იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში

იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში

ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი ხშირად ევროპის ცენტრად მოიხსენება და ამ სტატუსს სრულად ამართლებს. ქალაქი ნამდვილი კულტურული საგანძურია, სადაც ისტორიული ძეგლები და არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნება ერთმანეთს ერწყმის.

წელიწადში შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს ბრიუსელს, რაც მის პოპულარობას უსვამს ხაზს. თუ გსურთ შეუერთდეთ კმაყოფილ მოგზაურთა რიგს, იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში თქვენს სათავგადასავლო ოცნებას აასრულებს.

ბრიუსელი გალერეებისა და მუზეუმების მდიდარი არჩევანით გაგაოცებთ. თუ ისტორიის, სოციოლოგიისა და კულტურის მოყვარული ხართ, ეს ქალაქი იდეალური ადგილია თქვენთვის.

გარდა ამისა, ბრიუსელი გართობის მოყვარულებსაც უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. ქალაქის კაფეებსა და ბარებში ევროპული ღამის ცხოვრებით დატკბობა შეგიძლიათ. ბრიუსელი ასევე ცნობილია თავისი კულინარიული საოცრებებით, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს. თუ უბრალოდ დასვენება გსურთ, შეგიძლიათ მის ლამაზად გაწყობილ ქუჩებში ისეირნოთ და ულამაზესი ხედებით დატკბეთ.

ბრიუსელში მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ!

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში?

ქუთაისიდან ბრიუსელში შეგიძლიათ როგორც პირდაპირი, ასევე გადაჯდომითი რეისებით გაფრინდეთ. ფრენების მრავალფეროვნება გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ვარიანტი აირჩიოთ.

Wizz Air-ის პირდაპირი რეისებით იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში 108 ლარიდან იწყება. ფრენა დაახლოებით 4 საათსა და 50 წუთს გრძელდება. თუ ხანგრძლივი მგზავრობა დისკომფორტს გიქმნით, გირჩევთ, პირდაპირ ავიაბილეთებზე იფიქროთ.

თბილისიდან ბრიუსელში მგზავრობა გადაჯდომითი რეისებით არის შესაძლებელი. ყველაზე იაფი ავიაბილეთები 265 ლარიდან იწყება. ფრენებს ისეთი ავიაკომპანიები ახორციელებენ, როგორიცაა Pegasus, SkyExpress, Lufthansa და სხვა.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 მარტი 202614 მარტი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 541 - დან
6 მარტი 20268 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 764 - დან
7 მარტი 202613 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 757 - დან
8 მარტი 202614 მარტი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 564 - დან
9 მარტი 20269 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 562 - დან
10 მარტი 202610 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 493 - დან
11 მარტი 202617 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 533 - დან
12 მარტი 202615 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 535 - დან
13 მარტი 202615 მარტი 20261 ᲒაჩერებაBBN Airlinesბილეთები 567 - დან
14 მარტი 202621 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 528 - დან
15 მარტი 202626 მარტი 20262 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 691 - დან
17 მარტი 202620 მარტი 20262 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 627 - დან
18 მარტი 202623 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 539 - დან
19 მარტი 202623 მარტი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 522 - დან
20 მარტი 202624 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 532 - დან
31 მარტი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 565 - დან
1 აპრილი 202612 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 643 - დან
5 აპრილი 20263 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 542 - დან
14 აპრილი 202626 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 540 - დან
15 აპრილი 202626 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 742 - დან
16 აპრილი 202619 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 718 - დან
17 აპრილი 202620 აპრილი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 786 - დან
18 აპრილი 202623 აპრილი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 803 - დან
20 აპრილი 202624 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 653 - დან
21 აპრილი 202625 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 696 - დან
22 აპრილი 202626 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 541 - დან
23 აპრილი 202627 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 524 - დან
24 აპრილი 202628 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 524 - დან
25 აპრილი 202629 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 524 - დან
26 აპრილი 202630 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 524 - დან
27 აპრილი 20261 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 524 - დან
28 აპრილი 20262 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 524 - დან
29 აპრილი 20268 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 542 - დან
30 აპრილი 20267 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 542 - დან
1 მაისი 20268 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 727 - დან
2 მაისი 202611 მაისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 844 - დან
3 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 807 - დან
4 მაისი 202613 მაისი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 790 - დან
5 მაისი 202614 მაისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 800 - დან
7 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 564 - დან
8 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 564 - დან
13 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 535 - დან
20 მაისი 202629 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 535 - დან
27 მაისი 20261 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 543 - დან
3 ივნისი 20266 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 535 - დან
11 ივნისი 202620 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 525 - დან
19 ივნისი 202622 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 540 - დან
22 ივნისი 202614 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 904 - დან
28 ივნისი 20265 ივლისი 20263 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 016 - დან
29 ივნისი 20264 ივლისი 20263 ᲒაჩერებაAJetბილეთები 922 - დან
30 ივნისი 20264 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 095 - დან
1 ივლისი 20266 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 050 - დან
9 ივლისი 202624 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 088 - დან
20 აგვისტო 202623 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 948 - დან
26 აგვისტო 202628 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 077 - დან
29 აგვისტო 20263 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 1 036 - დან
19 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 774 - დან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 მარტი 202622 მარტი 2026Wizz Airბილეთები 314 - დან
23 აპრილი 202630 აპრილი 2026Wizz Airბილეთები 494 - დან
7 მაისი 202610 მაისი 2026Wizz Airბილეთები 658 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 მარტი 20268 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 186 - დან
29 ივნისი 20264 ივლისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 297 - დან
30 ივნისი 20265 ივლისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 280 - დან

