ბოლონია, იტალიის ჩრდილოეთის მარგალიტი, ცნობილი არის თავისი ანტიკური და შუასაუკუნეების არქიტექტურითა და მდიდარი ხელოვნებით. ამ ქალაქში მოგზაურობა ნამდვილად ერთ-ერთი დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელიც ცხოვრებაში შეგიძლიათ შეიძინოთ. თუ გსურთ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი მოგზაურობის დაგეგმვა, ბოლონია საუკეთესო არჩევანია – აქ აღმოაჩენთ მუზეუმებს, ტაძრებს, ძველი ქვით მოპირკეთებულ ქუჩებს, გაისინჯავთ ავთენტურ იტალიურ კერძებს და გაეცნობით ადგილობრივი ცხოვრების რიტმს. ამ ბლოგში გაგიზიარებთ ბოლონიის მოჯადოებულ ისტორიას, მოგიყვებით მის ღირსშესანიშნაობებზე, საუკეთესო დასარჩენ ადგილებსა და კვების ობიექტებზე, აგრეთვე პრაქტიკულ ინფორმაციას, რომელიც თქვენი მოგზაურობის მარტივად დაგეგმვაში დაგეხმარებათ.
ბოლონია – დაგეგმე სრულყოფილი მოგზაურობა
სად დავრჩეთ ბოლონიაში?
ბოლონიაში დარჩენის ვარიანტები მრავალფეროვანია და შეესაბამება როგორც ბიუჯეტურ, ისე პრემიუმ მოგზაურებს:
ისტორიული ცენტრი (Centro Storico)
საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ფეხით სეირნობას და ყველა ღირსშესანიშნაობასთან ახლოს ყოფნას ამჯობინებს. აქ ნახავთ ბუტიკ-ჰოტელებს, ავთენტურ აპარტამენტებს და ლუქს რეზიდენციებს.
Santo Stefano
მშვიდი და ელეგანტური უბანი, სადაც შეგხვდებათ ისტორიული შენობები და კომფორტული სასტუმროები.
Bolognina
უფრო ბიუჯეტური და თანამედროვე უბანი, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს, რაც კარგ კავშირებს უზრუნველყოფს.
Fiera di Bologna-ის მიმდებარე ტერიტორია
იდეალურია ბიზნეს- მოგზაურებისთვის ან გამოფენებზე დასასწრებად.



რა გავაკეთოთ ბოლონიაში?
sinelli Tower
ბოლონიის სიმბოლო – ორი დახრილი კოშკი, რომელთაგანაც Asinelli-ზე შეგიძლიათ ახვიდეთ და ქალაქის წითელი სახურავების პანორამული ხედებით დატკბეთ.
Sanctuary of San Luca
მთაზე მდებარე ეს ბაზილიკა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა. მასთან მისასვლელად შეგიძლიათ იაროთ ყველაზე გრძელი პორტიკოს ქვეშ, რომელიც 666 თაღისგან შედგება.
Anatomical Theatre
ბოლონიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი შენობა, სადაც მე-17 საუკუნეში ანატომიის გაკვეთილები ტარდებოდა. აქ შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური ხის სკულპტურები და ინტერიერი.
Bologna's Porticoes
ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მახასიათებელი, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ეს არის 62 კილომეტრის სიგრძის დახურული საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც დაგეხმარებათ სიცხისგან ან წვიმისგან თავის დაღწევაში.
Quadrilatero
ეს არის შუა საუკუნეების ბაზრის უბანი Piazza Maggiore-ს მიმდებარედ, რომელიც სავსეა ხილის, ბოსტნეულის, ყველის, ხორცისა და სხვა ადგილობრივი დელიკატესების მაღაზიებით. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები და შეიგრძნოთ ბოლონიის ნამდვილი სული.
National Art Gallery of Bologna
მუზეუმი, სადაც ინახება რენესანსის პერიოდის მხატვრების, მათ შორის რაფაელის, ნამუშევრები.
ფრენები ბოლონიაში
სად ვჭამოთ ბოლონიაში?
ბოლონია იტალიის გასტრონომიული დედაქალაქად ითვლება, ამიტომ აქ გელოდებათ უამრავი შესანიშნავი ადგილი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ავთენტური ემილიანა-რომანას სამზარეულო:
ტრადიციული ტრატორიები და ოსტერიები
ბოლონიაში ყველაზე ავთენტური კერძების დასაგემოვნებლად ეწვიეთ ტრადიციულ ტრატორიებსა და ოსტერიებს. ეს არის პატარა, საოჯახო ტიპის რესტორნები, სადაც ადგილობრივები დადიან:
- Osteria dell’Orsa – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ადგილი, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული პასტა, როგორიცაა Tagliatelle al Ragù (ცნობილი როგორც “ბოლონეზე”) და სხვა ადგილობრივი კერძები, შედარებით ხელმისაწვდომ ფასად.
