აბუ-დაბი – დაგეგმე სრულყოფილი მოგზაურობა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი აბუ-დაბი ნამდვილად უნიკალური ადგილია. აქ ერთმანეთს ერწყმის ეგზოტიკური გარემო, ულამაზესი სანაპიროები და შთამბეჭდავი არქიტექტურა მაღალი შენობების სახით. მათთვის, ვისაც თანამედროვე ცხოვრების წესი, კომფორტი და უმაღლესი დონის შოპინგი იზიდავს, აბუ-დაბი ნამდვილი სამოთხეა. ქალაქი მზადაა, სტუმრებს დაუვიწყარი გამოცდილებები შესთავაზოს.

ამ ბლოგში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ აბუ-დაბიში მოგზაურობისთვის აუცილებელ ყველა ასპექტს. გაეცნობით ქალაქის ყველაზე პოპულარულ უბნებს, საუკეთესო კვების ობიექტებს, შოპინგის საუკეთესო სივრცეებს და მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად და რაც მთავარია, ბიუჯეტურად. გამოგვყევით და ერთად აღმოვაჩინოთ ახლო აღმოსავლეთის ეს მომხიბვლელი ქალაქი!

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

არაბული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

2.50 AED / $0.60

დროის სარტყელი

GMT+4

ვალუტა

AED - არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი

د.إ Dirham

კვება

სადილის ფასი 1 ადამიანზე

40-100 AED / 10-27$

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე აბუ დაბი

სად დავრჩეთ აბუ-დაბიში?

მოგზაურობის დაგეგმვისას, საცხოვრებელი ადგილის სწორად შერჩევა გადამწყვეტია კომფორტული დასვენებისთვის. აბუ-დაბიში უამრავი უბანია, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი არჩევანი მაქსიმალურად იყოს მორგებული თქვენს ინტერესებსა და მოთხოვნებზე.

ბუ-დაბის ცენტრი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ქალაქს პირველად სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ აბუ დაბი სწრაფად განვითარდა და თანამედროვე იერსახე შეიძინა, სწორედ ამ უბანში შეძლებთ მისი ისტორიული წარსულის უკეთ გაცნობას, სანამ ნავთობის ინდუსტრია ქალაქის რევოლუციურ ზრდას გამოიწვევდა.

ცენტრი გამოირჩევა მაღალი კლასის სასტუმროებისა და მრავალფეროვანი რესტორნების სიმრავლით, რაც ნებისმიერი გემოვნების მქონე მოგზაურს მოეწონება. აქ დარჩენით, თქვენ შეძლებთ კომფორტულად შეისწავლოთ ქალაქის ტრადიციული მხარე, პარალელურად კი თანამედროვე კომფორტით ისიამოვნოთ.

კორნიშის სანაპირო აბუ-დაბიში დასარჩენად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ადგილია. ეს უბანი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, რომ ზღვასთან ახლოს იყოს და ქალაქის სილამაზით დატკბეს.

აქ ნახავთ უამრავ სასტუმროს, რომლებსაც პირდაპირი გასასვლელი აქვთ სანაპიროზე, რაც თქვენს დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. წარმოიდგინეთ, ყოველ დილით გაიღვიძოთ და პირდაპირ ოქროსფერ ქვიშაზე აღმოჩნდეთ! კორნიშის სანაპიროზე დარჩენა ნიშნავს, რომ თქვენი მოგზაურობა იქნება არა მხოლოდ დასამახსოვრებელი, არამედ მაქსიმალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან.

იას კუნძული შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც აბუ-დაბიში მოგზაურობს. ის აეროპორტთან ძალიან ახლოს მდებარეობს, რაც მგზავრობას მარტივს და კომფორტულს ხდის. აქ ნახავთ უამრავ მაღალი დონის სასტუმროსა და რესტორანს, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

საადიატის კუნძული აბუ-დაბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი ადგილია, სადაც ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. ეს უბანი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს კულტურული ღირსშესანიშნაობების, დახვეწილი რესტორნებისა და ცოცხალი ბარების სრულყოფილ ნაზავს.

საადიატის კუნძულზე დარჩენით, თქვენ შეძლებთ მაქსიმალურად ისარგებლოთ როგორც ქვიშიანი პლაჟებითა და მდიდრული სასტუმროებით, ასევე ქალაქის კულტურული და გასართობი შეთავაზებებით.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ აბუ დაბიში?

აბუ-დაბი ნამდვილად გამორჩეული ქალაქია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ულტრათანამედროვე სანახაობებს და მდიდარ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას. აქ მოგზაურობა ყველა მხრივ მრავალფეროვან და დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ. შეგიძლიათ აღმოაჩინოთ შთამბეჭდავი არქიტექტურა და ინოვაციური პროექტები, ამავდროულად ჩაუღრმავდეთ ქალაქის წარსულს და გაეცნოთ მის ტრადიციებს.