აღმოაჩინე ბრიუსელი

თუ გსურთ, თავად გამოსცადოთ ყველა ის დაუვიწყარი აქტივობა, რასაც ევროპის დედაქალაქად წოდებული ბრიუსელი გთავაზობთ, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში და მოიწყვეთ დაუვიწყარი დასვენება საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ, თქვენი მომავალი მოგზაურობა გავამარტივოთ და ყველა საჭირო დეტალის დაგეგმვაში დაგეხმაროთ.

დასარჩენი ადგილი ბრიუსელში

ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დასარჩენ ადგილებთან დაკავშირებით უამრავ მრავალფეროვან ვარიანტს გთავაზობთ. ამიტომ, ნუ იდარდებთ, თუ თქვენი ვიზიტი ახლოვდება და სასტუმროს დაჯავშნაზე ფიქრი გიწევთ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში, ჩვენ დაგეხმარებით იპოვოთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებული დასარჩენი ადგილი.

Yadoya Hotel

თუ ეძებთ სასტუმროს, რომელიც სრულ კომფორტს შემოგთავაზებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ვარიანტი. ის ბრიუსელის შუაგულში, იდეალურ ადგილას მდებარეობს, რაც საშუალებას მოგცემთ უპრობლემოდ გადაადგილდეთ ტრანსპორტით, თუმცა ბრიუსელის მრავალი ღირსშესანიშნაობა სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. გარდა ამისა, სასტუმროს ნომრები სრულად აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რაც შეიძლება მოგზაურობისას დაგჭირდეთ.

Holiday Inn Express Brussels - Airport, an IHG Hotel

ეს სასტუმრო თქვენი კომფორტული დასვენების გარანტია იქნება. გარდა იდეალური მომსახურებისა, ტრანსპორტით გადაადგილებაც არ გაგიჭირდებათ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ბრიუსელში, გირჩევთ, იჩქაროთ და ნომრებიც დაჯავშნოთ.

სასტუმროს სივრცეები ყველა საჭირო ნივთით არის აღჭურვილი, აქ შეძლებთ საუზმის სერვისით სარგებლობას, ხოლო 24-საათიანი მომსახურება ტურისტების კეთილგანწყობაზე უთუოდ იზრუნებს. წყვილებს განსაკუთრებით მოსწონთ აქაური ატმოსფერო, ამიტომ თუ მეორე ნახევართან ერთად გეგმავთ მოგზაურობას, გირჩევთ, გადახედოთ ამ სასტუმროს პირობებს.

