იაფი ავიაბილეთები მადრიდში

იაფი ავიაბილეთები მადრიდში

მადრიდი, ესპანეთის დედაქალაქი, თავისი მშრალი კლიმატით, ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლით სავსე და ენერგიული ქალაქია. მადრიდი უამრავ მუზეუმს, სამეფო არქიტექტურულ ნიმუშსა და თვალწარმტაც მოედანს აერთიანებს, სადაც წარსული, ხელოვნება და თანამედროვე ურბანული ცხოვრება იდეალურ ჰარმონიას ქმნის.

მადრიდში ვიზიტისას, არ გამოტოვოთ „პრადოს მუზეუმი“, სადაც ველასკესის, გოიასა და რუბენსის შედევრებია გამოფენილი. გაისეირნეთ ცნობილ მოედნებზე – პლასა მაიორსა და პლასა დელ სოლზე, დაათვალიერეთ მეფის სასახლე და დატკბით ქალაქის გრანდიოზული ბულვარებით. მადრიდის ქუჩები სავსეა თანამედროვე გალერეებით, ადგილობრივი ბაზრებითა და ბარებით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ესპანური კერძები, როგორიცაა ჯამონი, ჩუროსი და ტაპასი. ქალაქის ღამის ცხოვრება კი განსაკუთრებული თავგადასავალია, რადგან მისი ქუჩები და ბარები ყოველთვის რიტმშია.

იაფი ავიაბილეთები მადრიდში საშუალებას გაძლევთ, იმოგზაუროთ ესპანეთის გულში, სადაც ხელოვნება, ისტორია, დახვეწილი კერძები და სიცოცხლით სავსე ატმოსფერო დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები მადრიდში ?