აბუ-დაბიში მოგზაურობა წარმოუდგენელია შეიხ ზაიედის გრანდიოზული მეჩეთის (Sheikh Zayed Grand Mosque) მონახულების გარეშე. ეს არ არის მხოლოდ სალოცავი ადგილი, არამედ არქიტექტურული შედევრი და მშვიდობისა და ტოლერანტობის სიმბოლო, რომელიც მთელი მსოფლიოდან იზიდავს მილიონობით მნახველს.

ემირატების სასახლე (Emirates Palace Mandarin Oriental) აბუ-დაბის სიმბოლოა, რომელიც განასახიერებს უმაღლეს ფუფუნებას, არაბულ სტუმართმოყვარეობასა და გრანდიოზულ არქიტექტურას. ეს არ არის მხოლოდ სასტუმრო, არამედ ნამდვილი სასახლე, რომელიც სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

მისი დიზაინი შთაგონებულია ისლამური არქიტექტურით, მაგრამ თანამედროვე ელემენტებით. მისი თვალწარმტაცი თეთრი და ოქროსფერი ფასადი არაბეთის ყურის ცისფერ წყლებთან კონტრასტში განსაკუთრებულ ვიზუალს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ემირატების სასახლე ძირითადად სასტუმროა, ის ღიაა დამთვალიერებლებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ მისი მომსახურებებით – სასახლეში 11-ზე მეტი რესტორანი და ბარი ფუნქციონირებს. ის ასევე გთავაზობთ სპა პროცედურებს. ამასთან, შეგიძლიათ ისეირნოთ ვრცელ, 100 ჰექტარზე გაშლილ ბაღებში ან დატკბეთ სასახლის მდიდრული აუზებით და სხვა.

ალ ჰოსნის სასახლე (Qasr Al Hosn) აბუ-დაბის ყველაზე ძველი და ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა, რომელიც ქალაქის “სიმბოლურ სამშობლოდ” მიიჩნევა. ის მოგვითხრობს ემირატის განვითარების ისტორიას, დაწყებული უბრალო საგუშაგო კოშკიდან, დამთავრებული თანამედროვე გლობალურ მეტროპოლისამდე.

მრავალწლიანი მასშტაბური რესტავრაციის შემდეგ, 2018 წელს ალ ჰოსნის სასახლე ეროვნულ მუზეუმად გადაკეთდა. დღეს ის წარმოადგენს “ცოცხალ მემორიალს”, რომელიც მოგვითხრობს აბუ-დაბის ხალხის ისტორიას, მათ ცხოვრების წესს, ტრადიციებსა და ხელოსნობას.

თუ აბუ დაბიში ხართ და ავტომობილების მოყვარული ბრძანდებით, ემირატების ეროვნული ავტო-მუზეუმი (Emirates National Auto Museum) აუცილებლად სანახავი ადგილია! ეს არ არის ტრადიციული მუზეუმი, არამედ უნიკალური კოლექცია, რომელიც შეიხ ჰამად ბინ ჰამდან ალ ნაჰიანის, იგივე „ცისარტყელა შეიხის“ კერძო საკუთრებას წარმოადგენს. მუზეუმში 200-ზე მეტი უნიკალური ავტომობილია განთავსებული.

გაითვალისწინეთ, რომ მუზეუმს არ აქვს საკუთარი კაფეები ან რესტორნები, ამიტომ სასურველია, თან იქონიოთ წყალი და მცირე წასახემებელი.

აბუ-დაბიში მოგზაურობისას, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და აუცილებლად სანახავი ადგილი აბუ-დაბის ლუვრია (Louvre Abu Dhabi). ეს არ არის მხოლოდ მუზეუმი, არამედ ხელოვნებისა და ცივილიზაციის უნიკალური გზაჯვარედინი, რომელიც განასახიერებს საფრანგეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის კულტურულ დიპლომატიას.

აქ ნახავთ ისეთი დიდი ხელოვანების შედევრებს, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, პიკასო, გოგენი, მანე და სხვები.

ალ-ვატანის სასახლე (Qasr Al Watan), ანუ “ერის სასახლე”, აბუ დაბიში უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველობის, ცოდნისა და ტრადიციების მდიდარ მემკვიდრეობას წარმოაჩენს. ეს არ არის მხოლოდ საპრეზიდენტო სასახლე, არამედ ღია კარი ქვეყნის ისტორიისა და მომავლის ხედვის გასაცნობად.

ალ-ვატანის სასახლე გაგაოცებთ თავისი თვალწარმტაცი არქიტექტურით, რომელიც ტრადიციული არაბული მოტივებისა და თანამედროვე დიზაინის ჰარმონიული ნაზავია. მისი თეთრი გრანიტისა და კირქვის ფასადი, დახვეწილი ორნამენტებითა და 37 მეტრის სიმაღლის ცენტრალური გუმბათით (ერთ-ერთი უდიდესი სასახლის გუმბათი მსოფლიოში), შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. შიგნით კი გელოდებათ ფუფუნებისა და დეტალების უზადო კომბინაცია.

