იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში

იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში

ბოლონია, ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი, წარმოადგენს ხელოვნების, ისტორიისა და გასტრონომიის ნამდვილ ცენტრს. ეს არის ადგილი, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ცხოვრების სტილი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. თუ გსურთ, რომ მოგზაურობისას განუმეორებელი შთაბეჭდილებები მიიღოთ და იტალიური კულტურის გულს ეწვიოთ, დროა, ბილეთები ბოლონიის მიმართულებით შეიძინოთ.

ბოლონია ცნობილია თავისი უძველესი არკადებით, რომლებიც ქალაქის ქუჩების თითქმის 40 კილომეტრს ფარავს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. ამავე დროს, ის მდიდარია ისტორიული ძეგლებით, როგორიცაა უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტი და ცენტრალური მოედანი, პიაცა მაჯორე. ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ბოლონია იტალიური კულინარიის გულია. იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში მოგცემთ საშუალებას შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი ცნობილი კერძები, როგორიცაა ტალიატელე ბოლონეზე და ლაზანია. ამიტომ, ის ნებისმიერი ინტერესის მქონე მოგზაურისთვის იდეალური ადგილია.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში ?

ბოლონიაში გამგზავრება შესაძლებელია 332 ლარიდან დაწყებული ფასებით. ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან.

ამჟამად, ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ სრულდება, ამიტომ მოგიწევთ გადაჯდომიანი რეისით მგზავრობა. ავიაბილეთის შეძენამდე აუცილებლად დააკვირდით, რომელ ქალაქში და რამდენი ხნით გიწევთ ლოდინი.

თბილისი ბოლონიაში დაფრინავენ: Pegasus Airlines და Turkish Airlines. ბათუმიდან – Turkish Airlines. ქუთაისიდან კი Wizz Air და Pegasus Airlines.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Wizz Air და Pegasus ხშირად გვთავაზობენ იაფ ავიაბილეთებს. თუმცა, Turkish Airlines უფრო მაღალი კომფორტით გამოირჩევა.

ქვემოთ მოცემულ განყოფილებაში შეგიძლიათ ნახოთ მომდევნო თვის იაფი ავიაბილეთები ბოლონიის მიმართულებით.

 

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
3 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 904 - დან
20 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 600 - დან
22 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 678 - დან
26 ნოემბერი 202614 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 620 - დან
11 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 613 - დან
20 თებერვალი 202725 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 640 - დან
2 მარტი 20276 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 595 - დან
5 ივლისი 202712 ივლისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 977 - დან
6 ივლისი 202713 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 902 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 ნოემბერი 202617 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 631 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაAzimuthბილეთები 1 824 - დან
29 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაAzimuthბილეთები 968 - დან
30 ოქტომბერი 20267 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 790 - დან
31 ოქტომბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 931 - დან
4 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 878 - დან
6 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 989 - დან
10 ნოემბერი 202617 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 963 - დან
13 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 890 - დან
14 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 757 - დან
16 ნოემბერი 202617 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაIsrair Airlinesბილეთები 1 325 - დან
18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 945 - დან
19 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 931 - დან
24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 933 - დან
29 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 007 - დან
1 დეკემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 005 - დან
2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 753 - დან
12 დეკემბერი 202619 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 097 - დან
18 დეკემბერი 202623 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 180 - დან
25 დეკემბერი 20267 იანვარი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 966 - დან
27 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 086 - დან
29 დეკემბერი 20269 იანვარი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 985 - დან
30 დეკემბერი 20266 იანვარი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 971 - დან
31 დეკემბერი 202610 იანვარი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 961 - დან
1 იანვარი 20279 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 006 - დან
2 იანვარი 202713 იანვარი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 061 - დან
3 იანვარი 20278 იანვარი 20271 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 1 070 - დან
4 იანვარი 20279 იანვარი 20271 ᲒაჩერებაRed Wingsბილეთები 1 213 - დან
10 იანვარი 202710 იანვარი 20271 ᲒაჩერებაIsrair Airlinesბილეთები 1 392 - დან
25 თებერვალი 20273 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 970 - დან
10 მარტი 202726 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 921 - დან
11 მარტი 202715 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetბილეთები 1 069 - დან
9 მაისი 202716 მაისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 584 - დან
14 ივნისი 202718 ივნისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 612 - დან
17 ივნისი 20277 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 170 - დან
20 ივლისი 202723 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 018 - დან
21 ივლისი 202725 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 031 - დან
31 ივლისი 20278 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 012 - დან
8 აგვისტო 202724 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaბილეთები 1 279 - დან

აღმოაჩინე ბოლონია

დასარჩენი ადგილი ბოლონიაში

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში , მაშინ დროა მოგზაურობის დაგეგმვის შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ბოლონიაში დასარჩენი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდებათ, რადგან ქალაქი მრავალფეროვან ვარიანტს გთავაზობთ. თქვენი ბიუჯეტისა და ინტერესების მიხედვით, შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ფეშენებელური სასტუმროები, ისე უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტები.

