იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში

იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში

ბოლონია, ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი, წარმოადგენს ხელოვნების, ისტორიისა და გასტრონომიის ნამდვილ ცენტრს. ეს არის ადგილი, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ცხოვრების სტილი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. თუ გსურთ, რომ მოგზაურობისას განუმეორებელი შთაბეჭდილებები მიიღოთ და იტალიური კულტურის გულს ეწვიოთ, დროა, ბილეთები ბოლონიის მიმართულებით შეიძინოთ.

ბოლონია ცნობილია თავისი უძველესი არკადებით, რომლებიც ქალაქის ქუჩების თითქმის 40 კილომეტრს ფარავს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. ამავე დროს, ის მდიდარია ისტორიული ძეგლებით, როგორიცაა უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტი და ცენტრალური მოედანი, პიაცა მაჯორე. ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ბოლონია იტალიური კულინარიის გულია. იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში მოგცემთ საშუალებას შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი ცნობილი კერძები, როგორიცაა ტალიატელე ბოლონეზე და ლაზანია. ამიტომ, ის ნებისმიერი ინტერესის მქონე მოგზაურისთვის იდეალური ადგილია.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში ?

ბოლონიაში გამგზავრება შესაძლებელია 332 ლარიდან დაწყებული ფასებით. ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან.

ამჟამად, ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ სრულდება, ამიტომ მოგიწევთ გადაჯდომიანი რეისით მგზავრობა. ავიაბილეთის შეძენამდე აუცილებლად დააკვირდით, რომელ ქალაქში და რამდენი ხნით გიწევთ ლოდინი.

თბილისი ბოლონიაში დაფრინავენ: Pegasus Airlines და Turkish Airlines. ბათუმიდან – Turkish Airlines. ქუთაისიდან კი Wizz Air და Pegasus Airlines.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Wizz Air და Pegasus ხშირად გვთავაზობენ იაფ ავიაბილეთებს. თუმცა, Turkish Airlines უფრო მაღალი კომფორტით გამოირჩევა.

ქვემოთ მოცემულ განყოფილებაში შეგიძლიათ ნახოთ მომდევნო თვის იაფი ავიაბილეთები ბოლონიის მიმართულებით.

 