ემირატების მემკვიდრეობის სოფელი (Heritage Village) აბუ-დაბიში უნიკალური ადგილია, სადაც შეგიძლიათ დროში იმოგზაუროთ და გაეცნოთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტრადიციულ ცხოვრების წესს ნავთობის აღმოჩენამდე. ეს არის ერთგვარი ცოცხალი მუზეუმი, რომელიც ასახავს ბედუინების კულტურას, უდაბნოს დასახლებების ყოველდღიურ ყოფასა და უძველეს ხელოსნობას.

სოფელი, რომელიც კორნიშის სანაპიროსთან, მარინა მოლთან ახლოს მდებარეობს, გთავაზობთ სასიამოვნო გამოცდილებას. აქ იხილავთ ქვითკირის ქოხების, პალმის ფოთლებისგან აგებულ სახლების (“ბარასტი”) და თხის ბეწვისგან დამზადებული ბედუინების კარვების რეპლიკებს. ასევე ნახავთ ძველ ბაზრებს, მუზეუმებს და სხვა. სოფელს აქვს თეთრქვიშიანი სანაპიროს ზოლი, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედები აბუ-დაბის ცათამბჯენებზე.

ზაიედის ისტორიული ცენტრი (Zayed Heritage Center) აბუ-დაბიში ნამდვილად განსაკუთრებული ადგილია, რომელიც ეძღვნება არაბთა გაერთიანებული საამიროების დამაარსებლის, შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰიანის ხსოვნასა და მემკვიდრეობას.

ცენტრში წარმოდგენილია შეიხ ზაიედის პირადი ნივთების, ფოტოების, დოკუმენტებისა და ისტორიული არტეფაქტების მდიდარი კოლექცია, რომელიც მოგვითხრობს მის ცხოვრებაზე, დაწყებული მისი ბავშვობიდან და ლიდერობის ადრეული წლებიდან, დამთავრებული არაბთა გაერთიანებული საამიროების შექმნითა და მისი, როგორც გლობალური ლიდერის, მოღვაწეობით.

სად ვჭამოთ აბუ-დაბიში?

აბუ-დაბიში კულინარიული მოგზაურობა ნამდვილი თავგადასავალია! ქალაქი გთავაზობთ რესტორნებისა და კაფეების დიდ არჩევანს, დაწყებული ტრადიციული ემირატული სამზარეულოდან, დამთავრებული მსოფლიო დონის გურმანული კერძებით. თქვენი ბიუჯეტისა და გემოვნების მიხედვით, აუცილებლად იპოვით შესაფერის ადგილს.

აბუ დაბი ნამდვილად გამოირჩევა უმაღლესი დონის რესტორნებით, სადაც დაგხვდებათ განსაკუთრებული მომსახურება და მაღალი კლასის კულინარია. ქალაქი გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მოგზაურს დააკმაყოფილებს.

  • COYA Abu Dhabi არის რესტორანი, რომელიც გამოირჩევა თავისი ძალიან მრავალფეროვანი მენიუთი. აქ ყველა ტიპის კერძს ნახავთ – იქნება ეს ხორციანი საჭმელი თუ ვეგეტარიანული მენიუ. COYA ცნობილია პერუული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციით, ეგზოტიკური არომატებითა და ცოცხალი ატმოსფეროთი, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს მათთვის, ვინც განსხვავებულ კულინარიულ გამოცდილებას ეძებს.
  • Al Khayma Heritage Restaurant Abu Dhabi ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანია აბუ დაბიში, რომელიც გაგაცნობთ ადგილობრივ სამზარეულოს. აქ დაგხვდებათ ტრადიციული სუფები, ზღვის პროდუქტების კერძები და შეგეძლებათ არაბული სასმელების დაგემოვნებაც. ეს რესტორანი გთავაზობთ ავთენტურ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ჩაეფლოთ არაბულ კულტურაში და დატკბეთ ადგილობრივი დელიკატესებით.

აბუ-დაბიში მოგზაურობა ნამდვილად არ იქნება სრულყოფილი ადგილობრივი და აღმოსავლური ტკბილეულის დაგემოვნების გარეშე! ქალაქი უამრავ შესანიშნავ ადგილს გთავაზობთ, სადაც თქვენს ტკბილეულის სიყვარულს დაიკმაყოფილებთ.

