დუბაი – დაგეგმე სრულყოფილი მოგზაურობა

დუბაი გამორჩეული ქალაქია, რომელიც თანამედროვეობის სიმბოლოა. ის ცნობილია ულტრათანამედროვე არქიტექტურით, ტექნოლოგიური განვითარებითა და ინდუსტრიული მიღწევებით. ამასთან, დუბაი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლურ სამყაროში.

გარდა საოცარი პროგრესისა, ქალაქში ნახავთ უამრავ ისტორიულ და კულტურულ ძეგლს. ყოველწლიურად მას 7 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, რადგან დუბაი ნამდვილი სამოთხეა მოგზაურებისთვის.

იჩქარეთ და დაგეგმეთ მოგზაურობა მომავლის ქალაქში! ეს ბლოგი დაგეხმარებათ, რომ დუბაიში მოგზაურობა ბევრად მარტივი გახდეს. ჩვენ მოგიყვებით დასარჩენ ადგილებზე, ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე, გადაადგილების საშუალებებსა და დასასვენებელ ზონებზე. მოდით, ერთად აღმოვაჩინოთ თანამედროვე სამყაროს ნომერ პირველი ქალაქი.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

არაბული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

2.50 AED / $0.60

დროის სარტყელი

GMT+4

ვალუტა

20-60 AED / 5-16$

კვება

სადილის ფასი 1 ადამიანზე

20-60 AED / 5-16$

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე დუბაი

სად დავრჩეთ დუბაიში?

დუბაიში დასარჩენად რამდენიმე შესანიშნავი უბანია, რომელთა არჩევანიც თქვენს ინტერესებსა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

ეს ქალაქის გულია, სადაც მდებარეობს ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა ბურჯ ხალიფა და Dubai Mall. აქ დაგხვდებათ უამრავი მაღალი კლასის სასტუმრო, რესტორანი და სავაჭრო ცენტრი. ეს იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს, რომ ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ და აქტიურ ნაწილთან ახლოს იყოს.

ხელოვნური კუნძული, რომელიც ფუფუნებისა და ექსკლუზიურობის სიმბოლოა. აქ განლაგებულია მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები, მაგალითად, ცნობილი Atlantis The Palm. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს, რომ მაღალი კლასის დასვენებით დატკბეს, თეთრ ქვიშიან პლაჟებსა და ზღვის ხედებზე წვდომა ჰქონდეს.

ეს არის თანამედროვე და პრესტიჟული უბანი, რომელიც ცნობილია თავისი ცათამბჯენებით, მდიდრული იახტებითა და ლამაზი სანაპიროთი. აქ უამრავი ბარი, კაფე და რესტორანია, ხოლო Marina Walk ფეხით სეირნობისთვის შესანიშნავი ადგილია. ეს უბანი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ზღვისპირა დასვენებას ეძებს.

თუ გსურთ, რომ დუბაის ძველ, ისტორიულ და კულტურულ ნაწილს გაეცნოთ, ეს უბნები საუკეთესოა. აქ დაგხვდებათ ტრადიციული არაბული ბაზრები, იგივე სოუკები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სანელებლები და ოქრო, ასევე, ნახოთ ქალაქის ძველი არქიტექტურა. ეს უბნები უფრო ხელმისაწვდომი ფასებითაა ცნობილი და ადგილობრივი კულტურის შეგრძნების საშუალებას გაძლევთ.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა გავაკეთოთ დუბაიში?

დუბაიში უამრავი საინტერესო ადგილია, რომლებიც ყველა გემოვნების ადამიანს მოხიბლავს. ქვემოთ ნახავთ ყველაზე მონახულებად ღირსშესანიშნაობებსა და ადგილებს, რომლებიც დუბაიში ყოფნისას უნდა მოინახულო.

მსოფლიოს უმაღლესი შენობა, რომლის 124-ე, 125-ე და 148-ე სართულებზე განთავსებული სადამკვირვებლო ტერასიდან ქალაქის საოცარი ხედები იშლება.

გასეირნების მოყვარულთათვის იდეალური ადგილია, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ მდიდრული იახტებითა და ცათამბჯენების ფონზე გაშენებული არხის ხედებით.

ნამდვილი თავგადასავალი, სადაც ჯიპებით შეძლებთ ქვიშის დიუნებზე სრიალს, ტრადიციულ სადილს და აქლემებით გასეირნებას.