- Trattoria dal Biassanot – ეს ტრატორია ცნობილია თავისი ტრადიციული ემილია-რომანიას სამზარეულოთი. აქ დაგხვდებათ მყუდრო, ავთენტური გარემო და უგემრიელესი კერძები.
- Sfoglia Rina – თუ გსურთ გასინჯოთ უახლესი, ხელით დამზადებული პასტა, ეს ადგილი იდეალურია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რიგში დგომა მოგიწიოთ, ლოდინი ნამდვილად ღირს.
სწრაფი კვება
თუ სწრაფ და ხელმისაწვდომ საკვებს ეძებთ, ეწვიეთ Quadrilatero-ს უბანს, რომელიც Piazza Maggiore-სთან ახლოს მდებარეობს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ და დააგემოვნოთ ადგილობრივი ყველი, ხორცი, პური და სხვა დელიკატესები.
ადგილობრივი დელიკატესები
ბოლონიაში ყოფნისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ შემდეგი კერძები:
- Tagliatelle al Ragù: ეს არის ბოლონიის ყველაზე ცნობილი კერძი, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ადგილობრივები მას სპაგეტისთან კი არა, ფართო ლენტებიან პასტა ტალიატელესთან ერთად მიირთმევენ.
- Tortellini in Brodo: პატარა, ხელით დამზადებული პასტა, რომელიც იხარშება ქათმის ან საქონლის ხორცის ბულიონში. ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია ზამთრის პერიოდში.
- Lasagne alla Bolognese: ბოლონიაში ლაზანია მზადდება ტრადიციული რეცეპტით, რომელიც მწვანე ლაფშას, ბოლონეზეს სოუსსა და ბეშამელის სოუსს მოიცავს.
- Mortadella: ადგილობრივი ძეხვი, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში. შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც დამოუკიდებელი კერძი ან გამოიყენოთ სენდვიჩში.
სად ვჭამოთ პიცა ბოლონიაში?
- Berberè – პიცერია, რომელიც ნამდვილი გურმანებისთვისაა შექმნილი და იტალიის ყველაზე პოპულარული კერძის სრულიად ახალ გამოცდილებას გთავაზობთ. აქ გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები, შვიდი სახეობის ფქვილი და 48-საათიანი დაძველების პროცესი, ხოლო განსაკუთრებული ვერსია ვაშლისა და ბროწეულის ხაჭოთი პიცის მოყვარულთათვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა. ადგილის დასაკავებლად წინასწარი ონლაინ დაჯავშნა რეკომენდებულია.
- O’ Fiore Mio – 2014 წლის დეკემბერში გახსნილი ეს პიცერია გამორჩეულია იმით, რომ მისი მენიუ 10 სხვადასხვა სახეობის პიცისგან შედგება, რომლებიც რეგულარულად იცვლება. აქ ასევე შეხვდებით ვეგეტარიანულ და ვეგანურ ვარიანტებს, მაგალითად, მუხუდოთი, ოსპითა და ჩირით დამზადებულ პიცებს.
- Caruso – ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარე ეს ტრადიციული და სანდო პიცერია ცნობილია რბილი, მსუბუქი ცომითა და ხარისხიანი ტოპინგებით. პიცა ხის დაფაზე მოგემსახურებათ, ხოლო მენიუში არის როგორც გლუტენის გარეშე პიცა, ისე კარგად მომზადებული თევზის კერძები. ადგილები ხშირად ივსება, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, ამიტომ წინასწარი დაჯავშნა სასურველია.
ახლოდან დანახული ბოლონია





სად ვიშოპინგოთ ბოლონიაში?
ბოლონიაში შოპინგისას შეგხვდებათ როგორც ლუქს ბუტიკები, ისე ავთენტური ბაზრები და სავაჭრო ცენტრები.
Galleria Cavour
ელეგანტური შოპინგ-გალერეა, სადაც თავმოყრილია Prada, Gucci, Louis Vuitton და სხვა მაღალი კლასის ბრენდები.
Quadrilatero Market
ისტორიული ბაზრის უბანი, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ ადგილობრივი პროდუქტი, დელიკატესები და ღვინო.
Fidenza Village (ქალაქიდან გარეთ)
ბრენდული outlet-გახლავთ, სადაც დიზაინერული ნივთები ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ.
Via dell’Indipendenza
მთავარი სავაჭრო ქუჩა, სადაც შეხვდებით ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს, მათ შორის Zara, H&M და იტალიური ბრენდები.
Via Ugo Bassi და Via Rizzoli
მაღაზიებით სავსე ქუჩები, რომლებიც პოპულარულია როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში.
Mercato delle Erbe
დახურული ბაზარი, სადაც სუვენირების გარდა ადგილობრივ კერძებსა და სასმელებსაც დააგემოვნებთ.
