იაფი ავიაბილეთები რომში

იაფი ავიაბილეთები რომში

რომი, იტალიის უძველესი და ისტორიული დედაქალაქი, არის ქალაქი, სადაც წარსული და თანამედროვეობა შთამბეჭდავად ერწყმის ერთმანეთს. ეს მარადიული ქალაქი გაოცებს ვიზიტორებს არქიტექტურული შედევრებით, რომაული იმპერიის მემკვიდრეობით და მხატვრული საგანძურით. რომი იდეალურია მათთვის, ვინც კულტურულ აღმოჩენებს, ისტორიულ ატმოსფეროს და რომანტიკულ სეირნობებს ეძებს.

რომში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ კოლიზეუმი – რომის სიმბოლო და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ამფითეატრი. შემდეგ გაემართეთ ფორუმისა და პალატინის ბორცვისკენ, რომელი ტერიტორიაც ძველი რომის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. აუცილებლად მოინახულეთ ვატიკანი – წმინდა პეტრეს ტაძარი და სიქსტის კაპელა მიქელანჯელოს ფრესკებით. გაისეირნეთ ტრევის შადრევანთან და გადააგდეთ მონეტა სურვილის ჩასაფიქრებლად, ან დაისვენეთ ესპანურ კიბეებთან.

გემრიელი პასტა, პიცა, გელატო და ადგილობრივი ღვინოები რომაულ ტავერნებში თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო გაგილამაზებთ. ღამით კი ქალაქის განათებული ღირსშესანიშნაობები და მყუდრო ქუჩები უნიკალურ ატმოსფეროს შეგიქმნით.

იაფი ავიაბილეთები რომში გაძლევთ შესაძლებლობას, შეეხოთ იმ კულტურას, რომელმაც დასავლური ცივილიზაცია ჩამოაყალიბა, და დატკბეთ ქალაქით, რომელიც ერთდროულად რომანტიკულია, ინსპირაციული და სიცოცხლით სავსე.

რა ღირს ყველაზე იაფი ავიაბილეთები რომში ?

რომში მოგზაურობა შეგიძლიათ საქართველოს სამი ქალაქიდან – თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან – ასევე პოპულარული ვარიანტია გამგზავრება მეზობელი ერევნიდან. თბილისი რომი ფრენები იწყება დაახლოებით 250 ლარიდან, ქუთაისიდან – 110 ლარიდან, ხოლო ბათუმიდან – 350 ლარიდა.

თბილისიდან პირდაპირი რენები არ სრულდება, თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოთ გადაჯდომით მარშრუტებით, რომელთაც Pegasus, Ajet Airlines და SkyExpress ახორციელებენ. პეგასუსი და აჯეტი იაფ ავიაბილეთებს გთავაზობენ, ხოლო SkyExpress დამატებით კომფორტსა და სერვისებსაც მოიცავს.

ქუთაისი რომი Wizz Air -ის პირდაპირი ფრენებია ხელმისაწვდომი – ეს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ავიაბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად გთავაზობთ. ხოლო, ბათუმი რომი ფრენა მხოლოდ გადაჯდომით შეგიძლიათ, ძირითადად Turkish Airlines-ის საშუალებით, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებით გამოირჩევა.