უზარმაზარი ჩარჩო, რომელიც ძველ და ახალ დუბაის ერთმანეთთან აკავშირებს. ერთი მხრიდან ძველი უბნების ხედი იშლება, მეორე მხრიდან კი – თანამედროვე ცათამბჯენების.

ქალაქის უძველესი ნაწილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ტრადიციული არაბული სახლები, ვიწრო ქუჩები და ეწვიოთ დუბაის მუზეუმს.

სად ვჭამოთ დუბაიში?

დუბაიში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც ყველა გემოვნებასა და ბიუჯეტზეა გათვლილი. შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული არაბული კერძები, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულო.

თუ გსურთ, რომ დუბაის ნამდვილი გემო შეიგრძნოთ და ბევრი ფულის დახარჯვა არ გსურთ, სცადეთ:

  • Al Ustad Special Kebab – ეს ირანული რესტორანი დუბაის ერთ-ერთი უძველესია და ცნობილია უგემრიელესი ქაბაბებით.
  • Ravi Restaurant – მდებარეობს Al Satwa-ს უბანში. ეს არის პოპულარული პაკისტანური რესტორანი, რომელიც იზიდავს როგორც ადგილობრივებს, ასევე, ტურისტებს ხელმისაწვდომი და გემრიელი კერძებით.
  • Mama Tani Cafe – თუ საუზმე გსურთ, ეწვიეთ ამ კაფეს Jumeirah Lake Towers-ში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, მათ შორის, ტრადიციული არაბული ყავა.

 

დუბაი განთქმულია მრავალფეროვანი დესერტებით და ნამდვილი სამოთხეა ტკბილეულის მოყვარულთათვის.

  • Hafiz Mustafa 1864
    დუბაის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკონდიტრო, რომელიც უამრავ დესერტს გთავაზობთ. არჩევანის გაკეთება ნამდვილად გაგიჭირდებათ.
  • The Choco Monarch
    აქაც უამრავ დესერტს ნახავთ. აუცილებლად დააგემოვნეთ კრეპები შოკოლადით.
  • Dubai Sweet Factory by Kadayifzade
    ამ ტკბილეულის ქარხანაში შეგიძლიათ გასინჯოთ ბაქლავა, რომლის გემოც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

თუ განსაკუთრებულ გამოცდილებას ეძებთ, დუბაიში უამრავი ვარიანტია:

  • At.mosphere – მდებარეობს ბურჯ ხალიფას 122-ე სართულზე. აქ შეგიძლიათ დატკბეთ დაუვიწყარი ხედებითა და მაღალი კლასის ევროპული სამზარეულოთი. ეს შესანიშნავი ადგილია რომანტიკული ვახშმისთვის.
  • Nobu Dubai – ეს ცნობილი იაპონური რესტორანი, რომელიც Atlantis The Palm-ში მდებარეობს, გთავაზობთ თანამედროვე იაპონურ-პერუული სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშებს.
  • Zuma – მდებარეობს DIFC-ის ფინანსურ უბანში. ის ცნობილია თანამედროვე იაპონური სამზარეულოთი და დახვეწილი ინტერიერით.

 

დუბაის შოკოლადი მსოფლიოში ცნობილი ტკბილეულია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური გემოთი, ხრაშუნა შიგთავსითა და ნაზი ტექსტურით. დუბაიში ყოფნისას მისი გასინჯვა ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, სადაც უგემრიელესი დუბაის შოკოლადის შეძენას შეძლებთ:

  • Break by Mara – აქ შეგიძლიათ გასინჯოთ უგემრიელესი დუბაის შოკოლადის ნამცხვარი, რომელსაც თქვენს თვალწინ ამზადებენ.
  • Chocoart UAE – ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია დუბაის შოკოლადის წარმოებაში. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ განსაკუთრებით ხრაშუნა შოკოლადი.
  • Chunk Bakehouse – ამ საცხობის უგემრიელესი ნამცხვარი, უხვად ფსტის კრემით, დუბაის შოკოლადის ნამდვილ მოყვარულად გაქცევთ.

 

 

ახლოდან დანახული დუბაი

სად ვიშოპინგოთ დუბაიში?

დუბაი შოპინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა, სადაც თანამედროვე სავაჭრო ცენტრები და ტრადიციული ბაზრები ერთმანეთს ერწყმის.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, რომელიც გთავაზობთ 1200-ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის, ყველაზე ცნობილი ბრენდების ბუტიკებს. შოპინგის გარდა, აქ შეგიძლიათ მოინახულოთ აკვარიუმი, წყალქვეშა ზოოპარკი და ყინულის მოედანი.

