ლიონი – დაგეგმე სრულყოფილი მოგზაურობა

ლიონის მრავალფეროვანი არქიტექტურა ქალაქს განსაკუთრებულ ელფერს სძენს, ხოლო შატოები, ულამაზესი ბაღები და ისტორიული ძეგლები ნებისმიერი მოგზაურის სიის ნაწილი უნდა იყოს. ლიონის გამორჩეული სამზარეულო კი ნამდვილ კულინარიულ თავგადასავალს გპირდებათ. ამ ბლოგში გაგიზიარებთ ამ მომაჯადოებელი ქალაქის შესახებ სრულ ინფორმაციას – მოგიყვებით ღირსშესანიშნაობებზე, დასარჩენ ადგილებზე, რესტორნებსა და კაფეებზე, ასევე საინტერესო აქტივობებზე, რომლებიც შეგიძლიათ თქვენი მოგზაურობისას დაგეგმოთ.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

ფრანგული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

0.43 €

დროის სარტყელი

GMT+2

ვალუტა

ევრო

კვება

სადილის ფასი 1 ადამიანზე

10-40 €

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ლიონი

სად დავრჩეთ ლიონში?

ლიონში დასარჩენად რამდენიმე საუკეთესო უბანია, რომელთა არჩევანიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ეძებთ მოგზაურობისას – სიმშვიდეს, კულტურას თუ ხმაურიან გარემოს.

ეს ქალაქის ისტორიული გულია, რომელიც ცნობილია რენესანსის პერიოდის არქიტექტურითა და უნიკალური ტრაბულებით (Traboules) – დაფარული გადასასვლელებით. თუ გსურთ, რომ ლიონის კულტურული ატმოსფერო შეიგრძნოთ და ყველა მთავარ ღირსშესანიშნაობასთან ახლოს იყოთ, ძველი ლიონი საუკეთესო ადგილია. აქ უამრავი ბუტიკ-სასტუმრო, რესტორანი და კაფეა.

ეს არის ლიონის ყოფილი მუშათა, კერძოდ კი აბრეშუმის მქსოველების უბანი, რომელიც დღეს ხელოვანთა, დიზაინერთა და სტუდენტთა თავშეყრის ადგილად იქცა. აქაური ატმოსფერო განსხვავებულია და ცენტრთან შედარებით უფრო მშვიდია. თუ გსურთ, რომ ქალაქის ნამდვილი სული შეიგრძნოთ და ორიგინალური ბუტიკები, ბარები და კაფეები მოინახულოთ, La Croix-Rousse-ს არჩევას არ ინანებთ.

ეს უბანი ქალაქის ცენტრალური ნაწილია, რომელიც ორ მდინარეს – რონსა და სონს – შორის მდებარეობს. ის არის შოპინგის, კულტურისა და გართობის ცენტრი. თუ გირჩევნიათ, რომ თანამედროვე მაღაზიებთან, რესტორნებსა და კაფეებთან ახლოს იყოთ, Presqu’île იდეალური არჩევანია. აქედან მარტივად შეძლებთ ძველი ლიონის მონახულებასაც.

ეს უბანი მდინარე რონის ნაპირზეა განთავსებული და გამორჩეულია მშვიდი, თუმცა ენერგიული ატმოსფეროთი, რაც მას ლიონის სანახავადა და დასასვენებლად იდეალურ ადგილად აქცევს. აქ შეხვდებით ნავმისადგომს, ადგილობრივ ლუდსახარშ რესტორნებს, შეძლებთ სცადოთ სხვადასხვა გასართობი აქტივობა, გაისეირნოთ ქალაქის ბაზრებში და დააგემოვნოთ ადგილობრივი პროდუქტები თუ სასმელები. ჟან მაკე კი შესანიშნავი არჩევანია საცხოვრებლად.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა გავაკეთოთ ლიონში?

ლიონი დატვირთულია აქტივობებით, რომლებიც ყველა გემოვნების მოგზაურზეა გათვლილი. ქალაქი გთავაზობთ როგორც ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, ასევე, თანამედროვე ხელოვნებისა და გართობის ადგილებს.

