იაფი ფრენები რიგაში
ლატვიის დედაქალაქი რიგა, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია. ის ცნობილია თავისი მდიდარი კულტურით, ისტორიითა და შთამბეჭდავი არქიტექტურით. თუ გაინტერესებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, გირჩევთ, შეიძინოთ ქუთაისი რიგა ფრენები. რიგა საშუალებას მოგცემთ, თვალი გადაავლოთ შუა საუკუნეების არქიტექტურას და უკეთ გაეცნოთ მეოცე საუკუნის ისტორიას.
გარდა ისტორიული ღირებულებებისა, რიგაში ყოველ სეზონზე იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც ტურისტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. ქალაქი იდეალურია როგორც აქტიური მოგზაურობის, ისე მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის. აქ ერთმანეთს ერწყმის მოდერნისტული არქიტექტურა და ქალაქის სწრაფი რიტმი, ხოლო მეორე მხრივ, მშვიდი უბნები და ბუნება. კულინარიის მოყვარულებსაც არ მოუწევთ იმედგაცრუება, რადგან რიგაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ადგილობრივი კერძები, მათ შორის ტკბილი პურის “სუფი” და სხვა ეროვნული კერძები.