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 სექტემბერი 202617 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 919 - დან
24 სექტემბერი 202629 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 892 - დან
6 ოქტომბერი 202613 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 690 - დან
4 ნოემბერი 20267 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 649 - დან
5 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 630 - დან
17 ნოემბერი 202619 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetბილეთები 743 - დან
4 დეკემბერი 202618 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 782 - დან
5 მარტი 202711 მარტი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 854 - დან
1 ივნისი 20276 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 858 - დან
6 ივნისი 202712 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 872 - დან
7 ივნისი 202721 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 773 - დან
8 ივნისი 202715 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 721 - დან
9 ივნისი 202711 ივნისი 20271 ᲒაჩერებაEdelweiss Airბილეთები 758 - დან
13 ივნისი 202713 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 033 - დან
20 ივნისი 202728 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 1 045 - დან
1 ივლისი 202710 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 015 - დან
4 ივლისი 20274 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 236 - დან
5 ივლისი 202715 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 1 008 - დან
6 ივლისი 202716 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 1 095 - დან
7 ივლისი 202714 ივლისი 20271 ᲒაჩერებაEdelweiss Airბილეთები 878 - დან
9 ივლისი 202716 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 951 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 551 - დან
6 ივნისი 202713 ივნისი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 944 - დან
7 ივნისი 202721 ივნისი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 095 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 სექტემბერი 202617 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 709 - დან
15 სექტემბერი 202615 სექტემბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 538 - დან
16 სექტემბერი 202620 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 679 - დან
17 სექტემბერი 202624 სექტემბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 535 - დან
18 სექტემბერი 202620 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 724 - დან
19 სექტემბერი 202620 სექტემბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 533 - დან
20 სექტემბერი 202627 სექტემბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 554 - დან
21 სექტემბერი 202625 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 847 - დან
22 სექტემბერი 202627 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 721 - დან
23 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 842 - დან
24 სექტემბერი 202624 ოქტომბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 512 - დან
25 სექტემბერი 202627 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 633 - დან
26 სექტემბერი 202627 სექტემბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 539 - დან
27 სექტემბერი 202630 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 758 - დან
28 სექტემბერი 20263 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 803 - დან
29 სექტემბერი 20262 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 867 - დან
30 სექტემბერი 20266 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 041 - დან
1 ოქტომბერი 20263 ოქტომბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 537 - დან
2 ოქტომბერი 20263 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 651 - დან
3 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 547 - დან
4 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 555 - დან
6 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 049 - დან
7 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 743 - დან
8 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 539 - დან
9 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 683 - დან
10 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 539 - დან
11 ოქტომბერი 202621 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 728 - დან
14 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 833 - დან
15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 569 - დან
17 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 542 - დან
19 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 751 - დან
20 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 611 - დან
21 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 135 - დან
22 ოქტომბერი 202626 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 1 010 - დან
23 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 748 - დან
24 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 555 - დან
25 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 992 - დან
26 ოქტომბერი 20269 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 979 - დან
28 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 053 - დან
30 ოქტომბერი 20267 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 989 - დან
2 ნოემბერი 202610 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 961 - დან
3 ნოემბერი 202613 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 976 - დან
4 ნოემბერი 20269 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 963 - დან
5 ნოემბერი 202612 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 050 - დან
6 ნოემბერი 202613 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 911 - დან
16 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 962 - დან
20 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 076 - დან
2 დეკემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAzimuthბილეთები 1 034 - დან
3 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 963 - დან
4 დეკემბერი 20269 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 987 - დან
5 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 961 - დან
27 დეკემბერი 20264 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 951 - დან
28 დეკემბერი 20265 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 406 - დან
29 დეკემბერი 202610 იანვარი 20271 ᲒაჩერებაIsrair Airlinesბილეთები 1 098 - დან
30 დეკემბერი 20267 იანვარი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 997 - დან
31 დეკემბერი 20265 იანვარი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 011 - დან
1 იანვარი 20274 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 352 - დან
2 იანვარი 202710 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 2 000 - დან
4 იანვარი 202710 იანვარი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 160 - დან
12 თებერვალი 202713 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 138 - დან
23 მაისი 202724 მაისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 600 - დან
24 მაისი 202724 მაისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 565 - დან
17 ივნისი 20277 ივლისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 550 - დან
5 ივლისი 20278 ივლისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 459 - დან

აღმოაჩინე ბოლონია

დასარჩენი ადგილი ბოლონიაში

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში , მაშინ დროა მოგზაურობის დაგეგმვის შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ბოლონიაში დასარჩენი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდებათ, რადგან ქალაქი მრავალფეროვან ვარიანტს გთავაზობთ. თქვენი ბიუჯეტისა და ინტერესების მიხედვით, შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ფეშენებელური სასტუმროები, ისე უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტები.

San Felice Residence

ამ სასტუმროში ყველა საჭირო კომფორტი ერთ სივრცეში დაგხვდებათ. მისი მოდერნისტული სტილით მოწყობილი ოთახები გულგრილს არავის დატოვებს. სასტუმროს ადგილმდებარეობა მოგცემთ საშუალებას, მარტივად მიაღწიოთ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია საუზმეც, რომელიც მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა და ყველა გემოვნების ადამიანზეა მორგებული.

Cosmopolitan Central Rooms

ეს მყუდრო, საოჯახო ტიპის სასტუმროა, რომელიც მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს, ამიტომ ტრანსპორტით გადაადგილება არ გაგიჭირდებათ. ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, რაც თქვენს დასვენებას კომფორტულს გახდის. სასტუმრო რეკომენდებულია მარტო მოგზაურთათვისაც, რადგან მისი 24-საათიანი დაცვა თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

Hotel Internazionale

ეს სასტუმრო ნამდვილად მოგხიბლავთ. მისი ულამაზესი ნომრებიდან იშლება შესანიშნავი ხედები, ამასთან, მოსახერხებელი ადგილმდებარეობა აქვს. მომსახურებაში შედის მრავალფეროვანი საუზმეც, რომლითაც ნებისმიერი გემოვნების მოგზაური კმაყოფილი დარჩება. დამატებითი კომფორტისთვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს სპა ცენტრით.

