იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტში

იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტში

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის იდეალური ადგილია. იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტში თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობის დასაწყისი იქნება, რომელიც უამრავ დადებით ემოციასა და მოგონებას დაგიტოვებთ.

ბუდაპეშტში კულტურული მრავალფეროვნება, ისტორიული სიდიადე და თანამედროვე აღმოჩენები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. აქ შეგიძლიათ აღფრთოვანდეთ უზარმაზარი არქიტექტურული ძეგლებით, ესტუმროთ სახელოვნებო თუ ისტორიულ მუზეუმებს და საღამოებიც შესანიშნავად დაგეგმოთ. ქალაქის თითოეულ კუთხეში, შენობების ფასადებზე გამოქანდაკებული ისტორიული ფიგურები ერთდროულად სხვადასხვა ეპოქაში გამოგზაურებთ.

ბუდაპეშტი არც გართობის მოყვარულებს დატოვებს იმედგაცრუებულს. საღამოს შეგიძლიათ გაისეირნოთ მდინარე დუნაიზე ან ეწვიოთ ქალაქის კარგად მოწყობილ კაფე-ბარებს. ფერადოვნად განათებულ ქუჩებში სეირნობა ნამდვილად შეგაგრძნობინებთ იმ მაგიურ ატმოსფეროს, რომელიც ასე იზიდავს ტურისტებს. ბუდაპეშტის ხიდები, თითქოს, ძველსა და ახალ სამყაროებს აერთიანებს, მათზე გადასვლისას კი დროის დინებას ნათლად იგრძნობთ.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტში ?

საქართველოდან ბუდაპეშტში გაფრენა საკმაოდ მარტივია, რადგან იაფი ავიაბილეთები ხელმისაწვდომია როგორც თბილისიდან, ისე ბათუმიდან და ქუთაისიდან. გარდა ამისა, ფრენებს ერევნიდანაც შემოგთავაზებთ, რაც დამატებით მოქნილობას მოგცემთ.

ყველაზე იაფ ავიაბილეთებს ქუთაისიდან ნახავთ, სადაც ფასები 108 ლარიდან იწყება. ეს განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვინც ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუდაპეშტამდე პირდაპირ რეისებს დაბალბიუჯეტური უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ახორციელებს.

თბილისი ბუდაპეშტიმდე პირდაპირი რეისები არ სრულდება, ამიტომ მგზავრობა გადაჯდომით მოგიწევთ. ყველაზე იაფი ავიაბილეთები 275 ლარიდან იწყება. ფრენებს ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები ახორციელებენ, როგორიცაა Austrian Airlines, LOT Polish Airlines, Aegean Airlines და Turkish Airlines. ყველა მათგანი მაღალი ხარისხის მომსახურებასა და კომფორტულ მგზავრობას გპირდებათ.

Turkish Airlines რეისებს ბათუმიდანაც ასრულებს. ბათუმიდან ბუდაპეშტამდე მგზავრობის ფასი 349 ლარიდან იწყება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თბილისიდან ფრენასთან შედარებით, ბათუმიდან გადაჯდომის დრო გაცილებით ხანგრძლივი შეიძლება იყოს.

ერევნიდან ფრენები ასევე მოსახერხებელი ვარიანტია. თბილისიდან ერევანში რამდენიმე საათში ჩახვალთ მანქანით, მატარებლით ან ავტობუსით. ზვართნოცის აეროპორტი ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს, რაც კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს. ერევნიდან Wizz Air-ის საშუალებით 3 საათ-ნახევარში აღმოჩნდებით ბუდაპეშტში. ყველაზე იაფი ავიაბილეთები ერევნიდან 136 ლარიდან შეგიძლიათ ნახოთ.

თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ იაფი ავიაბილეთები. პლატფორმაზე ყოველდღიურად ნახლდება ფასები და თავმოყრილია სხვადასხვა ქალაქების იაფი ავიაბილეთები.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 876 - დან
28 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაArkiaბილეთები 972 - დან
29 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაArkiaბილეთები 769 - დან
30 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 044 - დან
5 ნოემბერი 202612 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 695 - დან
7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 636 - დან
8 ნოემბერი 202612 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Express Greeceბილეთები 814 - დან
10 ნოემბერი 202614 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 650 - დან
13 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 803 - დან
14 ნოემბერი 202617 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetბილეთები 687 - დან
19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 611 - დან
21 ნოემბერი 202625 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 597 - დან
22 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 581 - დან
23 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 589 - დან
24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 563 - დან
25 ნოემბერი 20262 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 573 - დან
26 ნოემბერი 20262 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 591 - დან
27 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 668 - დან
28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 528 - დან
29 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 528 - დან
30 ნოემბერი 20264 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 559 - დან
2 დეკემბერი 20265 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 574 - დან
4 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 684 - დან
5 დეკემბერი 202610 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 602 - დან
6 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 626 - დან
10 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 581 - დან
12 დეკემბერი 202616 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 519 - დან
15 დეკემბერი 202618 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 711 - დან
16 დეკემბერი 202616 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 550 - დან
17 დეკემბერი 202627 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 594 - დან
20 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 597 - დან
21 დეკემბერი 202629 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 007 - დან
22 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 574 - დან
23 დეკემბერი 202627 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 575 - დან
24 დეკემბერი 202629 დეკემბერი 20263 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 000 - დან
26 დეკემბერი 202624 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 516 - დან
28 დეკემბერი 20261 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 558 - დან
29 დეკემბერი 20269 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 667 - დან
30 დეკემბერი 20263 იანვარი 20273 ᲒაჩერებაAjetბილეთები 983 - დან
31 დეკემბერი 20266 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 696 - დან
11 იანვარი 202714 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 570 - დან
12 იანვარი 202716 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 564 - დან
16 იანვარი 202716 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 562 - დან
3 თებერვალი 20279 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 590 - დან
5 თებერვალი 202728 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 564 - დან
12 თებერვალი 202713 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 575 - დან
15 თებერვალი 202720 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 575 - დან
20 თებერვალი 202725 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 569 - დან
22 თებერვალი 202725 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 575 - დან
23 თებერვალი 202726 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 694 - დან
28 თებერვალი 20276 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 566 - დან
5 მარტი 20279 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 732 - დან
7 მარტი 202712 მარტი 20272 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 725 - დან
17 მარტი 202717 მარტი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 808 - დან
14 აპრილი 202717 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 797 - დან
30 აპრილი 20272 მაისი 20272 ᲒაჩერებაAjetბილეთები 747 - დან
14 ივნისი 202719 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 910 - დან
26 ივნისი 202710 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 916 - დან
8 სექტემბერი 202715 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 819 - დან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airბილეთები 349 - დან
15 დეკემბერი 202620 დეკემბერი 2026Wizz Airბილეთები 275 - დან
9 იანვარი 202714 იანვარი 2027Wizz Airბილეთები 313 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაArkiaბილეთები 1 008 - დან
4 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 884 - დან
20 დეკემბერი 202630 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 155 - დან
22 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 095 - დან
16 აპრილი 202722 აპრილი 20272 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 1 224 - დან

აღმოაჩინე ბუდაპეშტი

 

დასარჩენი ადგილი ბუდაპეშტში

ბუდაპეშტში დასარჩენი ადგილების მრავალფეროვნება გაძლევთ საშუალებას, მარტივად შეარჩიოთ თქვენს ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული ვარიანტი. რამდენიმე მათგანს ჩვენც შემოგთავაზებთ, რათა დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

Rooftop City Residence

ეს სასტუმრო მაქსიმალურ კომფორტს გთავაზობთ, რადგან ის ქალაქის ცენტრშია განთავსებული და გადასაადგილებლად მომგებიან ლოკაციაზე მდებარეობს – იქვე ნახავთ ტროლეიბუსისა და მატარებლის სადგურებს. თავად ოთახები მოდერნისტულადაა კეთილმოწყობილი, რაც თქვენი კარგი დასვენების გარანტია იქნება. სასტუმროს ტერასიდან კი ლამაზი პანორამული ხედები გადაიშლება.