  • LADURÉE Abu Dhabi Mall Store არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ამოირჩიოთ უდიდესი ალტერნატივიდან რამდენიმე და აღმოსავლური ტკბილეულის განსაკუთრებული გემოები შეიგრძნოთ. მიუხედავად იმისა, რომ Ladurée ძირითადად ფრანგული მაკარუნებითაა ცნობილი, აბუ დაბის ფილიალში ხშირად ნახავთ ადგილობრივი კულტურის შთაგონებით შექმნილ დესერტებსაც. ეს არის ადგილი, სადაც დახვეწილობა და გემო ერთმანეთს ერწყმის.
  • B Laban Abu Dhabi ნამდვილი სამოთხეა ტკბილეულის მოყვარულთათვის. აქ უამრავ ტკბილეულს ნახავთ, მათ შორის მრავალფეროვან დესერტებს, ნაყინებსა და სხვა უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმს. თუ გსურთ, რომ სხვადასხვა სახის ტკბილი სიამოვნება დააგემოვნოთ ერთ სივრცეში, B Laban იდეალური არჩევანია.
  • Al Aqssa Sweets-ში კი აუცილებლად უნდა გასინჯოთ მათი ბაქლავა. აქაური ბაქლავა არასოდეს დაგავიწყებთ თავს, უგემრიელესი და ჰაეროვანი გემოების წყალობით. ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციული აღმოსავლური დესერტები სრულყოფილებამდეა აყვანილი და ნამდვილად დატოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

აბუ-დაბიში საუკეთესო კულინარიული გამოცდილება არა მხოლოდ გემრიელ კერძებს, არამედ შესანიშნავ ხედებსაც გულისხმობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე რესტორანს, სადაც გემოსა და ვიზუალის ჰარმონიული შერწყმით დატკბებით:

Beirut Sur Mer-ში სადილობა ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილებაა. რესტორანი აბუ-დაბის სანაპიროს ულამაზეს ხედებს შემოგთავაზებთ, რაც შეგიქმნით განცდას, თითქოს ქვიშიან სანაპიროზე დასეირნობთ. აქაური ლიბანური კერძები კი ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს – დააგემოვნებთ როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე ლიბანური სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც იდეალურად ერწყმის გარემოს.

Cafe Milano აბუ-დაბიში სახელგანთქმულია არა მხოლოდ მისი უგემრიელესი კერძებით, არამედ ზღვისა და ქალაქის თანამედროვე მაღალი შენობების ულამაზესი ხედებით. ეს იტალიური რესტორანი ელეგანტური ატმოსფეროთი და დახვეწილი მენიუთი ნამდვილად დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ, სადაც მაღალი კლასის კულინარია თვალწარმტაც ხედებს ერწყმის.

Cipriani კი იასის კუნძულს გადაჰყურებს და ულამაზესი სანაპირო ზოლის სანახაობებით დაგატკბობთ. ამ ცნობილ იტალიურ რესტორანში სადილობისას შეგიძლიათ დატკბეთ როგორც მაღალი კლასის ვენეციური სამზარეულოს შედევრებით, ისე იასის კუნძულის ხედებით, განსაკუთრებით კი ფორმულა 1-ის ტრასისა და მარინას პანორამით, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს მათთვის, ვისაც გემრიელი კერძების ფონზე შთამბეჭდავი ხედები იზიდავს.

აბუ დაბიში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი – Lugaymat. ეს არის შემწვარი კარტოფილის ბურთულები, რომლებიც ტრადიციულად სანელებლებითა და სხვადასხვა სოუსით სერვირდება. მისი დაგემოვნება შეგიძლიათ როგორც სწრაფი კვების ობიექტებში, ასევე უფრო მაღალი კლასის რესტორნებში.

აბუ დაბიში რამდენიმე პოპულარული ადგილია, სადაც ამ ტრადიციულ კერძს საუკეთესოდ ამზადებენ:

  • Luqaimat and Chebab Muroor Street
    ეს არის ერთ-ერთი პოპულარული ადგილი აბუ დაბიში ტრადიციული ემირატული კერძების დასაგემოვნებლად. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ Lugaymat და ნამდვილად საუკეთესო გემოს ელოდოთ. ეს ადგილი ცნობილია ავთენტური რეცეპტებითა და ხარისხიანი მომზადებით.
  • Al Khayma Heritage Restaurant Abu Dhabi
    ეს ცნობილი რესტორანი, რომელიც უკვე ვახსენეთ, როგორც ტრადიციული არაბული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, მაღალ დონეზე მომზადებულ Lugaymat-საც შემოგთავაზებთ. თუ აქ სტუმრობას გეგმავთ, არ დაგავიწყდეთ მისი შეკვეთა – ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, დააგემოვნოთ კერძი დახვეწილ გარემოში.

 

 

ახლოდან დანახული აბუ-დაბი

სად ვიშოპინგოთ აბუ-დაბიში?

აბუ-დაბი შოპინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა, სადაც თანამედროვე, ფუტურისტული სავაჭრო ცენტრები და ტრადიციული ბაზრები, იგივე “სუკები” ჰარმონიულად თანაარსებობენ. აქ შეგიძლიათ იპოვოთ როგორც მსოფლიო დონის დიზაინერული ბრენდები, ისე ავთენტური აღმოსავლური სუვენირები.