როდის არის საუკეთესო დრო ბოლონიაში სამოგზაუროდ?
ბოლონიაში მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა აპრილიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ამ პერიოდში ამინდი თბილია, მაგრამ არა ძალიან ცხელი (საშუალოდ 18–27°C), რაც იდეალურია როგორც ქალაქში სეირნობისთვის, ისე კულინარიული ტურისთვის. ზაფხულში, განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში, სიცხე და ტენიანობა მაღალია, ხოლო აგვისტოში ბევრი ადგილობრივი შვებულებაშია და ზოგიერთ მაღაზიას თუ რესტორანს ხურავენ. ზამთარი შედარებით ცივია და ნოტიო, თუმცა დეკემბერში დღესასწაულების განათებები და ბაზრები ქალაქს განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ბოლონიაში?
ბოლონიაში გადაადგილება მარტივია და სხვადასხვა ვარიანტს მოიცავს:
ავტობუსი
ქალაქში ავტობუსების ფართო ქსელია (TPER), რომლებიც აკავშირებენ როგორც ცენტრს, ისე გარეუბნებს. ბილეთის ყიდვა შეიძლება კიოსკებში, აპლიკაციით ან უშუალოდ მძღოლთან.
- ერთჯერადი მგზავრობის საფასურია – 2.30 ევრო (2.5 ევრო, თუ ავტობუსში შეიძენთ)
- დღიური აბონემენტი – 9 ევრო
- თვიური აბონემენტი – 39 ევრო
- ერთ მეტრამდე სიმაღლის ბავშვები უფასოდ მგზავრობენ
ველოსიპედით
ბოლონია ველომოყვარულებისთვის მეგობრული ქალაქია, აქ მოქმედებს სერვისები, როგორიცაა Mobike და RideMovi.
ფეხით
ბოლონიაში ფეხით სეირნობა ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილებაა. შუასაუკუნეების შენობების დათვალიერება ფეხით ბევრად უფრო სასიამოვნოა და გაძლევთ საშუალებას უკეთ შეიგრძნოთ ქალაქის არქიტექტურა. გარდა ამისა, აქ არის ქუჩები, სადაც მხოლოდ საფეხმავლო ზონებია მოწყობილი და სატრანსპორტო მოძრაობა არ ხდება, რაც სეირნებას კიდევ უფრო კომფორტულსა და მშვიდს ხდის.
როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე?
ბოლონიის მარკონის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად რამდენიმე გზა არსებობს. შეგიძლიათ აირჩიოთ ტაქსი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ყველაზე სწრაფი ვარიანტია Marconi Express – ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც აეროპორტიდან ბოლონიის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში მხოლოდ 7 წუთში მიგიყვანთ. სადგური აეროპორტიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო მატარებელი ყოველ 7 წუთში გადის. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 12.80 ევროა, ორმხრივი – 23.30 ევრო, ჯგუფებისა და დიდი ოჯახებისთვის კი მოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები.
რომელია საუკეთესო პარკები ბოლონიაში?
ბოლონია არა მხოლოდ კულტურული და კულინარიული ქალაქია, არამედ შესანიშნავი პარკები და მწვანე სივრცეებიც აქვს, სადაც შეგიძლიათ დასვენება და განტვირთვა.
Giardini Margherita
ეს არის ბოლონიის ყველაზე დიდი და პოპულარული პარკი. ის ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს და იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, რომ გასეირნებასთან ერთად, დატკბეს ულამაზესი ბუნებით. აქ ნახავთ დიდ გაზონებს, ბუჩქებს, ტბას და ბევრ სასიამოვნო კაფეს. ეს პარკი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებს და იდეალურია პიკნიკისთვის.
Parco di Villa Ghigi
თუ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, გორაკზე ასვლა გსურთ, ეს პარკი საუკეთესო არჩევანია. ის გთავაზობთ საოცარ ხედებს ბოლონიის წითელ სახურავებზე. აქ შეგიძლიათ იაროთ ლამაზ ბილიკებზე, დატკბეთ ბუნებით და იგრძნოთ სიმშვიდე.
Parco della Montagnola
ეს პარკი ცენტრში, ავტობუსის ტერმინალთან და მატარებლის სადგურთან ახლოს მდებარეობს. ის ბოლონიის უძველესი პარკია, რომელიც გამოირჩევა თავისი დახვეწილი არქიტექტურით, შადრევნებითა და ქანდაკებებით. ის შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად, სადაც ქალაქის ხმაური არ შეგაწუხებთ.
Orto Botanico (ბოტანიკური ბაღი)
ეს არის ბოლონიის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბაღია. თუ მცენარეების მოყვარული ხართ, აქ ნახავთ უამრავ ეგზოტიკურ და იშვიათ სახეობას. ეს არის მშვიდი და სასიამოვნო ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაიქცეთ ქალაქის აურზაურისგან.