მგზავრობისთვის კარგი ალტერნატივაა ერევნის აეროპორტიც, სადაც Wizz Air-ის პირდაპირი ბიუჯეტური რეისები ყოველდღიურად სრულდება. ავიაბილეთების ფასი აქ 160 ლარიდან იწყება. თბილისიდან ერევანში წასვლა კი სხვადასხვა ტრანსპორტით მარტივადაა შესაძლებელი – საკუთარი ავტომობილით, ტაქსით, ავტობუსით ან მატარებლით. ფრენა ერევნიდან რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში საშუალოდ 4 საათს გრძელდება.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ავიაბილეთების შედარებითი ცხრილი საქართველოს ძირითადი აეროპორტებიდან რომის მიმართულებით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 დეკემბერი 202512 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 539 - დან
6 დეკემბერი 20259 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 556 - დან
7 დეკემბერი 20257 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაAJetბილეთები 851 - დან
8 დეკემბერი 20253 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 622 - დან
9 დეკემბერი 20254 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 805 - დან
10 დეკემბერი 202516 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 567 - დან
11 დეკემბერი 202514 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაAJetბილეთები 722 - დან
12 დეკემბერი 20255 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 563 - დან
14 დეკემბერი 202516 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 567 - დან
15 დეკემბერი 202521 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაAJetბილეთები 831 - დან
16 დეკემბერი 202521 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაBBN Airlinesბილეთები 831 - დან
17 დეკემბერი 202519 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 787 - დან
18 დეკემბერი 202519 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 790 - დან
22 დეკემბერი 202527 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 110 - დან
24 დეკემბერი 202528 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 010 - დან
27 დეკემბერი 202511 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 670 - დან
28 დეკემბერი 202510 იანვარი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 729 - დან
29 დეკემბერი 202511 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 584 - დან
31 დეკემბერი 20253 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 722 - დან
1 იანვარი 20268 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 823 - დან
4 იანვარი 202615 იანვარი 20261 ᲒაჩერებაVision Airბილეთები 1 050 - დან
5 იანვარი 202612 იანვარი 20261 ᲒაჩერებაFlyOneბილეთები 1 092 - დან
6 იანვარი 20269 იანვარი 20263 ᲒაჩერებაAJetბილეთები 859 - დან
8 იანვარი 202613 იანვარი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 664 - დან
9 იანვარი 202615 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 577 - დან
13 იანვარი 202620 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 569 - დან
17 იანვარი 202622 იანვარი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 601 - დან
21 იანვარი 20264 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 550 - დან
23 იანვარი 202625 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 552 - დან
24 იანვარი 202626 იანვარი 20261 ᲒაჩერებაBBN Airlinesბილეთები 569 - დან
25 იანვარი 20267 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 540 - დან
29 იანვარი 202631 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 517 - დან
1 თებერვალი 20269 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 564 - დან
2 თებერვალი 202614 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 553 - დან
4 თებერვალი 20266 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 515 - დან
5 თებერვალი 202614 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 564 - დან
6 თებერვალი 202615 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 552 - დან
7 თებერვალი 202614 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 552 - დან
8 თებერვალი 202615 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 562 - დან
9 თებერვალი 202616 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 553 - დან
10 თებერვალი 202618 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 534 - დან
11 თებერვალი 202618 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 564 - დან
12 თებერვალი 202619 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 541 - დან
13 თებერვალი 202619 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 564 - დან
16 თებერვალი 202623 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 564 - დან
17 თებერვალი 202625 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 530 - დან
20 თებერვალი 202628 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 564 - დან
1 მარტი 20267 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 553 - დან
2 მარტი 202610 მარტი 20261 ᲒაჩერებაBBN Airlinesბილეთები 556 - დან
4 მარტი 20269 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 559 - დან
6 მარტი 202610 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 553 - დან
7 მარტი 202612 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 567 - დან
12 მარტი 202620 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 578 - დან
25 მარტი 202630 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 568 - დან
26 მარტი 20261 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 724 - დან
28 მარტი 20264 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 690 - დან
29 მარტი 20264 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 740 - დან
30 მარტი 20265 აპრილი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 713 - დან
2 აპრილი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 666 - დან
3 აპრილი 202614 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 589 - დან
4 აპრილი 202614 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 589 - დან
8 აპრილი 202613 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 767 - დან
10 აპრილი 202622 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 877 - დან
11 აპრილი 202622 აპრილი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 704 - დან
12 აპრილი 202622 აპრილი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 776 - დან
16 აპრილი 202626 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetბილეთები 848 - დან
20 აპრილი 202624 აპრილი 20261 ᲒაჩერებაEasyJetბილეთები 625 - დან
26 აპრილი 20267 მაისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 615 - დან
2 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 721 - დან
4 მაისი 202618 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 719 - დან
6 მაისი 202620 მაისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 638 - დან
9 მაისი 202623 მაისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 675 - დან
10 მაისი 202620 მაისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 636 - დან
11 მაისი 202625 მაისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 638 - დან
13 მაისი 202627 მაისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 639 - დან
6 ივნისი 202620 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 702 - დან
2 ივლისი 202623 ივლისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 829 - დან
2 აგვისტო 202611 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 829 - დან
8 აგვისტო 202622 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 620 - დან
10 აგვისტო 202620 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 727 - დან
16 აგვისტო 202626 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 663 - დან
17 აგვისტო 202628 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 714 - დან
31 აგვისტო 20263 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 780 - დან
22 სექტემბერი 202629 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Expressბილეთები 654 - დან
19 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაAJetბილეთები 898 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 დეკემბერი 20257 დეკემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 338 - დან
7 დეკემბერი 20259 დეკემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 290 - დან
10 დეკემბერი 202513 დეკემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 510 - დან
12 დეკემბერი 202515 დეკემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 398 - დან
15 დეკემბერი 202519 დეკემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 475 - დან
20 დეკემბერი 202514 იანვარი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 263 - დან
21 დეკემბერი 202516 იანვარი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 297 - დან
24 დეკემბერი 202528 დეკემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 613 - დან
27 დეკემბერი 202531 დეკემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 454 - დან
28 დეკემბერი 202531 დეკემბერი 2025პირდაპირიWizz Airბილეთები 486 - დან
31 დეკემბერი 20255 იანვარი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 443 - დან
4 იანვარი 202611 იანვარი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 523 - დან
5 იანვარი 202611 იანვარი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 687 - დან
6 თებერვალი 20269 თებერვალი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 303 - დან
13 თებერვალი 202616 თებერვალი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 254 - დან
14 მარტი 202621 მარტი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 321 - დან
28 მარტი 202610 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 404 - დან
13 აპრილი 202622 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 454 - დან
15 აპრილი 202622 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 527 - დან
25 მაისი 20263 ივნისი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 699 - დან
23 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 502 - დან

