამისთვის რამდენიმე მაღაზიას შემოგთავაზებთ:

Lauf und Kauf – ამ მაღაზიაში ყველაფერს ნახავთ, დაწყებული იაფი სუვენირებიდან, დამთავრებული სხვადასხვა ნივთებით სახლისთვის.

Leschanz – ამ ულამაზეს მაღაზიაში აუცილებლად აარჩევთ ორიგინალურ სუვენირებს თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

როდის არის საუკეთესო დრო ვენაში სამოგზაუროდ?

ვენაში სამოგზაუროდ საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა, რადგან ამ პერიოდში ქალაქი განსაკუთრებით სასიამოვნო ამინდებს გთავაზობთ, ტურისტების ნაკადი კი შედარებით საშუალოა. აპრილი და მაისი კი ნამდვილად სიურპრიზებით სავსეა – ამ დროს იმართება მრავალი მუსიკალური, კინოსა თუ თეატრალური ფესტივალი, რომლებშიც ადგილობრივები სრულად არიან ჩართულები, და ეს აჟიოტაჟი და სასიამოვნო ეიფორია თქვენც აუცილებლად გადმოგედებათ.

გაითვალისწინეთ, რომ ვენა საშობაო სამზადისით ტოპ ქალაქებში შედის. აქაური ყინულის მოედანი, ზღაპრული საშობაო ბაზრები და ყველგან გამოფენილი სადღესასწაულო დეკორაციები ერთი ორად აგიმაღლებთ საახალწლო განწყობას.

არ გადადოთ! დაჯავშნეთ სასტუმრო დღესვე და მიიღეთ სპეციალური ფასდაკლება!

როგორ გადავაადგილდეთ ვენაში?

ვენაში გადაადგილება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, რადგან ქალაქს კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი აქვს.

მეტრო გადაადგილების ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა ვენაში. ქალაქს მეტროს 5 ძირითადი ხაზი აქვს (U1, U2, U3, U4, U6), რომლებიც სხვადასხვა ფერებშია მონიშნული. მეტროთი აეროპორტიდანაც მარტივად მოხვდებით ქალაქის ცენტრში.

მეტრო, როგორც წესი, მუშაობს დილის 5:00 საათიდან დაახლოებით შუაღამემდე. პარასკევს, შაბათს და უქმე დღეების წინ მეტრო მთელი ღამის განმავლობაში ფუნქციონირებს 15-წუთიანი ინტერვალით. ერთჯერადი ბილეთი €2.40 ღირს.

ავტობუსები მეტროსა და ტრამვაის ქსელს ავსებენ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც სხვა ტრანსპორტი არ მიდის.

დღის ავტობუსები, როგორც წესი, მუშაობს დილის 5:00 საათიდან შუაღამემდე. ღამის ავტობუსები ფუნქციონირებს ყოველდღიურად 00:30-დან 05:00 საათამდე, 30-წუთიანი ინტერვალით. ეს იდეალური ვარიანტია ღამით გადასაადგილებლად. ერთჯერადი ბილეთი €2.40 ღირს.

ვენა ველოსიპედით გადაადგილებისთვისაც შესანიშნავია, რადგან ქალაქს განვითარებული ველო-ბილიკების ქსელი აქვს.
შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი სხვადასხვა კომპანიისგან, მათ შორის WienMobil Rad-ისგან, რომელსაც 3000-ზე მეტი ველოსიპედი აქვს ქალაქში. ფასები იწყება €0.35-დან 30 წუთზე. დღიური ქირის ფასი €15-50-მდე მერყეობს.

ელექტრო-სკუტერები ძალიან პოპულარულია ვენაში სწრაფი და მოქნილი გადაადგილებისთვის. მათი ქირაობა მარტივია QR კოდის დასკანერებით სპეციალური აპლიკაციების საშუალებით. სკუტერები საკმაოდ იაფია, ფასი წუთში €0.10-დან €0.25-მდე მერყეობს. დღიური ქირა დაახლოებით €10-30 ღირს.

ვენას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ტრამვაის ქსელი აქვს. ტრამვაი შესანიშნავი საშუალებაა ქალაქის დასათვალიერებლად, რადგან ხშირად გადის მთავარ ქუჩებსა და ღირსშესანიშნაობებთან ახლოს.

ტრამვაის ხაზების უმეტესობა მუშაობს დილიდან შუაღამემდე. ერთჯერადი ბილეთი €2.40 ღირს, თუმცა ტრამვაის მძღოლისგან შეძენის შემთხვევაში ფასი შეიძლება გაიზარდოს (€2.60).