საქართველოდან მადრიდში გამგზავრება შეგიძლიათ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის აეროპორტიდან. ამ ეტაპზე პირდაპირი რეისები არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა იაფი ავიაბილეთები მადრიდში გადაჯდომით მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ. თბილისი მადრიდი ავიაბილეთის ფასი იწყება დაახლოებით 280 ლარიდან, ხოლო ქუთაისი მადრიდი – 110 ლარიდან, რაც ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვისთვის კარგი შესაძლებლობაა. თბილისიდან ფრენებს Aegean Airlines, LOT Polish Airlines, Lufthansa და Pegasus Airlines ასრულებენ, ხოლო ავიაკომპანია პეგასუსი ქუთაისიდანაც გთავაზობთ რეისებს.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
25 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 354 -დან
30 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 361 -დან
28 მარტი 20262 Გაჩერებაბილეთები 362 -დან
31 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 363 -დან
29 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 364 -დან
24 მარტი 20262 Გაჩერებაბილეთები 396 -დან
16 მარტი 20262 Გაჩერებაბილეთები 419 -დან
18 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 426 -დან
15 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 428 -დან
20 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 438 -დან
11 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 439 -დან
19 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 443 -დან
13 მარტი 20263 Გაჩერებაბილეთები 447 -დან
17 მარტი 20262 Გაჩერებაბილეთები 504 -დან
10 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 528 -დან
14 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 534 -დან
12 მარტი 20261 Გაჩერებაბილეთები 547 -დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 მარტი 202615 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 781 - დან
21 აპრილი 202628 აპრილი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 739 - დან
19 მაისი 202623 მაისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 725 - დან
3 ივნისი 202610 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 807 - დან
8 ივლისი 202628 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 807 - დან
1 აგვისტო 202631 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 045 - დან
22 სექტემბერი 202626 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 754 - დან
17 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 821 - დან
16 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 819 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 მარტი 202615 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 781 - დან
11 მარტი 202612 მარტი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 1 281 - დან
13 მარტი 202620 მარტი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 923 - დან
14 მარტი 202624 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 054 - დან
16 მარტი 202619 მარტი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 894 - დან
17 მარტი 202621 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 928 - დან
18 მარტი 202610 აპრილი 20263 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 831 - დან
20 მარტი 202631 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 148 - დან
22 მარტი 202628 მარტი 20262 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 1 141 - დან
24 მარტი 202628 მარტი 20263 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 1 125 - დან
25 მარტი 202621 მაისი 20262 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 785 - დან
1 აპრილი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 839 - დან
2 აპრილი 20267 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 886 - დან
3 აპრილი 20268 აპრილი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 941 - დან
4 აპრილი 20269 აპრილი 20263 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 129 - დან
5 აპრილი 202610 აპრილი 20263 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 1 166 - დან
6 აპრილი 202611 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 043 - დან
7 აპრილი 202614 აპრილი 20263 ᲒაჩერებაEasyJet Europeბილეთები 866 - დან
8 აპრილი 202613 აპრილი 20263 ᲒაჩერებაAJetბილეთები 842 - დან
9 აპრილი 202614 აპრილი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 855 - დან
10 აპრილი 202614 აპრილი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 848 - დან
11 აპრილი 202625 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 881 - დან
13 აპრილი 202619 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 838 - დან
16 აპრილი 202619 აპრილი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 807 - დან
21 აპრილი 202628 აპრილი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 739 - დან
25 აპრილი 20264 მაისი 20262 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 890 - დან
26 აპრილი 202629 აპრილი 20263 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 781 - დან
27 აპრილი 202630 აპრილი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 886 - დან
1 მაისი 20265 მაისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 840 - დან
5 მაისი 202615 მაისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 898 - დან
7 მაისი 202613 მაისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 800 - დან
8 მაისი 202612 მაისი 20263 ᲒაჩერებაAJetბილეთები 827 - დან
9 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 739 - დან
12 მაისი 202615 მაისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 784 - დან
15 მაისი 202618 მაისი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 853 - დან
18 მაისი 202623 მაისი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 861 - დან
19 მაისი 202623 მაისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 725 - დან
24 მაისი 20263 ივნისი 20263 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 802 - დან
26 მაისი 20267 ივნისი 20262 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 776 - დან
1 ივნისი 20268 ივნისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 950 - დან
3 ივნისი 202610 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 807 - დან
4 ივნისი 20268 ივნისი 20262 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 865 - დან
9 ივნისი 202620 ივნისი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 922 - დან
21 ივნისი 202627 ივნისი 20262 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 1 093 - დან
22 ივნისი 202630 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 005 - დან
23 ივნისი 202627 ივნისი 20263 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 003 - დან
24 ივნისი 20261 ივლისი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 073 - დან
28 ივნისი 202619 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 136 - დან
1 ივლისი 20265 ივლისი 20263 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 1 050 - დან
3 ივლისი 202611 ივლისი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 204 - დან
7 ივლისი 202613 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 090 - დან
8 ივლისი 202628 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 807 - დან
14 ივლისი 202628 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 905 - დან
15 ივლისი 202619 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 136 - დან
20 ივლისი 202627 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 135 - დან
24 ივლისი 202631 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 166 - დან
25 ივლისი 20261 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 344 - დან
26 ივლისი 202630 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 035 - დან
27 ივლისი 20263 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 106 - დან
1 აგვისტო 202631 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 045 - დან
25 აგვისტო 20261 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 1 122 - დან
27 აგვისტო 202631 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 1 331 - დან
28 აგვისტო 20261 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 288 - დან
29 აგვისტო 20261 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 1 203 - დან
10 სექტემბერი 202615 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 826 - დან
16 სექტემბერი 20267 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 765 - დან
22 სექტემბერი 202626 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 754 - დან
12 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 833 - დან
17 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 821 - დან
16 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 819 - დან

აღმოაჩინე მადრიდი

თუ მადრიდში მოგზაურობას აპირებთ, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი თავგადასავლის მარტივად დაგეგმვაში. შემოგთავაზებთ კომფორტულ და ბიუჯეტურ სასტუმროებს, ისტორიული ღირსშესანიშნაობების რჩეულ სიას და ქალაქის ავთენტურ კულინარიულ გამოცდილებას. იაფი ავიაბილეთები მადრიდში თქვენი ესპანური თავგადასავლის მხოლოდ დასაწყისია!