ეს არის ქალაქის ისტორიული გული. იარეთ ქვაფენილიან ქუჩებში, მოინახულეთ რენესანსის პერიოდის სახლები და აღმოაჩინეთ ტრაბულები (Traboules) – საიდუმლო გადასასვლელები, რომლებიც სახლების ეზოებს აკავშირებს.

ბაზილიკის სიახლოვეს მდებარეობს ძველი რომაული თეატრის ნანგრევები, რომელიც საფრანგეთის უძველესი თეატრია.

იმოგზაურეთ ნავით მდინარე რონსა და სონზე და ნახეთ ქალაქი სრულიად განსხვავებული რაკურსით.

ბორცვზე მდებარე ეს ბაზილიკა ლიონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა. აქედან იშლება ქალაქის განსაცვიფრებელი პანორამული ხედები.

ეს უბანი შოპინგის, კულტურისა და გართობის ცენტრია. იარეთ Bellecour-ისა და Terreaux-ის მოედნებზე, დაათვალიერეთ მაღაზიები და ეწვიეთ ხელოვნების მუზეუმს.

ლიონის საკათედრო ტაძარი, რომელიც წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. ის მდებარეობს ძველი ლიონის გულში და გამოირჩევა გოთიკური და რომაული სტილის არქიტექტურის საინტერესო ნაზავით. ტაძრის მშენებლობა 1180 წელს დაიწყო და თითქმის 300 წელი გაგრძელდა, რის გამოც მასზე სხვადასხვა არქიტექტურული სტილის გავლენა შეინიშნება.

სად ვჭამოთ ლიონში?

ლიონი საფრანგეთის კულინარიული დედაქალაქია, ამიტომ აქ გემრიელი კერძების დაგემოვნება დაუვიწყარ გამოცდილებას შეგიქმნით. ქალაქი განსაკუთრებით ცნობილია თავისი “ბუშონებით”, ტრადიციული ლიონური რესტორნებით, სადაც შეგიძლიათ ადგილობრივი სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშები გასინჯოთ.

  • Le Garet: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავთენტური ბუშონი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები, როგორიცაა სალათი ლიონურად, quenelle de brochet (თევზის პელმენი) და tripe à la lyonnaise (ლიონური ქაშა).
  • Chez Paul: პოპულარული და მყუდრო ადგილი, რომელიც ტრადიციული ლიონური კერძების დახვეწილ ვერსიებს გვთავაზობს.
  • Daniel et Denise: მაღალი კლასის რესტორანი, რომელსაც მიშლენის ვარსკვლავი აქვს. ის იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, რომ ტრადიციული ბუშონის სამზარეულო ახალ დონეზე გასინჯოს.
  • Café Terroir – ავთენტური ლიონური სამზარეულოს მოყვარულებისთვის იდეალური ადგილი, სადაც დაგხვდებათ ტრადიციული კერძები: კარტოფილი ფრი, ოსპი ძეხვით, ლოკოკინები, კვერცხი ბოფორტის ყველით, გამომცხვარი ქათამი სეზონურ სოუსებში, სტეიკი, პაშტეტი და სხვა გემრიელობები. ადგილი ყოველთვის გადატვირთულია, ამიტომ წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია.
  • Breizh – ადგილი, სადაც მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ. განსაკუთრებით ღირს მათი უგემრიელესი კრეპების გასინჯვა სიდრის ჩაისთან ერთად.
  • Diploid – შესანიშნავი არჩევანია ბრანჩისთვის, საუზმისთვის ან სადილისთვის. გარდა გემრიელი კერძებისა, აქ ძალიან კარგი ყავაც გელოდებათ.
  • Rakwé Coffee – ყავის მაღაზია, გალერეა და სამუშაო სივრცე ერთობლივად. აქაური ყავა გამორჩეულად არომატულია. თუ გსურთ მშვიდ გარემოში განიტვირთოთ, იმუშაოთ ან წიგნი წაიკითხოთ და თან საუკეთესო ყავა მიირთვათ, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ცენტრალური ბაზარი Les Halles Paul Bocuse – თუ გსურთ, რომ ადგილობრივი დელიკატესები დააგემოვნოთ და შეიძინოთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ბაზარს. ის დაასახელეს ლეგენდარული ფრანგი შეფის, პოლ ბოკუზის, პატივსაცემად. აქ ნახავთ უამრავ დახლს, სადაც შეგიძლიათ გასინჯოთ ახალი ყველი, ხორცი, პური და სხვა.

