მთავარიბლოგი52 ქართველი ირლანდიიდან გამოაძევეს — რა დაჯდა სპეციალური ოპერაცია და ვის ემუქრება...

52 ქართველი ირლანდიიდან გამოაძევეს — რა დაჯდა სპეციალური ოპერაცია და ვის ემუქრება მინისტრი?

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.

ადგილობრივი მედია, ირლანდიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით, აკონკრეტებს, რომ დეპორტირებულთა შორის 45 ზრდასრული (35 მამაკაცი და 10 ქალი) და 7 ბავშვი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა არასრულწლოვანი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

ამ სპეციალური ოპერაციისთვის დაქირავებული რეისი, რომელიც კომპანია Air Partner Ltd-მ უზრუნველყო, სახელმწიფოს, ამ ეტაპისთვის, 187,625 ევრო დაუჯდა. თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არ არის საბოლოო ღირებულება და „ანგარიშსწორების პროცესი ჯერ არ დასრულებულა“, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული ავიაბილეთები ს ხარჯი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

მომხდარს ირლანდიის იუსტიციის მინისტრი, ჯიმ ო’კალაჰანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი დეპორტაციები წლის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: თუ პირს საერთაშორისო დაცვაზე უარს ეტყვიან და სახელმწიფოს დატოვებას უბრძანებენ, ის ვალდებულია, ქვეყანა დატოვოს. თუ ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებს, ჩვენ ამას ვაიძულებთ,“ — მკაცრად განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ო’კალაჰანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოლიტიკა არ ეხება იმ ქართველების უმრავლესობას, რომლებიც ირლანდიაში ლეგალურად ცხოვრობენ.

„საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში კანონიერი გზებით შემოდის. ჩვენ მათ მივესალმებით, რადგან ისინი ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებაში უდიდეს და პოზიტიურ წვლილს შეიტანენ,“ — დასძინა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, დეპორტირებულებს რეისზე თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, თარჯიმანი და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წყარო

მიმართულებები

იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში

იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში დანიის დედაქალაქი...

იაფი ავიაბილეთები სტამბოლში

იაფი ავიაბილეთები სტამბოლშისტამბოლი, თურქეთის...

მოგზაურობა

ქუთაისი კოპენჰაგენი

ქუთაისი კოპენჰაგენი ფრენები 329 ლარიდან

თბილისი სალონიკი
ქუთაისი სალონიკი

მოგზაურობის სახელმძღვანელო

მსგავსი სტატიები

AJet -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია: სრული გზამკვლევი

ავიაფრენები, მიუხედავად მათი კომფორტისა, ხშირად არ არის დაზღვეული შეფერხებებისგან. მათ შორის ყველაზე გავრცელებული და...

AJet -ის ფრენები და კომპენსაცია / ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

თუმცა, მაშინაც კი, როცა ავიაკომპანია სანდოა, ფრენის შეფერხებები მაინც შესაძლებელია. თუ თქვენ AJet-ის ფრენაზე...

AJet Flight Compensation: Complete Passenger Rights Guide

If you've faced flight delays, cancellations, or denied boarding with AJet, it's important to...

EasyJet Flight Compensation Guide

EasyJet flight compensation guide is specialized to help passengers who’ve encountered flight disruptions understand...