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 დეკემბერი 202515 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 714 - დან
15 დეკემბერი 202521 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 202 - დან
17 დეკემბერი 202520 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 117 - დან
18 დეკემბერი 202521 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 202 - დან
23 იანვარი 202629 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 720 - დან
25 აპრილი 202629 აპრილი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 722 - დან

აღმოაჩინე რომი

დასარჩენი ადგილი რომში

მოგზაურობის დაგეგმვისას საცხოვრებლის წინასწარ შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საბედნიეროდ, რომში სასტუმროებისა და აპარტამენტების დიდი არჩევანია, რაც გაძლევთ საშუალებას, იპოვოთ თქვენს ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული ვარიანტი. რამდენიმე საინტერესო შეთავაზებას ჩვენც გაგაცნობთ.

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთი რომში, დროა საცხოვრებლის დაჯავშნაზე იზრუნოთ. გირჩევთ, ეს პროცესი არ გადადოთ, რადგან დროული დაჯავშნა ხშირად უკეთეს ფასებსა და მრავალფეროვან არჩევანს უზრუნველყოფს.

Free Hostels Roma

თუ რომში ბიუჯეტურად მოგზაურობა თქვენი მიზანია, ეს ჰოსტელი საუკეთესო არჩევანია. ის არა მხოლოდ ეკონომიურ დასვენებას გთავაზობთ, არამედ კომფორტს და გართობასაც არ მოგაკლებთ. რაც მთავარია, ჰოსტელთან ტრანსპორტით მისვლა მარტივია და რომის კოლიზეუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. ამასთან, აქ დარჩენით ახალ ადამიანებსაც გაიცნობთ, რაც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

JO&JOE ROMA

ეს ჰოსტელი ყველა საჭირო მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიანებს: თქვენს განკარგულებაში იქნება საერთო ტერასა, რესტორანი და 24-საათიანი ბარი. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითაც. ჰოსტელი მარტივად მისაგნებია ტრანსპორტით და ტურისტულ ძეგლებთან ახლოს მდებარეობს, რაც დაგეხმარებათ ტრანსპორტირებაზე დროისა და ძალისხმევის დაზოგვაში.

Domus Iulia - Colosseo

ეს სასტუმრო რომის ცენტრშია განთავსებული, კოლიზეუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე. ის მარტივად მისადგომია ტრანსპორტითაც. აქ დარჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სტუმრებისთვის განკუთვნილი საერთო სამზარეულოთი, თუმცა დასაძინებელი სივრცეები იზოლირებულია.

VaticaNella

თუ მოგზაურობისას იზოლირებული სივრცე თქვენთვის პრიორიტეტულია, ეს სასტუმრო საუკეთესო არჩევანია. ის რომის ცნობილი მუზეუმებიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და ტრანსპორტითაც ადვილად მისადგომია. სასტუმრო გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და მომსახურებას. ასე რომ, თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები რომში და თანხაც დაზოგეთ, შეგიძლიათ თავს ფუფუნების უფლება მისცეთ და დასარჩენი ადგილი მაქსიმალურად კომფორტული პირობებით შეარჩიოთ.