ეს უნიკალური სავაჭრო ცენტრი მოგზაურ იბნ ბატუტას მოგზაურობითაა შთაგონებული. ის დაყოფილია 6 თემატურ ნაწილად, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და არქიტექტურას ასახავს.

ამ ბაზარში თქვენ აღმოჩნდებით არომატების სამყაროში. შეგიძლიათ შეიძინოთ ეგზოტიკური სანელებლები, ჩაი, თხილი და სხვა.

ეს სავაჭრო ცენტრი ცნობილია იმით, რომ მასში მდებარეობს Ski Dubai – დახურული სათხილამურო კომპლექსი. აქ ასევე შეხვდებით როგორც ძვირადღირებულ ბრენდებს, ასევე, უფრო ხელმისაწვდომ მაღაზიებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ოქროს ბაზარია, სადაც ასობით მაღაზია ოქროს, ბრილიანტისა და სხვა ძვირფასი ქვების სამკაულებს ყიდის. აქ ფასებზე დავა მიღებულია, ამიტომ, შეგიძლიათ უკეთესი ფასები მოიპოვოთ.

მდებარეობს ბურ დუბაის მხარეს. აქ ნახავთ ტრადიციულ და თანამედროვე ქსოვილებს, აბრეშუმს, ბამბას და სხვა მასალებს, საიდანაც შეგიძლიათ შეაკერინოთ ტრადიციული სამოსი.

როდის არის საუკეთესო დრო დუბაიში სამოგზაუროდ?

დუბაიში მოგზაურობა ნებისმიერ სეზონზე სასიამოვნოა, რადგან ქალაქი მუდამ მზადაა, რომ დამთვალიერებლებს უმასპინძლოს.

ოქტომბრიდან ნოემბრამდე საუკეთესო პერიოდია წყლის აქტივობებისთვის. ამ დროს ამინდი იდეალურია ზღვაზე დასვენებისა და სპორტისთვის.

დეკემბრიდან მარტამდე დუბაიში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, მათ შორის, ცნობილი შოპინგის ფესტივალი. თუ გსურთ, რომ ქალაქის მრავალფეროვან კულტურასა და გართობას გაეცნოთ, ამ პერიოდში გირჩევთ მოგზაურობას. ამ თვეებში ასევე შესაძლებელია უდაბნოში გასეირნებაც.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ დუბაიში?

დუბაიში გადაადგილება მარტივი და მოსახერხებელია, რადგან ქალაქს კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვს. მოგზაურობის დაგეგმვისას შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტი გამოიყენოთ.

დუბაის მეტრო ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სუფთაა მსოფლიოში. მას ორი ხაზი აქვს, წითელი და მწვანე, რომლებიც ქალაქის უმეტეს ნაწილსა და მთავარ ღირსშესანიშნაობებს აკავშირებს. მეტრო სრულად კონდიცირებულია და გთავაზობთ შესანიშნავ ხედებს. ერთჯერადი ბილეთის ფასია 3AED ანუ 0.80$.

ტაქსი დუბაიში გადაადგილების ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი საშუალებაა, თანაც, შედარებით იაფია. მისი გამოძახება შეგიძლიათ ქუჩაში ან აპლიკაციების (მაგალითად, Careem ან Uber) საშუალებით. აეროპორტიდან ტაქსით მგზავრობისას საწყისი ტარიფი 25 AED-ია, ხოლო ქალაქში – 5-5.50 AED.

ფეხით გადაადგილება დუბაიში საკმაოდ მარტივი და სასიამოვნოა, განსაკუთრებით კი გარკვეულ უბნებში. ქალაქში შექმნილია უამრავი კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, მშვიდად და უსაფრთხოდ იაროთ.

ფეხით სიარულისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ამინდი. ცხელ თვეებში (მაისიდან სექტემბრამდე) ტემპერატურა ძალიან მაღალია, ამიტომ, უმჯობესია სიარული დილით ადრე ან საღამოს გვიან. ცივ თვეებში (ნოემბრიდან აპრილამდე) კი ამინდი იდეალურია ფეხით სეირნობისთვის.