Holiday Inn Bologna - Fiera, an IHG Hotel

ეს საერთაშორისო დონის სასტუმრო სრულ კომფორტს გპირდებათ. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს დარბაზით, ხოლო კეთილმოწყობილი და სტუმრებზე მორგებული ნომრები კი თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. აღსანიშნავია, რომ მომსახურების ფასში საუზმეც შედის.

რა გავაკეთოთ ბოლონიაში ?

ბოლონიაში უამრავი საინტერესო ადგილი და აქტივობაა, რომელიც მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. გთავაზობთ ყველაზე გამორჩეული ადგილების ჩამონათვალს:

პიაცა მაჯორე (Piazza Maggiore) და სან-პეტრონიოს ბაზილიკა

ქალაქის გული, პიაცა მაჯორე, ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. ეს არის უზარმაზარი მოედანი, სადაც უამრავი მნიშვნელოვანი შენობა მდებარეობს, მათ შორის სან-პეტრონიოს ბაზილიკა, რომელიც მსოფლიოში მეათე უდიდესი ეკლესიაა. მოედანზე ნახავთ ნეპტუნის შადრევანსაც, რომელიც რენესანსის პერიოდის ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია.

ორი კოშკი (Due Torri)

ბოლონიის სიმბოლოდ მიჩნეული ორი კოშკი ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას. მაღალი კოშკი, ასინელის კოშკი (Torre degli Asinelli), ღიაა ვიზიტორებისთვის. თუ არ შეგეშინდებათ 498 საფეხურის ავლა, ზემოდან ქალაქის ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ.

ბოლონიის უნივერსიტეტი (University of Bologna)

ბოლონიის უნივერსიტეტი მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტია. აუცილებლად ეწვიეთ მის შენობებს, სადაც იგრძნობთ ისტორიული ცოდნისა და კულტურის ატმოსფეროს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ბიბლიოთეკები და ლაბორატორიები.

კვადრილატერო (Quadrilatero)

ისტორიული ცენტრის ეს უბანი შუა საუკუნეების ბაზარს წარმოადგენს. ვიწრო ქუჩებში ნახავთ მაღაზიებს, სადაც ყველი, ლორი, ღვინო და სხვა ადგილობრივი პროდუქტები იყიდება. ეს არის იდეალური ადგილი, რომ შეიგრძნოთ ბოლონიური ცხოვრების რიტმი.

ბოლონიის არკადები (Portici di Bologna)

ქალაქის კიდევ ერთი უნიკალური ღირსშესანიშნაობაა 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის არკადები. ეს არკადები საშუალებას გაძლევთ, ქალაქის ცენტრი დაათვალიეროთ წვიმაშიც კი, მზისგან თავის დაცვის მიზნით.

რა ვჭამოთ ბოლონიაში ?

ბოლონია იტალიის კულინარიული დედაქალაქია, ამიტომ აქ გასტრონომიულ თავგადასავლებს ნამდვილად არ მოგაკლებენ. ქალაქის მეტსახელიც კი „La Grassa“ (მსუქანი) სწორედ მის მდიდარ სამზარეულოზე მიუთითებს.

აქ არის რამდენიმე კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ:

ტალიატელე ალ რაგუ (Tagliatelle al Ragù)

ეს არის ნამდვილი „ბოლონეზეს“ სოუსი, რომელიც საქონლისა და ღორის ხორცის, ბოსტნეულის და ტომატის პასტის ნაზავით მზადდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ იტალიელები მას სპაგეტით კი არა, სწორედ ტალიატელეს მაკარონით მიირთმევენ.

ტორტელინი ინ ბროდო (Tortellini in Brodo)

პატარა, ხორცის გულსართიანი მაკარონი, რომელსაც ქათმის ან საქონლის ბულიონში მიირთმევენ. ეს კერძი ბოლონიური ტრადიციის ნაწილია.

ლაზანია ვერდე (Lasagne Verdi)

ტრადიციული ლაზანია, რომელიც მწვანე ისპანახის ცომით, რაგუსა და ბეშამელის სოუსით მზადდება.