ტაქსი ვენაში შედარებით ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ მოსახერხებელია სწრაფი და პირდაპირი გადაადგილებისთვის, განსაკუთრებით თუ ბარგით მოგზაურობთ ან ღამით გინდათ გადაადგილება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივი ტაქსის სერვისები (მაგ., Taxi 31 300, Taxi 40 100) ან აპლიკაციები, როგორიცაა Uber. ტაქსის ტარიფები დაახლოებით €2.50-დან იწყება.

ვენა ფეხით სიარულის მოყვარულთათვის იდეალური ქალაქია, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნაწილი (ინერე შტადტი). ქალაქის მრავალი მთავარი ღირსშესანიშნაობა, როგორიცაა წმინდა სტეფანეს ტაძარი, ჰოფბურგის სასახლე, ავსტრიის სახელმწიფო ოპერა და მუზეუმკვარტირი, ერთმანეთთან ფეხით სავალ მანძილზეა. ეს საშუალებას გაძლევთ, უკეთ შეიგრძნოთ ქალაქის ატმოსფერო, აღმოაჩინოთ მყუდრო ქუჩები, კაფეები და პატარა მაღაზიები, რომლებსაც ტრანსპორტიდან ვერ შეამჩნევდით.

ფეხით სიარული ასევე შესანიშნავი საშუალებაა ვენის ულამაზესი პარკებისა და ბაღების დასათვალიერებლად, როგორიცაა რეტრიროს პარკი ან საბატინის ბაღები.

რომელია საუკეთესო პარკები ვენაში?

ვენა მდიდარია ულამაზესი პარკებითა და მწვანე სივრცეებით, რომლებიც შესანიშნავია დასასვენებლად, სასეირნოდ და ქალაქის ხმაურისგან თავის დასაღწევად. რამდენიმე საუკეთესო პარკს შემოგთავაზებთ:

ეს არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბაღი ვენაში. ბაროკოს სტილის ეს ბაღები გადაჭიმულია შენბრუნის დიდებული სასახლის გარშემო. აქ ნახავთ მოვლილ გამზირებს, დიდებულ შადრევნებს, ქანდაკებებსა და ყვავილების კომპოზიციებს. აუცილებლად ეწვიეთ გლორიეტას, საიდანაც სასახლისა და ქალაქის პანორამული ხედები იშლება. ბაღის ტერიტორიაზეა ასევე მსოფლიოს უძველესი ზოოპარკი.

მდიდრული ბაროკოს სტილის ბაღები, რომლებიც ზემო და ქვემო ბელვედერის სასახლეებს აერთიანებს. ეს ბაღები გამოირჩევა თავისი სიმეტრიული დიზაინით, მოვლილი გაზონებით, შადრევნებითა და ქანდაკებებით. აქედან იშლება ულამაზესი ხედები ზემო ბელვედერზე, სადაც გუსტავ კლიმტის ცნობილი ნამუშევარი „კოცნა“ ინახება.

მდებარეობს დუნაის ნაპირას, დუნაის კოშკის (Donauturm) მიმდებარედ. ეს არის დიდი, თანამედროვე პარკი, რომელიც დასვენებისა და აქტიური დასვენებისთვისაა განკუთვნილი. აქ ნახავთ დიდ გაზონებს, ველო-ბილიკებს, მცირე ტბებსა და იაპონურ ბაღს. დუნაის კოშკიდან შეგიძლიათ ქალაქის ულამაზესი ხედებით დატკბეთ.

ვენის უძველესი საზოგადოებრივი პარკი, რომელიც მდიდრული ყვავილოვანი ნაკვეთებითა და ხეებით გამოირჩევა. აქ ნახავთ იოჰან შტრაუსის ოქროს ქანდაკებას, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. პარკში არის დიდი ტბა, სადაც შეგიძლიათ იხვები და გედები ნახოთ. ეს შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და სეირნობისთვის, ქალაქის ცენტრიდან მოშორების გარეშე.

დუნაის არხის გასწვრივ მდებარე ეს უზარმაზარი საზოგადოებრივი პარკი განთქმულია თავისი ლეგენდარული ეშმაკის ბორბლით (Wiener Riesenrad), საიდანაც ვენის პანორამული ხედები იშლება. პარკის ნაწილია გასართობი პარკი (Wurstelprater) მრავალი ატრაქციონით, ხოლო მეორე ნაწილი ფართო მწვანე სივრცეებია, რომელიც იდეალურია სასეირნოდ, სირბილისა თუ ველოსიპედით სასეირნოდ.

ვენის საშობაო ბაზრობა – ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე, ვენის ყინულის სამყარო – იანვრიდან მარტის დასაწყისამდე , ფილმების ფესტივალი – ზაფხულობით პარკის მოედანზე ღია ცის ქვეშ იმართება ფილმების ფესტივალი.

