იაფი ავიაბილეთები აბუ-დაბიში

იაფი ავიაბილეთები აბუ-დაბიში

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ-დაბი თანამედროვე აღმოსავლური ქალაქის მშვენიერი მაგალითია, რომელიც შთამბეჭდავი არქიტექტურით, მაღალი დონით განვითარებული ინფრასტრუქტურითა და მდიდარი კულტურით იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ეს ქალაქი იდეალურია მათთვის, ვინც აღმოსავლური ტრადიციებისა და თანამედროვე კომფორტის შერწყმას ეძებს ერთ სივრცეში.

აბუ-დაბიში მოხვედრისას დაგხვდებათ ულამაზესი მეჩეთები, მუზეუმები, სანაპიროები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები. გაემართეთ დიდებულ შეიხ ზაიდის მეჩეთის დასათვალიერებლად, დაათვალიერეთ ლუვრი აბუ-დაბი, ან ისარგებლეთ წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობით. დღის ბოლოს კი შეგიძლიათ მოეშვათ ფუფუნებით სავსე სასტუმროში ან ესტუმროთ ერთ-ერთ სანაპირო რესტორანს და ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნოთ.

იაფი ავიაბილეთები აბუ-დაბიში შესანიშნავი შესაძლებლობაა, მოიწყოთ დასვენება დაუვიწყარ გარემოში, აღმოსავლური სტუმართმოყვარეობითა და თანამედროვე ქალაქის დინამიკით სავსე ატმოსფეროში.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები აბუ-დაბიში?

აბუ დაბიში გამგზავრება საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი. თბილისიდან და ქუთაისიდან პირდაპირი ფრენების პოვნა მარტივია, ხოლო ბათუმიდან მგზავრობა მხოლოდ გადაჯდომებით ხდება. დამატებით, მოგაწვდით ინფორმაციას ერევნიდან აბუ დაბის მიმართულებით მიმდინარე პირდაპირ ავიარეისებზეც.

იაფი ავიაბილეთები აბუ-დაბიში თბილისიდან დაახლოებით 353 ლარიდან იწყება. პირდაპირ რეისებს უზრუნველყოფს ავიაკომპანია Air Arabia, ხოლო გადაჯდომით შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი ავიაკომპანიების მომსახურებით, როგორებიც არიან Qatar Airways, Turkish Airlines, Pegasus და სხვა.

ქუთაისი აბუ დაბიში პირდაპირი ფრენა შესაძლებელია Wizz Air-ის რეისებით. ფრენების საწყისი ფასი დაახლოებით 169 ლარს შეადგენს.

ბათუმიდან კი აბუ დაბიში ფრენა მხოლოდ გადაჯდომითი რეისებით არის შესაძლებელი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია Turkish Airlines-ისა და Pegasus-ის სერვისები. ბილეთების ფასები ამ შემთხვევაში კი დაახლოებით 345 ლარიდან იწყება.

ასევე, ვისაც ურჩევნია ერევნიდან გაფრენა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ Wizz Air-ის პირდაპირი რეისები აბუ დაბიში. ზვართნოცის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან ახლოს მდებარეობს და იქ მოხვედრა საქართველოდან რამდენიმე საათიანი მგზავრობითაა შესაძლებელი – იქნება ეს მანქანით, მატარებლით თუ ავტობუსით. ერევნიდან ყველაზე ბიუჯეტური ფრენა 190 ლარიდან იწყება.