დასარჩენი ადგილი მადრიდში

სასურველი სასტუმროს პოვნა ხშირად ბევრ დროს და ძალისხმევას საჭიროებს, თუმცა ჩვენ ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივად და კომფორტულად გაგიხდეთ. ამ სექციაში წარმოგიდგენთ შერჩეულ სასტუმროებს მადრიდში, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, კომფორტული გარემოთი და მისაღები ფასებით. აქ თქვენ ნახავთ როგორც ბიუჯეტურ, ისე პრემიუმ კატეგორიის ვარიანტებს, რათა შეარჩიოთ ისეთი საცხოვრებელი, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენს ბიუჯეტს, გეგმებსა და მოგზაურობის სტილს.

Hotel Mediodia

ეს სასტუმრო მადრიდში ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე მდებარეობს – ახლოსაა როგორც ცენტრალურ სადგურთან, ასევე ქალაქის მთავარი მუზეუმებიდან და პოპულარული ტურისტული ადგილებიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში. სასტუმროს ნომრები კლასიკურ სტილშია მოწყობილი და დიდ ფანჯრებთან ერთად ნათელ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. სტუმრებს სთავაზობენ საუზმის სერვისსაც, ხოლო 24-საათიანი მომსახურება გარანტიას იძლევა, რომ თქვენი ყველა საჭიროება ნებისმიერი დროს სრულად დაკმაყოფილდებ.

The Adventure Hostel Gran Vía

თუ ბიუჯეტური მოგზაურობა თქვენი პრიორიტეტია, ჰოსტელში დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს კონკრეტული ჰოსტელი არა მხოლოდ მარტივად მისადგომია ტრანსპორტით, არამედ მდებარეობს სტრატეგიულად ხელსაყრელ ლოკაციაზე – მადრიდის სამეფო სასახლესთან და სხვა ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს.

აქ დაგხვდებათ მეგობრული და პროფესიონალი პერსონალი, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში. ჰოსტელი იდეალური სივრცეა საერთაშორისო მოგზაურებთან კავშირების დასამყარებლადაც. პერსონალი კი სტუმრების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები მადრიდში , გირჩევთ ჰოსტელის ნომრის დროულად დაჯავშნაზეც იფიქროთ, რათა უზრუნველყოთ კომფორტული და მშვიდი განთავსება ქალაქის გულში.

Lotus Opera House

ეს სასტუმრო ტურისტებს შორის ერთ-ერთი ფავორიტია, პირველ რიგში მისაღები მდებარეობის გამო – იგი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან, მუზეუმებთან და მადრიდის ცენტრალურ მოედანთან ძალიან ახლოსაა. სასტუმროს ნომრები სრულად აღჭურვილია ყველა აუცილებელი ნივთით, რაც კომფორტული და უშფოთველი განთავსებისთვის გჭირდებათ. აქედან ქალაქში ფეხით გადაადგილება მარტივია, რაც დროსაც გიზოგავთ და ქალაქის ატმოსფეროს უკეთ შეგაგრძნობინებთ. ნომრების ფართო არჩევანი კი საშუალებას გაძლევთ, მარტივად შეარჩიოთ ვარიანტი, რომელიც თქვენს ბიუჯეტსა და საჭიროებებს იდეალურად მოერგება.

Melia Madrid Princesa

თუ გსურთ, თქვენს დასარჩენ სივრცეში მაქსიმალური კომფორტი და გამორჩეული პირობები იყოს თავმოყრილი, აუცილებლად გირჩევთ ამ სასტუმროს. აქ დაგხვდებათ სპა ცენტრი, დახურული და ღია აუზები, სრულად აღჭურვილი ფიტნეს სივრცე და ელეგანტური რესტორანი. სტუმრებს სთავაზობენ მრავალფეროვან საუზმის სერვისს, რომელიც მოგზაურობას სასიამოვნო დასაწყისს აძლევს. სასტუმროს ულამაზესი ტერასებიდან კი შეგიძლიათ დატკბეთ მადრიდის შთამბეჭდავი ხედებით და ქალაქის პანორამით, რაც აქ ყოფნას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.