აბუ-დაბის სავაჭრო ცენტრები გამოირჩევიან არა მხოლოდ მაღაზიების მრავალფეროვნებით, არამედ გასართობი და კულინარიული სივრცეებითაც. ისინი იდეალურია ცხელი ამინდისგან თავის დასაღწევად და მთელი დღის გასატარებლად.

Yas Mall (იას მოლი): ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი აბუ-დაბიში, რომელიც იას კუნძულზე მდებარეობს. აქ ნახავთ ასობით საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს, უამრავ რესტორანსა და კაფეს, ასევე გასართობ ცენტრებს, როგორიცაა Vox Cinemas და KidZania. ის შესანიშნავი ადგილია ოჯახთან ერთად საყიდლებზე წასასვლელად.

The Galleria Al Maryah Island (გალერია ალ მარიაჰ აილენდი): ეს არის ფუფუნების მოყვარულთა სამოთხე. აქ თავმოყრილია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული დიზაინერული ბრენდები, მაღალი კლასის რესტორნები და კაფეები ულამაზესი ხედებით წყალზე. თუ ექსკლუზიური შოპინგი გსურთ, ეს სწორედ ის ადგილია.

Marina Mall (მარინა მოლი): აბუ-დაბის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავაჭრო ადგილი. ის მდებარეობს კორნიშთან ახლოს, “Heritage Village”-ის გვერდით. აქ განთავსებულია 400-ზე მეტი მაღაზია, ასევე ბოულინგის ხეივანი, კინოთეატრი, ყინულის მოედანი და გასართობი ცენტრი.

Abu Dhabi Mall (აბუ-დაბის მოლი): ქალაქის ცენტრში მდებარე ეს მოლი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარულია. ის გთავაზობთ მრავალფეროვან მაღაზიებს, კვების ობიექტებსა და გასართობ სივრცეებს. აქ ნახავთ როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ ბრენდებს.

  • სანელებლები: არაბული სამზარეულოს მდიდარი არომატები განპირობებულია ადგილობრივი სანელებლებით. შეიძინეთ ზაფრანა, კარდამონი, დარიჩინი და სხვა ეგზოტიკური სანელებლები.
  • არაბული ყავა და ფინჯნები: არაბული ყავა (gahwa) ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ყავის მარცვლები, ისე ლამაზი ტრადიციული ფინჯნები.
  • ფინიკი: აბუ დაბის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი.
  • აქლემის რძის პროდუქტები: იშვიათი და უნიკალური პროდუქტია, მათ შორის შოკოლადი ან რძე.
  • პარფიუმერია და საკმეველი (Oud): ტრადიციული არაბული სუნამოები და “უდი” (არომატული ხის ფისი), რომელიც სახლებსა და ტანსაცმელს უნიკალურ სურნელს სძენს.
  • ხელნაკეთი ნივთები: კერამიკა, ლითონის ნაკეთობები, ტრადიციული ტექსტილი და სხვა სუვენირები.

თუ გსურთ ადგილობრივი კულტურის შეგრძნება და უნიკალური სუვენირების შეძენა, ტრადიციული ბაზრები აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

  • მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სუკი (Souk at the World Trade Center): ეს არის ტრადიციული არაბული სუკის თანამედროვე ვერსია. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, სანელებლები, არაბული ტანსაცმელი, სუვენირები და სხვა. ის გთავაზობთ როგორც ტრადიციულ ატმოსფეროს, ისე კონდიცირებულ გარემოს.
  • ხალიჩების სუკი (Carpet Souk): თუ ხალიჩების ან ტექსტილის შეძენა გაინტერესებთ, ეს სუკი საუკეთესო ადგილია. აქ ნახავთ მრავალფეროვან არაბულ, სპარსულ და სხვა აღმოსავლურ ხალიჩებს. ფასზე მოლაპარაკება აქ ჩვეულებრივი ამბავია.
  • ფინიკის ბაზარი (Date Market): აბუ დაბიში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ფინიკი. ამ ბაზარზე ნახავთ სხვადასხვა სახის ფინიკს, როგორც ნედლს, ისე შოკოლადში ამოვლებულს ან სხვადასხვა შიგთავსით.

აბუ-დაბიში შოპინგი, ზოგიერთ სხვა ქალაქთან შედარებით, ნამდვილად ხელსაყრელი შეიძლება იყოს. აქ გაქვთ შესაძლებლობა, ბიუჯეტურად შეიძინოთ ისეთი ძვირადღირებული პროდუქცია, როგორიცაა ელექტრონიკა, სამკაულები და სხვა მაღალი კლასის ნივთები. გარდა ამისა, ცნობილი ბრენდების ტანსაცმელსაც საკმაოდ მისაღებ ფასად იპოვით.

როდის არის საუკეთესო დრო აბუ დაბიში სამოგზაუროდ?