Wellness Apart Hotel

თუ მოგწონთ სტუდიოს ტიპის ნომრები, ეს სასტუმრო იდეალურია თქვენთვის. მისი მოდერნისტულად მოწყობილი ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, რაც მოგზაურობის დროს კომფორტულ დასვენებაში დაგეხმარებათ – მაგალითად, პატარა მაცივრითა და მიკროტალღური ღუმელით. ამ საუცხოო მომსახურებას ემატება სასტუმროს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა, საიდანაც გადაადგილება მაქსიმალურად მარტივი იქნება.

Hygge Hotel

ეს მყუდრო, ღია ფერის ინტერიერის მქონე სასტუმრო მალევე შეგაყვარებთ თავს. მისი კეთილმოწყობილი ნომრები ტურისტებისთვის მაქსიმალურ კომფორტს ქმნის. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ სასტუმროს ულამაზეს ბაღში, ხოლო სერვისი მრავალფეროვან საუზმესაც მოიცავს.

რა გავაკეთოთ ბრიუსელში

ბრიუსელი იძლევა საშუალებას, თქვენი ვიზიტი სრულად მოირგოთ სურვილებზე. შეგიძლიათ ჩაეფლოთ ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაში, ან უბრალოდ დაისვენოთ და გაერთოთ. ჩვენ შეგირჩევთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობას, რათა თქვენი ბრიუსელში მოგზაურობა დაუვიწყარი იყოს. გახსოვდეთ, იაფი ფრენები ბრიუსელში თქვენი ოცნების მოგზაურობის დასაწყისია!

გრან-პლასი

ბრიუსელში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქალაქის ცენტრალური მოედანი – გრან-პლასი (Grand Place). ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს მოედნად ითვლება. აქ ნახავთ ბრწყინვალე არქიტექტურას, მათ შორის ქალაქის მერიას, მეფის სახლს (რომელშიც ამჟამად ბრიუსელის მუზეუმია განთავსებული) და გილდიების სახლებს, რომლებიც ოქროსფერი დეტალებითაა შემკული.

მოედანი ნებისმიერ დროს შთამბბეჭდავია, მაგრამ განსაკუთრებით მომხიბვლელია ღამით, როდესაც შენობები განათებულია. გრან-პლასი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებსა და ყვავილების ხალიჩების გამოფენებს, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

წმინდა ჰუბერტის სახელობის გალერეები

აუცილებლად ეწვიეთ წმინდა ჰუბერტის სახელობის სამეფო გალერეებს (Galeries Royales Saint-Hubert), რომლებიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ისტორიული სავაჭრო სივრცეა. ეს მე-19 საუკუნის შუა ხანებში აგებული შუშის ჭერის მქონე არკადები ევროპაში ერთ-ერთი პირველი ასეთი ტიპის ნაგებობა იყო.

გალერეები სამ ნაწილად იყოფა: მეფის გალერეა, დედოფლის გალერეა და პრინცების გალერეა. აქ ნახავთ მდიდრულ მაღაზიებს, ბუტიკებს, საიუველირო სალონებს, ცნობილ შოკოლადის მაღაზიებს (მაგალითად, Neuhaus და Godiva), მყუდრო კაფეებსა და რესტორნებს. გალერეები იდეალური ადგილია სასეირნოდ, შოპინგისთვის ან უბრალოდ არქიტექტურული სილამაზით დასატკბობად, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.

ატომიუმი

ბრიუსელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფუტურისტული სიმბოლოა ატომიუმი (Atomium). ეს უნიკალური ნაგებობა 1958 წლის ბრიუსელის მსოფლიო ექსპოზიციისთვის აიგო და რკინის კრისტალის უჯრედის გიგანტურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც 165 მილიარდჯერ არის გადიდებული.