იაფი ავიაბილეთები მადრიდში საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ ესპანეთის გული – ქალაქი, სადაც სამეფო ისტორია, თანამედროვე ხელოვნება და ქალაქური ცხოვრება საოცარ ჰარმონიაშია. მადრიდი გამოირჩევა მსოფლიო დონის მუზეუმებით, ელეგანტური ბულვარებით, ისტორიული მოედნებითა და ცხოვრების ხალისით სავსე ატმოსფეროთი. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ პრადოს, რეინა სოფიას და ტისენის მუზეუმებს, გაისეირნოთ პლასა მაიორზე, დააგემოვნოთ ტრადიციული ტაპასები ადგილობრივ ბარებში და შეიგრძნოთ მადრიდის ავთენტური სული.

თქვენი მოგზაურობის დაგეგმვის გასამარტივებლად, ჩვენ შევარჩიეთ მადრიდის საუკეთესო ლოკაციები და გამოცდილებები, რომელთა გამოტოვება არანაირად არ ღირს.

მუზეუმები

მადრიდის ცნობილი „ხელოვნების მოედანი“ (Paseo del Arte) ერთ-ერთი უნიკალური ადგილია მსოფლიოში, სადაც დაახლოებით 1 კილომეტრის რადიუსში თავმოყრილია რამდენიმე უდიდესი ეროვნული მუზეუმი – პრადოს მუზეუმი, რეინა სოფიას მუზეუმი და ტისენ-ბორნემიზას გალერეა. თუ ხელოვნება, კულტურა და ისტორია თქვენი ინტერესის სფეროა, რეინა სოფიას მუზეუმში წარმოდგენილი პაბლო პიკასოს ლეგენდარული ნამუშევარი „გერნიკა“ აუცილებლად თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს. მადრიდის მუზეუმები არ არის უბრალოდ საგამოფენო სივრცეები – ისინი ქალაქის სულის ნაწილი და ნებისმიერი მოგზაურისთვის ნამდვილი კულტურული აღმოჩენაა.

კარიბჭეები

მადრიდის ისტორიული კარიბჭეები ქალაქის წარსულის ცოცხალი მოწმობაა და მათი არქიტექტურული სიდიადე ნებისმიერი მნახველისთვის აღტაცების საგანია. წარსულში ისინი ცერემონიალური და დაცვითი ფუნქციით გამოიყენებოდა, დღეს კი ესპანური კულტურის სიმბოლოებად და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებად გვევლინებიან. აუცილებლად ეწვიეთ ალკალას კარიბჭეს (Puerta de Alcalá), წმინდა ვინსენტის კარიბჭესა და ფილიპე მეოთხის კარიბჭეს – მათი მასიური თაღები, გრანდიოზული სვეტები და ისტორიული სკულპტურები მადრიდის კლასიკური სილამაზის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. იაფი ავიაბილეთები მადრიდში მოგცემთ შანსს, თავად აღმოაჩინოთ ეს არქიტექტურული საგანძური და შეიყვაროთ ესპანური კულტურა მის ნამდვილი ფორმით.

"მზის კარიბჭე"

პუერტა დელ სოლი (Puerta del Sol), რაც „მზის კარიბჭეს“ ნიშნავს, მადრიდის გული და ესპანეთის საგზაო ქსელის სიმბოლური ცენტრია. ეს არის ადგილი, სადაც ქალაქის პულსი ყველაზე მეტად იგრძნობა, რადგან აქ იმართება ყველა მნიშვნელოვანი ეროვნული და კულტურული დღესასწაული. მოედნის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ტრადიციული ბარებითა და კაფეებით, რომლებიც იდეალურ შესაძლებლობას იძლევიან, ჩაუღრმავდეთ ესპანურ კულტურას და დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები.

სამეფო სასახლე

მადრიდის სამეფო სასახლე (Palacio Real de Madrid) არის ესპანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალური რეზიდენცია, თუმცა დღეს იგი მხოლოდ სახელმწიფო ცერემონიებისთვის გამოიყენება. ის ევროპის ყველაზე დიდი სამეფო სასახლეა, რომლის ფართობი 135 000 კვადრატულ მეტრს და 3 418 ოთახს მოიცავს. სასახლე მდებარეობს ძველი მავრიტანული ციხესიმაგრის, ალკასარის, ადგილას, რომელიც 1734 წელს ხანძარმა გაანადგურა. ახალი სასახლის მშენებლობა 1738 წელს დაიწყო და 1764 წელს დასრულდა.