  • Villa Florentine – რესტორანი, რომლის ტერასა შთამბეჭდავი შუშის სახურავითაა დაფარული და ტურისტებსა თუ ადგილობრივებს ყველა სეზონზე მასპინძლობს. აქედან იშლება ლიონის ქუჩების საოცარი ხედი, ხოლო ტერიტორიაზე ასევე არის საცურაო აუზი, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ ადგილს.
  • Café Gadagne – ტურისტების საყვარელი კაფე-რესტორანი, რომელიც ლიონის ცნობილ რომაულ ნანგრევებთან ახლოს მდებარეობს. აქ შეგიძლიათ მშვიდ გარემოში მიირთვათ საუზმე ან დააგემოვნოთ ავთენტური ლიონური მენიუ.
  • Les Muses – ბარ-ტერასა, რომელიც ლიონის ოპერის თეატრის მეშვიდე სართულზეა განთავსებული. აქ, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, შექმნილია განსაკუთრებული ატმოსფერო, სადაც დრო თითქოს ჩერდება და გარემო მთლიანად მოგნუსხავთ.

 

 

ახლოდან დანახული ლიონი

სად ვიშოპინგოთ ლიონში?

ლიონში შოპინგის მოყვარულთათვის უამრავი ადგილია, დაწყებული თანამედროვე სავაჭრო ცენტრებით, დამთავრებული პატარა ბუტიკებითა და ტრადიციული ბაზრებით.

ეს არის ლიონის ცენტრალური უბანი, სადაც კონცენტრირებულია ძირითადი სავაჭრო ქუჩები. Rue de la République არის ქალაქის მთავარი სავაჭრო არტერია, სადაც ნახავთ ცნობილი საერთაშორისო და ფრანგული ბრენდების მაღაზიებს. Rue du Président Édouard Herriot კი უფრო მაღალი კლასის ბუტიკებითა და დიზაინერების მაღაზიებითაა ცნობილი.

მდინარე რონისა და სონის შესართავთან მდებარეობს და გამოირჩევა თავისი თანამედროვე არქიტექტურით. აქ შეგიძლიათ შოპინგს დასვენება და კვება შეუთავსოთ.

ისტორიულ ნაწილში ნახავთ პატარა ბუტიკებს, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებსა და სუვენირების დახლებს. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ლიონისთვის დამახასიათებელი აბრეშუმის ნაწარმი.

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის სავაჭრო ცენტრი, რომელიც მდებარეობს ბიზნეს უბანში. აქ უამრავი მაღაზია, რესტორანი და კინოთეატრია.

თუ ადგილობრივი დელიკატესები და პროდუქტები გაინტერესებთ, ეწვიეთ ამ ცნობილ დახურულ ბაზარს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ და დააგემოვნოთ უგემრიელესი ყველი, ხორცი და ღვინო.

ამ უბანში შეხვდებით პატარა, დამოუკიდებელ ბუტიკებს, ხელოვნების გალერეებს და დიზაინერების მაღაზიებს, სადაც შეგიძლიათ უნიკალური ნივთები იპოვოთ.

როდის არის საუკეთესო დრო ლიონში სამოგზაუროდ?

ამინდის თვალსაზრისით, ლიონში მოგზაურობა ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც ჰაერი თბილია და ტურისტების ნაკადიც შედარებით მცირეა. გვიან გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულში შეგიძლიათ მოასწროთ ქალაქში გამართულ მრავალ ფესტივალსა და კულტურულ ღონისძიებას, მათ შორის რომაული ნანგრევების ტერიტორიაზე ჩატარდებულ თეატრალურ წარმოდგენებს. ზამთარში ლიონი განსაკუთრებულად მიმზიდველია საშობაო ბაზრებით, ყინულის მოედნებითა და თოვლში ჩაფლული ქუჩებით, ხოლო განათებების ფესტივალი, მიუხედავად სიცივისა, უამრავ მნახველს იზიდავს. ასე რომ, ლიონი წლის ნებისმიერ სეზონზე გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებას.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ ლიონში?