დუბაის ავტობუსები ქალაქის თითქმის ყველა უბანს ფარავს. ისინი, ძირითადად, დილის 4 საათიდან ღამის 1 საათამდე მუშაობს, თუმცა, ღამის ავტობუსებიც დადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ.

ავტობუსით მგზავრობის ღირებულებაა 3 AED (დაახლოებით 0.80$). ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ 1-დღიანი სამგზავრო ბარათები, რომელთა ფასიც სატრანსპორტო ზონების მიხედვით განსხვავდება.

დუბაის მეტრო გადაადგილების ყველაზე სწრაფი და კომფორტული საშუალებაა, რომელიც, ამასთან, ულამაზეს ხედებს გთავაზობთ. მეტრო დილის 5 საათიდან ღამის 12 საათამდე მუშაობს და მატარებლები ყოველ 5 წუთში ერთხელ მოძრაობს. მას სულ ორი ხაზი აქვს – წითელი და მწვანე.

რომელია საუკეთესო პლაჟები დუბაიში?

დუბაიში უამრავი სანაპიროა, რომლებიც სხვადასხვა გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ დასასვენებლად, სპორტული აქტივობებისთვის ან უბრალოდ, ქალაქის ულამაზესი ხედებით დასატკბობად.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი საჯარო სანაპირო, რომელიც გთავაზობთ რბილ, თეთრ ქვიშასა და უშუალო ხედს ცნობილ ბურჯ ალ არაბზე. ის იდეალურია ოჯახებისთვის, რადგან წყალი აქ შედარებით წყნარია.

როგორც სახელი მიუთითებს, ეს სანაპირო ქალაქის საუკეთესო ადგილია წყლის სპორტის მოყვარულთათვის. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ კაიტსერფინგით, კანოეთი და სხვა აქტივობებით. სანაპიროზე ასევე არის საჯოგინგო ტრასები, სასრიალო მოედანი და სხვა გასართობი სივრცეები.

მდებარეობს პალმ ჯუმეირაზე და გთავაზობთ მაღალი კლასის რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ხედებით, დაისვენოთ კომფორტულ ლაუნჯებში და მიირთვათ გემრიელი კერძები. ეს ადგილი იდეალურია მათთვის, ვინც შოპინგს, კვებას და დასვენებას ერთდროულად ეძებს.

თუ სიმშვიდეს ეძებთ, ეს სანაპირო თქვენთვისაა. ის შედარებით დაფარული და ნაკლებად ხალხმრავალია. აქ შეგიძლიათ დატკბეთ პალმ ჯუმეირასა და ბურჯ ალ არაბის პანორამული ხედებით.

ეს სანაპირო ცნობილია თავისი აქტიური გარემოთი. აქ შეგიძლიათ გაერთოთ საცხენოსნო გასეირნებით, ნავით გასეირნებით და დატკბეთ წყლის ატრაქციონებით. სანაპიროს გასწვრივ არის უამრავი კაფე, რესტორანი და მაღაზია.

რომელია საუკეთესო პარკები დუბაიში?

დუბაიში უამრავი შთამბეჭდავი პარკია, რომლებიც სხვადასხვა ინტერესებსა და ასაკობრივ ჯგუფებს მოერგება:

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავილების პარკი, სადაც 150 მილიონზე მეტი ყვავილია განსაცვიფრებელ ფორმებში და დიზაინებში.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის პარკი, შესაფერისი პიკნიკებისთვის, სეირნობისთვის და სპორტული აქტივობებისთვის, აქვე მდებარეობს Dubai Frame.

მდებარეობს დუბაის ყურის სანაპიროზე, აქვს ბოტანიკური ბაღი, სათამაშო ზონები და დელფინარიუმი.

მშვიდი ადგილმდებარეობა ტბის გარშემო სარბენი ბილიკითა და დასასვენებელი სივრცეებით

უნიკალური ღამის პარკი, რომელიც განათებული ხელოვნური ინსტალაციებით და თემატური ზონებით არის გაფორმებული.

კლასიკური მწვანე პარკი, სადაც არის ტბა, ბილიკები და ხედები ბურჯ ხალიფაზე.

უზარმაზარი ბუნებრივი პარკი, სადაც შეგიძლიათ პიკნიკი, ველოსიპედით სეირნობა და პატარა ცხოველების ნახვა.

პარკი და პლაჟი ერთად, შესანიშნავი ვარიანტი ზღვისა და მწვანე ზონის კომბინაციისთვის.