ატომიუმი შედგება ცხრა სფეროსგან, რომლებიც ერთმანეთთან მილებითაა დაკავშირებული. შეგიძლიათ ლიფტით ახვიდეთ ზედა სფეროში, საიდანაც ბრიუსელის პანორამული ხედები იშლება. ზოგიერთ სფეროში განთავსებულია სამუზეუმო ექსპოზიციები, რომლებიც ატომიუმის ისტორიას, დიზაინსა და სხვადასხვა თემატურ გამოფენებს ეძღვნება. ღამით განათებული ატომიუმი განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება.

მის ირგვლივ მდებარეობს მინი-ევროპის პარკი, სადაც ევროპის ცნობილი ღირსშესანიშნაობების მინიატურული მოდელებია წარმოდგენილი, რაც ატომიუმის მონახულებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ოჯახებისთვის.

დამოუკიდებლობის ორმოცდაათი წლის აღსანიშნავი პარკი

ბრიუსელში, ატომიუმიდან არც ისე შორს, მდებარეობს დამოუკიდებლობის ორმოცდაათი წლისთავის აღმნიშვნელი პარკი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სენკანტენერის პარკი (Cinquantenaire Park). ეს უზარმაზარი და შთამბეჭდავი კომპლექსი 1880 წელს, ბელგიის დამოუკიდებლობის 50 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა.

პარკის ცენტრალური ნაწილია მონუმენტური ტრიუმფალური თაღი (Arcade du Cinquantenaire), რომელიც ორი მუზეუმის შენობას აკავშირებს.

თავად პარკი კი იდეალური ადგილია სასეირნოდ, პიკნიკისთვის ან უბრალოდ დასვენებისთვის. ის გამწვანებული სივრცეებით, შადრევნებითა და ქანდაკებებით გამოირჩევა.

რა ვჭამოთ ბრიუსელში ?

ბრიუსელი ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვის! ბელგიური სამზარეულო მდიდარი და მრავალფეროვანია. აი, რამდენიმე კერძი, რომლის გასინჯვაც აუცილებლად ღირს. იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში უგემრიელესი დესერტებისა და კერძების დაგემოვნების შესაძლებლობას მოგცემთ.

 

მიდიები კარტოფილი ფრით (Moules-Frites)

ეს ბელგიის ეროვნული კერძია. ორთქლზე მომზადებული მიდიები, როგორც წესი, თეთრ ღვინოში, ნიორსა და ოხრახუშში მზადდება და აუცილებლად მოყვება ხრაშუნა ბელგიური კარტოფილი ფრი. შეგიძლიათ სხვადასხვა სოუსით გასინჯოთ, მაგალითად, ნაღებით ან ტომატით.

ბელგიური კარტოფილი ფრი (Frites)

ბელგიელები კარტოფილი ფრის მომზადებას სერიოზულად ეკიდებიან! აქაური ფრი სქლად დაჭრილია და ორჯერ იწვება, რაც მას გარედან ხრაშუნას, შიგნიდან კი ფუმფულას ხდის. მიირთვით უამრავი სახეობის სოუსთან ერთად, მათ შორის ყველაზე პოპულარულია მაიონეზი და ანდალუსიური სოუსი.

ბელგიური ვაფლი (Belgian Waffles)

არსებობს ორი ძირითადი სახეობის ბელგიური ვაფლი:

ბრიუსელის ვაფლი: მსუბუქი, ჰაეროვანი და მართკუთხა ფორმის. ხშირად მიირთმევენ შაქრის პუდრასთან, ხილთან ან ნაღებთან ერთად.

ლიეჟის ვაფლი: უფრო მკვრივი, ტკბილი და არარეგულარული ფორმის. ცომში შაქრის კრისტალებია შერეული, რომლებიც გამოცხობისას კარამელიზდება და ვაფლს ხრაშუნა ტექსტურას აძლევს.

ბელგიური შოკოლადი და პრალინები

ბელგია მსოფლიოში განთქმულია თავისი შოკოლადით. ბრიუსელი სავსეა უამრავი შოკოლადის მაღაზიით, სადაც უგემრიელეს პრალინებსა (შოკოლადის კანფეტები რბილი გულით) და სხვა ტკბილეულს ნახავთ. აუცილებლად ეწვიეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Godiva, Neuhaus, Leonidas.