ქვემოთ მოცემულია ავიაბილეთების ცხრილი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან აბუ დაბის მიმართულებით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 მარტი 202623 მარტი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysბილეთები 1 270 - დან
19 მარტი 202623 მარტი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiბილეთები 1 725 - დან
23 მარტი 202627 მარტი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 647 - დან
24 მარტი 20261 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 937 - დან
27 მარტი 202629 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 046 - დან
1 აპრილი 20265 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 971 - დან
2 აპრილი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაJazeera Airwaysბილეთები 874 - დან
3 აპრილი 20266 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 379 - დან
6 აპრილი 202612 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 181 - დან
9 აპრილი 202614 აპრილი 20261 ᲒაჩერებაJazeera Airwaysბილეთები 863 - დან
10 აპრილი 202615 აპრილი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiბილეთები 774 - დან
14 აპრილი 202617 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 110 - დან
16 აპრილი 202619 აპრილი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiბილეთები 1 001 - დან
17 აპრილი 202624 აპრილი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiბილეთები 790 - დან
22 აპრილი 202627 აპრილი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiბილეთები 783 - დან
23 აპრილი 202630 აპრილი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiბილეთები 775 - დან
27 აპრილი 20265 მაისი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiბილეთები 994 - დან
1 მაისი 20267 მაისი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiბილეთები 771 - დან
2 მაისი 20265 მაისი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiბილეთები 998 - დან
29 ივნისი 20262 ივლისი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiბილეთები 1 039 - დან
28 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysბილეთები 1 169 - დან
2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysბილეთები 1 236 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 აპრილი 20264 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 159 - დან
3 აპრილი 20266 აპრილი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 415 - დან
1 ივლისი 20264 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 985 - დან
24 სექტემბერი 202629 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 714 - დან
1 დეკემბერი 20262 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 2 571 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 მაისი 20267 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 619 - დან
2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 2 064 - დან
8 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 2 198 - დან

აღმოაჩინე აბუ-დაბი

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ დაბი აღმოსავლური შარმითა და თანამედროვე არქიტექტურით სავსე ქალაქია, რომელიც აუცილებლად დაგატყვევებთ. თუ გეგმავთ მოგზაურობას, ჩვენ დაგეხმარებით დეტალების მარტივად დაგეგმვაში. შემოგთავაზებთ კომფორტულ და ხელმისაწვდომ სასტუმროებს, პოპულარულ ღირსშესანიშნაობებს და აბუ დაბის უგემრიელეს სამზარეულოს. იაფი ავიაბილეთები აბუ-დაბიში თქვენი არაბული თავგადასავლის მხოლოდ დასაწყისია.

დასარჩენი ადგილი აბუ-დაბიში

სასურველი სასტუმროს პოვნა ზოგჯერ შეიძლება დამღლელი პროცესიც კი აღმოჩნდეს, თუმცა ჩვენ გთავაზობთ ამ პროცესის გამარტივებას. ამ სექციაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა სასტუმროს ვარიანტებს, რომლებიც განსაკუთრებული პირობებით გამოირჩევა. მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას მოგცემთ მარტივად შეარჩიოთ საცხოვრებელი თქვენი ბიუჯისა და სურვილების მიხედვით.

Sheraton Khalidiya Hotel

ეს არის აბუ დაბის ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე პოპულარული სასტუმრო. მისი კომფორტული ნომრები სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ყველა საჭირო ნივთით, რაც მოგზაურობისას გჭირდებათ. გარდა ამისა, სასტუმრო განთავსებულია გრანდიოზულ სავაჭრო ცენტრთან ახლოს, რაც დამატებით კომფორტს გთავაზობთ. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ფიტნეს ცენტრითა და ლაუნჯით, რაც სასტუმროს კიდევ უფრო სასურველ არჩევანად აქცევს.

Radisson Blu Hotel, Abu Dhabi Yas Island

ეს სასტუმრო ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო არჩევანია აბუ დაბიში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ კომფორტს გთავაზობთ. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ დილის საუზმით, ხოლო რესტორანში დაგხვდებათ მრავალფეროვანი მენიუ სხვადასხვა გემოვნებაზე. სასტუმრო აღჭურვილია საკუთარი საცურაო აუზითა და ფიტნეს ცენტრით, რაც დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. იგი სტრატეგიულად იდეალურ ადგილას მდებარეობს – როგორც სანაპიროს, ისე ქალაქის ცენტრის სიახლოვეს.

Premier Inn Abu Dhabi Airport Business Park

ამ სასტუმროში ყველა საჭირო კომფორტი დაგხვდებათ, რაც მოგზაურობისას შეიძლება გინდოდეთ. აქვე დაგხვდებათ საცურაო აუზი, თანამედროვე ფიტნეს სივრცე და სპეციალურად შეხვედრებისთვის განკუთვნილი დარბაზები. რესტორანი სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს გემრიელ და მრავალფეროვან კერძებს სთავაზობს, რაც შესანიშნავ კულინარიულ გამოცდილებას უზრუნველყოფს.