ხშირად დასმული კითხვები დუბაიზე

თუ მხოლოდ ძირითადი ადგილების ნახვა გინდა და დრო შეზღუდულია, 3–4 დღეც საკმარისია, მაგრამ სრული გამოცდილებისთვის 1 კვირა საუკეთესო ვარიანტია.

პირველ რიგში მოამზადეთ ყველა აუცილებელი ნივთი ფრენისთვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტი და, სურვილის შემთხვევაში, კომფორტული ბალიში. წინასწარ გადაამოწმეთ, რომ ყველა გაჯეტი და მათი დამტენები თან გქონდეთ. დუბაიში საკმაოდ ბევრს ივლით, ამიტომ წაიღეთ სპორტული ფეხსაცმელი და მოსახერხებელი ტანსაცმელი. აუცილებლად წაიღეთ მზისგან დამცავი საშუალებები და საცურაო კოსტიუმები, რომ პლაჟზეც და აუზზეც განიტვირთოთ.

დუბაი უნიკალური ქალაქია, სადაც უდაბნოს შუაგულში აღმართულია სუპერმოდერნული არქიტექტურა და ლუქს ინფრასტრუქტურა – აქ ნახავთ ბურჯ ხალიფას, მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობას, ბურჯ ალ არაბს, ხელოვნურ კუნძულებს Palm Jumeirah და The World Islands-ს, უზარმაზარ სავაჭრო ცენტრებსა და გასართობ ზონებს, სადაც შესაძლებელია როგორც პლაჟზე დასვენება, ისე უდაბნოში თავგადასავლების ძიება.

ქალაქი გამოირჩევა კულტურათა მრავალფეროვნებით, ფესტივალებითა და მსოფლიო დონის ღონისძიებებით, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სამოგზაურო მიმართულებად აქცევს.

დუბაიში მოგზაურობის ღირებულება დიდწილად დამოკიდებულია სეზონზე და მოგზაურობის სტილზე. ზოგადად, დუბა არ არის ბიუჯეტური მიმართულება, თუმცა სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, შეძლებთ ფინანსების შემცირებას და ამ საოცარ ქალაქში თუნდაც 4-5 დღით მოგზაურობას.

დუბაი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად ითვლება. დანაშაულის დონე ძალიან დაბალია, ქუჩები და საზოგადოებრივი ადგილები 24/7 მონიტორინგის ქვეშ არის, ხოლო ტურისტული ზონები კარგად დაცულია.

დუბაიში სამოგზაუროდ საუკეთესო დროა ნოემბრიდან მარტამდე, რადგან ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა მერყეობს დაახლოებით 20–28°C-ს შორის, რაც კომფორტულია სეირნობისა და სანაპიროზე ყოფნისთვის. ამასთან, ტენიანობა შედარებით დაბალია, რაც მნიშვნელოვანად ამარტივებს ღია სივრცეში გადაადგილებას.

ზაფხულში (ივნისი–აგვისტო) ტემპერატურა 40°C-ს სცდება და ტენიანობაც ძალიან მაღალია, ამიტომ ღია სივრცის აქტივობები რთულია.

დუბაისთან ყველაზე ახლო და მთავარი აეროპორტია Dubai International Airport (DXB) – ის ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარეობს და მეტროთი, ტაქსით ან ავტობუსით ძალიან სწრაფად და მარტივად მისადგომია.

დუბაიში გაფრენა შესაძლებელია როგორც თბილისიდან, ისე ბათუმიდან: თბილისიდან სრულდება პირდაპირი რეისები, ხოლო ბათუმიდან – მხოლოდ გადაჯდომით.

თბილისი დუბაი პირდაპირ ფრენებს ასრულებენ FlyDubai და Air Arabia, ხოლო ბათუმიდან Turkish Airlines ემსახურება გადაჯდომით რეისებს.

სასურველია ავიაბილეთების დაჯავშნა მოგზაურობამდე დაახლოებით 1–2 თვით ადრე. დამატებით, უკეთესი ფასების მოსაპოვებლად ფრენების შეძენა რეკომენდებულია კვირის სამუშაო დღეებში და არა შაბათ-კვირას. ასევე, პერიოდულად გადაამოწმეთ ფასები რადგან ასეთ დროს შეიძლება იპოვოთ საუკეთესო ფრენები და უფრო მეტი თანხა გადადოთ თავად მოგზაურობისთვის.

იხილეთ ჩვენი დაკავშირებული მოგზაურობის სახელმძღვანელო