რა გავაკეთოთ რომში

იაფი ავიაბილეთები რომში მოგზაურებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, ჩაეფლონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და შთამბეჭდავ ქალაქში. რომი უნიკალურად აერთიანებს ანტიკურ მემკვიდრეობას, ქრისტიანულ კულტურასა და თანამედროვე ურბანულ რიტმს.

აქ შეგიძლიათ მოინახულოთ კოლიზეუმი, რომაული ფორუმი, ვატიკანი და სიქსტის კაპელა, ასევე დატკბეთ ტრევის შადრევნითა და ესპანური კიბეებით. ქალაქის ვიწრო ქუჩები, იტალიური ტავერნები და მყუდრო მოედნები დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის, სადაც ყოველი ნაბიჯი ისტორიას გიამბობთ. თუ გსურთ, შეუთავსოთ კულტურული აღმოჩენები და გემრიელი იტალიური სამზარეულო, რომი ამისთვის იდეალური დანიშნულებაა.

ვიზიტის დაგეგმვის გასამარტივებლად, გთავაზობთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ადგილს, რომელიც რომში ყოფნისას არ უნდა გამოგრჩეთ.

რომის კოლიზეუმი

რომის კოლიზეუმი, ანუ ფლავიუსების ამფითეატრი, ძველი რომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ძეგლია. მისი მშენებლობა ახ. წ. 70-72 წლებში დაიწყო იმპერატორ ვესპასიანეს დროს და დასრულდა 80 წელს, ტიტუსის მმართველობისას. ეს ელიფსური ფორმის გიგანტური ნაგებობა (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ, სიმაღლე 49 მ) ერთდროულად დაახლოებით 50 000-დან 80 000-მდე მაყურებელს იტევდა.

კოლიზეუმი ძირითადად გლადიატორთა ბრძოლებსა და სხვადასხვა სანახაობებს ეთმობოდა, მათ შორის ცხოველებზე ნადირობასა და საზღვაო ბრძოლების სიმულაციებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში მიწისძვრებმა და დრომ მნიშვნელოვნად დააზიანა, მისი უნიკალური არქიტექტურა და გრანდიოზულობა დღემდე მომხიბვლელია.

დღეს კოლიზეუმი რომის მთავარი სიმბოლო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. ის გვამცნობს ძველი რომის სიდიადესა და იმპერატორების ძალაუფლებას. ვიზიტი კოლიზეუმში ნამდვილად დროში მოგზაურობის ტოლფასია.

რომის ფორუმი

რომის ფორუმი (Forum Romanum) არის ძველი რომის პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ცხოვრების ცენტრი, რომელიც პალატინისა და კაპიტოლიუმის ბორცვებს შორის მდებარეობს. ის წარმოადგენდა ქალაქის გულს, სადაც მიმდინარეობდა ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ღონისძიება: არჩევნები, სასამართლო პროცესები, გლადიატორთა თამაშები (კოლიზეუმის აშენებამდე) და რელიგიური ცერემონიები.

დღეს რომის ფორუმი წარმოადგენს უზარმაზარ არქეოლოგიურ კომპლექსს, რომელიც მოიცავს ტაძრების, ბაზილიკების, ტრიუმფალური თაღების და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობების ნანგრევებს. მათ შორისაა:

სატურნუსის ტაძარი: ერთ-ერთი უძველესი ტაძარი ფორუმზე, რომელიც რომის ხაზინასაც წარმოადგენდა.

  • ტიტუსის თაღი: ტრიუმფალური თაღი, რომელიც რომის გამარჯვებას აღნიშნავს იუდეაში.
  • სეპტიმიუს სევერუსის თაღი: კიდევ ერთი ტრიუმფალური თაღი, რომელიც იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის გამარჯვებებს ეძღვნება.
  • ვეტალის ქალწულების სახლი: ვეტალის ქალწულების საცხოვრებელი ადგილი, რომლებიც რომის წმინდა ცეცხლს იცავდნენ.
  • კურია (სენატის შენობა): ადგილი, სადაც რომის სენატი იკრიბებოდა.

რომის ფორუმი დროის მანქანასავით არის, რომელიც საშუალებას გაძლევთ, წარმოიდგინოთ ძველი რომის ყოველდღიური ცხოვრება და სიდიადე. ეს არის აუცილებლად სანახავი ადგილი ყველა მათთვის, ვინც რომში იაფი ავიაბილეთები შეიძინა და დაინტერესებულია მსოფლიო ისტორიითა და არქიტექტურით.