San Felice Residence

ამ სასტუმროში ყველა საჭირო კომფორტი ერთ სივრცეში დაგხვდებათ. მისი მოდერნისტული სტილით მოწყობილი ოთახები გულგრილს არავის დატოვებს. სასტუმროს ადგილმდებარეობა მოგცემთ საშუალებას, მარტივად მიაღწიოთ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია საუზმეც, რომელიც მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა და ყველა გემოვნების ადამიანზეა მორგებული.

Cosmopolitan Central Rooms

ეს მყუდრო, საოჯახო ტიპის სასტუმროა, რომელიც მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს, ამიტომ ტრანსპორტით გადაადგილება არ გაგიჭირდებათ. ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, რაც თქვენს დასვენებას კომფორტულს გახდის. სასტუმრო რეკომენდებულია მარტო მოგზაურთათვისაც, რადგან მისი 24-საათიანი დაცვა თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

Hotel Internazionale

ეს სასტუმრო ნამდვილად მოგხიბლავთ. მისი ულამაზესი ნომრებიდან იშლება შესანიშნავი ხედები, ამასთან, მოსახერხებელი ადგილმდებარეობა აქვს. მომსახურებაში შედის მრავალფეროვანი საუზმეც, რომლითაც ნებისმიერი გემოვნების მოგზაური კმაყოფილი დარჩება. დამატებითი კომფორტისთვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს სპა ცენტრით.

Holiday Inn Bologna - Fiera, an IHG Hotel

ეს საერთაშორისო დონის სასტუმრო სრულ კომფორტს გპირდებათ. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს დარბაზით, ხოლო კეთილმოწყობილი და სტუმრებზე მორგებული ნომრები კი თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. აღსანიშნავია, რომ მომსახურების ფასში საუზმეც შედის.

რა გავაკეთოთ ბოლონიაში ?

ბოლონიაში უამრავი საინტერესო ადგილი და აქტივობაა, რომელიც მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. გთავაზობთ ყველაზე გამორჩეული ადგილების ჩამონათვალს:

პიაცა მაჯორე (Piazza Maggiore) და სან-პეტრონიოს ბაზილიკა

ქალაქის გული, პიაცა მაჯორე, ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. ეს არის უზარმაზარი მოედანი, სადაც უამრავი მნიშვნელოვანი შენობა მდებარეობს, მათ შორის სან-პეტრონიოს ბაზილიკა, რომელიც მსოფლიოში მეათე უდიდესი ეკლესიაა. მოედანზე ნახავთ ნეპტუნის შადრევანსაც, რომელიც რენესანსის პერიოდის ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია.

ორი კოშკი (Due Torri)

ბოლონიის სიმბოლოდ მიჩნეული ორი კოშკი ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას. მაღალი კოშკი, ასინელის კოშკი (Torre degli Asinelli), ღიაა ვიზიტორებისთვის. თუ არ შეგეშინდებათ 498 საფეხურის ავლა, ზემოდან ქალაქის ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ.

ბოლონიის უნივერსიტეტი (University of Bologna)

ბოლონიის უნივერსიტეტი მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტია. აუცილებლად ეწვიეთ მის შენობებს, სადაც იგრძნობთ ისტორიული ცოდნისა და კულტურის ატმოსფეროს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ბიბლიოთეკები და ლაბორატორიები.

კვადრილატერო (Quadrilatero)

ისტორიული ცენტრის ეს უბანი შუა საუკუნეების ბაზარს წარმოადგენს. ვიწრო ქუჩებში ნახავთ მაღაზიებს, სადაც ყველი, ლორი, ღვინო და სხვა ადგილობრივი პროდუქტები იყიდება. ეს არის იდეალური ადგილი, რომ შეიგრძნოთ ბოლონიური ცხოვრების რიტმი.

ბოლონიის არკადები (Portici di Bologna)

ქალაქის კიდევ ერთი უნიკალური ღირსშესანიშნაობაა 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის არკადები. ეს არკადები საშუალებას გაძლევთ, ქალაქის ცენტრი დაათვალიეროთ წვიმაშიც კი, მზისგან თავის დაცვის მიზნით.

რა ვჭამოთ ბოლონიაში ?

ბოლონია იტალიის კულინარიული დედაქალაქია, ამიტომ აქ გასტრონომიულ თავგადასავლებს ნამდვილად არ მოგაკლებენ. ქალაქის მეტსახელიც კი „La Grassa“ (მსუქანი) სწორედ მის მდიდარ სამზარეულოზე მიუთითებს.