ლიონში გადაადგილება მარტივია, რადგან ქალაქს კარგად განვითარებული და ეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვს. თქვენი მოგზაურობის სტილიდან გამომდინარე, შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიოთ.

ლიონში 4 მეტროს ხაზია (A, B, C და D), რომლებიც ქალაქის უმეტეს ნაწილს ფარავს. მეტრო ყველაზე სწრაფი გზაა დიდ მანძილზე გადასაადგილებლად. ერთჯერადი ბილეთის ფასი 2 ევროა, თუმცა 10 ცალი 1-საათიანი ბილეთის პაკეტი 20 ევრო ღირს, რაც უფრო ეკონომიურ არჩევანად ითვლება.

ქალაქში 100-ზე მეტი ავტობუსის ხაზია. არსებობს ღამის ავტობუსებიც. ბილეთების შეძენას შეძლებთ ჯიხურებში და სპეციალურ აპარატებში.

ლიონის ფერადი ქუჩები, მყუდრო კაფეები, ისტორიული ღირსშესანიშნაობები და ულამაზესი ბაღები ნამდვილად ღირს სრულად შესასწავლად, ამიტომ საფრანგეთის ამ მომხიბვლელ ქალაქში სიარულისთვის ფეხით გადაადგილება საუკეთესო არჩევანია.

ტრამვაის 7 ხაზი (T1-T7) არსებობს, რომლებიც ქალაქის ცენტრს გარე უბნებთან აკავშირებს. ტრამვაი უფრო ნელია, ვიდრე მეტრო, მაგრამ კომფორტულია და ქალაქის ხედებით დატკბობის საშუალებას გაძლევთ. ბილეთის ფასი 2 ევროა. ბოლო ტრამვაი მოძრაობას შუაღამის 12 საათიდან 1 საათამდე ასრულებს.

ორი ფუნიკულიორის ხაზი მიგიყვანთ Fourvière-ის ბორცვზე. ეს შესანიშნავი საშუალებაა Notre-Dame de Fourvière-ის ბაზილიკისა და ძველი რომაული თეატრის მოსანახულებლად.

რომელია საუკეთესო პარკები ლიონში?

ლიონი გამოირჩევა თავისი ულამაზესი პარკებითა და მწვანე სივრცეებით, სადაც შეგიძლიათ ქალაქის აურზაურისგან დაისვენოთ. აი რამდენიმე მათგანი:

ეს არის ლიონის ყველაზე დიდი და პოპულარული პარკი. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრთან ახლოს და შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის. პარკში ნახავთ დიდ ტბას, ბოტანიკურ ბაღს, ვარდების ბაღს და უფასო ზოოპარკს. ეს იდეალური ადგილია ოჯახებისთვის, ველოსიპედით სასეირნოდ და პიკნიკისთვის.

თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, Parc Blandan საუკეთესო არჩევანია. აქ არის უზარმაზარი სათამაშო მოედანი, სკეიტპარკი და მწვანე ზონები დასვენებისთვის. პარკი მდებარეობს ყოფილი სამხედრო ყაზარმის ტერიტორიაზე.

ეს პარკი Fourvière-ის ბორცვზე მდებარეობს და განსაკუთრებულია თავისი ულამაზესი ხედებით. აქ შეგიძლიათ იაროთ ლამაზ ბილიკებზე და დატკბეთ ქალაქის პანორამული ხედებით. პარკი აკავშირებს Fourvière-ის ბაზილიკას ძველ ლიონთან.