რა ვჭამოთ მადრიდში

მადრიდში მოგზაურობისას ესპანური სამზარეულოს დაგემოვნება აუცილებლად უნდა იყოს თქვენი გეგმების ნაწილი. ქალაქი სავსეა ტრადიციული ტაპას ბარებით, ადგილობრივი ბაზრებითა და რესტორნებით, სადაც შეგიძლიათ ეზიაროთ ესპანურ გემოებს. მადრიდში არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია და ყველა გემოვნების მქონე დამთვალიერებელს შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო კერძი. გთავაზობთ რამდენიმე კლასიკურ და პოპულარულ ვარიანტს, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ

ტორტილა

ტორტილა არის კლასიკური ესპანური კერძი, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც ტორტილა დე პატატასი (tortilla de patatas) ან ტორტილა ესპანიოლა (tortilla española). ის არ არის იგივე, რაც მექსიკური ტორტილა (თხელი სიმინდის ან ხორბლის პური). ეს არის სქელი ომლეტი, რომლის ძირითადი ინგრედიენტებია კარტოფილი, კვერცხი და ხახვი (სურვილისამებრ). ტორტილა ესპანეთის ყველა კუთხეში გვხვდება, როგორც სახლის სამზარეულოში, ისე ტაპას-ბარების მენიუში.

ეს კერძი ესპანური სამზარეულოს სიმბოლოა, რომელიც უბრალოებასა და სრულყოფილ გემოს აერთიანებს.

ნივრის კრევეტები

ეს უმარტივესი კერძი, რომელიც მხოლოდ ზეთში მოშუშებულ ნიორზეა დაფუძნებული, მადრიდის სამზარეულოს მუდმივობისა და სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლოა. ის 1940-იანი წლების საკვები დეფიციტის დროს გაჩნდა, როგორც საუზმის საფუძველი, მაგრამ დღეს უკვე კულტურული დატვირთვა შეიძინა და ტრადიციის ნაწილად იქცა. ხელმისაწვდომი ფრენები მადრიდში კი საშუალებას მოგცემთ, აღმოაჩინოთ ესპანეთის დედაქალაქის ასეთივე მარტივი, მაგრამ დაუვიწყარი რეცეპტები.

კროკეტები

კროკეტები არის კლასიკური ესპანური კერძი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტაპასი (წასახემსებელი) და ნებისმიერი ესპანური ბარისა თუ რესტორნის მენიუს განუყოფელი ნაწილია. ისინი განსაკუთრებით უყვართ ბავშვებსა და მოზრდილებს, რადგან ხრაშუნა გარე ფენასა და ნაზ, ნაღებისებრ შიგთავსს აერთიანებს.

პაელა

პაელა არის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი კერძი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ესპანური კულინარიის სიმბოლოდ იქცა. ის წარმოიშვა ვალენსიის რეგიონში და დღესდღეობით უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბითაა პოპულარული.

თუ ესპანეთში მოგზაურობთ, აუცილებლად დააგემოვნეთ პაელია და თავად შეიგრძენით მისი ნამდვილი ხიბლი.

ჩუროსები

ჩუროსი არის ლეგენდარული ესპანური დელიკატესი, რომელიც ღრმად შემწვარი საკონდიტრო ნაწარმია. ის წარმოუდგენლად პოპულარულია ესპანეთსა და პორტუგალიაში, ასევე ლათინურ ამერიკაში. მიუხედავად მისი სიმარტივისა, ჩუროსი ესპანური საუზმის და გვიანი ღამის წასახემსებლის განუყოფელი ნაწილია.

ესპანეთში არსებობს სპეციალური დაწესებულებები, რომლებსაც „ჩურერიას“ უწოდებენ. ეს არ არის მხოლოდ ჩუროსის საყიდელი ადგილი, ეს არის სოციალური შეკრების ადგილი, სადაც ადამიანები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროს ატარებენ.