InterContinental Budapest, an IHG Hotel

თუკი იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტში კომფორტული დასვენებისთვის შეიძინეთ, მაშინ ამ სასტუმროს ნომრებიც აუცილებლად უნდა დაჯავშნოთ! აქ დაგხვდებათ ფიტნეს ცენტრი, შიდა აუზი, კომფორტული ნომრები და თავად სასტუმროშივე მოწყობილი რესტორანი. ამასთან, სასტუმრო იდეალურ ლოკაციაზე მდებარეობს და მისი ნომრებიდან ულამაზესი ხედებიც იშლება.

Vitta Hotel Superior

ეს სასტუმრო ტურისტების მიერ საუკეთესოდაა შეფასებული, რაც მისი მრავალფეროვანი სერვისების დამსახურებაა. აქ დაგხვდებათ საუზმე, ფიტნეს ცენტრი, ბარი და 24-საათიანი მომსახურება. სასტუმროში არსებული ატმოსფერო იდეალურ განწყობას შეგიქმნით, ხოლო მისი კარგი ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ტრანსპორტით გადაადგილება თქვენთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

Expo Congress Hotel

ეს სასტუმრო იდეალური ლოკაციით გამოირჩევა ტურისტებისთვის. ის გთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას, მათ შორის ოთახის სერვისსა და განსაკუთრებულ საუზმის მენიუს. სასტუმროს ნომრებიდან კი ულამაზესი ხედები იშლება.

რა გავაკეთოთ ბუდაპეშტში?

ბუდაპეშტი უამრავ თავგადასავალს გთავაზობთ, რომელთაგან არჩევანის გაკეთება რთულია. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ძირითად ღირსშესანიშნაობას, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ ამ ქალაქში მოგზაურობისას.

უნგრეთის პარლამენტის შენობა

მდინარე დუნაის სანაპიროზე აღმართული პარლამენტის შენობა ბუდაპეშტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ნაგებობაა. მისი ნეო-გოთიკური არქიტექტურა და მასშტაბები ნამდვილად აკვირვებს მნახველებს. შეგიძლიათ დაათვალიეროთ შენობა გარედან და ისიამოვნოთ ხედებით, ან შეუერთდეთ ტურს ინტერიერის დასათვალიერებლად.

ბუდას ციხე-სიმაგრე (Buda Castle)

დუნაის დასავლეთ ნაპირზე, ბუდას მხარეს მდებარე ციხე-სიმაგრის კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. აქ ნახავთ სამეფო სასახლეს, უნგრეთის ეროვნულ გალერეას და ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმს. ციხიდან ქალაქის პანორამული ხედები იშლება, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ღამითაა.

მეთევზეთა ბასტიონი (Fisherman's Bastion)

ბუდას ციხის მახლობლად მდებარე მეთევზეთა ბასტიონი ზღაპრულ ნაგებობას ჰგავს თავისი ნეო-რომანული კოშკებითა და თაღებით. აქედან დუნაის, პარლამენტისა და პეშტის მხარის ულამაზესი ხედები იშლება. ეს იდეალური ადგილია ფოტოების გადასაღებად.

წმინდა სტეფანეს ბაზილიკა (St. Stephen's Basilica)

ბუდაპეშტის ერთ-ერთი უდიდესი ეკლესია, წმინდა სტეფანეს ბაზილიკა შთამბეჭდავი ნეო-კლასიკური არქიტექტურით გამოირჩევა. შეგიძლიათ ახვიდეთ გუმბათზე, საიდანაც ქალაქის 360-გრადუსიანი ხედი იშლება.