მორტადელა (Mortadella)

ბოლონიის ყველაზე ცნობილი ხორცპროდუქტი. ეს არის დიდი ზომის, რბილი ძეხვი, რომლის დაგემოვნებაც საუკეთესოა თხელ ნაჭრებად დაჭრილი, პურთან ან ყველთან ერთად.

კოტოლეტა ალა ბოლონეზე (Cotoletta alla Bolognese)

ეს არის შემწვარი ხბოს ხორცი, რომელიც დაფარულია ლორითა და პარმეზანის ყველით.

ფრიჯიონე (Friggione)

ბოლონიური ტრადიციული კერძი, რომელიც ნელ-ნელა მოშუშული ხახვითა და პომიდვრით მზადდება. ხშირად მიირთმევენ პურთან ან ყველთან ერთად.

ინფორმაცია ბოლონიაში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
BLQ
ენა
იტალიური
თაიმზონა
GMT +1
დღიური საშუალო თანხა
€70.00 - €100.00

ხშირად დასმული კითხვები ბოლონიაში მოგზაურობაზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში ან უახლოეს მომავალში გეგმავთ ამ ქალაქის მონახულებას, გირჩევთ, გადახედოთ ხშირად დასმულ კითხვებსა და სასარგებლო რჩევებს, რათა თქვენი მოგზაურობა უფრო კომფორტული და დაუვიწყარი იყოს.

ბოლონიაში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა. გაზაფხული იდეალურია მათთვის, ვისაც სასიამოვნო ამინდში, ხალხმრავლობის გარეშე უყვარს მოგზაურობა. ტემპერატურა ამ პერიოდში ნამდვილად კომფორტულია (დაახლოებით 15-25°C), ყვავილებით მორთული ქალაქი კი განსაკუთრებით ლამაზი სანახავია. შეგიძლიათ მშვიდად ისეირნოთ არკადებში და დატკბეთ ქუჩის კაფეების ატმოსფეროთი.

შემოდგომა ასევე შესანიშნავი დროა ბოლონიის მოსანახულებლად. ამინდი ჯერ კიდევ თბილი და სასიამოვნოა, ხოლო ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება ზაფხულის პერიოდთან შედარებით.

ბოლონია გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიით, არქიტექტურით და გასტრონომიით, რის გამოც მას „იტალიის გასტრონომიულ დედაქალაქს“ უწოდებენ. ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათია 40 კილომეტრზე გადაჭიმული უძველესი არკადები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ბოლონიაში მდებარეობს მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტი, რაც მას საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად აქცევს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი ტრადიციული კერძები, როგორიცაა ტალიატელე რაგუსთან ერთად (Tagliatelle al Ragù) და ტორტელინი ბულიონში. მოკლედ, ბოლონია არის ქალაქი, რომელიც აერთიანებს ისტორიის, ხელოვნებისა და დაუვიწყარი გემოს მოყვარულებს.

არა, საქართველოდან ბოლონიაში პირდაპირი ფრენები ამ დროისათვის არ სრულდება.

ავიაკომპანია პეგასუსი ბოლონიამდე ყველაზე იაფ ფრენებს გთავაზობთ.

ბოლონიაში იაფად მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო ზამთრის პერიოდია, დაახლოებით ნოემბრიდან თებერვლამდე. ეს არის „დაბალი სეზონი“, როდესაც ტურისტების რაოდენობა მცირდება, ამიტომაც სასტუმროებსა და ავიაბილეთებზე ფასებიც შესაბამისად ეცემა.

მოგზაურთა უმრავლესობისთვის 3-4 დღე საკმარისია, რათა ბოლონიის მთავარი ხიბლი იგრძნონ.

ბოლონიასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს გუილიელმო მარკონის საერთაშორისო აეროპორტი (Guglielmo Marconi Airport – BLQ).

ეს აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 6 კილომეტრშია, ამიტომ ქალაქამდე მისვლა ძალიან მარტივია.

წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ბოლონიის ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ სადღესასწაულო ან უქმე დღეებს.