VOGO Abu Dhabi Golf Resort & Spa Formerly The Westin Abu Dhabi Golf Resort & Spa

ეს სასტუმრო აბუ დაბის ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თავისი მრავალფეროვანი სერვისებით გამოირჩევა. აქ ყველაფერი დაგხვდებათ ერთი სივრცეში: ელეგანტური რესტორნები, ბარები, ფიტნეს დარბაზი, სპა ცენტრი და სხვა კომფორტული სივრცეები. ნომრები თანამედროვე დიზაინით და ყველა საჭირო დეტალით არის მოწყობილი, რაც სტუმრებს სიმშვიდესა და სრული კომფორტს სთავაზობს. ეს არის ადგილი, სადაც დასვენებასა და გართობას იდეალურად შეუთავსებთ.

რა გავაკეთოთ აბუ-დაბიში

აბუ-დაბი სავსეა მრავალფეროვანი აქტივობებით და უნიკალური, ეგზოტიკური გამოცდილებებით, რომლებიც მოგზაურობას განსაკუთრებულად დაუვიწყარს გახდის. აქ შეგიძლიათ შეუთავსოთ ერთმანეთს კულტურული აღმოჩენები, თავგადასავლები და თანამედროვე გართობა. თქვენი ვიზიტის უკეთ დაგეგმვისთვის ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ადგილს, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ აბუ-დაბიში ყოფნისას.

Sheikh Zayed Grand Mosque

იცოდით, რომ აბუ-დაბიში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი მეჩეთი ნახვა შეგიძლიათ? შეიხ ზაიდის მეჩეთი არა მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობითაა გამორჩეული, არამედ თავისი განსაცვიფრებელი არქიტექტურითაც. მისი გრანდიოზული ზომები, თეთრი მარმარილოს ფასადები, დახვეწილი თაღები და მოხატული სვეტები მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. მეჩეთის შიდა და გარე დიზაინი საოცარი სილამაზითა და დეტალების სიზუსტით არის შესრულებული, რაც მას აბუ დაბის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად აქცევს.

აბუ-დაბის ლუვრი

იაფი ავიაბილეთები აბუ-დაბიში უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, მოინახულოთ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვნების მუზეუმი. აბუ-დაბის ლუვრში წარმოდგენილია ისეთი სახელგანთქმული მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი, ედუარ მანე და ჯოვანი ბელინი. ხელოვნების მოყვარულთათვის ეს მუზეუმი ნამდვილი საგანძურია, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დატოვებს და ნამდვილად გულში ჩაგებეჭდებათ.

SeaWorld Abu Dhabi

ეს უნიკალური წყლის პარკი აბუ-დაბიში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გასართობ ადგილად ითვლება თავისი მრავალფეროვანი და არაორდინალური აქტივობებით. აქ სტუმრობა ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილებაა – შეგიძლიათ არა მხოლოდ ისიამოვნოთ წყლის ატრაქციონებით, არამედ ეწვიოთ თემატურად მოწყობილ მუზეუმის ტიპის სივრცეებსაც, სადაც დეტალურად გაიგებთ წყლის სამყაროს შესახებ. აბუ-დაბიში მოგზაურობა დაგიტოვებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, განსაკუთრებით თუ ეს პარკიც შეიყვანთ თქვენს მარშრუტში.

ემირატების სასახლე

არაბთა ემირატების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მდიდრული ლოკაციაა აბუ-დაბიში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ეს გრანდიოზული ნაგებობა თავისი მასშტაბებითა და დიზაინით უკვე პირველივე დანახვაზე ტოვებს ძლიერ შთაბეჭდილებას. სასახლეში სტუმრობა არა მხოლოდ ვიზუალურად საოცარი გამოცდილებაა, არამედ კულტურულადაც ღირებულია – იგი ნამდვილ ექსკურსიას ჰგავს აღმოსავლურ არქიტექტურასა და ტრადიციებში. შენობის მკვეთრი ფორმები, სიმეტრიული პროპორციები და ისლამური არქიტექტურის ელემენტები მნახველში გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს.

რა ვჭამოთ აბუ-დაბიში

აბუ-დაბი კულინარიული მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა და არც გურმანებს დატოვებს გულგრილს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გამორჩეული კერძები, ასევე სცადოთ ტრადიციული არაბული კერძები, რომლებიც ადგილობრივებისთვის განსაკუთრებით საყვარელია. ქალაქის რესტორნები და კაფეები თქვენს კულინარიულ მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბებს.