აბუ-დაბიში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი ნოემბრიდან მარტამდეა. ამ დროს ქალაქში შედარებით ნაკლები ტურისტია, ამინდები კი ყველაზე ნეიტრალური და სასიამოვნოა. ზამთრის თვეებში იდეალურად შეძლებთ დასვენებას, აბუ-დაბის შოპინგ ცენტრების მონახულებასა თუ მის სანაპიროებზე რუჯის მიღებას. მარტის თვეში კი რამადანის დღესასწაულსაც დაესწრებით. ეს არაბთა გაერთიანებული საამიროების და ზოგადად, მთელი მუსლიმური სამყაროს, ყველაზე ცნობილი დღესასწაულია და აბუ-დაბიშიც მრავალფეროვნად აღნიშნავენ. სადღესასწაულო განწყობა, სპეციალურად მოწყობილი ქუჩები და ბაზრები რამადანის დღესასწაულს განსაკუთრებულს ხდის. ამიტომ, თუ ამ უნიკალურ გამოცდილებაში მონაწილეობა გსურთ, აუცილებლად მარტის ბოლოსკენ გათვალეთ მოგზაურობა.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ აბუ-დაბიში?

აბუ-დაბიში გადაადგილება საკმაოდ მარტივი და კომფორტულია, რადგან ქალაქს კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აქვს. თქვენი არჩევანი დამოკიდებულია ბიუჯეტზე, დროზე და იმაზე, თუ სად მიდიხართ.

აბუ-დაბიში მანქანის დაქირავება მოსახერხებელი გადაადგილებას უზრუნველყოფს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დროით თავად ხელმძღვანელობთ და მთელი დღე პირადი ავტომობილით მშვიდად ათვალიერებთ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს. პარკინგის პრობლემა აქ თითქმის არ არსებობს – სისტემა კარგად მუშაობს და Mawaqif-ის აპლიკაციით მარტივად შეძლებთ თავისუფალი ადგილის პოვნას. საშუალო საფასური პარკინგისთვის შეადგენს დაახლოებით 2-3 AED-ს, რაც დაახლოებით 50 ცენტს უდრის.

აბუ-დაბიში ტაქსი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტის სახეობაა. აუცილებლად დააკვირდით, რომ ავტომობილს ჰქონდეს ყვითელი ტაქსის ნიშანი – ეს არის ლიცენზირებული ტაქსი. ქალაქში მანძილები მოკლეა, ამიტომ ტაქსით გადაადგილება შედარებით ხელმისაწვდომია. ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ მობილური აპლიკაციებით, როგორიცაა Uber და Careem.

აბუ-დაბიში ველოსიპედით გადაადგილება საკმაოდ პოპულარულია და გამარტივებული პროცესია. ქალაქში დაახლოებით 50 ველო ბილიკია მოწყობილი, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქმნის. ველოსიპედის ქირაობა მარტივია და ბევრ ლოკაციაზე ხელმისაწვდომია. ამ გზით აბუ-დაბის დასათვალიერებლად მოგზაურობა ნამდვილად სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილება იქნება.

აბუ-დაბიში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განსაკუთრებით ავტობუსები, მოწესრიგებული და ზუსტი გრაფიკით მოქმედებს. ბარათის შეძენა შეგიძლიათ პირდაპირ ავტობუსის სადგურზე დაახლოებით 10 AED-ად (დაახლოებით 2 დოლარი), ხოლო ყოველი მგზავრობისას სისტემიდან დაახლოებით 2 AED (50 ცენტი) გექნებათ ჩამოჭრილი. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ კვირის ბარათი, რომლის ღირებულება 30 AED-ს შეადგენს და ერთი კვირის განმავლობაში შეუზღუდავად ისარგებლოთ ავტობუსებით.

აბუ-დაბი ნამდვილად იმ ქალაქებს შორისაა, სადაც შეგიძლიათ ფეხით იმოძრაოთ. ქალაქი სისუფთავითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა, ხოლო ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, რაც ფეხით გადადგილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.

რომელია საუკეთესო პლაჟები აბუ დაბიში?

აბუ-დაბი მდიდარია ულამაზესი სანაპიროებით, რომლებიც ყველა გემოვნების მოგზაურს მოერგება – იქნება ეს დასვენება, გართობა თუ წყლის სპორტი. აქ არის რამდენიმე საუკეთესო სანაპირო, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

ეს სანაპირო ქალაქის ცენტრში მდებარეობის გამო ძალიან მარტივად მისასვლელია. 8 კილომეტრიანი სანაპირო დაყოფილია ზონებად – საზოგადოებრივი, საოჯახო (ხშირად ფასიანი, მეტი სიმშვიდისთვის) და ქალბატონებისთვის განკუთვნილი მონაკვეთებიც კი. იდეალურია ცურვისთვის, მზის აბაზანების მისაღებად, ფრენბურთისთვის და ველოსიპედით სეირნობისთვის სანაპიროზე გაშენებულ ბულვარში.

აქ უამრავი კაფე, რესტორანი, სველი წერტილები და გასახდელებია. აქვს “ლურჯი დროშის” სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ სუფთა და უსაფრთხოა ცურვისთვის.