გელერტის მთა და აბანოები (Gellért Hill and Baths)

გელერტის მთა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მასზე თავისუფლების ქანდაკება და ციტადელი დგას. აქედან ბუდაპეშტის ერთ-ერთი საუკეთესო პანორამული ხედი იშლება. მთის ძირში კი ცნობილი გელერტის თერმული აბანოებია, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ მინერალურ წყლებში.

გმირთა მოედანი (Heroes' Square)

ეს არის ბუდაპეშტის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანი, სადაც უნგრეთის ისტორიის ცნობილი ფიგურების ქანდაკებებია განთავსებული. მოედნის გარშემო ნახავთ სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეს.

ანდრაშის გამზირი (Andrássy Avenue)

ეს ელეგანტური გამზირი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, პარლამენტიდან გმირთა მოედნამდე მიდის. აქ ნახავთ მდიდრულ შენობებს, მაღაზიებს, კაფეებსა და უნგრეთის სახელმწიფო ოპერის თეატრს. გამზირის ქვეშ კი ბუდაპეშტის ისტორიული მეტროს ხაზი გადის.

თერმული აბანოები (Thermal Baths)

ბუდაპეშტი “აბანოების ქალაქადაც” არის ცნობილი. სეჩენის თერმული აბანოები (Széchenyi Thermal Bath) ყველაზე დიდი და ცნობილია ევროპაში, ხოლო რუდაშის აბანოები (Rudas Thermal Bath) ოსმალური ხანის ხიბლს ინარჩუნებს. აუცილებლად გამოსცადეთ თერმულ წყლებში დასვენება.

რა ვჭამოთ ბუდაპეშტში?

ბუდაპეშტი კულინარიის მოყვარულებსაც მოხიბლავს! აქაური კაფე-ბარები და რესტორნები, გემრიელი კერძების გარდა, ლამაზ და მყუდრო ატმოსფეროსაც გთავაზობთ. იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტში კი შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალი კერძებისა და რეცეპტების აღმოსაჩენად.

გუაში (Goulash)

ეს არის უნგრული სამზარეულოს სავიზიტო ბარათი. ნოყიერი წვნიანი, რომელიც ხორცით (როგორც წესი, საქონლის), ბოსტნეულითა და უხვად წითელი წიწაკით მზადდება. გუაში შეიძლება იყოს როგორც სუპის, ისე უფრო სქელი, ჩაშუშულის მსგავსი.

ლანგოში (Lángos)

პოპულარული ქუჩის საკვები. ეს არის ღრმად შემწვარი საფუვრიანი ცომის ბლინი, რომელსაც ჩვეულებრივ ნიორწყლით, არაჟნითა და გახეხილი ყველით მიირთმევენ. უგემრიელესი და ნოყიერი წასახემსებელია.

ქათმი ნაღებში (Csirkepaprikás)

ნაღებისებური, არომატული კერძი, რომელიც მზადდება ქათმის ხორცით, უამრავი პაპრიკითა და არაჟნით. მას ხშირად ნოკედლისთან (უნგრული პელმენები) ან მაკარონთან ერთად მიირთმევენ.

ჰალასლე (Halászlé)

უნგრული თევზის წვნიანი, რომელიც სხვადასხვა სახის თევზითა და ცხარე წითელი წიწაკით მზადდება. თითოეულ რეგიონს თავისი ვარიანტი აქვს, მაგრამ ყველგან ძალიან გემრიელია.

შტრუდელი (Strudel / Rétes)

უნგრული შტრუდელი, ცნობილი როგორც “რეტეში”, თხელი, ფენოვანი ცომისგან მზადდება და შეიძლება იყოს ვაშლით, ალუბლით, ტკბილი ხაჭოთი ან ყაყაჩოს მარცვლებით სავსე.

დობოშ ტორტი (Dobos Torta)

კლასიკური უნგრული ტორტი, რომელიც ხუთი თხელი ბისკვიტის ფენისგან შედგება, შოკოლადის კრემით არის გაჟღენთილი და კარამელის ზედაპირი აქვს.