აქ არის რამდენიმე კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ:

ტალიატელე ალ რაგუ (Tagliatelle al Ragù)

ეს არის ნამდვილი „ბოლონეზეს“ სოუსი, რომელიც საქონლისა და ღორის ხორცის, ბოსტნეულის და ტომატის პასტის ნაზავით მზადდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ იტალიელები მას სპაგეტით კი არა, სწორედ ტალიატელეს მაკარონით მიირთმევენ.

ტორტელინი ინ ბროდო (Tortellini in Brodo)

პატარა, ხორცის გულსართიანი მაკარონი, რომელსაც ქათმის ან საქონლის ბულიონში მიირთმევენ. ეს კერძი ბოლონიური ტრადიციის ნაწილია.

ლაზანია ვერდე (Lasagne Verdi)

ტრადიციული ლაზანია, რომელიც მწვანე ისპანახის ცომით, რაგუსა და ბეშამელის სოუსით მზადდება.

მორტადელა (Mortadella)

ბოლონიის ყველაზე ცნობილი ხორცპროდუქტი. ეს არის დიდი ზომის, რბილი ძეხვი, რომლის დაგემოვნებაც საუკეთესოა თხელ ნაჭრებად დაჭრილი, პურთან ან ყველთან ერთად.

კოტოლეტა ალა ბოლონეზე (Cotoletta alla Bolognese)

ეს არის შემწვარი ხბოს ხორცი, რომელიც დაფარულია ლორითა და პარმეზანის ყველით.

ფრიჯიონე (Friggione)

ბოლონიური ტრადიციული კერძი, რომელიც ნელ-ნელა მოშუშული ხახვითა და პომიდვრით მზადდება. ხშირად მიირთმევენ პურთან ან ყველთან ერთად.

ინფორმაცია ბოლონიაში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
BLQ
ენა
იტალიური
თაიმზონა
GMT +1
დღიური საშუალო თანხა
€70.00 - €100.00

ხშირად დასმული კითხვები ბოლონიაში მოგზაურობაზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში ან უახლოეს მომავალში გეგმავთ ამ ქალაქის მონახულებას, გირჩევთ, გადახედოთ ხშირად დასმულ კითხვებსა და სასარგებლო რჩევებს, რათა თქვენი მოგზაურობა უფრო კომფორტული და დაუვიწყარი იყოს.

ბოლონიაში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა. გაზაფხული იდეალურია მათთვის, ვისაც სასიამოვნო ამინდში, ხალხმრავლობის გარეშე უყვარს მოგზაურობა. ტემპერატურა ამ პერიოდში ნამდვილად კომფორტულია (დაახლოებით 15-25°C), ყვავილებით მორთული ქალაქი კი განსაკუთრებით ლამაზი სანახავია. შეგიძლიათ მშვიდად ისეირნოთ არკადებში და დატკბეთ ქუჩის კაფეების ატმოსფეროთი.

შემოდგომა ასევე შესანიშნავი დროა ბოლონიის მოსანახულებლად. ამინდი ჯერ კიდევ თბილი და სასიამოვნოა, ხოლო ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება ზაფხულის პერიოდთან შედარებით.

ბოლონია გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიით, არქიტექტურით და გასტრონომიით, რის გამოც მას „იტალიის გასტრონომიულ დედაქალაქს“ უწოდებენ. ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათია 40 კილომეტრზე გადაჭიმული უძველესი არკადები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ბოლონიაში მდებარეობს მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტი, რაც მას საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად აქცევს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი ტრადიციული კერძები, როგორიცაა ტალიატელე რაგუსთან ერთად (Tagliatelle al Ragù) და ტორტელინი ბულიონში. მოკლედ, ბოლონია არის ქალაქი, რომელიც აერთიანებს ისტორიის, ხელოვნებისა და დაუვიწყარი გემოს მოყვარულებს.

არა, საქართველოდან ბოლონიაში პირდაპირი ფრენები ამ დროისათვის არ სრულდება.

ავიაკომპანია პეგასუსი ბოლონიამდე ყველაზე იაფ ფრენებს გთავაზობთ.

ბოლონიაში იაფად მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო ზამთრის პერიოდია, დაახლოებით ნოემბრიდან თებერვლამდე. ეს არის „დაბალი სეზონი“, როდესაც ტურისტების რაოდენობა მცირდება, ამიტომაც სასტუმროებსა და ავიაბილეთებზე ფასებიც შესაბამისად ეცემა.

მოგზაურთა უმრავლესობისთვის 3-4 დღე საკმარისია, რათა ბოლონიის მთავარი ხიბლი იგრძნონ.

ბოლონიასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს გუილიელმო მარკონის საერთაშორისო აეროპორტი (Guglielmo Marconi Airport – BLQ).

ეს აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 6 კილომეტრშია, ამიტომ ქალაქამდე მისვლა ძალიან მარტივია.

წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ბოლონიის ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ სადღესასწაულო ან უქმე დღეებს.