5 დღე 4 ღამე
ყოველდღიური ტური
1 ადამიანი
ტურები სტამბოლში
სრული სამოგზაურო პაკეტი 545 ლარიდან
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
ტურები სტამბოლშირომ დაჯავშნოთ, შეავსეთ ფორმა ან დაგვირეკეთ 👇
სტამბოლი თურქეთის გულში მდებარეობს და მოგზაურობის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მომხიბლავი ქალაქია. იგი ერთადერთი მეტროპოლისია, რომელიც ორ კონტინენტზეა გაშენებული და ევროპისა და აზიის კულტურებს აერთიანებს. სტამბოლი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ისტორიით, მდიდარი კულტურითა და მრავალფეროვანი ატმოსფეროთი დაინტერესებულია. აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორც ბიზანტიური და ოსმალური იმპერიების დიდებული ძეგლები, ისე თანამედროვე არქიტექტურა და მოდური უბნები.
სტამბოლის ისტორიული გავლენები ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური ცივილიზაციების მდიდარ მემკვიდრეობას ატარებს, რაც მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს. ტურები სტამბოლში შესაძლებლობას მოგცემთ, აღმოაჩინოთ ქალაქის ყველა მხარე – დაწყებული დიდებული აია სოფიადან და ლურჯი მეჩეთიდან, დამთავრებული გრანდიოზული ბაზრებითა და ბოსფორზე გასეირნებით. ეს არის ქალაქი, რომელიც გაუძლო დროს და დღესაც ინარჩუნებს თავის უნიკალურ ხასიათს, ამავე დროს, მუდმივად ვითარდება და ახალ შთაბეჭდილებებს გვთავაზობს.
სტამბოლის მოსანახულებლად საუკეთესო დრო გაზაფხული (მარტი-მაისი) და შემოდგომაა (სექტემბერი-ნოემბერი). ამ პერიოდებში ამინდი სასიამოვნოდ თბილი და ზომიერია, რაც იდეალურია ქალაქის ძეგლების დასათვალიერებლად და გარე აქტივობებისთვის.
ტურები სტამბოლში იაფად რომ დაჯავშნოთ, საუკეთესო პერიოდი ზამთარი და გარდამავალი სეზონებია, როდესაც ტურისტული ნაკადი მცირდება. ეს ძირითადად მოიცავს შემდეგ თვეებს – იანვრიდან თებერვლის ჩათვლით და ნოემბერი.
სტამბოლი გამორჩეული ქალაქია, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ორ კონტინენტზე – ევროპასა და აზიაზეა გაშენებული. სწორედ ამიტომ, ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის უნიკალურ კულტურულ ნაზავს წარმოადგენს.
ქალაქი მდიდარია ისტორიული მემკვიდრეობით, რისი მოწმეცაა დიდებული აია სოფია, ლურჯი მეჩეთი და ტოპკაპის სასახლე. გარდა კულტურული საგანძურისა, სტამბოლი დინამიური მეტროპოლისია, სადაც თანამედროვე ხელოვნება, დახვეწილი კაფეები და რესტორნები, ცოცხალი ბაზრები და ბოსფორის ულამაზესი სანაპიროები იზიდავს ტურისტებს. ეს არის ქალაქი, სადაც ყოველ კუთხეში ახალ თავგადასავალსა და შთაბეჭდილებას აღმოაჩენთ.
სტამბოლის მოსანახულებლად და ძირითადი ღირსშესანიშნაობების სანახავად 3-დან 5 დღემდე საკმარისია. ამ პერიოდში შეძლებთ, მოინახულოთ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები და შეიგრძნოთ მისი უნიკალური კულტურული ატმოსფერო.
დიახ, თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია.
სტამბოლს ორი ძირითადი აეროპორტი ემსახურება, რომელთაგან თითოეული ქალაქის სხვადასხვა ნაწილთან არის ახლოს:
სტამბოლის აეროპორტი (IST): ის მდებარეობს ქალაქის ევროპულ ნაწილში და ცენტრიდან დაახლოებით 40 კილომეტრშია. ხოლო საბიჰა გოქჩენის აეროპორტი (SAW) მდებარეობს სტამბოლის აზიურ ნაწილში და ცენტრიდან დაახლოებით 45-50 კილომეტრშია.
შეეცადეთ ავიაბილეთები წინასწარ, დაახლოებით 1-2 თვით ადრე დაჯავშნოთ. ასევე, ფრენები შეარჩიეთ კვირის სამუშაო დღეებში, მაგალითად სამშაბათს ან ოთხშაბათს, რაგდან ამ პერიოდში მოთხოვნა ნაკლებია და ავიაბილეთების ღირებულებაც შედარებით ბიუჯეტური.