კურტუშქალაჩი (Kürtőskalács)

ცნობილი “ბუხრის ნამცხვარი”, რომელიც ჩეხური და რუმინული სამზარეულოსთვისაც დამახასიათებელია. ეს არის საფუვრიანი ცომის ლენტები, რომელიც კონუსის ფორმის შამფურზე ეხვევა და ღია ცეცხლზე ცხვება. მოხალვის შემდეგ, მას შაქარში, დარიჩინში ან თხილეულში ავლებენ.

სასმელები

უნიკუმი (Unicum): ცნობილი უნგრული მცენარეული ლიქიორი, რომელიც მწარე გემოთი გამოირჩევა. ხშირად მიირთმევენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

პალინკა (Pálinka): ძლიერი უნგრული ხილის არაყი. მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ხილისგან მზადდება (მაგ. ქლიავი, ატამი, ალუბალი).

ინფორმაცია ბუდაპეშტში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
Ft‎ - უნგრული ფორინტი
აერპორტის კოდი
BUD
ენა
უნგრული
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
70-80 ევრო (27 000 -30 000 ფორინტი)

ხშირად დასმული კითხვები ბუდაპეშტზე

თუკი უნგრეთში მოგზაურობის მარტივად დაგეგმვა გსურთ, ან თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტში, აუცილებლად გადახედეთ ხშირად დასმული კითხვების სექციას.

უმჯობესია, იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტში შემოდგომის ან გაზაფხულის სეზონისთვის შეიძინოთ. ამ დროს ქალაქში ამინდი საუკეთესოა სასეირნოდ და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. თუმცა, ნებისმიერ სეზონზე მოახერხებთ კომფორტულად დასვენებას და ქალაქით ტკბობას.

ბუდაპეშტი გამორჩეულია იმით, რომ ის არის კულტურული მრავალფეროვნების, ისტორიული სიდიადისა და მოდერნისტული აღმოჩენების იდეალური ნაზავი. ქალაქი მდინარე დუნაის ორ ნაპირზე, ბუდასა და პეშტზეა გაშენებული, რაც მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. აქ ნახავთ დიდებულ არქიტექტურას, დაწყებული უნგრეთის პარლამენტის ნეო-გოთიკური შენობიდან და ბუდას ციხე-სიმაგრიდან, დამთავრებული თერმული აბანოებით, რომლებიც ქალაქს “აბანოების დედაქალაქის” სახელით ხდიან ცნობილს. ბუდაპეშტი არამხოლოდ ისტორიითა და კულტურითაა მდიდარი, არამედ დინამიური ღამის ცხოვრებით, შესანიშნავი კულინარიითა და განუმეორებელი ატმოსფეროთი, რომელიც ნებისმიერ სტუმარს ხიბლავს.

დიახ, იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტში შეგიძლიათ ქუთაისიდან შეიძინოთ.

საქართველოდან ბუდაპეშტის მიმართულებით, როგორც წესი, Wizz Air ყველაზე ხელმისაწვდომ და იაფ ავიაბილეთებს გვთავაზობს.

არატურისტულ სეზონზე როგორც ავიაბილეთები, ისე დასარჩენი ადგილები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია, რაც დაბალი მოთხოვნით არის განპირობებული.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების სრულად დასათვალიერებლად, უმჯობესია, სულ მცირე 2-3 დღე მაინც გაატაროთ ქალაქში.

ბუდაპეშტის ფრანც-ლისტის აეროპორტი (BUD) ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარეობს – ის ცენტრიდან სულ რაღაც 16 კილომეტრის მოშორებითაა.

იმისთვის, რომ ყველაზე ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ ავიაბილეთი, გირჩევთ, ისინი 1 ან 2 თვით ადრე დაჯავშნოთ. ასევე, შეეცადეთ, თქვენი ფრენა არ დაამთხვიოთ დღესასწაულებსა და დასვენების დღეებს, რადგან ამ პერიოდში ფასები, როგორც წესი, იზრდება.