Chabab

ეს ტკბილეული ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე აბუ-დაბის სტუმრებისთვის. იგი წარმოადგენს ალადების მსგავს ვერსიას – ნაზ, ოდნავ ხრაშუნა ცომის ფენებს, რომლებიც ტრადიციულად სხვადასხვა ტოპინგებით – თაფლი, პისტოკი, ან ტკბილი სიროფი, სერვირდება. მისი გემო მართლაც განსაკუთრებულია და გარანტირებულად გაანებივრებს თქვენს გემოვნურ რეცეპტორებს.

Regag

ეს კერძი ერთგვარი ხრაშუნა პურის ვარიანტია, რომელიც აბუ-დაბიში განსაკუთრებით პოპულარულია და ხშირად სხვადასხვა კერძთან ერთად მიირთმევა, მათ შორის შემწვარ ან მოხარშულ კვერცხთან. მისი გემო მარტივია, თუმცა საოცრად ავსებს და აძლიერებს სხვა პროდუქტების არომატს. აბუ-დაბიში მოგზაურობისას, თუ ადგილობრივების კვების კულტურას მიჰყვებით, სწორედ ასეთი ტრადიციული კერძები მოგიტანთ ნამდვილ ლოკალურ გამოცდილებას.

Lugaymat

ეს კერძი არის სპეციალურად მომზადებული კარტოფილის ბურთულები, რომლებიც ხრაშუნა ტექსტურით და რბილი შიგთავსით გამოირჩევა. იგი მირთმევისთვის მზადდება არომატულ სოუსებთან და სანელებლებთან ერთად, რაც მის გემოს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ეს მარტივი, მაგრამ გემრიელი ტრადიციული კერძი აბუ-დაბიში ნამდვილად ღირს გასინჯვად და არავითარ შემთხვევაში არ გაგიცრუებთ იმედებს.

Thareed

ეს კერძი ძალიან კომფორტული საკვებია – იგი წარმოადგენს ხორცის შიგთავსით სავსე ცომის ბურთულებს, რომლებიც გემრიელ გარნირთან – კარტოფილთან და ხილ-ბოსტნეულთან ერთად მოირთმევა. ეს გემრიელი კერძი აუცილებლად დაუვიწყარ კულინარიულ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

ინფორმაცია აბუ-დაბიში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
AED - د.إ - არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი
აერპორტის კოდი
AUH
ენა
არაბული
თაიმზონა
GMT+4
დღიური საშუალო თანხა
160$ (600 AED)

ხშირად დასმული კითხვები აბუ-დაბიზე

თუ უკვე დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა და შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები აბუ-დაბიში, აუცილებლად გადახედეთ ხშირად დასმული კითხვების სექციას – აქ დაგხვდებათ საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ – დროის სწორად გადანაწილებასა და იაფი ავიაბილეთების ხელმისაწვდომ ფასად შეძენაში, რაც თქვენს მოგზაურობას უფრო მარტივსა და ეფექტურს გახდის.

აბუ-დაბიში მოგზაურობის საუკეთესო დროა ნოემბრიდან მარტამდე, როდესაც ამინდი თბილი, სასიამოვნო და სეირნოდ იდეალური. ზაფხულზე აქ ძალიან ცხელა.

აბუ-დაბი გამორჩეულია შთამბეჭდავი მოდერნული არქიტექტურით, მდიდარი არაბული კულტურით, მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობებით (როგორიცაა შეიხ ზაიდის მეჩეთი და ლუვრი აბუ-დაბი) და მაღალი დონის სერვისებით.

დიახ, თბილისიდან და ქუთაისიდან აბუ დაბისკენ პირდაპირი რეისები ყოველთვის ხელმისაწვდომია.

იაფი ავიაბილეთები აბუ-დაბიში შეგიძლიათ Wizz Air -ის რესებზე შეიძინოთ და გაემგზავროთ ქუთაისიდან მარტივად და ბიუჯეტურად.

არატურისტულ სეზონებზე მოგზაურობა იდეალურია, რადგან ნაკლები მოთხოვნის გამო ავიაბილეთებიც იაფია და სასტუმროების ფასებიც უფრო ხელმისაწვდომი.

აბუ-დაბიში მოგზაურობისთვის 3-დან 5 დღემდე საკმარისია, რომ მოინახულოთ მთავარი ღირსშესანიშნობები, დაისვენოთ და ისარგებლოთ ქალაქის გასართობი და კულტურული შესაძლებლობებით.

AUH – აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს დაახლოებით 25 კმ-ით ქალაქის ცენტრიდან.