ეს სანაპირო ცოცხალი და ენერგიული ადგილია და იდეალურია მათთვის, ვისაც გართობა და წყლის სპორტი უყვარს. აქ შეხვდებით მრავალ ბარს, რესტორანს, საცურაო აუზებს და წყლის სპორტის ფართო არჩევანს (კაიაკინგი, ჯეტ-სკი).

იასის კუნძულზე მდებარე სასტუმროების სტუმრებისთვის ხშირად უფასოა შესვლა, სხვა შემთხვევაში ფასიანია. ახლოსაა იასის კუნძულის მთავარ ატრაქციონებთან, როგორიცაა Ferrari World და Yas Mall.

ცნობილია თავისი ქათქათა თეთრი ქვიშით და კრისტალურად სუფთა, ფირუზისფერი წყლით. ითვლება ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროდ. აქ მდებარეობს რამდენიმე ფეშენებელური სასტუმრო და პლაჟის კლუბი (მაგ. Saadiyat Beach Club, Kai Beach), რომლებიც გთავაზობთ მაღალი დონის მომსახურებას, კერძო კაბინებსა და რესტორნებს (ხშირად ფასიანი შესვლით). იდეალურია მათთვის, ვინც სიმშვიდესა და განმარტოებას ეძებს.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული საზოგადოებრივი სანაპირო, სადაც შესვლა უფასოა. ცნობილია თავისი სპორტული ობიექტებით, მათ შორის ველო ბილიკებით, სარბენი ბილიკებით, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებით.

აქვს დიდი სივრცე ოჯახებისთვის და ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები. განთავსებულია უამრავი კვების ობიექტი, საშხაპეები და საპირფარეშოები.

რომელია საუკეთესო პარკები აბუ დაბიში?

აბუ დაბიში პარკების მრავალფეროვნებაა, დაწყებული უზარმაზარი მწვანე სივრცეებიდან, მსოფლიო დონის თემატური პარკებით დამთავრებული. თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

თუ ადრენალინი, გართობა და დაუვიწყარი გამოცდილებები გიზიდავთ, იასის კუნძული აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ ოთხი მსოფლიო დონის თემატური პარკია თავმოყრილი:

  • Ferrari World Abu Dhabi: მსოფლიოში პირველი Ferrari-ის თემატური პარკი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ატრაქციონი – Formula Rossa. ასევე ნახავთ სხვა ამაღელვებელ ატრაქციონებს, Ferrari-ის ისტორიასა და მუზეუმს. იდეალურია სიჩქარის მოყვარულთათვის.
  • Yas Waterworld Abu Dhabi: ერთ-ერთი საუკეთესო წყლის პარკი მსოფლიოში, 40-ზე მეტი ატრაქციონით, სლაიდებითა და გამოცდილებებით. აქ ნახავთ მსოფლიოში ერთადერთ შეკიდულ წყლის როლერკოსტერს და მრავალ სხვა გასართობს ოჯახის ყველა წევრისთვის.
  • Warner Bros. World Abu Dhabi: რეგიონის უდიდესი დახურული თემატური პარკი, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ თქვენს საყვარელ სუპერგმირებსა და მულტფილმის პერსონაჟებს. პარკი დაყოფილია ექვს თემატურ ზონად და გთავაზობთ 30-ზე მეტ ატრაქციონს.
  • SeaWorld Yas Island, Abu Dhabi: უახლესი და ყველაზე დიდი დახურული საზღვაო თემატური პარკი რეგიონში. აქ 8 თემატურ ზონაში 150-ზე მეტი სახეობის ზღვის ცხოველს შეხვდებით. ის ასევე მოიცავს კვლევისა და გადარჩენის ცენტრს.

რჩევა: შეგიძლიათ შეიძინოთ Multi-Park tickets, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ 2, 3 ან 4 პარკი 6 დღის განმავლობაში შეღავათიან ფასად.

თუ დასვენება, ბუნებასთან სიახლოვე და აქტიური დასვენება გსურთ, აბუ დაბიში უამრავი ლამაზი საზოგადოებრივი პარკია:

  • უმა ალ ემარატის პარკი (Umm Al Emarat Park): აბუ დაბის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ურბანული პარკი. ის გთავაზობთ მრავალფეროვან ატრაქციონს, მათ შორის ბოტანიკურ ბაღს (200-ზე მეტი სახეობის მცენარით), ცხოველთა ფერმას (პატარა ცხოველებით), ამფითეატრს, საბავშვო მოედნებს და ულამაზეს სასეირნო ბილიკებს. შესვლის საფასურია 5 AED.
  • ხალიფას პარკი (Khalifa Park): მასშტაბური პარკი, რომელიც მოიცავს ლამაზ ბაღებს, მუზეუმს, აკვარიუმს და მინი-მატარებლის ატრაქციონს, რაც მას იდეალურს ხდის ოჯახებისთვის.
  • ჰუდაირიათის საზოგადოებრივი სანაპირო პარკი (Hudayriat Beach Park): ეს არის დიდი საზოგადოებრივი ზონა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სანაპიროს, არამედ უამრავ სპორტულ ობიექტს, როგორიცაა ველო ბილიკები, სარბენი ბილიკები, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები. შესვლა უფასოა.
  • აღმოსავლეთის მანგროვების ეროვნული პარკი (Eastern Mangrove Lagoon National Park): ეს არ არის ტიპიური პარკი, მაგრამ ბუნების მოყვარულთათვის სავალდებულო მოსანახულებელი ადგილია. აქ შეგიძლიათ კაიაკით იმოგზაუროთ მანგროვების ტყეებში, დააკვირდეთ ფრინველებსა და ველურ ბუნებას. შესვლა უფასოა, თუმცა კაიაკის დაქირავება ფასიანია.
  • რიმ ცენტრალური პარკი (Reem Central Park): უახლესი და თანამედროვე პარკი რიმის კუნძულზე. მას აქვს ლამაზი სანაპირო ბილიკები, სკეიტ-პარკი, სპორტული მოედნები, საბავშვო მოედნები და ძაღლებისთვის განკუთვნილი სივრცე. შესვლა უფასოა.

ხშირად დასმული კითხვები აბუ-დაბიზე

აბუ დაბის სრულყოფილად მოსანახულებლად და მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების სანახავად, 4-დან 5 სრულ დღემდე ოპტიმალური იქნება. ეს დრო საშუალებას მოგცემთ, როგორც ქალაქის თანამედროვე და ფუტურისტული მხარე შეისწავლოთ, ისე მის კულტურასა და ისტორიას ჩაუღრმავდეთ,

საზგაუროდ გამგზავრებისას პირველ რიგში გახსოვდეთ აუცილებელი ნივთების წაღება – როგორიცაა პასპორტი, ფრენის ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. კომფორტისთვის წაიღეთ კისრის ბალიში, დატენეთ ყველა გაჯეტი და არ დაგავიწყდეთ დამტენები. აბუ დაბიში ხშირად ბევრი სიარულია საჭირო, ამიტომ აუცილებლად ჩაალაგეთ სპორტული ფეხსაცმელი და მოსახერხებელი ტანსაცმელი. მზისგან დასაცავად წაიღეთ მზის კრემი, სათვალე და კეპი. საცურაო კოსტიუმიც აუცილებლად გექნებათ საჭირო, რადგან სანაპიროზე გასვლაც გელოდებათ.

აბუ-დაბი თანამედროვეობის, ფუფუნებისა და მდიდარი კულტურის უნიკალური ნაზავია. აქ ნახავთ შთამბეჭდავ არქიტექტურას, ისტორიულ ძეგლებს, მსოფლიო დონის გასართობ პარკებსა და ულამაზეს სანაპიროებს. ქალაქი ასევე ცნობილია ხელმისაწვდომი შოპინგითა და მაღალი კლასის რესტორნებით, რაც მას ყველა ტიპის მოგზაურისთვის დაუვიწყარ და მრავალფეროვან დანიშნულების ადგილად აქცევს.

აბუ დაბიში მოგზაურობის ღირებულება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენს მოგზაურობის სტილზე, ხანგრძლივობასა და არჩევანზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ცნობილია ფუფუნებით, შესაძლებელია ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვაც.

აბუ-დაბი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება ტურისტებისთვის. ის არაერთხელ მოხვდა უსაფრთხო ქალაქების რეიტინგების სათავეში, მაგალითად, Numbeo-ს ინდექსის მიხედვით, აბუ-დაბი ზედიზედ მერვე წელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქად რჩება.

აბუ დაბიში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი ნოემბრიდან მარტამდეა. ამ დროს ქალაქში შედარებით ნაკლები ტურისტია, ხოლო ამინდები ყველაზე ნეიტრალური და სასიამოვნოა.

აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტი AUH (Zayed International Airport) ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან საკმაოდ ახლოს – დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.

აბ-დაბიში გაფრენას საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან შეძლებთ. თბილისიდან და ქუთაისიდან პირდაპირი ფრენები სრულდება, ხოლო ბათუმიდან გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

თბილისიდან აბუ-დაბიში პირდაპირ ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია Air Arabia. გადაჯდომით შეგიძლიათ იმგზავროთ ისეთი ავიაკომპანიებით, როგორიცაა Qatar Airways, Turkish Airlines, Pegasus და სხვა.

ქუთაისი აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გვთავაზობს Wizz Air, რაც იაფი მოგზაურობის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ხოლო ბათუმიდან აბუ-დაბიში მოგზაურობა შესაძლებელია გადაჯდომით, ძირითადად Turkish Airlines-ისა და Pegasus Airlines-ის მეშვეობით.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები აბუ-დაბიში დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას.

იხილეთ ჩვენი დაკავშირებული მოგზაურობის სახელმძღვანელო