ხშირად დასმული კითხვები ვენაზე

ვენის დასათვალიერებლად ოპტიმალური დროა 3-4 დღე.

3 დღეში შეძლებთ მოინახულოთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა შენბრუნის სასახლე, ბელვედერის სასახლე, წმინდა სტეფანეს ტაძარი, ოპერის თეატრი და მუზეუმების კვარტალი. ასევე გექნებათ დრო ქალაქში სასეირნოდ, ვენური ყავის დასაგემოვნებლად და ადგილობრივი სამზარეულოს გასაცნობად.

4 დღიანი ვიზიტი უფრო მშვიდ და სრულ გამოცდილებას მოგცემთ – შეგიძლიათ მოინახულოთ უფრო ნაკლებად ცნობილი უბნები, პარკები, ან დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინოები გრივენგის რაიონში.

ვენაში გამგზავრებამდე, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ მოგზაურობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა) თან გაქვთ. ვენაში ბევრ სიარულს მოგიწევთ, ამიტომ აუცილებლად წაიღეთ კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე სეზონისთვის შესაფერისი სამოსი.

შეამოწმეთ ყველა ელექტრონული მოწყობილობა და დამტენი. სასურველია, გქონდეთ კომფორტული ზურგჩანთა, რომელშიც დღის განმავლობაში საჭირო ნივთებს მოათავსებთ. არ დაგავიწყდეთ პორტატული დამტენი, ხოლო ფოტოების მოყვარულებს ფოტოაპარატიც გამოგადგებათ. იმისათვის, რომ ამინდმა ხელი არ შეგიშალოთ ქალაქის დათვალიერებაში, უმჯობესია, თან იქონიოთ საწვიმარი და ქოლგა.

ვენა გამორჩეულია როგორც ჰაბსბურგების იმპერიის ყოფილი დედაქალაქი, მდიდარი ისტორიით, ბაროკოსა და გოთიკური არქიტექტურით. ის მუსიკის, ხელოვნების (მოცარტი, ბეთჰოვენი) და ოპერის მსოფლიო დედაქალაქია, სადაც უამრავი მუზეუმი და ოპერის თეატრია. ქალაქი განთქმულია თავისი კულინარიით (ვენური შნიცელი, ზახერტორტი), მწვანე სივრცეებით (შენბრუნის ბაღები, პრატერი) და მაღალი ცხოვრების დონით. საშობაო პერიოდში ვენა განსაკუთრებულ, ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის საშობაო ბაზრებითა და დეკორაციებით.

თბილისიდან ვენის მიმართულებით Georgian Airways და Austrian Airlines პირდაპირ ავიაბილეთებს გვთავაზობენ. ქუთაისიდან კი უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ახორციელებს პირდაპირ რეისებს. რაც შეეხება ბათუმიდან ფრენებს Turkish Airlines სტამბოლში გადაჯდომით მოგახვედრებთ დანიშნულების ადგილზე.

ვენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მსოფლიოში. ქალაქი რეგულარულად მოხვდება გლობალურ რეიტინგებში, როგორც მშვიდობიანი და უსაფრთხო მიმართულება ტურისტებისთვის. ქუჩებში გადაადგილება, როგორც დღისით, ისე საღამოს საათებში, უსაფრთხოა.

უმეტეს შემთხვევაში საფრთხე მხოლოდ ჯიბის ქურდობის მცირე რისკს ეხება, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ვენაში სამოგზაუროდ ზოგადად, გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი) ყველაზე ოპტიმალურად ითვლება.

VIE – ვენის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარეობს და ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 17 კილომეტრითაა დაშორებული.

ვენაში გამგზავრება საქართველოს სამი ქალაქიდან – თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან შეგიძლიათ.

თბილისიდან და ქუთაისიდან ვენაში პირდაპირი ავიარეისები სრულდება, რაც მოგზაურობას უფრო სწრაფსა და მოსახერხებელს ხდის.

ბათუმიდან კი ვენაში გაფრენა მხოლოდ გადაჯდომით არის შესაძლებელი, ძირითადად სტამბოლის ან სხვა ევროპული ჰაბების გავლით.

ვენა მოგზაურობისთვის საშუალო სიძვირის ქალაქად ითვლება. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებებით, მაგალითად, შეიძინოთ ვენის ქალაქის ბარათი (Vienna City Card), რომელიც სხვადასხვა სერვისებზე, მათ შორის ტრანსპორტსა და ატრაქციონებზე, ფასდაკლებებს გულისხმობს.

ვენაში მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დასაგეგმად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს.

იხილეთ ჩვენი დაკავშირებული მოგზაურობის სახელმძღვანელო