წმინდა პეტრეს ბაზილიკა

წმინდა პეტრეს ბაზილიკა (Basilica di San Pietro in Vaticano) ვატიკანში, ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ტაძარია. ის წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის გულს და პაპის მთავარ რეზიდენციას. ბაზილიკა იმ ადგილასაა აგებული, სადაც, გადმოცემით, წმინდა პეტრე, ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული და რომის პირველი ეპისკოპოსი, ჯვარს აცვეს და დაკრძალეს.

მისი მშენებლობა 1506 წელს დაიწყო პაპ იულიუს II-ის ბრძანებით და დასრულდა 1626 წელს. ბაზილიკის შექმნაში მონაწილეობდნენ რენესანსისა და ბაროკოს ეპოქის უდიდესი არქიტექტორები და ხელოვანები, როგორებიც იყვნენ დონატო ბრამანტე, მიქელანჯელო, რაფაელი და ჯანლორენცო ბერნინი.

ბაზილიკის არქიტექტურა და ინტერიერი თავისი მასშტაბებითა და დეტალებით მომაჯადოებელია. განსაკუთრებულად აღსანიშნავია:

  • მიქელანჯელოს “პიეტა”: მარმარილოს შედევრი, რომელიც ღვთისმშობელს იესოს ცხედართან ერთად გამოსახავს.
  • ბერნინის კანოპი: ბრინჯაოს დიდებული ბალდახინი, რომელიც მთავარ საკურთხეველზე, წმინდა პეტრეს საფლავის თავზეა აღმართული.
  • ბაზილიკის გუმბათი: მიქელანჯელოს შექმნილი, რომელიც რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და ქალაქის პანორამული ხედებით დატკბობის შესაძლებლობას იძლევა.

წმინდა პეტრეს ბაზილიკა არა მხოლოდ რელიგიური ცენტრი, არამედ მსოფლიო ხელოვნებისა და არქიტექტურის საგანძურია. მისი მონახულება სავალდებულოა ყველა ტურისტისთვის, ვინც რომში ჩადის, მით უმეტეს, თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები და მზად ხართ მარადიული ქალაქის სიდიადით აღფრთოვანებისთვის.

ფანტანები

რომის ქუჩები ნამდვილი შადრევნების სამოთხეა – ქალაქში მათი რიცხვი 2000-საც კი აღემატება. მათ შორის ყველაზე ცნობილი და მონახულებადი ტრევის შადრევანია, რომელიც რომის სიმბოლოდაც ითვლება.

იაფი ავიაბილეთები რომში გაძლევთ შესაძლებლობას, თავად მიაკითხოთ ამ ლეგენდარულ ადგილს და ტრადიციისამებრ მონეტა ისროლოთ შადრევანში – რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში კვლავ დაბრუნდებით რომში. შადრევნის გარშემო გამორჩეულია სხვადასხვა ისტორიული ფიგურის ქანდაკებები, რომლებიც დამატებით ხიბლს სძენს სივრცეს და ქმნის იმ გრძნობას, თითქოს დროის მანქანით მოგზაურობთ ანტიკური ქალაქის შუაგულში.

რომი ნამდვილი კულინარიული თავგადასავალია გურმანებისთვის, სადაც იტალიური ტრადიციები, ავთენტური გემოები და ადგილობრივი სტილი საოცრად ერწყმის ერთმანეთს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლეგენდარული კარბონარა, ამატრიჩიანა, კაჩიო-ე-პეპე და უგემრიელესი რომაული პიცა თხელი ფენითა და ხრაშუნა ძირით. ტრადიციული ტავერნები და ტრატორიები მოგიწვევენ ძველ უბნებში, სადაც მასპინძლები დიდი სიყვარულით გაგიზიარებენ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კულინარიულ რეცეპტებს.

გარდა ამისა, რომი განთქმულია თავისი ტირამისუთი, ხელნაკეთი გელატოთი და შესანიშნავი ადგილობრივი ღვინოებით, რომლებიც იდეალურად ეხამება ადგილობრივ კერძებს. კაფეებსა და რესტორნებში ყოველდღიური ცხოვრების რიტმი სრულად აისახება – აქ ჭამა მხოლოდ კვების პროცესი კი არა, სოციალური გამოცდილებაცაა.