ფლამანდური ხორცის ჩაშუშული (Carbonade Flamande/Stoemp)

ეს არის ძროხის ხორცის გულიანი ჩაშუშული, რომელიც ბელგიურ ლუდში მზადდება ხახვთან და სანელებლებთან ერთად. როგორც წესი, მიირთმევენ კარტოფილი ფრისთან ან სტუმპთან (Stoemp) ერთად, რომელიც ბოსტნეულით გამდიდრებული კარტოფილის პიურეა.

ვატერზოი (Waterzooi)

ეს არის კრემისებური სუპი-ჩაშუშული, რომელიც შეიძლება მომზადდეს ქათმის ხორცით (Kippenwaterzooi) ან თევზით (Viswaterzooi) და უამრავი ბოსტნეულით. ეს გემრიელი და ნოყიერი კერძია.

ბელგიური ლუდი

ბელგია ლუდის კულტურის სამშობლოა და აქ უამრავი სახეობის უნიკალური ლუდი არსებობს, რომელთა დაუგემოვნებლად ნამდვილად არ უნდა წამოხვიდეთ!

ინფორმაცია ბრიუსელის ავიაბილეთების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
აერპორტის კოდი
BRU
ენა
ფრანგული, გერმანული, ჰოლანდიური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
80-100 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ბრიუსელზე

გეგმავთ მოგზაურობას ბრიუსელში? თუ უკვე გაქვთ ნაყიდი იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში ან უბრალოდ ვიზიტზე ფიქრობთ, აუცილებლად გაეცანით ამ განყოფილებას. აქ ნახავთ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს და მიიღებთ სასარგებლო რჩევებს ჩვენგან, რათა თქვენი მოგზაურობა მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო იყოს.

გაზაფხული იდეალური დროა ბრიუსელში სამოგზაუროდ, რადგან ამ პერიოდში ქალაქში არც ცუდი ამინდები შეგაწუხებთ და არც ზედმეტი ხალხმრავლობა შეგაფერხებთ გადაადგილებაში.

ბრიუსელში ვიზიტისას აუცილებლად დაუთმეთ დრო მუზეუმებისა და გალერეების დათვალიერებას. ასევე, არ დაგავიწყდეთ ქალაქის ქუჩებში სეირნობა, რათა სრულად დატკბეთ მისი საუცხოო არქიტექტურით.

დიახ, ქუთაისიდან ბრიუსელში პირდაპირი ავიარეისებით შეძლებთ გამგზავრებას.

ყველაზე იაფი ფრენები საქართველოდან ბრიუსელში ავიაკომპანია ვიზეარი გთავაზობთ.

თუ თქვენი მიზანი იაფი მოგზაურობაა, მაშინ ბრიუსელში გამგზავრება არატურისტულ სეზონებზე დაგეგმეთ. ამ პერიოდში არა მხოლოდ იაფ ავიაბილეთებს იპოვით, არამედ სასტუმროს დაჯავშნასაც ბიუჯეტურ ფასად შეძლებთ.

ბრიუსელის დასათვალიერებლად 3 დღე სავსებით საკმარისია ძირითადი ღირსშესანიშნაობების სანახავად. იაფი ავიაბილეთები ბრიუსელში მოგცემთ საშუალებას აღფრთოვანდეთ ქალაქის შთამბეჭდავი კულტურილი ძეგლებით, კულინარიით და ისტორიით.

ბრიუსელის აეროპორტი (BRU) ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქის ცენტრთან.

პირველ რიგში, ავიაბილეთების შერჩევაზე 1-2 თვით ადრე იზრუნეთ. ასევე, უმჯობესია, თქვენი მოგზაურობა არ დაამთხვიოთ შაბათ-კვირას ან დიდ დღესასწაულებს, რადგან ამ პერიოდში ავიაბილეთების ფასები, როგორც წესი, შედარებით მაღალია.