ეს არის გრძელი პარკი, რომელიც მდინარე რონის სანაპიროზეა გაშენებული. ის იდეალურია სირბილისთვის, ველოსიპედით სეირნობისთვის და უბრალოდ დასასვენებლად. ზაფხულში აქ ბევრი ადამიანი იკრიბება მზეზე დასასვენებლად ან პიკნიკისთვის.

ხშირად დასმული კითხვები ლიონზე

ლიონის სანახავად საშუალოდ 2–3 დღე საკმარისია, რომ მოასწროთ მთავარი ღირსშესანიშნაობების მონახულება, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება და რამდენიმე აქტივობის გამოცდილება.

მოგზაურობამდე აუცილებლად თან წაიღეთ ფრენისთვის საჭირო ყველა ნივთი – პასპორტი, დოკუმენტები და, სურვილის შემთხვევაში, კომფორტული ბალიში. წინასწარ გადაამოწმეთ, რომ ყველა გაჯეტი და მათი დამტენები მზად იყოს. ლიონში ბევრი სეირნება მოგიწევთ, ამიტომ აუცილებლად ჩაიფუთეთ სპორტული ფეხსაცმელი და მოსახერხებელი ტანსაცმელი.

ლიონი გამორჩეულია როგორც საფრანგეთის კულინარიული დედაქალაქი, სადაც ტრადიციული ბუშონები და გამორჩეული ადგილობრივი კერძები ტურისტების მთავარ მიზნად იქცევა. ქალაქი ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი თავისი უნიკალური ძველი უბნებით, ტრაბულებით (ფარული გასასვლელები) და მდიდარი ისტორიული არქიტექტურით. ლიონი ცნობილია ფესტივალებითაც, განსაკუთრებით განათებების ფესტივალით, რომელიც ყოველ დეკემბერს იმართება და ქალაქს ჯადოსნურ ატმოსფეროს სძენს. იგი ორი მდინარის – რონისა და სონის – შესართავზე მდებარეობს, რაც მას განსაკუთრებულ პანორამულ ხილვად აქცევს.

ლიონში მოგზაურობა ითვლება „საშუალოდ იაფად“, თუმცა ბიუჯეტურად მოგზაურობა სრულიად შესაძლებელია, თუ ავიაბილეთებსა და საცხოვრებელს წინასწარ დაჯავშნით.

ლიონი, ზოგადად, უსაფრთხო ქალაქია ტურისტებისთვის. დანაშაულის დონე შედარებით დაბალია, თუმცა, როგორც სხვა დიდ ქალაქებში, აქაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯიბის ქურდობის რისკს, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ბაზრებში.

ლიონში მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა გვიანი გაზაფხული (მაისი–ივნისი) და ადრეული შემოდგომა (სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი), როცა ამინდი თბილი და სასიამოვნოა, ხოლო ტურისტების რაოდენობა შედარებით ნაკლებია. ამ პერიოდში შეგიძლიათ დატკბეთ ღია სივრცის კაფეებით, ბაღებითა და ფესტივალებით, ხოლო ზამთარში ქალაქი განსაკუთრებით მიმზიდველია საშობაო ბაზრებითა და განათებების ფესტივალით.

ლიონთან ყველაზე ახლო აეროპორტია ლიონ-სენტ ეგზიუპერის საერთაშორისო აეროპორტი (Lyon-Saint Exupéry Airport – LYS), რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს და მატარებლით ან ავტობუსით 30 წუთში შეგიძლიათ მიაღწიოთ.

საქართველოდან ლიონში პირდაპირი ფრენები ქუთასიდან სრულდება, ხოლო თბილისიდან და ბათუმიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ გადაჯდომით რეისებით.

ქუთასი ლიონი პირდაპირ ფრენებს Wizz Air ასრულებს, ხოლო თბილისიდან და ბათუმიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ თურქულია ვიაკომპანიების Turkish Airlines -ისა და Pegasus -ის რეისებით. თბილისიდან ფრენებს ასევე შემოგთავაზებთ AirFrance-იც.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. მოძებნე ავიაბილეთები სწრაფად და შეიძინე მარტივად დღესვე.

იხილეთ ჩვენი დაკავშირებული მოგზაურობის სახელმძღვანელო