ხშირად დასმული კითხვები ბოლონიაზე
რამდენი დღეა საკმარისი ბოლონიის მოსანახულებლად?
ბოლონიის მოსანახულებლად საშუალოდ 2–3 დღე საკმარისია, რომ მოინახულოთ მთავარი ღირსშესანიშნაობები, დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და გაისეირნოთ ისტორიულ ქუჩებში.
თუ დრო გაქვს, 4–5 დღიანი მოგზაურობა საშუალებას მოგცემს ბოლონიას უფრო ნელ ტემპში გაეცნო და მეზობელ რეგიონებსაც მოინახულო.
რა უნდა წავიღოთ ბოლონიაში?
უპირველესად, არ დაგავიწყდეთ ფრენისთვის აუცილებელი ნივთების მომზადება: დოკუმენტები, პასპორტი და კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი.
ვინაიდან ბოლონიის ქუჩები იდეალურია სეირნობისთვის და ბევრი სიარული მოგიწევთ, აუცილებლად წაიღეთ სპორტული ფეხსაცმელი ან კომფორტული ფეხსაცმელი.
რით არის გამორჩეული ბოლონია?
ბოლონია გამოირჩევა თავისი შუასაუკუნეების არქიტექტურით, უძველესი უნივერსიტეტით და გასტრონომიული ტრადიციებით. ქალაქის სიმბოლოებია portici – 38 კილომეტრზე გადაჭიმული თაღიანი გასასვლელები, და Due Torri – შუასაუკუნეების ორი კოშკი. აქ მდებარეობს ბოლონიის უნივერსიტეტი, რომელიც ევროპაში უძველესად ითვლება (დაარსდა 1088 წელს). ბოლონია ცნობილია როგორც იტალიის კულინარიული დედაქალაქი – აქ შეიქმნა ლეგენდარული ragù alla bolognese და ტორტელინი. ქალაქი აერთიანებს კულტურულ მრავალფეროვნებას, მდიდარ ისტორიას და ცოცხალ სტუდენტურ ატმოსფეროს, რაც მას ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილად აქცევს.
რამდენად ძვირია ბოლონიაში მოგზაურობა?
ბოლონიაში მოგზაურობა ძალიან ბიუჯეტური არ არის, თუმცა თუ წინასწარ დაგეგმავთ ვიზიტს, მაშინ შედარებით იაფად შეძლებთ მოგზაურობა.
რამდენად უსაფრთხოა ბოლონიაში მოგზაურობა?
ბოლონია ითვლება კარგად დაცულ და უსაფრთხო ქალაქად, განსაკუთრებით ტურისტული ზონები და ისტორიული ცენტრი. ქუჩებში დანაშაულის დონე დაბალია, თუმცა, როგორც სხვა პოპულარულ ტურისტულ ადგილებში, აქაც არსებობს ჯიბის ქურდობის რისკი, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, ბაზრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
როდისაა საუკეთესო დრო ბოლონიაში სამოგზაუროდ?
ბოლონიაში მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული (აპრილი-ივნისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბრის შუა რიცხვები), როცა ამინდი თბილია, მაგრამ არა ძალიან ცხელი – საშუალოდ 18-27°C. ამ პერიოდში ქალაქში სასიამოვნოა როგორც ღია სივრცეში სეირნობა, ისე მუზეუმებისა და ბაზრების მონახულება.
ზაფხულში, განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში, სიცხე და ტენიანობა მაღალია, აგვისტოში კი ბევრი ადგილობრივი შვებულებაშია და ზოგი ობიექტი დახურულია. ზამთარი უფრო ცივია და ნოტიო, თუმცა დეკემბერში საშობაო ბაზრები და განათებები ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
რომელია ბოლონიასთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
ბოლონიასთან ყველაზე ახლო აეროპორტია ბოლონიის მარკონის აეროპორტი (Aeroporto Guglielmo Marconi – BLQ), რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს და Marconi Express ჩქაროსნული მატარებლით სულ 7 წუთში შეიძლება მისვლა.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ბოლონიაში?
ბოლონიაში ფრენებს საქართველოდან შეძლებთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. თუმცა, ავიარეისები ამ ეტაპზე მხოლოდ გადაჯდომით სრულდება.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ბოლონიაში?
თბილისიდან ბოლონიის მიმართულებით დაფრინავს შემდეგი ავიაკომპანიები: Pegasus დაTurkish Airlines. ბათუმიდან ფრენებს ასევე Turkish Airlines შემოგთავაზებთ, ხოლო ქუთაისიდან კი ავიაკომპანია Wizz Air და Pegasus.
როგორ შევიძინოთ ბოლონიის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. იაფი ავიაბილეთის მოძებნა კი შეგიძლიათ ონლაინ მარტივად.