ინფორმაცია მადრიდში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
MAD
ენა
ესპანური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
95 €

ხშირად დასმული კითხვები მადრიდზე

თუ ესპანეთში მოგზაურობა უკვე დაგეგმილი გაქვთ ან იაფი ავიაბილეთები მადრიდში შეძენილია, გირჩევთ, გაეცნოთ იმ ხშირად დასმულ კითხვებს, რომლებიც მოგზაურებს ყველაზე მეტად აინტერესებთ. ეს დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ, წინასწარ გაიაზროთ მნიშვნელოვანი დეტალები და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი დრო მადრიდში ყოფნისას.

მადრიდში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი) ითვლება, როცა ამინდი იდეალურია ქალაქის დასათვალიერებლად. ზამთარში და ზაფხულის შუა პერიოდში ტემპერატურა მკვეთრად იცვლება, თუმცა ამ დროს მოგზაურობა ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ხოლო ტურისტების რაოდენობა ნაკლები.

მადრიდი არის ქალაქი, რომელიც გამოირჩევა როგორც პოლიტიკური და ფინანსური ცენტრი, ისე კულტურული და მხატვრული საგანძური. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლით სავსე და ენერგიული ქალაქია, რომელიც მნახველებს სთავაზობს ისტორიის, ხელოვნებისა და თანამედროვე ურბანული ცხოვრების იდეალურ ნაზავს.

მადრიდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია თავისი აქტიური ღამის ცხოვრებით. ქალაქის ქუჩები საღამოობით ცოცხლდება და ბარები, რესტორნები და კლუბები გვიან ღამემდე მუშაობს.

ამ ეტაპზე, საქართველოდან მადრიდის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეგიძლიათ გაემგზავროთ.

ავიაკომპანიები პეგასუსი, ლოტი და ეგეოსის ავიახაზები მადრიდის მიმართულებით ყველაზე ხელმისაწვდომ ფრენებს გვთავაზობენ.

მადრიდში მოგზაურობისთვის ამინდებიდან გამომდინარე, გაზაფხული ან შემოდგომა მართლაც საუკეთესო პერიოდია. ეს სეზონები გამოირჩევა სასიამოვნო, ზომიერი ტემპერატურით, რაც იდეალურია ქალაქის დათვალიერებისთვის. თავიდან აიცილებთ ზაფხულის მომქანცველ სიცხეს და ზამთრის სიცივეს, რაც თქვენს მოგზაურობას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის.

რა თქმა უნდა, მადრიდში მოგზაურობისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია თქვენს პრიორიტეტებზე და იმაზე, თუ რამდენად დეტალურად გსურთ ქალაქის გაცნობა. მადრიდი არის ქალაქი, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა მოკლე დროშიც შესაძლებელია, თუმცა მისი სული და ატმოსფერო საუკეთესოდ ნელ-ნელა აღმოჩნდება.

თუ მადრიდში მოკლე ხნით ხართ, 2-3 დღე საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქის ყველაზე ცნობილი ადგილები ნახოთ და მისი ენერგია შეიგრძნოთ.

4-5 დღე არის მადრიდის სრულფასოვანი დასათვალიერებლად ყველაზე რეკომენდებული პერიოდი. ამ დროში შეძლებთ ნახოთ როგორც მთავარი ატრაქციონები, ისე უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ ქალაქის ცხოვრებას.

7 დღე და მეტი საშუალებას მოგცემთ, მადრიდი ნელა, სტრესის გარეშე დაათვალიეროთ და მის გარშემო არსებული ადგილებიც მოინახულოთ.

მადრიდთან ყველაზე ახლო და მთავარი საერთაშორისო აეროპორტია ადოლფო სუარესის მადრიდ-ბარახასის აეროპორტი (Adolfo Suárez Madrid–Barajas Airport), რომელიც ცნობილია როგორც უბრალოდ ბარახასი აეროპორტი, რომლის კოდია MAD. აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 12-15 კილომეტრშია დაშორებული.

როგორც წესი, მოგზაურობის დაგეგმვისას, რეკომენდებულია, ფრენები წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე დაჯავშნოთ. ამასთან, თავიდან აიცილეთ ფრენა შაბათ-კვირისა და დღესასწაულების პერიოდში, რადგან შუა კვირაში ბილეთები გაცილებით იაფია. ეს მარტივი ნაბიჯი დაგეხმარებათ, მნიშვნელოვნად დაზოგოთ თანხა.