იაფი ფრენები რომში მოგცემთ შესაძლებლობას, ღრმად შეიგრძნოთ რომაული სამზარეულოს დახვეწილი გემოები და გახადოთ თქვენი მოგზაურობა არა მხოლოდ კულტურული, არამედ კულინარიული აღმოჩენებითაც სავსე.

პასტა

რომში პასტა უბრალო კერძზე მეტია! ის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. იტალიურ ოჯახებში მას ხშირად ამზადებენ, უნიკალური ტექნიკითა და რეცეპტებით, რაც ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი და საინტერესო რამაა.

პიცა

იტალიაში პიცის დამზადების უნიკალური ტექნიკა და საიდუმლო არსებობს. რომში უამრავი ოსტატი პიცის მცხობელია, ამიტომ უგემრიელესი პიცის გასინჯვა ყოველ ქუჩის კუთხეში შეგეძლებათ. იტალიური პომიდვრის, მწვანილებისა და ყველის კომბინაცია ერთ კერძში მართლაც უნიკალურ მიქსს ქმნის.

თუ გაინტერესებთ, იტალიური პიცა მართლა განსაკუთრებულია თუ უბრალოდ გარომანტიზებული, იაფი ფრენები რომში ამ თეორიის პირადად შემოწმების საშუალებას მოგცემთ!

ნაყინი

ნაყინი იტალიელების ერთ-ერთი საყვარელი დესერტია და რომის თითქმის ყველა ქუჩაზე შეგიძლიათ შეიძინოთ. ის სხვადასხვა გემოთი მზადდება, ხოლო პატარა კაფეები, სადაც ნაყინი იყიდება, ფერების მრავალფეროვნების გამო ერთ დიდ სახელოვნებო სანახაობას მოგაგონებთ.

ტირამისუ

თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, რომში მოგზაურობა ნამდვილ ტკბილ თავგადასავალს გპირდებათ. უგემრიელესი ნაყინების გარდა, იტალიელები ტირამისუს განსაკუთრებულ ვარიაციასაც შემოგთავაზებენ. ამ დესერტში მდნარი ყველისა და ყავის არომატების უნიკალური ნაზავი ტურისტების გაოცებას იწვევს. იტალიური ტირამისუ თქვენ მიერ დაგემოვნებული დესერტებიდან ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

ინფორმაცია რომში მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
FCO
ენა
იტალიური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
€60-€80

ხშირად დასმული კითხვები რომზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები რომში, მაში გადახედეთ ხშირად დასმულ კითხვებს, რათა მარტივად და სწრაფად მოემზადოთ თქვენი შემდეგი მოგზაურობისთვის.

რომში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერია). ამ დროს ამინდი სასიამოვნოა და ტურისტული ნაკადიც შედარებით ნაკლებია ზაფხულთან შედარებით.

რომი გამორჩეულია თავისი ფანტასტიკური ისტორიით, არქიტექტურით, რელიგიური მნიშვნელობითა და განსაკუთრებული კულინარიით. ის არის მარადიული ქალაქი, სადაც ყოველ ნაბიჯზე ძველი ცივილიზაციის კვალს აღმოაჩენთ.

დიახ, საქართველოდან რომში პირდაპირი ავიარეისებით გამგზავრება შესაძლებელია.

იაფი ფრენები რომში შეგიძლიათ ავიაკომპანია Wizz Air -ის პირდაპირ ფრენაზე შეიძინოთ ქუთაისიდან, ხოლო თბილისიდან კი – Pegasus -ით გაემგზავროთ დანიშნულების ადგილზე შედარებით ბიუჯეტური ავიაბილეთები.

რომში დასვენება არატურისტულ სეზონებზე შედარებით იაფია. ამ პერიოდში ავიაბილეთებსაც უფრო ბიუჯეტურად შეიძენთ და სასტუმროს ნომერსაც უფრო ხელსაყრელ ფასად დაჯავშნით.

რომის ძირითადი ღირსშესანიშნაობების სანახავად და ქალაქის ატმოსფეროს შესაგრძნობად 3-4 სრული დღე საკმარისია. თუ მეტი დრო გაქვთ, შეგიძლიათ ვატიკანსა და მუზეუმებს მეტი დრო დაუთმოთ ან ახლომდებარე ქალაქებში გაისეირნოთ.

რომის ჩამპინოს აეროპორტი ყველაზე ახლოსაა ქალაქის ცენტრთან – CIA